ნაფლანი ტკივილგამაყუჩებელი პლასტირი 3 ცალი

24,70 ლ
მარაგშია
SKU
73001_3057

გამოიყენება კუნთებისა და სახსრების ტკივილის დროს. მიზანშეწონილია პლასტირის მოხმარება ადგილობრივი ტკივილის, პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებების დროს

ნაფლანი არის ადგილობრივი მოქმედების ტკივილგამაყუჩებელი პლასტირი ხანგრძლივი ეფექტით.

დანიშნულება: პრეპარატი გამოიყენება კუნთებისა და სახსრების ტკივილის დროს. მიზანშეწონილია პლასტირის მოხმარება ადგილობრივი ტკივილის, პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებების დროს (რადიკულიტი, იშიაზი, ნევრალგია, ნეფრიტი და ა.შ).

გააჩნია ადგილობრივი ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება. პლასტირის შემადგენელი ნივთიერებები სწრაფად შეიწოვება კანში და ხასიათდება სისტემური მრავალფუნქციური მოქმედებით. ახდენს რბილი ქსოვილებისა და საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ტკივილის კუპირებას.

პლასტირი არ შეიცავს ტოქსიკურ და ჰორმონალურ პრეპარატებს.

შემადგენლობა: თეთრი პეტროლატუმი.

შემავსებლები: თეთრი პეტროლატუმი, წითელი წიწაკა, კაფური, მენთოლი, წებო, ცალ მხარეს სილიკონიანი ქაღალდი, (ნიღაბი ქაღალდი).

გამოყენების ხერხი: განკუთვნილია გარეგანი მოხმარებისათვის , პლასტირის გამოყენებამდე კანი გაიწმინდეთ სამედიცინო სპირტით, გაამშრალეთ, პლასტირს მოაცალეთ წებოვან მხარეს არსებული დამცველი შრე, დაიკარით მტკივნეულ ადგილზე წებოვანი მხრიდან და მსუბუქი ზეწოლით გაასწორეთ. პლასტირის მოქმედების ხანგრძლივობაა მაქსიმუმ 24 საათი. ძლიერი წვის ან გაღიზიანების შეგრძნების შემთხვევაში, პლასტირი მოიშორეთ და კანზე გაისვით დამატენიანებელი კრემი. კანზე მწებავი მასის დარჩენის შემთხვევაში, კვალის მოცილება ადვილია საპნის ხსნარით ან ლოსიონით.

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს: პლასტირის გამოყენება არ არის აკრძალული ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს. განსაკუთრებით არის რეკომენდირებული ქალების მიერ მისი გამოყენება მშობიარობის შემდგომ პერიოდში ხერხემალზე პრობლემების არსებობისას.

ასაკობრივი შეზღუდვები : არ არის სასურველი პლასტირის გამოყენება 10 წლამდე ბავშვებში. (შესაძლებელია გამოიწვიოს წვა აპლიკაციის უბანზე)

გვერდითი მოვლენები: შესაძლებელია განვითარდეს ალერგიული რეაქციები, წვა აპლიკაციის უბანზე, მომატებული მგრძნობელობა.

შენახვის პირობები: ინახება მშრალ ადგილას, +5 დან +25 C მდე ტემპერატურის ფარგლებში.

რეკომედირებულია პლასტირების გამოყენება პაკეტის გახსნიდან 2 თვის განმავლობაში.

ვარგისიანობის ვადა : 3 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები: ექიმის რეცეპტის გარეშე.

განსაკუთრებული მითითებები:

-სახვევი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისათვის

-გამოყენების წინ კანის ზედაპირი უნდა გასუფთავდეს სამედიცინო სპირტის ხსნარით

-არ გამოიყენება დაზიანებულ კანზე

-მოარიდეთ თვალებთან კონტაქტს, ლორწოვან გარსს და გამონაყარს

-არ გამოიყენება ალერგიულ ინგრედიენტებთან.

-არ გამოიყენება ცხელ საფენებთან ერთად

-არ გამოიყენება ჰიპერესთეზიისას

-პლასტირის კანზე დატოვება შეიძლება 24 საათის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ აღინიშნება რაიმე სახის დისკომფორტი, უნდა მოხდეს მისი მოცილება და ჩამობანვა საპნიანი წყლით.

-პლასტირის გამოყენებამდე გაეცანით ინსტრუქციას ან დამატებით მიმართეთ ფარმაცევტს.

პლასტირის გამოყენება შეწყვიტეთ და მიმართეთ თქვენს ექიმს შემდეგი სიმპტომების განვითარების შემთხვევაში:

- ტკივილის მომატება

- თუ ტკივილის ხანგრძლივობა აღემატება 7 დღეს

-თუ გამოიხატება ქავილი და გამონაყარი

დოზა და მოცულობა

-3 პლასტირი (18xm X 12 სმ)

-კანზე გამოყენება ადგილობრივად, რეკომენდირებულია ზედიზედ 3 -ჯერ .

სერ: 89122002

მწარმოებელი:

შპს ფუა დერმ 50735 ამსტერდამერის ქუჩა 230, გერმანია

info@puredermgmbh.de

მეტი ინფორაცია
Units 1
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy