ოქროს ვარსკვლავი 10 პაკეტი ფორთოხლის გემოთი

განსაკუთრებული ფასი 8,95 ლ რეგულარული ფასი 12,43 ლ
მარაგშია
SKU
68722_1119
ოქროს ვარსკვლავი 10 პაკეტი ფორთოხლის გემოთი

პროდუქტის მახასიათებლების შეჯამება

“გრიპისა და გაციების საწინააღმდეგო ფხვნილი ოქროს ვარსკვლავი”

1. პრეპარატის სავაჭრო სახელწოდება:

“გრიპისა და გაციების საწინააღმდეგო ფხვნილი ოქროს ვარსკვლავი”

2. საერთაშორისო არაპატენტირებული სახელწოდება (სას):

პარაცეტამოლი + ფენილეფრინი + ფენირამინი + ასკორბინის მჟავა

3. ფარმაცევტული ფორმა:

ფხვნილი შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლად, დოზირებული
მშრალი, ფხვიერი, დესპერსიული, არაერთგვაროვანი ფერის ფხვნილი ფორთოხლის, ჟოლოს და ლიმონის გემოთი.

4. ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა

1 პაკეტი შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები: პარაცეტამოლი 325 მგ, ფენილამინმალეატი 20 მგ, ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი 10 მგ, ასკორბინის მჟავა 50 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: პოვიდონი, მანიტოლი, კალციუმის სამფუძიანი ფოსფატი, საქაროზა, ლიმონმჟავა, ნატრიუმის ციტრატი, ასპარტამი, ფორთოხლის არომატიზატორი (ფორთოხლის გემოსთვის), ჟოლოს არომატიზატორი (ჟოლოს გემოსთვის), ლიმონის არომატიზატორი (ლიმონის გემოსთვის).

5. ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

მწვავე რესპირატორული დაავადების (მრდ) და “გაციების” სიმპტომების მოსახსნელი საშუალება (ანალგეზიური არანარკოტიკული საშუალება + ალფა-ადრენომიმეტური საშუალება + H1-ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკატორი + ვიტამინი).

6. ანატომიურ-თერაპიულ-ქიმიური მაჩვენებელი (ათქ კოდი)

N02BE51

7. ფარმაკოლოგიური თვისებები. ფარმაკოკინეტიკა

კომბინირებული პრეპარატი, ახასიათებს სიცხის დამწევი, ანთების საწინააღმდეგო, შეშუპების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი, ანტიალერგიული მოქმედება.

8. გამოყენების ჩვენებები

ინფექციურ-ანთებითი დაავადებები (მრდ, გრიპი), რომელსაც თან ახლავს მაღალი ტემპერატურა, ძლიერი შემცვინება, სხეულში ტეხვის შეგრძნება, თავის და კუნთების ტკივილი, სურდო, ცხვირის დაცობა, ცხვირის ცემინება.

9. სამკურნალო პრეპარატის გამოყენების წესი და დოზები

შიგნით მისაღებად
ერთი პაკეტის შიგთავსი უნდა გაიხსნას 1 ჭიქა ადუღებულ ცხელ წყალში. უნდა მოხდეს ცხელი ხსნარის მიღება. შეიძლება შაქრის დამატება გემოვნების მიხედვით.
განმეორებითი დოზის მიღება შესაძლებელია ყოველ 4 საათში (მაგრამ არაუმეტეს 3 დოზა 24 საათში).
გრიპისა და გაციების საწინააღმდეგო ფხვნილის “ოქროს ვარსკვლავის” მიღება შეიძლება დღის ნებისმიერ დროს, მაგრამ პრეპარატი საუკეთესო ეფექტს იძლევა მისი ძილის წინ, ღამით მიღებისას. თუ სიმპტომები არ უმჯობესდება პრეპარატის მიღების დაწყებიდან 3 დღის შემდეგ, საჭიროა ექიმთან მიმართვა.

10. გვერდითი მოვლენები

შეიძლება განვითარდეს ალერგიული რეაქციები (გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება), მომატებული აგზნებადობა, ფსიქომოტორული რეაქციების დაქვეითება, დაღლილობის შეგრძნება, პირის სიმშრალე, შარდის შეკავება, გულისრევა, ღებინება, კუჭის ტკივილი, გულისცემის შეგრძნება, მომატებული არტერიული წნევა, თავბრუსხვევა, ძილის დარღვევა, მიდრიაზი, აკომოდაციის პარეზი, თვალშიდა წნევის მომატება.
პარაცეტამოლის შემცველობის გამო: იშვიათად - სისხლის სისტემის დარღვევები (ანემია, თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი); მაღალი დოზებით ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლოა ჰეპატოტოქსიკური და ნეფროტოქსიკური მოქმედება, ჰემოლიზური ანემია, მეტჰემოგლობინემია, პანციტოპენია.

11. უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის ცალკეული კომპონენტების მიმართ. ფეხმძიმობა, ძუძუთი კვების პერიოდი. პორტალური ჰიპერტენზია, ალკოჰოლიზმი, ღვიძლის უკმარისობა, ფერმენტ გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზის დეფიციტი.
დაუშვებელია 12 წლამდე ბავშვებში გამოყენება.
სიფრთხილით გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების დროს: არტერიული ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი, დახურულ კუთხოვანი გლაუკომა, ღვიძლის ან თირკმელების, ფილტვების (მათ შორის ბრონქული ასთმა) მძიმე დაავადებები, გაძნელებული შარდვა წინამდებარე ჯირკვლის ადენომის დროს, სისხლის დაავადებები, თანდაყოლილი ჰიპერბილირუბინემია (ჟილბერის, დუბინ-ჯონსონის და როტერის სინდრომები).

12. ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული მონოამინის ოქსიდაზის ინჰიბიტორებთან ერთად. პარაცეტამოლის ჰეპატოტოქსიკური რისკი იზრდება მისი ერთდროული მიღებისას ბარბიტურატებთან, დიფენინთან, კარბამაზეპინთან, რიფამპიცინთან, ზიდოვუდინთან და სხვა ღვიძლის მიკროსომული ფერმენტების ინდუქტორებთან.
აძლიერებს სედატიური საშუალებების, ეთანოლის მოქმედებას, ეთანოლი აძლიერებს ფენირამინის სედატიურ მოქმედებას. ანტიდეპრესანტები, პარკინსონის საწინააღმდეგო და ანტიფსიქოზური საშუალებები, ფენოთიაზინის წარმოებულები აძლიერებენ შარდის შეკავების რისკს, პირის სიმშრალეს, ყაბზობას.

13. განსაკუთრებული მითითებები

ღვიძლის ტოქსიკური დაზიანების თავიდან ასაცილებლად პრეპარატი არ უნდა იქნას მიღებული ალკოჰოლურ სასმელებთან ერთად.
პრეპარატის მიღებისას არ არის რეკომენდებული ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვა.
დაუშვებელია დაზიანებულ პაკეტში მოთავსებული პრეპარატის გამოყენება.

14. დოზის გადაჭარბება

გულისრევა, ღებინება, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში; ჰეპატოტოქსიკური და ნეფროტოქსიკური მოქმედება, მძიმე შემთხვევებში ვითარდება ღვიძლის უკმარისობა, ენცეფალოპათია და კომატოზური მდგომარეობა. მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, გააქტივებული ნახშირი პირველ 6 საათში, შH-ჯგუფის დონატორების და გლუტათიონი-მეთიონინის სინთეზის წინამორბედების შეყვანა დოზის გადაჭარბებიდან 8-9 სთ-ის შემდეგ და N-აცეტილცისტეინის - 12 სთ-ის შემდეგ.

15. გამოშვების ფორმა

ფხვნილი შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლად, დოზირებული 15 გ.
15 გ ფხვნილი კომბინირებული მასალისგან (პოლიეთილენი, ალუმინის ფოლგა) დამზადებულ პაკეტში. 10 პაკეტი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

15.1. შენახვის პირობები

ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას 15-25°ჩ ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

15.2. შენახვის ვადა

3 წელი

15.3. გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
15.4. მწარმოებელი

ДАНАФА ФАРМАСЬЮТИКАЛ ДЖОЙНТ СТОК КОМПАНИ
д. 253, ул. Зунг Си Тхань Тхе, р-он Тхань Тхе, Дананг Сити, Вьетнам

დანაფა ფარმასიუთიქალ ჯოინთ სთოქ ქომპანი
253 ს., ზუნგ სი თხან თხე-ს ქ., თხან თხე-ს რ-ნი, ქ. დანანგი, ვიეტნამი

15.5. განმცხადებელი და სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი

ДАНСОН-БГ ООД
2400, Республика Болгария, г. Радомир, ул. Отец Паисий № 26.

დანსონ-ბგ ოოდ
2400, ბულგარეთის რესპუბლიკა, ქ. რადომირი, ოტეც პაისის ქ. #26

მეტი ინფორაცია
Units 10
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy