Neladex - ნელადექსი თვალის მალამო 5გ
ჩვენება:თვალების ანთებითი და ინფექციური დაავადებების მკურნალობა.
შემადგენლობა:
ერთი მლ თვალის წვეთები შეიცავს: დექსამეტაზონი 1 მგ, ნეომიცინის სულფატი 3,5 მგ და პოლიმიქსინ B სულფატს 6000 სე.
კონსერვანტები: ბენზალკონიუმის ქლორიდი 0.004%.
დამხმარე ნივთიერებები: მეთილცელულოზას ჰიდროქსიპროპილი, ნატრიუმის მეტაბისულფიტი, პოლისორბატ ნატრიუმი 80, საინექციო წყალი.
ფარმაკოლოგიური მოქმედება: თვალის/ყურის წვეთებს გააჩნია ადგილობრივი ანტიბაქტერიული, ანთებისსაწინააღმდეგო, ანტიალერგიული მოქმედება.
ჩვენებები:
თვალის ანთებითი და ინფექციურ-ალერგიული დაავადებები;
მწვავე და ქრონიკული გარე ოტიტები; სმენის ორგანოზე ჩატარებული ქირურგიული ჩარევით გამოწვეული ინფექციური გართულებები.
უკუჩვენებები:
ნელადექსის თვალის/ყურის წვეთები უკუნაჩვენებია პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობისას; აგრეთვე თვალის ტუბერკულოზის, სოკოვანი და ვირუსული ინფექციების დროს.
გვერდითი ეფექტები:
ნელადექსის თვალის/ ყურის წვეთებს შეუძლია გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.
გამოყენების წესი და დოზირების რეჟიმი:
თვალი: წვეთები კონიუნქტივალურად 1-2 წვეთი 4-6 ჯერ დღეღამეში (მსუბუქი ინფექციებისას) ან ყოველ საათში (მძიმე ინფექციისას); სიმპტომების შესუსტების მიხედვით შესაძლოა შევამციროთ მიღების ჯერადობა..
ყური: გარეთა ყურის ინფექციების დროს 4 წვეთი 3-4 ჯერ დღეღამეში; შუა ყურის ანთების, ყურზე ქირურგიული ჩარევით გამოწვეული ინფექციური გართულებების და ინფექციური ოტიტების დროს 4-10 წვეთი 3-4 ჯერ დღეში.
გაფრთხილება:
სიფრთხილით გამოიყენება გლაუკომით ან კატარაქტით დაავადებულ პაციენტების მკურნალობისას.
შენახვის პირობები:
ინახება 10ºC-დან 25ºC ტემპერატურაზე, ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას. ფლაკონის გახსნის შემდეგ გამოიყენება ერთი თვის განმავლობაში.
გამოშვების ფორმა:.
5მლ-ანი ფლაკონი საწვეთურით.
დამზადებულია:
,,E.I.P.CO” ეგვიპტე ტენტ A.R.E.
Units | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account