Sodium chlorid - ნატრიუმის ქლორიდი 0.9% 100მლ

1,94 ლ
მარაგშია
SKU
29363_681
ჩვენებები პრეპარატი ინტრავენურად გამოიყენება ტოქსიური დისპეფსიის, გამუდმებული ღებინების, ქოლერის, მოწამვლის, მწვავე სისხლდენის, შოკის დროს, პოსტოპერაციულ პერიოდში. გარეგანად - თვალებში, ცხვირის ლორწოვანი გარსების დაავადებების დროს, ჭრილობების გამოსარეცხად.

საერთაშორისო დასახელება:

SODIUM CHLORIDE

მოქმედი ნივთიერება: ნატრიუმის ქლორიდი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

რეჰიდრატაციული საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საინფუზიო ხსნარი 0.9%: ფლაკონში 500 მლ

1 მლ

ნატრიუმის ქლორიდი ......     9 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები

 

ნატრიუმის ქლორიდის 0.9% იზოტონური ხსნარი ადამიანის სისხლის პლაზმის იდენტურია. იგი ადამიანის ორგანიზმში ხვდება საკვებთან ერთად, ნაწილდება სისხლში და ქსოვილოვან სითხეში.

ნატრიუმის და ქლორის დეფიციტის დროს, რომელიც გამოწვეულია ხანგრძლივი დიარეით, დამწვრობით, ღებინებით, თირკმელზედა ჯირკვლების ქერქის ჰიპოფუნქციით და სხვა პათოლოგიური მდგომარეობით, მატულობს სისხლის სიბლანტე, რაც გამოწეულია სითხის გადასვლით სისხლიდან ქსოვილებში.

მნიშვნელოვანი დეფიციტის დროს აღინიშნება გლუვი კუნთების სპაზმი, გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის დარღვევები. ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარი ავსებს სისხლის მოცულობას და აღადგენს იონურ წონასწორობას. ხსნარს გააჩნია დეზინტოქსიკაციური ეფექტი. არ ახასიათებს გამაღიზიანებელი მოქმედება სხვადასხვა გზით შეყვანისას და ასევე გამოიყენება სამკურნალო საშუალების გასახსნელად.

ჩვენებები

  • პრეპარატი ინტრავენურად გამოიყენება ტოქსიური დისპეფსიის, გამუდმებული ღებინების, ქოლერის, მოწამვლის, მწვავე სისხლდენის, შოკის დროს, პოსტოპერაციულ პერიოდში.
  • გარეგანად - თვალებში, ცხვირის ლორწოვანი გარსების დაავადებების დროს, ჭრილობების გამოსარეცხად.

დოზირების რეჟიმი

იზოტონური ხსნარი შეყავთ ინტრავენურად კანქვეშ და რექტალურად.

ინტრავენურად წვეთოვნად - 5-10 მლ - 2 ლიტრამდე.

ქოლერის დროს და პოსტოპერაციულ პერიოდში, ტოქსიური დისპეფსიის დროს 3 ლიტრამდე დღეღამეში. კანქვეშ შეყვანისას ხსნარის მოცულობა მერყეობს ჩვენებების მიხედვით.

რექტალურად -  75-100 მლ.

თვალების, ცხვირის და ჭრილობების დასამუშავებლად გამოიყენება სტერილური ხსნარი.

გვერდითი მოვლენები

დიდი რაოდენობით შეყვანისას შეიძლება განვითარდეს ქლორიდული აციდოზი, ჰიპოკალიემია, ჰიდრატაცია. ასეთ შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის მოხსნა.

უკუჩვენებები

* თრომბოფლებიტი;

* სისხლის შედედების  გაზრდა;

* თირკმელების დაავადებები;

* გულის დეკომპენსირებული მანკი;

* ჰიპერნატრიემია;

* კორტიკოსტეროიდების გამოყენება.

განსაკუთრებული მითითებები

სისხლდენების და შოკური მდგომარეობის დროს საჭიროა ჰემოტრანსფუზია, პლაზმის და პლაზმის შემცველების გადასხმა.

ხანგრძლივი გადასხმების დროს საჭიროა დიურეზის კონტროლი და ელექტროლიტების შემცველობის შემოწმება სისხლის პლაზმაში და შარდში.

მეტი ინფორაცია
Units 1
Is Online? არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy