პირფალინი თვალის წვეთი(ფხვნილი+ გამხსნელი 7მლ..)
შემადგენლობა
7 მლ დამზადებული თვალის წვეთების ხსნარი შეიცავს :
აქტიური ნივთიერება : ნატრიუმის პირენოქსინი 0.376 მგ .
დამხმარე ნივთიერებები : ტაურინი ; პოლივინილის სპირტი ; ქარვის მჟავა ; ნატრიუმის სუქცინატი ; ნატრიუმისქლორიდი ; ბენზალკონიუმის ქლორიდი ; დინატრიუმის ედეტატი , საინექციო წყალი .
ჩვენება
ხანდაზმულთა კატარაქტა .
უკუჩვენება
ინგრედიენტების მიმართ ინდივიდუალური მომატებული მგრძნობელობა .
გამოყენებისას მისაღები უსაფრთხოების ზომები
მიღება საჭიროა ექიმის მკაცრი კონტროლის ქვეშ .
პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის .
პრეპარატის გადაყლაპვის ან ხანგრძლივი დროის განმავლობაში დიდი დოზებით გამოყენებისას , შესაძლებელიატოქსიკური რეაქციების განვითარება .
პრეპარატის მიღება არ შეიძლება თვალის ანთების ან დაზიანების დროს .
დოზირება , გამოყენების სიხშირე და მეთოდი
1-2 წვეთი დაზიანებულ თვალში 4- ჯერ დღეში , ექიმის რეცეპტის მიხედვით .
გვერდითი ეფექტები
თვალის ლიოფილიზებული წვეთების ფორმით პირენოქსინი ჩვეულებრივ კარგი ამყანობით ხასიათდება .არასასურველი ეფექტების შემთხვევაში პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს .
გამოყენების ინსტრუქცია
შუშის ფლაკონს პლასტმასის თავსახური შორდება ცერა თითით , ქვემოდან ზემო მიმართულებით .
გამხსნელის ფლაკონის გახსნის შემდეგ პლასტმასის ფლაკონის საწვეთური თავსდება მინის ფლაკონის საცობისნახვრეტში .
პლასტმასის ფლაკონს ხელი რამდენჯერმე ეჭირება მანამდე , სანამ მთელი სითხე მინის ფლაკონში არ გადაისხმევა .სემდეგ საჭიროა კარგად შენჯღრევა , ფლაკონების განცალკევების გარეშე .
ხსნარის პლასტმასის ფლაკონში გადასასხმელად შეწყვილებული ფლაკონები უნდა გადაბრუნდეს , ქვემოთ მოქცეულპლასტმასის ფლაკონს ხელი მაგრად უნდა მოეჭიროს დაშემდეგ გაეშვას , ეს უნდა განმეორდეს რამდენჯერმე .
ამგვარად , დამზადებული ხსნარი ახლა უკვე პლასტმასის ფლაკონშია და მზადაა გამოყენებისათვის , როგორც თვალისჩვეულებრივი წვეთები .
გამოყენების შემდეგ პლასტმასის ფლაკონს თავსახური უნდა დაეხუროს მჭიდროდ .
შენახვის პირობები :
პრეპარატი ინახება გრილ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას
შენახვის ვადა : 36 თვე , პრეპარატი გამოიყენება გახსნიდან 15 დღის განმავლობაში
შეფუთვის ფორმა : თვალის წვეთები , ლიოფილიზირებული ფხვნილი და გამხსნელი . 1 ფლაკონი და გამხსნელის 7 მლ - იანი ფლაკონი .
გაცემის წესი : რეცეპტით
მწარმოებლები :
ალფა ვასერმანი , ალანნო ( პე *), იტალია .
ფერმინგეა სპა , პიზა , იტალია .
Units | 1 |
---|
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account