LIQUADENT - ლიქვადენტი ხსნარი 200მლ

განსაკუთრებული ფასი 21,63 ლ რეგულარული ფასი 25,10 ლ
მარაგშია
SKU
69677_2686
LIQUADENT - ლიქვადენტი ხსნარი 200მლ

ლიქვადენტი

პირის ღრუს სავლები ხსნარი პიტნის არომატით

 

შემადგენლობა:

აქტიური ნივთიერება:  0,2% ქლორჰექსიდინის დიგლუკონატი, პიტნის ზეთი, ალოე ბარბადენსის ფოთლების  წვენი,  ევკალიპტის ფოთლების ზეთი.

დამხმარე ნივთიერება: წყალი, სორბიტოლი, სპირტი, პოლისორბატი 20, პოლოქსამერი 407, ნატრიუმის ბენზოატი, არომატიზატორი.

 

ინგრედიენტები

შემცველობა (გ) ყოველ 100 გ პროდუქტში

წყალი

48.9487

ქლორჰექსიდინის დიგლუკონატი

1

ალოე ბარბანდესის ფოთლების წვენი

1

მენტა პიპერიტას(პიტნა) ზეთი

0.2

ევკალიპტი გლობულის ფოთლების ზეთი

0.05

სპირტი

7

 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ადგილობრივი გამოყენების ანტისეპტიკური საშუალება.

 

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

ლიქვადენტი ხსნარი გამოიყენება პირის ღრუს ჰიგიენისთვის. ის ხელს უწყობს ღრძილების სიჯანსაღეს და ამცირებს პირის ღრუში ინფექციების განვითარების შესაძლებლობას. ლიქვადენტი ხსნარი  აშორებს კბილებს შორის არსებულ ბაქტერიებს და  ხანგრძლივად აქრობს უსიამოვნო სუნს პირის ღრუდან. ლიქვადენტი გამოიყენება პირის ღრუს ლორწოვანი გარსისა და ხახის ზედაპირული ინფექციების სამკურნალოდ. ლიქვადენტი ეფექტურია ლორწოვანი გარსის მცირე დაზიანების, ღრძილების ანთებისა და სისხლდენის დროს. ის ასევე გამოიყენება პირის ღრუში სტომატოლოგიურ და ქირურგიულ ჩარევამდე და მის შემდეგ, ინფექციის თავიდან ასაცილებლად.

 

ქლორჰექსიდინი სტომატოლოგიაში გამოყენებული ერთერთი ყველაზე ეფექტური  ანტისეპტიკია. ქლორჰექსიდინი  ეფექტურია გრამდადებითი, გრამუარყოფითი, ფაკულტატური ანაერობებისა და აერობების მიმართ.

ქლორჰექსიდინის დიგლუკონატი იცავს კბილის ზედაპირს ბაქტერიული ბიოაპკის წარმოქმნისაგან 12 საათამდე დროით, ისე რომ არ იწვევს კბილების ფერის ცვლილებას. 

იგი გამოიყენება კბილებზე ნადების წარმოქმნის პროფილაქტიკისა და შემცირების მიზნით, რაც წარმოადგენს ღრძილების დაავადებების განვითარების მთავარ მიზეზს.

ალოე ბარბადენსის ფოთლების წვენი სტომატოლოგიაში გამოიყენება როგორც მძლავრი ანტიბაქტერიული და ანტიმიკრობული საშუალება. მას ასევე ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო და ქსოვილების აღმდგენი (რეპარაციული) მოქმედება.

პიტნის ზეთი ებრძვის ანაერობულ ბაქტერიებს, რომელთაც  ღრძილების დაავადებების გამოწვევა შეუძლიათ. პიტნის ზეთი ხელს უწყობს ქსოვილების რეგენერაციას, ჭრილობის შეხორცებას, ხსნის ანთებით პროცესებს და ავლენს მსუბუქ ტკივილგამაყუჩებელ მოქმედებას.

ევკალიპტის ფოთლების ზეთს გააჩნია ანტიბაქტერიული, ანტისეპტიკური  და ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება.

ჩვენებები:

  • პირის ღრუს ჰიგიენა
  • ღრძილების, პირის ღრუს და ხახის ლორწოვანი გარსის ანთების სიმპტომების მკურნალობა: გინგივიტი, სტომატიტი, ტონზილიტი, ფარინგიტი.
  • პირის ღრუს და კბილ-ღრძილის ღრმა ჯიბის ამორეცხვა, პაროდონტიტის ყველა ფორმის კომპლექსური მკურნალობა
  • კბილების პროთეზის ტარება
  • პირის ღრუში ოპერაციის შემდგომი მკურნალობა
  • უსიამოვნო სუნის არსებობა პირის ღრუში
  • კბილზე ნადების წარმოქმნის პრევენცია

 

გამოყენების წესი:

პირის ღრუში გამოივლეთ ერთი სუფრის კოვზი (15 მლ) განუზავებელი სითხე, ერთი წუთის განმავლობაში. დღეში 3-4-ჯერ, კვებათა შორის შუალედში.

განსაკუთრებული მითითება:

არ გადაყლაპოთ ხსნარი! შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელი ადგილას.

არ გამოიყენოთ პრეპარატი უწყვეტად ორ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში.

უკუჩვენება:

ინდივიდუალური აუტანლობა კომპონენტების მიმართ.

12 წლამდე ასაკის ბავშვები

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში:

ადექვატური კვლევების არარსებობის გამო, პრეპარატის გამოყენება ორსულობის პერიოდში და მეძუძურ დედებში უკუნაჩვენებია.

შეფუთვა:

მინის ბოთლი 200 მლ ხსნარი, პიტნის არომატით.

შენახვის ვადა:

3 წელი

მწარმოებელი:

ESENSA d.o.o, Viline vode bb, Slobodna Zona, სერბეთის რესპუბლიკა,

www.esensa.rs

მეტი ინფორაცია
Units 1
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy