ოდაბან სპრეი 30მლ

54,95 ლ
მარაგშია
SKU
46502_2115
ჭარბი ოფლიანობის სამკურნალო სპრეი.

გამოყენების ინსტრუქცია

ოდაბან სპრეი

ჭარბი ოფლიანობის სამკურნალო  სპრეი.

შემადგენლობა:

Aluminium Chloride 6H20-20%; Dimethicone Copolyol 193-1% ; Ethanol ‘B’ (DEB)

ჩვენება:

ნებისმიერი ლოკალიზაციის ჰიპერჰიდროზი: იღლია, ტანი, ტორსი, სახე, ხელები, ტერფები, თავის თმიანი საფარველი, პროთეზირებული კიდურები, საზარდულის მიდამოები.

ოდაბანის გამოყენება ფეხზე , არამარტო აღმოფხვრის არასასიამოვნო სუნს ფეხიდან, არამედ წარმოადგენს ტერფის და ფრჩხილის სოკოს პროფილაქტიკას, ხოლო მისი ჩართვა ტერფის და ფრჩხილის სოკოს მკურნალობის კურსში ზრდის მკურნალობის ეფექტურობას

როგორ მოქმედებს ოდაბანი:

ოდაბანის გამოყენების შემდეგ ხდება ოფლის გამოყოფის რეგულირება, რადიოიზოტოპურმა მეთოდებმა აჩვენა, რომ ოდაბანის აქტიური კომპონენტები არ არღვევენ საოფლე ჯირკვლების ფუნქციონირებას. პრეპარატის მოქმედებას საფუძველად უდევს  ოფლის გამომტანი სადინრების ნაწილობრივ ბლოკირება(გარეგანი საცობი), რის  შედეგადაც ოფლის გამომტანი სადინარი უბრუნდება ნორმალურ ზომას და „პრობლემური“ ზონა რჩება მშრალი, ხოლო ოფლის ის რაოდენობა რაც უნდა გამოიყოს დღე-ღამის განმავლობაში, გამოიყოფა შარდის საშუალებით .

 

რატომ არის ოდაბანი უსაფრთხო:

ოდაბანი არის უსაფრთხო პროდუქტი, გაუმჯობესებული სილიკონის ფორმულის საშუალებით - მისი გამოყენების შემდეგ სხეულის ზედაპირზე წარმოიქმნება დამცავი აპკი (პლიონკა), და ალუმინის ქლორიდი არ შეიწოვება ორგანიზმში, ამიტომ არის ოდაბანი აღიარებული, როგორც  უსაფრთხო საშუალება, ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაშიც კი.

 

 

 

გამოყენების წესი:

ოდაბან  სპრეი გამოიყენება ღამით! ძილის წინ!  ძილის დროს ორგანიზმი ყველაზე მეტადაა მოსვენებული და ნებისმიერი ოფლის გამოყოფა დაყვანილია მინიმუმამდე, ამიტომაც ოდაბან სპრეი უფრო ეფექტურად მოქმედებს. ოდაბანის გამოყენებამდე , საჭიროა პრობლემური ზონის დაბანა და  კარგათ  გამშრალება, საჭიროების შემთხვევაში გამოიყენება  თმის საშრობი. სრული სიმშრალის შენარჩუნებისთვის, ოდაბან სპრეის შეშრობის  შემდეგ რეკომენდებულია  ტალკის გამოყენება, ხოლო დილით შესაბამისი ზონა ჩამოიბანება წყლის და საპნის დახმარებით.  ნუ გამოიყენებთ დიდი რაოდენობით, საკმარისია ერთი მიბკურება პრობლემურ ზონაზე.

 

გამოყენების ხანგრძლივობა:

ოდაბან სპრეი თავიდან გამოიყენება კვირაში 3-ჯერ. შედეგის მიღების შემდეგ  მისი  მოხმარების სიხშირე უნდა შემცირდეს :  კვირაში 2-ჯერ ან 1-ჯერ.   ხელების და ფეხების შემთხვევაში საჭიროა უფრო დიდი რაოდენობით გამოყენება, ვიდრე სხვა პრობლემური ზონების შემთხვევაში.

განსაკუთრებული მითითებები:

  • არ გამოიყენოთ ოდაბანი დღის განმავლობაში!
  • არ შეიძლება ოდაბანის შესხმა უშუალოდ სახეზე!( ამ შემთხვევაში გამოიყენეთ იგი ბამბის ტამპონის საშუალებით)
  • ოდაბანის გამოყენება არ შეიძლება გაღიზიანებულ და დაზიანებულ კანზე.
  • არ შეიძლება ოდაბანის გამოყენება ახლად გაპარსულ იღლიებზე!( ეს შესაძლებელია მხოლოდ 24 საათის შემდეგ).
  • ცხელი აბაზანის მიღების და საუნაში ყოფნის შემთხვევაში ოდაბანის გამოყენება ხდება ასეთი პროცედურებიდან ერთი საათის შემდეგ.

შესაძლებელია გამოყენება ასევე:

ბავშვებში 8 წლის ასაკიდან, ორსულებში, ლაქტაციის პერიოდში (ექიმის კონსულტაციით)

უკუჩვენება:

ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

გვერდითი მოვლენები:   

ოდაბანის ზედმეტი გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელია კანის გაღიზიანება. ამ შემთხვევაში შეწყვიტეთ ოდაბანის გამოყენება რამოდენიმე დღით. გაღიზიანების შემსუბუქების მიზნით შესაძლებელია ჰიდროკორტიზონის ჯგუფის ნებისმიერი მალამოს გამოყენება.

მწარმოებელი ქვეყანა :  დიდი ბრიტანეთი, MDM Healthcare Ltd.

ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში - შპს მედიფარმა-ჯე

მისამართი: მთაწმინდა, ბესიკის N 2; მობ: (+995) 579-08-01-08; ტელ: (032) 2-10-59-90

www.odaban.ge ; Facebook – odaban.ge

მეტი ინფორაცია
Units 1
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy