Sodium Chloride - ნატრიუმის ქლორიდი სეემი 0.9% 250მლ
გამოყენების ინსტრუქცია
ნატრიუმის ქლორიდი – სეემი
პრეპარატის სავაჭრო დასახელება: ნატრიუმის ქლორიდი – სეემი
აქტიური ნივთიერება (სად): ნატრიუმის ქლორიდი
პრეპარატის ფორმა: საინფუზიო ხსნარი
შემადგენლობა:
ხსნარის 1000მლ შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: ნატრიუმის ქლორიდი – 9.0გ.
დამხმარე ნივთიერებები: საინექციო წყალი – 1ლ-მდე.
აღწერილობა: გამჭვირვალე, მლაშე გემოს მქონე უფერო სითხე.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: მარილოვანი ხსნარები.
ათქ კოდი: B05CB01
ფარმაკოლოგიური თვისებები
იზოტონური ხსნარი. დეჰიდრატაციის დროს ავსებს ორგანიზმის სითხის დეფიციტს. ნატრიუმის და ქლორის იონები წარმოადგენენ უჯრედგარეთა სივრცის მნიშვნელოვან არაორგანულ კომპონენტებს. ინარჩუნებენ სისხლის პლაზმის და უჯრედგარეთა სივრცის შესაბამის ოსმოსურ წნევას.
ნატრიუმის ქლორიდი ორგანიზმში ხვდება საკვების საშუალებით. ჩვეულებრივ ადამიანი დღეღამეში მოიხმარს დაახლოებით 10გ (170მმოლი) ნატრიუმის ქლორიდს, ეს რაოდენობა ეხმარება ორგანიზმს ელექტროლიტური ბალანსის შენარჩუნებაში. ვინაიდან ნატრიუმის ქლორიდის 0.9% ხსნარი პლაზმასთან შედარებით იზოტონურია, ფართოდ გამოიყენება სამედიცინო პრაქტიკაში. რადგან ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარი არ იწვევს გაღიზიანებას, მისი გამოყენება შესაძლებელია პარენტერალური შეყვანისთვის, ჭრილობების და ლორწოვანი გარსების გამორეცხვისთვის. ვინაიდან ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი პლაზმასთან შედარებით იზოტონურია, ის სწრაფად გამოიდევნება სისხლძარღვებიდან და მხოლოდ დროებით ახდენს სისხლძარღვებში მოცულობის გაზრდას, ამასთან დაკავშირებით, პრეპარატის ეფექტურობა ძლიერი სისხლდენების და შოკის დროს არ არის მაღალი.
ფარმაკოკინეტიკა
სწრაფად გამოიყოფა თირკმელების გზით შეუცვლელი სახით.
გამოყენების ჩვენებები
ნატრიუმის ქლორიდის 0.9% ხსნარი გამოიყენება როგორც პლაზმის შემცვლელი საშუალება ენდოგენური და ეგზოგენური მოწამვლების, გაუწყლოვნების აღდგენის, ფაღარათის, ტოქსიკური დისპეფსიის, ნაწლავის გაუვალობის, ჰიპოქლორემიული ალკალოზის დროს, ასევე სამკურნალო საშუალებების განზავებისთვის.
გარდა ამისა, ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარი გამოიყენება ჭრილობების ჩამობანვისთვის, თვალის კონიუნქტივის, მუცლის და პლევრის ღრუს, საშოს და შარდის ბუშტის გამორეცხვისთვის.
გამოყენების წესი და დოზირება
შეყვანამდე აუცილებელია ფლაკონის ვიზუალური დათვალიერება. ხსნარი უნდა იყოს გამჭვირვალე, არ უნდა შეიცავდეს ნაწილაკებს და ნალექს. ფლაკონის მთლიანობის და ჰერმეტულობის შემთხვევაში პრეპარატი ითვლება გამოყენებისთვის ვარგისად. ჩვეულებრივ ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარი შეიყვანება ინტრავენურად, წვეთოვნად. შეყვანამდე ფლაკონი უნდა გათბეს 35-37ჩ-მდე. შესაყვანი ხსნარის მოცულობა დამოკიდებულია პაციენტის მდომარეობაზე, სითხის დაკარგვის ხარისხზე, ნატრიუმის და ქლორის იონების შემცველობაზე სისხლის პლაზმაში. ინფუზიის სიჩქარე შეირჩევა ინდივიდუალურად. 0.9% იზოტონური ხსნარის მცირე რაოდენობით შეყვანის აუცილებლობისას, შესაძლებელია პრეპარატის ნაკადურად შეყვანა.
ხსნარის დიდი მოცულობით შეყვანის დროს პაციენტებში, რომელთა სხეულის წონა აღემატება 70კგ-ს, პრეპარატი შეიყვანება წვეთოვნად 500-600წვეთი სთ-ში სიჩქარით. დიდი რაოდენობით სითხის დაკარგვის და მოწამვლის დროს შესაძლებელია დღეში 300მლ ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარის შეყვანა. 0.9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარის შეყვანა შეიძლება კანქვეშ, ღრუებში და სწორ ნაწლავში. ასევე 0.9% ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარი გამოიყენება ჭრილობების და ლორწოვანი ღრუების გამოსარეცხად.
გვერდითი მოვლენები
გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, კუჭის სპაზმები, წყურვილი, ცრემლდენა, ოფლიანობა, ცხელება, ტაქიკარდია, არტერიული ჰიპერტენზია. თირკმლის ფუნქციის დარღვევა, შეშუპება, ჰაერის უკმარისობა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, მოუსვენრობა, სისუსტე, კრთომები და კუნთების ჰიპერტონუსი.
ხსნარის დიდი რაოდენობების შეყვანამ შეიძლება გამოიწვიოს ქლორემიული აციდოზი, ჰიპერჰიდრატაცია, ჰიპოკალიემია.
უკუჩვენებები
• ჰიპერნატრიემია;
• აციდოზი;
• ჰიპერქლორემია;
• ჰიპოკალიემია;
• ჰიპერჰიდრატაცია;
• ცირკულატორული დარღვევები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს თავის ტვინის და ფილტვების შეშუპება;
• გლუკოკორტიკოიდების დიდი რაოდენობით თანმხლები მკურნალობა;
• მწვავე მარცხენაპარკუჭოვანი უკმარისობა.
სიფრთხილით:
• გულის ქრონიკული დეკომპენსირებული უკმარისობა;
• თირკმლის ქრონიკული უკმარისობა (ოლიგო-; ანურია);
• თირკმლის ფუნქციის დარღვევა;
• გულის უკმარისობა;
• არტერიული ჰიპერტენზია;
• პერიფერიული შეშუპება.
სხვა წარმლებთან ურთიერთქმედება
იზოტონური ხსნარის შერევა შესაძლებელია ჰიდროფილურ სამკურნალო საშუალებებთან.
განსაკუთრებული მითითებები
ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარის დიდი მოცულობით შეყვანისას აუცილებელია სისხლის პლაზმაში ელექტროლიტების კონტროლი.
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს:
დასაშვებია პრეპარატის გამოყენება ორსულებსა და მეძუძურ დედებში.
პრეპარატის შენახვა საჭიროა ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ გამოყენება არ შეიძლება.
დოზის გადაჭარბება
პრეპარატი ნაკლებად ტოქსიკურია. დოზის გადაჭარბების შეთხვევები არ დაფიქსირებულა.
გამოშვების ფორმა
100მლ, 250მლ, 500მლ საინფუზიო ხსნარი პლასტმასის ფლაკონებში.
შენახვის პირობები
ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25C ტემპერატურის პირობებში.
ვარგისობის ვადა
2 წელი.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი:
ერთობლივი საწარმო შპს “ სამარყანდ ეკო-მედიკალ”,
უზბეკეთის რესპუბლიკა, ქ. სამარყანდი, ფარხადის დასახლება, საწარმოო ზონა. ტელ: +998946644025
ელ.ფოსტა: sp_ecomedical@mail.ru
Units | 1 |
---|
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account