Nol Gripp - ნოლგრიპი 4 ტაბლეტი
Gგამოყენების ინსტრუქცია
ნოლგრიპი ტაბლეტები
NOLGRIPP
(ბროშურა)
შემადგენლობა:
ყოველი უგარსო ტაბლეტი შეიცავს:
პარაცეტამოლი ბფ 500მგ
კოფეინი ბფ 30მგ
ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი ბფ 5მგ
ქლორფენირამინის მალეატი ბფ 2მგ
საღებავი: ყვითელი ქინოლინი
ფარმაკოლოგიური კლასიფიკაცია:
ანალგეზიური, ანტიპირეტული და ანტიჰისტამინური.
ფარმაკოლოგიური მოქმედება
ფარმაკოდინამიური მახასიათებლები
ნოლგრიპის ტაბლეტები აირის ოთხი სამედიცინი ინგრედიენტის იდეალური კომბინაცია სიმპტომების შესამცირებლად, რომლებიც ასოცირებულია გაციებასთან, გრიპთან, ხველებასთან, ცხელებასთან, გაციებასთან ასოცირებულ კატართან, სურდოსთან და ზემო რესპირატორული ტრაქტის სხვა ინფექციებთან.
პარაცეტამოლს გააჩნია ანალგეზიური და ანტიპირეტული მოქმედება, მაგრამ მხოლოდ სუსტი ანთების საწინააღმდეგო მახასიათებლები ცხელების, თავის ტკივილის შესამცირებლად და ტკივილის მოსახსნელად. პარაცეტამოლის ზუსტი მოქმედების მექანიზმი უცნობია. ასპირინისგან განსხვავებით, პარაცეტამოლი უპირატესად ცენტრალური მოქმედებისაა, გავლენას არ ახდენს თრომბოციტების აგრეგაციაზე და წარმოადგენს ციკლოოქსიგენაზას (ენზიმი, რომელიც ჩართულია პროსტაგლანდინების სინთეზში) შექცევად ინჰიბიტორს. ანტიპირეტული მოქმედება განპირობებულია ენდოგენური პიროგენების მოქმედების ბლოკირებით ჰიპოთალამურ თბორეგულაციის ცენტრზე, შესაძლოა პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირებით. ცხელება მცირდება ვაზოდილატაციით, პერიფერიული სისხლის ნაკადის გაზრდით და ოფლიანობით. ანალგეზური ეფექტი შეიძლება განპირობებული იყოს ტკივილის ზღურბლზე პირდაპირი მოქმედებით. ეს ეფექტი სავარაუდოდ განპირობებულია პროსტაგლანდინების სინთეზის შემცირებით ან იმ ქიმიური მედიატორების სინთეზის ან მოქმედების ინჰიბირებით, რომლებიც ახდენს ტკივილის რეცეპტორების მგრძნობელობის ზრტდას მექანიკური და ქიმიური სტიმულაციის მიმართ. პარაცეტამოლს არ ახასიათებს პერიფერიული ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება. პარაცეტამოლის ქრონიკულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰეპატოტოქსიკურობა ან ნეფროტოქსიკურობა, ამ ტოქსიკურობის მექანიზმი მსგავსია. პარაცეტამოლის მეტაბოლიტი, P-ამინოფენოლი კონცენტრირდება თირკმლის ჰიპერტონულ დვრილებში. P-ამინოფენოლის დაჟანგული მეტაბოლიტები კოვალენტურად უკავშირდება სულფჰიდრილის ჯგუფს ქსოვილების მაკრომოლეკულებზე რაც იწვევს უჯრედების ნეკროზს. სულფჰიდრილის ჯგუფთან კავშირი შეიძლება მოხდეს ღვიძლშიც და თირკმელშიც. გლუტათიონის რეზერვის შემდგომი გამოლევა შეიძლება იწვევდეს ჰეპატო ან ნეფროტოქსიურობას.
ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი: დეკონგესტანტი გამოიყენება შეგუბების ან ცხვირის გაჭედილობის დროებითი მოხსნისთვის, რომელიც გამოწვეულია ცხელებით ან სხვა ალერგიით, გაციებით ან გრიპით.
კოფეინი: ზომიერი სტიმულატორი ტონუსისთვის.
ქლორფენირამინი არის ანტიჰისტამინი. ბლოკავს ბუნებრივი ქიმიური ჰისტამნის ეფექტებს ორგანიზმში. ქლორფენირამინი ახდენს გაციების, ქავილის, თვალების და ცხვირის შეშUპების პრევენციას და ალერგიის და მაღალი ცხელების სხვა სიმპტომების პრევენციას.
ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები
პარაცეტამოლი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, პლაზმაში პიკური კონცენტრაცია მიიღწევა ორალური მიღებიდან დაახლოებით 10-60 წუთის შემდეგ. პარაცეტამოლი ნაწილდება უმრავლეს ქსოვილებში. გადის პლაცენტას და გამოიყოფა რძეში. ჩვეული თერაპიული კონცენტრაციით, პლაზმის ცილებთან კავშირი უმნიშვნელოა, მაგრამ იზრდება კონცენტრაციის ზრდასთან ერთად. პარაცეტამოლის ნახევარგამოყოფის პერიოდი მერყეობს 1-3 საათს შორის. პარაცეტამოლი მეტაბოლიზდება უმეტესად ღვიძლში, გამოიყოფა შარდში ძირითადად გლუკურონიდის და სულფატის კონიუგატების სახით. 5%-ზე ნაკლები გამოიყოფა უცვლელად. მცირე ჰიდროქსილირებული მეტაბოლიტი (N-აცეტილ-ბენზოქინემინი), რომელიც ჩვეულებრივ წარმოიქმნება ძალიან მცირე რაოდენობით ღვიძლსში და თირკმელში დაჟანგვის ფუნქციით, რომელიც ჩვეულებრივ ნეიტრალდება გლუტათიონთან კონიუგაციით შეიძლება დაგრეოვდეს პარაცეტამოლის ჭარბი დოზირეიბსას და გამოიწვიოს ქსოვილების დაზიანება.
ფენილეფრინი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ნაწილდება სხვადასხვა ქსოვილებსა და სითხეებში და ნელა მეტაბოლიზდება ღვიძლში, უცვლელი სახით გამოიყოფა შარდით. არარეგულარული აბსორბციის და ნაწლავსა და ღვიძლში მონოამოინოოქსიდაზით პირველადი მეტაბოლიზმის გამო ფენილეფრინს გააჩნია დაბალი ორალური ბიოშეღწევადობა.
კოფეინი სწრაფად შეიწოვება ორალური მიღების შემდეგ და ფართოდ ნაწილდება ორგანიზმში, აგრეთვე შეიწოვება კანიდან. რექტალური სანთლების გამოყენებისას შეწოვა შეიძლება იყოს ნელი და მერყევი. ინტრამუსკულური ინექციის შემდეგ შეწოვა შეიძლება უფრო ნელი იყოს ვიდრე ორალური მიღების შემდეგ. კოფეინი სწრაფად გადის ცენტრალურ ნერვულ სისტემაში და გამოიყოფა ნერყვში. მცირე კონცენტრაციით რძეში, კოფეინი გადის პლაცენტას. მოზრდილებში კოფეინი მეტაოლიზდება თითიქმის სრულად, ღვიძლში დაჟანგვით, დემეთილირებით და აცეტილირებით და გამოიყოფა შარდში 1-მეთილ შარდმჟავას, 1-მეთილქსანტინის, 7-მეთილქსანტინის, 1.7-დიმეთილქსანტინის (პარაქსანტინის), 5-აცეტილამინო -6-ფორმილამინო-2 მეთილურაცილის (AFMU), და სხვა მეტაბოლიტების სახით, მხოლოდ 1% გამოიყოფა უცვლელად. ახალშობილებში უფრო მაღალია კოფეინის მეტაბოლიზმის შესაძლებლობა და იგი უფრო დიდი რაოდენობით გამოიყოფა შარდში უცვლელი სახით, სანამ არ განვითარდება ღვიძლისმიერი მეტაბოლიზმი, ჩვეულერივ 6 თვის ასაკამდე. მოზრდილებში ნეხევარგამოყოფის პერიოდი 32-7 საათია, ახალშობილებში შეიძლება გადააჭარბოს 100 საათს.
ქლორფენირამინის მალეატი კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, პლაზმაში პიკური კონცენტრაცია მიიღწევა ორალური მიღების შემდეგ დაახლოებით 1-4 საათში. გადის პლაცენტას და აღმოჩენილია ლაქტატში. ქლორფენირამინის მალეატი უკავშირდება პლაზმის ცილებს და ექსტენსიურად მეტაბოლიზდება ორგანიზმში. ძირითადად გამოიყოფა შარდში მეტაბოლიტების სახით.
ჩვენება:
- გრიპი
- ალერგიული რინიტი
- სურდო და გაციება
- ცხვირის დაცობა
- სხეულის ტკივილი
უკუჩვენება:
ჰიპერმგრძნობელობა ტაბლეტების კომპონენტების მიმართ. გლაუკომა, პაციენტები, რომლებიც იღებენ მაო-ს ინჰიბიტორებს და აღენიშნებათ გულის დაზიანება. რეკომენდებული არ არის 2 წლამდე ასაკის ბავშვებში, ორსულ და მეძუძურ ქალებში, ექიმის რეკომენდაციის გარდა.
გვერდითი ეფექტები:L
პარაცეტამოლის გვერდითი ეფექტები იშვიათია და ჩვეულერივ მსუბუქია, თუმცა აღწერილია ჰემატოლოგიური რეაქციები, როგორიცაა თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, პანციტოპენია, ნეიტროპენია და გრანულოციტოზი. კანის გამონაყარი და ჰიპერმგრძნობელობის სხვა რეაქციები ვითარდება იშვიათად. ფენილეფრინის შესაძლო გვერდითი რეაქციები მოიცავს ნევროზულობას, უძილობას, მოუსვენრობას, თავის ტკივილს, გულისრევას და კუჭის გაღიზიანებას. ეს რეაქციები იშვიათად საჭიროებს თერაპიის მოხსნას. შარდის რეტენცია შეიძლება აღინიშნოს პაციეტნებში პროსტატის ჰიპერტროფიით. ქლორფენირამინის ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენაა ძილიანობა. სხვა გვერდითი ეფექტები იშვაითია და ჩვეულებრივ გამოწვეულია პრეპარატის ანტიქოლინერგული ეფექტებით. გასტროიტესტინური გაღიზიანების მინიმალიზაცია შეიზლება პრეპარატის ან სითხის საკვებთან ან სასმელთან ერთად მიღებისას. კოფეინმა შეიძლება გამოიწვიოს გულისრეა, ღებინება, მუცლის ტკივილი, დაირეა, სხვა გასტრო-ინტესტინური დარღვევები, უძილობა, თავის ტკივილი, შფოთვა, მოუსვენრობა, ძილიანობა, ტრემორი და პალპიტაცია.
სპეციალური უსაფრთხოების ზომები
რეკომენდებული დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის სერიოზული დაზიანება. ღვიძლის ან თირკმლის დაავადების მქონე პაციენტებმა პარაცეტამოლი უნდა მიიღონ მხოლოდ სამედიცინო ზედამხედველობის ქვეშ. პარაცეტამოლი აგრეთვე სიფრთხილით უნდა მიიღონ პაციენტებმა, რომლებიც იღებენ პრეპარატებს, რომლებიც მოქმედებენ ღვიძლზე. დანიშნული დოზის გადაჭარბებისას გახანგრძივებულ მიღებასთან ერთად ეს მედიკამენტები შეიძლება იწვევდეს დამოკიდებულებას და მიჩვევას.
დოზირება და მიღება
მოზრიდლები:L1 ტაბლეტი 3-4-ჯერ დღეში
6-12 წლის ბავშვები: ½1/2 ტაბლეტი 3-4-ჯერ დღეში.
მიღების მეთოდი
მოზრიდლები:L1 ტაბლეტი 3-4-ჯერ დღეში
6-12 წლის ბავშვები: ½1/2 ტაბლეტი 3-4-ჯერ დღეში.
ან ექიმის დანიშნულებით. ყოველი დოზა მიიღეთ სავსე ჭიქა წყალთან ერთად.
ურთიერთქმედება
ანტაციდებმა ან საკვებმა შეიძლება დააქვეითოს პარაცეტამოლის ორალური შეწოვა. ვირთაგვებში, ციმეტიდინი აქვეითებს პარაცეტამოლის ღვიძლის მიკროსომულ პროტეინებთან კავშირს და ციმეტიდინი აუმჯობესებს გამოჯანმრთელებას პარაცეტამოლის ჭარბი დოზირების შემდეგ. ჯანმრთელ მოხალისეებში ციმეტიდინი აქვეითებს პარაცეტამოლის ტოქსიკური მეტაბოლიტის კლირენსს კონიუგირებულზე მეტად. ამ კვლევეის გავლენა პარაცეტამოლით გამოწვეულ ჰეპატოტოქსიკურობაზე გაურკვეველია. მეტი კვლევებია საჭირო ციმეტიდინის ამ როლის შესაფასელად პარაცეტამოლის ტოქსიკურობაში. აღწერილია ფენობარტბიტალით პარაცეტამოლის ჰეპატოტოქსიკურობის ერთი შემთხვევა. თუმცა პარაცეტამოლი ჩვეულებრივ მიიჩნევა ასპირინზე უსაფრთხოდ, მსუბუქი ანალგეზიური/ანტიპირებული მოქმედების საჭიროებისას პაციენტში, რომელიც იღებს ვარფარინს, პარაცეტამოლი ზრდის მის მიმართ ჰიპოპროთრომბინემიურ პასუსხს. პარაცეტამოლის ტოქსიკურობის ზრდა აღინიშნა მისი რამდენიმე კვირის მიღებისას და აღწერილია ტოქსიკურობის გახაგრძლივება და კლინიკური სისხლდენა. ერთჯერადი დოზა ან მკურნალობის ხანმოკლე (რამდენიმე დღიანი) კურსი ძირითადად უსაფრთხოა. კლინიცისტებმა უნდა გაითვალისწინონ ტოქსიკურობის ზრდა დიდი დოზების ხანგრძლივი დროით - 10 დღეზე დიდხანს გამოყენებისას. ფენოთიაზინმა შეიძლება იმოქმედოს თერმორეგულაციაზე. პარაცეტამოლის ერთდროული გამოყენება ფენოთიაზინთან ერთად შეიძლება იწვევდეს ჰიპოთერმიას, თუ პარაცეტამოლი გამოიყენება დიდ დოზებში და პაციენტი იმყოფება დაბალ ტემპერატურაზე. არ მიიღოთ ქლორფენირამინი და ფენილეფრინი თუ მიღებული გაქვთ მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორი, როგორიცაა იზოკარბოქსაზიდი, ფენელზინი ან ტრანილციპრომინი უკანასკნელი 14 დღის განმავლობაში. შეიძლება განვითარდეს სახიფათო წამლისმიერი ურთიერთქმედება, რომელიც გამოიწვევს სერიოზულ გვერდით ეფექტებს. ქლორფენირემინთან დაკავშირებული: ზრდის ცენტრალური ნერვული სისტემის დათრგუნვას (საძილე, საანესთეზიო საშუალებები).
შეფუთვა:
4 ტაბლეტი შეფუთული ალუმინის სტრიპშიდა ერთი ასეი სტრიპი შეფუთვაში. 25 შეფუთვა მუყაოს კოლოფში.
შენახვა:
ინახება გრილ, ბნელ და მშრალ ადგილას.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა:
წარმოების თარიღიდან 48 თვე.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებლის დასახელება და მისამართი
მარიონ ბიოტექ პვტ ლტდ
ბ-49, სექტორი 67, ნოიდა-201301 (უპ), ინდოეთი
Units | 4 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account