Nutrilon - ნუტრილონი 3 რძის ნაზავი 1 წლიდან 2766
- ბრენდი: Nutrilion
- პროდუქტი სახეობა: ადაპტირებული რძე
- ასაკი: 12 თვიდან
- წონა: 400 გრ
Nutrilon 3 უნიკალური კომპლექსით Pronutra +
საბავშვო რძე ნუტრილონ 3– ბალანსირებული ნარევი, შექმნილი 1 წლის ზემოთ ბავშვის მოთხოვნილების გათვალისწინებით. შეიცავს ბავშვის სრულყოფილი ზრდა – განვითარებისთვის აუცილებელ ყველა ნუტრიენტს. ის შეიძლება მისცეთ ბავშვს 12 თვიდან, როგორც ბალანსირებული შერეული კვების ნაწილი. 24 თვიდან რეკომენდებულია ნუტრილონ 4–ზე გადასვლა.
ნუტრილონ 3 შექმნილია წლის ზემოთ ასაკის ბავშვებისთვის და შეიცავს ტვინის განვითარებისთვის აუცილებელ ომეგა–3 და ომეგა–6 ცხიმოვან მჟავებს.
თავის ტვინის განვითარებისთვის ასევე მნიშვნელოვანია რკინა. ის უზრუნველყოფს ბავშვის ორგანიზმს ტვინის ზრდისა და ფუნქციონირებისთვის საჭირო ჟანგბადით. არასაკმარისი რკინის მიღების შედეგად ვითარდება რკინადეფიციტური ანემია, რომელიც იწვევს მახსოვრობის და ყურადღების კონცენტრირების პრობლემებს. ძროხის რძე არ შეიცავს საკმარისი რაოდენობის რკინას. ნუტრილონი 3 უზრუნველყოფს წლის ზემოთ ასაკის ბავშვს თავის ტვინის განვითარებისთვის საჭირო რკინის, იოდის და D ვიტამინის აუცილებელი რაოდენობით.
Pronutra + – პრებიოტიკების (scGOS/lcFOS),ნახევრად უჯერი ცხიმოვანი მჟავების -არაქიდონისა და დოკოზაჰექსაენის (AA/DHA) , A,C,D ვიტამინების და რკინის უნიკალური კომპლექსი ხელს უწყობს თავის ტვინის განვითარებას და ჯანმრთელი იმუნური სისტემის ფორმირებას.
Pronutra + ამცირებს ინფექციების რიცხვს, აქვს ხანგრძლივად გამოხატული უპირატესობა.
პრებიოტიკები –გალაქტო და ფრუქტოოლიგოსაქარიდები (scGOS/lcFOS ) განაპირობებენ ნაწლავის დადებითი მიკროფლორის ზრდას, რაც ამცირებს საჭმლის მომნელებელი სისტემის დისკომფორტს, ალერგიის განვითარების რისკს და აძლიერებს იმუნურ სისტემას.
მნიშვნელოვანია: ადრეული ასაკის ბავშვებისთვის ოპტიმალურია ძუძუთი კვება. ბავშვის ჯანმრთელობისთვის ზიანის ასაცილებლად, ზუსტად დაიცავით ინსტრუქციაში მითითებული მომზადების წესი.
საკვები მოამზადეთ უშუალოდ გამოყენების წინ. არ გამოიყენოთ დარჩენილი საკვები შემდეგი კვებისთვის.ცხელი კოშტების თავიდან ასაცილებლად არ გაათბოთ ნარევი მიკროტალღურ ღუმელში. არასდროს დაამატოთ ზედმეტი ფხვნილი.
მომზადების წესი: აუცილებლად დაიბანეთ ხელები და გარეცხეთ საკვების მოსამზადებლად გამოსაყენებელი ჭურჭელი. გაასტერილეთ ბოთლი და საწოვარა 10 წუთის განმავლობაში. აადუღეთ სუფთა სასმელი წყალი,აცადეთ შეგრილება. ყურადღება მიაქციეთ კვების ცხრილს; ჩაასხით შესაბამისი რაოდენობის ადუღებული და შეგრილებული წყალი სტერილურ ბოთლში. საზომი კოვზით დაამატეთ საჭირო რაოდენობის ნუტრილონ 3–ის ფხვნილი. დანის პირით გადაასწორეთ ფხვნილის ზედაპირი. დაახურეთ ბოთლს და კარგად შეანჯღრიეთ ფხვნილის სრულ გახსნამდე. ბოთლს გაუკეთეთ სტერილური საწოვარა. მაჯის ქვედა ზედაპირზე დაწვეთებით შეამოწმეთ საკვების ტემპერატურა. ნარევი გამოიყენეთ მომზადებისთანავე.
კვების ცხრილი (თუ არ არის ექიმის სხვა დანიშნულება)
ბავშვის ასაკი |
კვებათა რაოდენობა |
წყალი (მლ) |
საზომი კოვზი |
12 თვის ზემოთ |
2 |
240 |
8 |
100 მლ ნუტრილონ 3–ის ნარევი = 90 მლ წყალი + 3 საზომი კოვზი ფხვნილი
= 270 კჯ (65 კკალ).
1 საზომი კოვზი = 4,8 გრ ფხვნილს. გამოიყენეთ მხოლოდ კოლოფში არსებული კოვზი.
შემადგენლობა: ცხიმგამოცლილი რძე, დემინერალიზებული შრატის ცილა, მცენარეული ცხიმების ნარევი (პალმის, რაფსის, მზესუმზირის), ლაქტოზა, პრებიოტიკები (გალაქტოოლიგოსაქარიდი, ფრუქტოოლიგოსაქარიდი),რძის შრატის ცილების კონცენტრატი, მინერალები, თევზის ქონი, ვიტამინების კომპლექსი, სოიოს ლეციტინი, ქოლინი, ტაურინი, მიკროელემენტები.
შენახვის პირობები: გაუხსნელი ქილა შეინახეთ 0⁰C -დან 25⁰C–მდე ტემპერატურისა და არაუმეტეს 75% ტენიანობის პირობებში. გახსნილ ქილას მჭიდროდ დაახურეთ თავსახური და შეინახეთ მშრალ, გრილ ადგილზე, არა მაცივარში. ქილის შიგთავსი გამოიყენეთ გახსნიდან 3 კვირის განმავლობაში.
დამზადებული და შეფუთული : NUTRICIA -ს ქარხანა « NUTRICIA Zaklady Produkcyjne Sp. z.o.o. » იმპორტიორი საქართველოში: შპს “ჯისი“ www.gisi.ge
შენახვის ვადა: იხილეთ ქილის ძირზე. მასა ნეტო 400გ.
შემადგენლობის დასახელება |
საზომი ერთეული |
100 გრ (ფხვნილი) |
100 მლ (ნარევი) |
ენერგეტიკული ღირებულება |
კკალ(კჯ) |
451 (1890) |
65 (270) |
ცილა |
გ |
10 |
1,5 |
ცხიმი |
გ |
19 |
2,8 |
მცენარეული |
გ |
19 |
2,7 |
ლინოლის ჟავა |
მგ |
2660 |
383 |
α-–ლინოლენის მჟავა |
მგ |
469 |
68 |
ARA |
მგ |
7,0 |
1.0 |
DHA |
მგ |
80 |
12 |
ნახშირწყლები |
გ |
56 |
8,0 |
ლაქტოზა |
გ |
43 |
6,2 |
პრებიოტიკები (scგოს/lcფოს) |
გ |
5,8 |
0,8 |
მინერალები |
|
|
|
Na |
მგ |
180 |
26 |
К |
მგ |
485 |
70 |
Cl |
მგ |
284 |
41 |
Са |
მგ |
631 |
91 |
Р |
მგ |
345 |
50 |
Mg |
მგ |
39 |
5,6 |
Fe |
მგ |
8,3 |
1,2 |
Zn |
მგ |
6,2 |
0,89 |
Cu |
მკგ |
284 |
41 |
Mn |
მკგ |
53 |
7,6 |
Se |
მკგ |
10 |
1,5 |
I |
მკგ |
90 |
13 |
ვიტამინები |
|
|
|
А |
მკგ-RE |
452 |
65 |
D3 |
მკგ |
12 |
1,7 |
Е |
მგ-TE |
7,9 |
1,1 |
К1 |
მკგ |
34 |
4,9 |
В1 |
მკგ |
347 |
50 |
В2 |
მკგ |
864 |
124 |
ნიაცინი |
მკგ |
3,0 |
0,44 |
В5 |
მკგ |
2,357 |
339 |
В6 |
მკგ |
277 |
40 |
ფოლის მჟავა |
მკგ |
88 |
13 |
В12 |
მკგ |
1,0 |
0,14 |
ბიოტინი |
მკგ |
11 |
1,6 |
С |
მგ |
104 |
15 |
ქოლინი |
მგ |
69 |
10 |
ტაურინი |
მგ |
37 |
5,4 |
L-ტრიფტოფანი |
მგ |
160 |
23 |
|
|
|
|
მნიშვნელობები შეიძლება მერყეობდეს ზღვრული ნორმის ფარგლებში.
Units | 1 |
---|
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account