პიტავასტატინი ნორმონი 1მგ 28 ტაბლეტი

24,30 ლ
მარაგშია
SKU
81220_2844

ჩვენება: ცხიმების დისბალანსი 

რას წარმოადგენს პიტავასტატინი ნორმონი და მისი გამოყენება

პიტავასტატინი ნორმონი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას პიტავასტატინს, რომელიც მიეკუთვნება ე.წ. “სტატინების” მედიკამენტების ჯგუფს. პიტავასტატინი გამოიყენება სისხლში ცხიმების (ლიპიდების) დონის კორექციისათვის და მისი დანიშვნა შეიძლება როგორც 6 წლის ასაკიდან ბავშვებში, ისე მოზრდილებში. ცხიმების, განსაკუთრებით, ქოლესტერინის დისბალანსმა შეიძლება გამოიწვიოს მიოკარდიუმის ინფარქტი ან ინსულტი.

პაციენტებში პიტავასტატინი ნორმონი ინიშნება, როცა აღინიშნება ცხიმების დისბალანსი და დიეტისა და ცხოვრების წესის ცვლილება არ არის საკმარისი მისი კორექციისათვის. პიტავასტატინი ნორმონით მკურნალობის დროს აუცილებელია პაციენტმა დაიცვას ქოლესტერინის დაბალი შემცველობის დიეტა და ცხოვრების ჯანმრთელი წესი.

რა უნდა იცოდეს პაციენტმა პიტავასტატინი ნორმონის მიღებამდე

დაუშვებელია პიტავასტატინი ნორმონის მიღება

თუ პაციენტი ალერგიულია პიტავასტატინის, სხვა სტატინების ან მედიკამენტის შემადგენლობაში შემავალი სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 პარაგრაფში);

ფეხმძიმობისა და ძუძუთი კვების დროს;

თუ პაციენტი შვილოსნობის ასაკის მქონე ქალია და არ იყენებს ჩასახვის საწინააღმდეგო საიმედო მეთოდებს (იხ. „ფეხმძიმობა, ძუძუთი კვება და რეპროდუქციული უნარი“);

თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის პრობლემები;

თუ პაციენტი იღებს ციკლოსპორინს - გამოიყენება ორგანოს ტრანსპლანტაციის შემდეგ;

თუ პაციენტს აღენიშნება აუხსნელი გენეზის  ან განმეორებითი კუნთების ტკივილი.

თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა პიტავასტატინის მიღებამდე.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

პიტავასტატინით მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

თუ პაციენტს აღენიშნება მძიმე რესპირატორული უკმარისობა (სუნთქვის მძიმე პრობლემები)

თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება თირკმელების პრობლემები;

თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება ღვიძლის პრობლემები. „სტატინებმა“ შეიძლება გავლენა იქონიონ ღვიძლზე მცირე რაოდენობით პაციენტებში. ექიმი ჩვეულებრივ ნიშნავს სისხლის ანალიზს (ღვილის ფუნქციის ანალიზს) პიტავასტატინით მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის განმვალობაში;

თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები;

თუ პაციენტს ან მისი ოჯახის წევრს ანამნეზში აღენიშნება კუნთების პრობლემები;

თუ პაციენტს აღენიშნებოდა კუნთების პრობლემები ქოლესტერინის დამწევი სხვა მედიკამენტების (მაგ.: სტატინების ან ფიბრატების) მიღებისას;

თუ პაციენტი იღებს ალკოჰოლის ჭარბ რაოდენობას;

თუ პაციენტი იღებს ან ბოლო 7 დღის განმავლობაში იღებდა ფუზიდის მჟავას (ბაქტერიული ინფექციის საწინააღმდეგო მედიკამენტს) პერორალურად ან ინექციის სახით. ფუზიდის მჟავის და პიტავასტატინის კომბინაციამ შეიძლება გამოიწვიოს კუნთების სერიოზული პრობლემები (რაბდომიოლიზი).

თუ პაციენტი იღებს მედიკამენტებს, როგორიცაა გლეკაპრევირი და პიბრენტაზვირი, მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ჩ ჰეპატიტის მკურნალობისათვის. ექიმმა შეიძლება შეცვალოს პიტავასტატინის დოზა.

თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი აღენიშნება პაციენტს (ან არ არის დარწმუნებული), პიტავასტატინის მიღებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია. ასევე, ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტს აღენიშნება კუნთების სისუსტე, რომელიც არის მუდმივი ხასიათის. საჭიროა დამატებითი კვლევები და მედიკამენტები დიაგნოზის დასასმელად და პრობლემის სამკურნალოდ.

ამ მედიკამენტით მკურნალობის დროს საჭიროა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის ფრთხილი მონიტორინგი ექიმის მიერ, თუ მას აქვს დიაბეტი ან დიაბეტის განვითარების რისკ-ჯგუფშია. პაციენტს დიაბეტის განვითარების რისკი აქვს, თუ აღენიშნება სისხლში შაქრისა და ცხიმების მაღალი დონე, ჭარბი წონა და მაღალი არტერიული წნევა.

ბავშვები და მოზარდები

პიტავასტატინი არ გამოიყენება 6 წლამდე ასაკის ბავშვებში.

პიტავასტატინის დანიშვნამდე მოზარდ გოგონებში საჭიროა კონტრაცეპციის შესახებ კონსულტაცია.

სხვა მედიკამენტები და პიტავასტატინი ნორმონი

მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, ახლო წარსულში იღებდა, ან აპირებს მიიღოს ნებისმიერი მედიკამენტი. ეს მოიცავს ურეცეპტოდ გასაცემ და მცენარეულ მედიკამენტებს. ზოგიერთი მედიკამენტები გავლენას ახდენენ ერთმანეთის ეფექტზე. განსაკუთრებით, ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტს:

სხვა მედიკამენტები, ე.წ. „ფიბრატები“ - როგორიცაა გემფიბროზილი და ფენოფიბრატი;

ერითრომიცინი ან რიფამპიცინი - ანტიბიოტიკები, გამოიყენება ინფექციების სამკურნალოდ;

ვარფარინი ან სისხლის სხვა გამათხევადებლები;

აივ ინფექციის სამკურნალო ე.წ. „პროტეაზის ინჰიბიტორები“ (მაგ.: რიტონავირი, ლოპინავირი, დარუნავირი, ატაზანავირი) და „ტრანსკრიპტაზას არანუკლეოზიდური შექცევადი ინჰიბიტორები“ (მაგ.: ეფავირენცი);

ნიაცინი (B3 ვიტამინი);

თუ პაციენტმა უნდა მიიღოს პერორალურად ფუზიდის მჟავა ბაქტერიული ინფექციის სამკურნალოდ, დროებით უნდა შეაჩეროს ამ მედიკამენტის გამოყენება. მკურნალი ექიმი ეტყვის პაციენტს, როდის არის უსაფრთხო პიტავასტატინით მკურნალობის განახლება. პიტავასტატინის მიღებამ ფუზიდის მჟავასთან ერთად იშვიათად შეიძლება გამოიწვიოს კუნთების სისუსტე, მტკივნეულობა ან დაჭიმულობა (რაბდომიოლიზი). მეტი ინფორმაცია რაბდომიოლიზის შესახებ იხ. მე-4 პარაგრაფში.

თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი აღენიშნება პაციენტს (ან არ არის დარწმუნებული), პიტავასტატინის მიღებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

პიტავასტატინი ნორმონის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

პიტავასტატინის მიღება შესაძლებელია როგორც საკვებთან ერთად, ისე მის გარეშე.

ფეხმძიმობა, ძუძუთი კვება და რეპროდუქციულ ფუნქციაზე გავლენა

დაუშვებელია პიტავასტატინის მიღება ფეხმძიმბის ან ძუძუთი კვების დროს. თუ პაციენტი ცდილობს დაფეხმძიმებას, პიტავასტატინი ნორმონის მიღებამდე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.  თუ პაციენტი შვილოსნობის ასაკის მქონე ქალია, უნდა გამოიყენოს ჩასახვის საწინააღმდეგო საიმედო მეთოდები პიტავასტატინით მკურნალობის დროს. პიტავასტატინის მიღება უნდა შეწყდეს და საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა, თუ პაციენტი დაფეხმძიმდა პიტავასტატინით მკურნალობის დროს.

ფეხმძიმობის ან ძუძუთი კვების დროს ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა

არ არის მოსალოდნელი, რომ პიტავასტატინმა გავლენა იქონიოს ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვის უნარზე. თუმცა, თუ პაციენტს აღენიშნება თავბრუსხვევა ან ძილიანობა პიტავასტატინით მკურნალობის დროს, არ არის რეკომენდებული ავტომობილის, სხვა მექანიზმების ან ინსტრუმენტების მართვა.

პიტავასტატინი ნორმონი შეიცავს ლაქტოზას

პიტავასტატინი ნორმონი შეიცავს ლაქტოზას. პრეპარატის მიღებამდე საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია, თუ პაციენტს აღენიშნება აღენიშნება აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ.

პიტავასტატინი ნორმონის მიღების წესი

მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს.

მედიკამენტის მიღება

ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს მთლიანად წყლის მიყოლებით, საკვებთან ერთად ან მის გარეშე. მედიკამენტის მიღება შეიძლება დღის ნებისმიერ მონაკვეთში. სასურველია, ტაბლეტის მიღება მოხდეს ყოველდღე, ერთსა და იმავე დროს.

რა რაოდენობით უნდა მოხდეს მიღება

ჩვეულებრივ საწყისი დოზაა 1 მგ დღეში ერთხელ. რამდენიმე კვირის შემდეგ ექიმი გადაწყვეტს დოზის გაზრდას. მაქსიმალური დოზა მოზრდილებისა და 10 წელზე მეტი ასაკის ბავშვებისათვის არის 4 მგ დღეში.

თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის პრობლემები, არ უნდა გადააჭარბოს 2 მგ-ს დღეში.

ბავშვებსა და მოზარდებში გამოეყნება

10 წლამდე ასაკის ბავშვებში მაქსიმალური დოზაა 2 მგ დღეში.

საჭიროების შემთხვევაში, ტაბლეტები შეიძლება გაიხსნას ჭიქა წყალში უშუალოდ მიღების წინ, შემდეგ წყალი უნდა გამოევლოს ჭიქას და უნდა დაილიოს მაშინათვე. დაუშვებელია ხილის წვენის ან რძის გამოყენება ტაბლეტის გასახსნელად.

პიტავასტატინი არ არის რეკომენდებული 6 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის.

სხვა რეკომენდაციები, რომელიც უნდა იცოდეს პაციენტმა პიტავასტაინი ნორმონით მკურნალობის დროს

თუ პაციენტს ესაჭიროება ჰოსპიტალიზაცია ან მკურნალობის ჩატარება სხვა პრობლემის გამო, სამედიცინო პერსონალს უნდა აცნობოს, რომ იღებს პიტავასტატინს;

მკურნალი ექიმი პერიოდულად შეამოწმებს ქოლესტერინის დონეს;

პიტავასტატინით მკურნალობა არ უნდა შეწყდეს ექიმთან კონსულტაციის გარეშე. შეიძლება გაიზარდოს ქოლესტერინის დონე.

პიტავასტატინი ნორმონის დოზის გადაჭარბებისას

დოზის გადაჭარბებისას ან შემთხვევით მიღებისას, საჭიროა დაუყოვნებლივ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა ან ტოქსიკოლოგიის საინფორმაციო სამსხურში დარეკვა, ტელ.: +34 91 562 04 20, მედიკამენტის სახელწოდებისა და მიღებული რაოდენობის მითითებით.

პიტავასტატინი ნორმონის დოზის გამოტოვებისას

არ არის სანერვიულო. შემდეგი დოზის მიღება უნდა მოხდეს ჩვეულ დროს. დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებული დოზის სანაცვლოდ.

შესაძლო გვერდითი მოვლენები

სხვა პრეპარატების მსგავსად ამ მედიკამენტმაც შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

ამ მედიკამენტმა შეიძლება გამოიწვიოს შემდეგი გვერდითი მოვლენები:

პიტავასტატინი ნორმონის მიღება უნდა შეწყდეს და საჭიროა დაუყოვნებლივ მიმართვა ექიმთან, თუ პაციენტს აღენიშნება, რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი მძიმე გვერდითი მოვლენა, შეიძლება პაციენტი საჭიროებდეს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას:

ალერგიული რეაქცია - ნიშნები შეიძლება იყოს: სუნთქვის გაძნელება, სახის, ტუჩების, ენის ან ხორხის შეშუპება, ყლაპვის გაძნელება, კანის ძლიერი ქავილი (კვანძოვანი გამონაყარით);

აუხსნელი გენეზის კუნთების ტკივილი ან სისუსტე, განსაკუთრებით, თუ პაციენტი თავს შეუძლოდ გრძნობს, აქვს ცხელება ან მოწითალო-ყავისფერი შარდი. პიტავასტატინმა იშვიათად (1,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში) შეიძლება გამოიწვიოს კუნთების არასასურველი გვერდითი მოვლენები. თუ არ მოხდა გამოკვლევა, შეიძლება განვითარდეს მძიმე პრობლემა, როგორიცაა კუნთების პათოლოგიური დაშლა (რაბდომიოლიზი), რომელიც იწვევს თირკმლის პრობლემებს;

სუნთქვის პრობლემები, მათ შორის მუდმივი ხველა და/ან ქოშინი ან ცხელება;

ღვიძლის პრობლემები, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს კანისა და თვალების გაყვითლება (სიყვითლე);

პანკრეატიტი (ძლიერი ტკივილი მუცელსა და წელის არეში).

სხვა გვერდითი მოვლენები მოიცავს:

ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):

სახრების ტკივილი, კუნთების ტკივილი;

ყაბზობა, დიარეა, დისპეფსია, გულისრევა;

თავის ტკივილი.

არახშირი (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)

კუნთების სპაზმები;

სისუსტე, დაღლილობა, შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება;

კოჭების, ტერფების ან თითების შეშუპება;

კუჭის ტკივილი, პირის სიმშრალე, ღებინება, მადის დაკარგვა, გემოს ცვლილება;

სიფერმკრთალე და სისუსტე ან ქოშინი (ანემია);

ქავილი ან გამონაყარი;

ყურებში ხმაური;

თავბრუსხვევა ან ძილიანობა, უძილობა (ძილის სხვა დარღვევები, მათ შორის, ღამის კოშმარები);

ხშირი შარდვა;

დაბუჟების შეგრძნება ან დაქვეითებული მგრძნობელობა ხელისა და ფეხის თითებში, ფეხებში ან სახეზე.

იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 1,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):

კანის სიწითლე, წითელი კანი კვანძოვანი გამონაყარით;

მხედველობის გაუარესება;

ენის ტკივილი;

მუცელში უსიამოვნო შეგრძნება ან დისკომფორტი;

სარძევე ჯირკვლების გადიდება მამაკაცებში (გინეკომასტია).

უცნობი სიხშირის გვერდითი მოვლენები

მუდმივი ხასიათის კუნთების სისუსტე;

მგლურას მსგავსი სინდრომი (გამონაყარი, სახსრების დაზიანება და სისხლის უჯრედების დარღვევები).

სხვა შესაძლო გვერდითი მოვლენები

მეხსიერების დაკარგვა;

სექსუალური დარღვევები;

დეპრესია

დიაბეტი: მოსალოდნელია განვითარდეს პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ სისხლში შაქრისა და ცხიმების მაღალი დონე, აქვთ ჭარბი წონა და მაღალი არტერიული წნევა. მკურნალი ექიმი მოახდენს პაციენტის მონიტორინგს მედიკამენტით მკურნალობის განმავლობაში.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

პიტავასტატინი ნორმონის შენახვის წესი

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება კოლოფსა და ბლისტერზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

ეს მედიკამენტი არ საჭიროებს შენასვის სპეციალურ ტემპერატურულ პირობებს.

ინახება ორიგინალური შეფუთვით სინათლისაგან დასაცავად.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საყოფაცხოვრებო ნაგავში ან საკანალიზაციო წყალში. ნებისმიერი გამოუყენებელი შეფუთვის ან პრეპარატის გადაგდება უნდა მოხდეს აფთიაქებში არსებულ შIGღE+ სიმბოლოთი აღნიშნულ ადგილას. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად უნდა მიმართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.

შეფუთვა და დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს პიტავასტატინი ნორმონი

აქტიური ნივთიერებაა პიტავასტატინი. თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 1 მგ, 2 მგ ან 4 მგ პიტავასტატინს (კალციუმის პიტავასტატინის სახით).

სხვა დამხმარე ნივთიერებებია:

ტაბლეტის შიგთავსი: ჰიდროქსიპროპილ ცელულოზა დაბალი ჩანაცვლებით, ჰიპრომელოზა (E-464), მაგნიუმის ალუმინსილიკატი, კალციუმის კარბონატი, ლაქტოზის მონოჰიდრატი, მაგნიუმის სტეარატი.

აპკიანი გარსი: ლაქტოზის მონოჰიდრატი, ჰიპრომელოზა (E-464), ტიტანიუმის დიოქსიდი (E-171), მაკროგოლი და ტალკი.

პიტავასტატინი ნორმონის ფორმა და შეფუთვა

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები არის თეთრი ან მოთეთრო ფერის, მრგვალი და ორმხრივამობურცული ტაბლეტები. ცალ მხარეს ამოტვიფრულია „P1, P2 ან P4“, მეორე მხარე - სადაა.

პიტავასტატინი ნორმონი 1 მგ და 2 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები წარმოდგენილია ბლისტერებზე, რომელიც შეიცავს 7, 28, 30, 90 ან 100 აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტს.

პიტავასტატინი ნორმონი 4 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები წარმოდგენილია ბლისტერებზე, რომელიც შეიცავს 7, 28 ან 30 აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტს.

ყველა შეფუთვა სარეალიზაციოდ შეიძლება არ იყოს წარმოდგენილი.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.

 

მეტი ინფორაცია
Units 28
Is Online? არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy