MiroVit D3 - მიროვიტ D3 2000IU 30 კაფსულა
ჩვენებები: ვიტამინი D3 არეგულირებს კალციუმისა და ფოსფორის ათვისების პროცესს ორგანიზმში.
შემადგენელი კომპონენტები | 1 ტაბლეტი შეიცავს | % RDA* |
ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი) |
ეკვ. 2000 IU (50 მკგ) | 100 |
* RDA - რეკომენდებული დღიური დოზა
მიროვიტ D3-ის ერთი კაფსულა შეიცავს ვიტამინ D3 (ქოლეკალციფეროლი) ეკვ. 2000 IU (50 მკგ)
დამხმარე ნივთიერებებს:ჟელატინი,გლიცეროლი,გაწმენდილი წყალი. დამატებითი სუბსტანცია:მზესუმზირის ზეთი.
მოქმედების მექანიზმი: ვიტამინი D3 არეგულირებს კალციუმისა და ფოსფორის ათვისების პროცესს ორგანიზმში,ხელს უწყობს ამ ელემენტების საჭირო დონეზე შენარჩუნებას სისხლში,ასევე ძვლებსა და კბილებში.იგი განაპირობებს ძვლოვანი ჩონჩხის ფორმირებას,ძვლის სტრუქტურის შენარჩუნებას,ზრდის კუნთოვან ტონუსს. ვიტამინი D3-ის მოქმედების შედეგად უმჯობესდება მიოკარდიუმის კუმშვითი ფუნქცია,სისხლის შედედების პროცესი,რეგულირდება ნერვული იმპულსის გატარება,ხდება იმუნური სისტემის გაძლიერება.ვიტამინი D3 ასევე აუცილებელია პარაფარისებრი ჯირკვლების ნორმალური ფუნქციონირებისთვის. ვიტამინი D3-ის მიღება,განსაკუთრებით კალციუმთან ერთად,უზრუნველყოფს ძვლის ქსოვილის დაკარგვის შენელებას,მოტეხილობების რისკის შემცირებას და აუცილებელია იმ შემთხვევაში,როდესაც ბუნებრივი გზით მისი მიღება(მზეზე ყოფნის დროის სიმცირე,არასრულფასოვანი საკვები,ასაკობრივი ფაქტორი)ვერ ხერხდება.გარდა ამისა,ვიტამინ D3-ის მიღება არის ოსტეოპოროზის კომპლექსური თერაპიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და სავალდებულო კომპონენტი.
მიღების წესი და დოზირება: ზრდასრულებში 1 კაფსულა დღეში პერორალურად,ჭამის დროს,1 ჭიქა წყალთან ერთად. დოზის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად ორგანიზმში ვიტამინი D3-ის დეფიციტის ხარისხის მიხედვით.
სიფრთხილის ზომები / გაფრთხილებები: არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას. საკვები დანამატები არ ცვლიან ბალანსირებულ კვებას და ცხოვრების ჯანსაღ წესს, ამიტომ დაუშვებელია მათი გამოყენება როგორც სრულფასოვანი კვების შემცვლელი. არ გამოიყენოთ საკვები დანამატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში. ხანგრძლივი მიღებისას აუცილებელია სისხლში კალციუმის დონის კონტროლი,ასევე თირკმლის ფუნქციის კონტროლი სისხლში კრეატინინის რაოდენობის განსაზღვრის გზით.დაკვირვება მეტად მნიშვნელოვანია ასაკოვან პაციენტებში გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით,რომლების იღებენ საგულე გლიკოზიდებს და მიდრეკილები არიან ორგანიზმში კენჭების წარმოქმნისაკენ.ჰიპერკალციემიის ან თირკმლის ფუნქციის დარღვევის ნიშნების წარმოქმნის შემთხვევაში დანამატის მიღება უნდა შეწყდეს.სიფრთხილეა საჭირო სარკოიდოზით დაავადებულ პაციენტებში გამოყენებისას ვიტამინი D3-ის მის აქტიურ ფორმაში დიდი რაოდენობით გარდაქმნის რისკის გამო.ოსტეოპოროზის მქონე იმობილიზებულ პაციენტებში გამოყენებისას მაღალია ჰიპერკალციემიის რისკი.
ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში გამოყენებამდე კონსულტაციისათვის სასურველია მიმართოთ ექიმს.
შენახვის პირობები: ინახება 15-25 °C ოთახის ტემპერატურაზე, არ მოათავსოთ მზის პირდაპირ შუქზე.შეინახეთ საკვები დანამატები ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
შეფუთვა: რბილი ჟელატინის კაფსულა N30.
Units | 30 |
---|---|
Form | სპრეი |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account