PREDNISOLON - პრედნიზოლონი 30მგ/1მლ 3 ამპულა
ჩვენება: გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ალერგიის საწინააღმდეგო, იმუნოდეპრესიული, შოკის საწინააღმდეგო და ანტიტოქსიური მოქმედება.
შემადგენლობა:
მოქმედი ნივთიერება: prednisolone;
ხსნარის 1მლ შეიცავს პრედნიზოლონის ნატრიუმის ფოსფატს პრედნიზოლონზე გადაანგარიშებით 30 მგ;
დამხმარე ნივთიერებები: დინატრიუმის ედეტატი, ნატრიუმის ჰიდროფოსფატის დოდეკაჰიდრატი, კალიუმის დიჰიდროფოსფატი, ეთანოლი 96%, პროპილენგლიკოლი, საინექციო წყალი.
წამლის ფორმა. საინექციო ხსნარი
ძირითადი ფიზიკურ- ქიმიური თვისებები: გამჭვირვალე, უფერო ან ოდნავ შეფერილი სითხე.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი. კორტიკოსტეროიდები სისტემური გამოყენებისთვის.გლუკოკორტიკოიდები.პრედნიზოლონი.კოდი ATX H02AB06.
ფარმაკოლოგიური თვისებები.
ფარმაკოდინამიკა.
იგი ახდენს ანთების საწინააღმდეგო, ალერგიის საწინააღმდეგო, იმუნოდეპრესიული, შოკის საწინააღმდეგო და ანტიტოქსიკურ მოქმედებას.შედარებით მეტ დოზებში, ის თრგუნავს ფიბრობლასტების აქტიურობას, კოლაგენის, რეტიკულოენდოთელიუმის და შემაერთებელი ქსოვილის სინთეზს (ანთების პროლიფერაციული ფაზის შეკავება), აფერხებს სინთეზს და აჩქარებს ცილის კატაბოლიზმს კუნთოვან ქსოვილში, მაგრამ ზრდის მის სინთეზს ღვიძლში. სამკურნალო საშუალების ანტიალერგიული და იმუნოსუპრესიული თვისებები განპირობებულია ლიმფოიდური ქსოვილის განვითარების შეფერხებით მისი ინვოლუციით ხანგრძლივი გამოყენებისას, მოცირკულირე T და B ლიმფოციტების რაოდენობის შემცირებით,მასტოციტების დეგრანულაციის დათრგუნვით, ანტისხეულების წარმოების ინჰიბირებით.
სამკურნალო საშუალების შოკის საწინააღმდეგო მოქმედება განპირობებულია სისხლძარღვების რეაქციის მომატებით სისხლძარღვების შემავიწროებელ ენდო - და ეგზოგენურ ნივთიერებებზე, სისხლძარღვების რეცეპტორების მგრძნობელობის აღდგენით კატექოლამინების მიმართ და მათი ჰიპერტენზიული ეფექტის გაძლიერებით, და ასევე ნატრიუმისა და წყლის ორგანიზმიდან გამოყვანის შეკავებით.
სამკურნალო საშუალების ანტიტოქსიკური მოქმედება დაკავშირებულია ღვიძლში ცილის სინთეზის პროცესების სტიმულირებასთან და მასში ენდოგენური ტოქსიკური მეტაბოლიტების და ქსენობიოტიკების ინაქტივაციის დაჩქარებასთან,და ასევე უჯრედული მემბრანის სტაბილურობის მომატებასთან, მათ შორის ჰეპატოციტების.
ის აძლიერებს გლიკოგენის დეპონირებას ღვიძლში და გლუკოზის სინთეზს ცილის მეტაბოლიზმის პროდუქტებიდან. სისხლში გლუკოზის დონის მომატება ააქტიურებს ინსულის გამოყოფას. თრგუნავს ცხიმოვანი უჯრედების მიერ გლუკოზის შეწოვას. რაც იწვევს ლიპოლიის გააქტიურებას. თუმცა, ინსულინის სეკრეციის გაზრდის გამო, ლიპოგენეზის სტიმულირება ხდება, რაც ხელს უწყობს ცხიმის დაგროვებას. ამცირებს კალციუმის შეწოვას ნაწლავებში, ზრდის მის გაჟონვას ძვლებიდან და ექსკრეციას თირკმელებით. თრგუნავს ადენოკორტიკოტროპული ჰორმონის და B- ლიპოტროპინის ჰიპოფიზით გამონთავისუფლებას, რასთან დაკავშირებითაც სამკურნალო საშუალების ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება ხელი შეუწყოს თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ფუნქციონალურ უკმარისობას.
პრედნიზონით გრძელვადიანი თერაპიის შემზღუდველი ძირითადი ფაქტორები არის ოსტეოპოროზი და ისცენკო-კუშინგის სინდრომი. პრედნიზოლონი თრგუნავს თირეოტროპული და ფოლიკულის მასტიმულირებელი ჰორმონების სეკრეციას.
მაღალი დოზებით, მას შეუძლია გაზარდოს ტვინის ქსოვილის აგზნებადობა და შეამციროს კრუნჩხვითი მზადყოფნის ბარიერი.
ასტიმულირებს მარილმჟავას და პეპსინის ჭარბ სეკრეციას კუჭში, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს პეპტიკური წყლულების განვითარებას.
ფარმაკოკინეტიკა.
ინტრამუსკულურად შეყვანისას ის სწრაფად შეიწოვება სისხლში, მაგრამ სისხლში მაქსიმალური დონის მიღწევასთან შედარებით, სამკურნალო საშუალების ფარმაკოლოგიური მოქმედება მნიშვნელოვნად იგვიანებს და ვითარდება 2-8 საათის განმავლობაში. სისხლის პლაზმაში პრედნიზოლონის უმეტესი ნაწილი უკავშირდება ტრანსკორტინს (კორტიზოლთან შემაკავშირებელ გლობულინს), ხოლო პროცესის გაჯერებისას კი- ალბუმინს. ცილის სინთეზის დაქვეითებისას შეინიშნება ალბუმინების შემაკავშირებელი უნარის დაქვეითება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს პრედნიზოლონის თავისუფალი ფრაქციის ზრდა და, შედეგად- მისი ტოქსიკური მოქმედების გამოვლენა ჩვეულებრივი თერაპიული დოზების გამოყენებისას. მოზრდილებში ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 2-4 საათია, ბავშვებში ის უფრო მოკლეა. ბიოტრანსფორმირდება დაჟანგვის გზით, ძირითადად ღვიძლში. ასევე თირკმელებში, წვრილ ნაწლავში, ბრონქებში.დაჟანგული ფორმები გლუკურონირდება ან სულფატირდება და კონიუგატების სახით გამოიყოფა თირკმელებით.
პრედნიზოლონის დაახლოებით 20% გამოიყოფა ორგანიზმიდან თირკმელებით უცვლელი სახით. მცირე ნაწილი გამოიყოფა ნაღველთან.ღვიძლის დაავადებებისას პრედნიზოლონის მეტაბოლიზმი შენელდება და მისი შეკავშირების ხარისხი სისხლის პლაზმის ცილებთან მცირდება, რაც იწვევს სამკურნალო საშუალების ნახევარგამოყოფის პერიოდის ზრდას.
კლინიკური მახასიათებლები.
ჩვენებები
ინტრამუსკულური,ინტრავენური შეყვანა:
- შემაერთებელი ქსოვილის სისტემური დაავადებები: სისტემური წითელი მგლურა,დერმატომიოზიტი,სკლეროდერმია, კვანძოვანი პერიარტიტი,ბეხტერევის დაავადება;
- ჰემატოლოგიური დაავადებები: მწვავე ჰემოლიზური ანემია, ლიმფოგრანულომატოზი, გრანულოციტოპენია, თრომბოციტოპენიური პურპურა, აგრანულოციტოზი,ლეიკემიის სხვადასხვა ფორმები;
- კანის დაავადებები: ჩვეულებრივი ეგზემა, ექსუდაციური მულტიფორმული ერითემა, pemphigus vulgaris, ერითროდერმია, ექსფოლიაციური დერმატიტი, სებორეული დერმატიტი, ფსორიაზი, ალოპეცია, ადრენოგენიტალური სინდრომი;
- ჩანაცვლებითი თერაპია: ადისონის კრიზისი;
- გადაუდებელი მდგომარეობები: არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტის კოლიტის და კრონის დაავადების მწვავე ფორმები, შოკი (დამწვრობის, ტრავმული, ოპერაციული, ანაფილაქსიური, ტოქსიკური, ტრანსფუზიური),ასთმური სტატუსი, თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის მწვავე უკმარისობა, ღვიძლის კომა,მწვავე ალერიული და ანაფილაქსიური რეაქციები,ჰიპოგლიკემიური მდგომარეობები.
სახსარშიგა შეყვანა;
- ქრონიკული პოლიართრიტი, დიდი სახსრების ოსტეოართრიტი, რევმატოიდული ართრიტი. პოსტტრავმული ართრიტი, ართროზი.
უკუჩვენებები.
ჰიპერმგრძნობელობა სამკურნალო საშუალების კომპონენტების მიმართ.
პარაზიტული და ინფექციური ხასიათის ვირუსული, სოკოვანი ან ბაქტერიული ბუნების დაავადებები, რომლებიც არსებობენ მოცემულ მომენტში ან გადატანილი ცოტა ხნის წინ: უბრალო ჰერპესი, ჰერპეს ზოსტერი (ვირემიული ფაზა),ჩუტყვავილა,წითელა; ამებიაზი, სტრონგილოიდოზი (დადგენილი ან საეჭვო),სისტემური მიკოზი,აქტიური ტუბერკულოზი.
პოსტვაქცინალური პერიოდი (ხანგრძლივობა10 კვირა: 8 კვირა ვაქცინაციამდე და 2 კვირა ვაქცინაციის შემდეგ),ლიმფადენიტი ბცჟ (BCG) – აცრის შემდეგ.
აივ ინფექციით გამოწვეული იმუნოდეფიციტის მდგომარეობები.
კუჭ -ნაწლავის ტრაქტის დაავადებები: კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, ეზოფაგიტი, გასტრიტი, მწვავე ან ლატენტური პეპტიური წყლული, ცოტა ხნის წინ ჩატარებული ნაწლავების ანასტომოზი,არასპეციფიური წყლულოვანი კოლიტი, პერფორაციის ან აბსცესის წარმოქმნის საფრთხით,დივერტიკულიტი.
გულ -სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები:ცოტა ხნის წინ გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი,დეკომპენსირებული ქრონიკული გულის უკმარისობა,არტერიული ჰიპერტენზია,თრომბოემბოლიური დაავადებისადმი მიდრეკილება.
ენდოკრინული სისტემის დაავადებები: დეკომპენსირებული შაქრიანი დიაბეტი, თირეოტოქსიკოზი,ჰიპოთირეოზი, იცენკო-კუშინგის დაავადება.
თირკმელებისა და / ან ღვიძლის მწვავე ქრონიკული უკმარისობა (გარდა ისეთი გადაუდებელი შემთხვევისა, როგორიცაა ღვიძლის კომა),ნეფროუროლითიაზი.
ჰიპოალბუმინემია. სისტემური ოსტეოპოროზი. მიასთენია გრავისი. მძიმე მიოპათია. პროდუქტიული სიმპტომატიკა ფსიქიკური დაავადებებისას, ფსიქოზი. სიმსუქნე (III- IV ხარისხი). პოლიომიელიტი (გარდა ბულბარული ენცეფალიტის ფორმისა).ღია და დახურულკუთხოვანი გლაუკომა,კატარაქტა.
სახსარშიდა, პერიარტიკულარული ინექციებისათვის და მყესების გარსებში ინექციებისათვის, სადაც არის ინფექცია ინექციის ადგილას ან მიმდებარე ქსოვილებში.
ინექციისთვის უშუალოდ მყესში.
ინექციისთვის ზურგის ან სხვა არ ადიართროიდულ სახსრებში.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედება.
მოსალოდნელია, რომ ერთობლივი მკურნალობა CYP3A ინჰიბიტორებთან, იმ პროდუქტების ჩათვლით, რომლებიც შეიცავს კობიცისტატს,ზრდის სისტემური გვერდითი ეფექტების რისკს.საჭიროა რომ აცილებულ იქნას თავიდან ასეთი კომბინაცია, თუ სარგებელი არ აღემატება სისტემური კორტიკოსტეროიდული გვერდითი ეფექტების მომატებულ რისკს, ამ შემთხვევაში საჭიროა პაციენტის მდგომარეობის გულდასმითი მონიტორინგი.
შესაძლო რეაქციები პრედნიზოლონის ერთდროული გამოყენებისას სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებთან, ღვიძლის ფერმენტების ინდუქტორებთან, კერძოდ ბარბიტურატებითან, ფენიტოინთან, პირიმიდონთან, კარბამაზეპინთან, რიფამპიცინთან - პრედნიზოლონის ეფექტის შესუსტება მისი სისტემური კლირენსის გაზრდის შედეგად;
რიფამპიცინთან, რიფაბუტინთან, კარბამაზეპინთან, ფენობარბიტალთან, ფენიტოინთან, პრიმიდონთან, ეფედრინთან და ამინოგლუტეთიმიდინთან - თერაპიული ეფექტის შემცირება კორტიკოსტეროიდების მეტაბოლიზმის გაზრდის გამო;
ესტროგენებთან (პერორალური კონტრაცეპტივების ჩათვლით, რომელთა შემადგენლობაში შედის ესტროგენი), ციკლოსპორინთან, CYP3A4 ინჰიბიტორებთან, კერძოდ, ერითრომიცინთან, კლარითრომიცინთან, კეტოკონაზოლთან, დილტიაზემთან, აპრეპიტანთან, იტრაკონაზოლთან, ოლეანდომიცინთან- პრედნიზოლონის თერაპიული და ტოქსიკური ეფექტების გაძლიერება, ამიტომ შეიძლება საჭირო გახდეს დოზის კორექცია;
ეტოპოზიდთან- შესაძლებელია მეტაბოლიზმის დათრგუნვა გლუკოკორტიკოსტეროიდებით in vitro. ამან შეიძლება გამოიწვიოს ეტოპოზიდის როგორც ეფექტურობის, ასევე ტოქსიკურობის ზრდა, ამიტომ აუცილებელია მონიტორინგის ჩატარება;
ანტაციდებთან ერთად - პრედნიზოლონის შეწოვის დაქვეითება;
სალიცილის მჟავას წარმოებულებთან და სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებებთან -კუჭის ლორწოვანის სისხლდენისა და წყლულების გაჩენის ალბათობის ზრდა. პრედნიზოლონი ამცირებს სისხლის შრატში სალიცილის მჟავის წარმოებულების დონეს, ზრდის მათ თირკმლის კლირენსს და სტეროიდების გამოყოფამ შეიძლება გამოიწვიოს სალიცილატური ინტოქსიკაცია. სამკურნალო საშუალება ზრდის პარაცეტამოლის ჰეპატოტოქსიური რეაქციების განვითარების რისკს ღვიძლის ფერმენტების ინდუქციის და მისი ტოქსიკური მეტაბოლიტის წარმოქმნის შედეგად.ასპირინი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული გლუკოკორტიკოსტეროიდებთან ერთად ჰიპოპროთრომბინემიით დაავადებულ პაციენტებში;
კუმარინის ანტიკოაგულანტებთან და ვარფარინთან ერთად -მათი ეფექტურობა შეიძლება გაძლიერდეს კორტიკოსტეროიდებით ერთდროული თერაპიით. ამიტომ, იმისთვის რომ თავიდან აცილებულ იქნას სპონტანური სისხლდენა საჭიროა საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობის (INR) ან პროთრომბინის დროის გულდასმითი მონიტორინგი;
გულის გლიკოზიდებთან ერთად - ამ უკანასკნელთა ტოქსიკურობის მომატება, ხოლო მიღებული ჰიპოკალიემიის შედეგად -არითმიების განვითარების რისკის მომატება;
ჰიპოგლიკემიურ საშუალებებთან - პერორალური შაქრის დამწევი საშუალებებისა და ინსულინის ჰიპოგლიკემიური ეფექტის დათრგუნვა;
ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან - დეპრესიის ნიშნების გაძლიერება, რომელიც გამოწვეულია პრედნიზოლონის მიღებით და თვალშიდა წნევის მომატება;
იმუნოსუპრესანტებთან - ინფექციებისა და ლიმფომის განვითარების რისკის მომატება ან სხვა ლიმფოპროლიფერაციული დარღვევების, რომლებიც უკავშირდება ეპშტეინ -ბარის ვირუსს;
დიურეტიკებთან ( მარყუჟოვანი,თიაზიდური და აცეტაზოლამიდი),კარბენოქსოლონთან, საფაღარათო და სოკოს საწინააღმდეგო (ამფოტერიცინი B) საშუალებებთან - ჰიპოკალიემიის განვითარების რისკის მომატება,ამიტომ თავიდან უნდა იქნას აცილებული ერთდროული გამოყენება. ასევე არსებობს ჰიპოკალიემიის მომატებული რისკი თეოფილინის ერთდროული გამოყენებისას და კორტიკოსტეროიდების მაღალი დოზების პირობებში ერთდროულად ბამბუტეროლის, ფენოტეროლის, ფორმოტეროლის, რიტოდრინის, სალბუტამოლის, სალმეტეროლის და ტერბუტალინის გამოყენების დროს. პრედნოლონი ზრდის ოსტეოპოროზის განვითარების რისკს, როდესაც გამოიყენება ამფოტერიცინთან და კარბოანჰიდრაზას ინჰიბიტორებთან ერთდროულად;
კეტოკონიზოლთან - მცირდება მეთილპრედნიზოლონის მეტაბოლური და თირკმლის კლირენსი, რაც ასევე შესაძლებელია პრედნიზოლონთან;
მიფეპრისტონთან - შესაძლებელია კორტიკოსტეროიდების მოქმედების შემცირება 3-4 დღის განმავლობაში;
მეტოტრექსატთან- შესაძლებელია ჰემატოლოგიური ტოქსიკურობის განვითარების რისკის მომატება;
m-ქოლინობლოკატორებთან, ანტიჰისტამინურ სამკურნალო საშუალებებთან, ნიტრატებთან - თვალშიგა წნევის მომატება და ანტიჰისტამინური სამკურნალო საშუალებების ეფექტურობის შემცირება;
ნეიროლეპტიკებთან,კარბუტამიდთან,აზათიოპრინთან- კატარაქტის რისკის ზრდა;
ესტროგენებთან, ანაბოლურ სამკურნალო საშუალებებთან, პერორალურ კონტრაცეპტივებთან - გირსუტიზმისა და აკნეს გამოვლენა. შესაძლებელია გლუკოკორტიკოიდების ზემოქმედების გაძლიერება,ამიტომ, ამ შემთხვევაში, საჭიროა დოზის კორექცია;
ცოცხალ ანტივირუსულ ვაქცინებთან და სხვა სახის იმუნიზაციის ფონზე - ვირუსების გააქტიურების და ინფექციების განვითარების რისკის ზრდა. კორტიკოსტეროიდების მაღალი დოზები აუარესებს იმუნურ პასუხს, ამიტომ თავიდან უნდა იქნას აცილებული ცოცხალი ვაქცინების გამოყენება (იხ. ნაწილი "გამოყენების თავისებურებები");
მიორელაქსანტებთან ჰიპოკალიემიის ფონზე- კუნთების ბლოკადის გამოვლენისა და ხანგრძლივობის გაძლიერება მიორელაქსანტების გამოყენების ფონზე;
ანტიქოლინესთერაზულ საშუალებებთან - კუნთების სისუსტის გაჩენა მიასთენიით დაავადებულ პაციენტებში (განსაკუთრებით მიასთენია გრავის მქონე პაციენტებში)და ქოლეცისტოგრაფიულ რენტგენულ გარემოზე ზემოქმედების შემცირება;
მიტოტანთან და თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ფუნქციის სხვა ინჰიბიტორებთან ერთად - შეუძლიათ გამოიწვიონ სამკურნალო საშუალების დოზის გაზრდა;
გულისრევის საწინააღმდეგო საშუალებებთან - ანტიემიტური ეფექტის ზრდა;
იზონიაზიდთან,მექსილეტინთან,პრაზიკვანტელთან - მათი პლაზმური კონცენტრაციების დაქვეითება;
სომატოტროპინთან (მაღალი დოზებით)- ამ უკანასკნელის ეფექტის შემცირება;
ერიტრომიცინთან - შეუძლია დათრგუნოს ზოგიერთი კორტიკოსტეროიდების მეტაბოლიზმი;
ფტორქინოლონებთან - მყესის დაზიანება;
რეტინოიდებთან და ტეტრაციკლინებთან - შესაძლებელია თავის ქალას შიდა წნევის მომატება;
ციკლოსპორინთან - ზრდის პრედნიზოლონის პლაზმურ კონცენტრაციას. ასეთივე ეფექტი შესაძლებელია რიტონავირთან ერთად. აღინიშნა კრუნჩხვების გაჩენის შემთხვევები, რადგანაც ამ სამკურნალო საშუალებების ერთდროული შეყვანა იწვევს მეტაბოლიზმის საპასუხო შენელებას, სავარაუდოა, რომ კრუნჩხვები და სხვა გვერდითი მოვლენები, რომლებიც უკავშირდება ამ სამკურნალო საშუალებათაგან თითოეულის გამოყენებას, როგორც მონოთერაპიის დროს, ასვე მათი ერთობლივი გამოყენებისას, შესაძლებელია გაჩნდეს უფრო ხშირად. ერთობლივმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს სხვა სამკურნალო საშუალებების კონცენტრაციის მომატება სისხლის პლაზმაში.
ხანგრძლივი თერაპიის დროს პრედნიზოლონი ზრდის ფოლიუმის მჟავის შემცველობას.
სამკურნალო საშუალება ამცირებს D ვიტამინის ზემოქმედებას Ca2+ შეწოვაზე ნაწლავის ღრუში.
გამოყენების თავისებურებები.
ანთების საწინააღმდეგო/ იმუნოსუპრესიული ეფექტები და ინფექცია.
უკიდურესი სიფრთხილით, იგი ინიშნება იმუნოდეფიციტურ მდგომარეობებში (შიდსის ან აივ ინფექციის ჩათვლით).
სამკურნალო საშუალებით მკურნალობა, თუნდაც დაბალი დოზებით, ფარავს ადრე არსებული ინფექციების და მკურნალობის დროს განვითარებული ინფექციების ნიშნებს და სიმპტომებს (მათ შორის ოპორტუნისტული ინფექციების ჩათვლით) და ართულებს მათ დიაგნოსტირებას. ამიტომ, მკურნალობის დროს თავიდან უნდა იქნას აცილებული გაციების ან სხვა ინფექციის მქონე ადამიანებთან კონტაქტი.
ანთებითი რეაქციის და იმუნური ფუნქციის ჩახშობა ზრდის ინფექციებისადმი მგრძნობელობას და მათი მიმდინარეობის სირთულეს. მათი გამოყენებისას შეიძლება გაჩნდეს ახალი ინფექციები. მიღებული ოპორტუნისტული ინფექციები შეიძლება ღმოჩნდეს ფატალური. კლინიკური სურათი ხშირად შეიძლება იყოს ატიპიური, ხოლო სერიოზული ინფექციები (როგორიცაა სეპტიცემია და ტუბერკულოზი) შეიძლება შეინიღბოს და დიაგნოზირებული იყოს პროგრესირებად სტადიაზე.
ინფექციური დაავადებებისას (რომლებიც არ არის ჩამოთვლილი განყოფილებაში "უკუჩვენებები") და ტუბერკულოზის ლატენტური ფორმების დროს, სამკურნალო საშუალება უნდა დაინიშნოს მხოლოდ ანტიბიოტიკებთან და ტუბერკულოზის საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად.
განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ჩუტყვავილა, რადგან ეს უმნიშვნელო დაავადება შეიძლება ფატალური აღმოჩნდეს იმუნოდეპრესიის მქონე პაციენტებისთვის. პაციენტებს (ან ბავშვების მშობლებს), რომელთაც ადრე არ ჰქონდათ გადატანილი ჩუტყვავილა უნდა ურჩიონ თავი აარიდონ ჩუტყვავილას ან ჰერპეს ზოსტერით დაავადებულ პაციენტებთან მჭიდრო პირად კონტაქტს და თუ ისინი ექცევიან ზემოქმედების ქვეშ,უნდა მიმართონ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას. ჩუტყვავილას/ზოსტერის (VZIG) იმუნოგლობულინით პასიური იმუნიზაცია აუცილებელია პაციენტებისთვის, რომლებსაც არ აქვთ იმუნიტეტი, რომლებიც ღებულობენ სისტემურ კორტიკოსტეროიდებს ან რომლებმაც გამოიყენეს ისინი წინა 3 თვის განმავლობაში.
პაციენტები, რომლებიც მკურნალობის პერიოდში იყვნენ კონტაქტში წითელას ან ჩუტყვავილას მქონე ავადმყოფებთან, პროფილაქტიკის მიზნით უნდა დაენიშნოთ სპეციფიური იმუნოგლობულინები (კონტაქტიდან 10 დღის განმავლობაში).საჭიროა განსაკუთრებული მოვლა და სასწრაფო მკურნალობა ჩუტყვავილას დიაგნოზის დადასტურების შემთხვევაში.კორტიკოსტეროიდების შეწყვეტა საჭირო არ არის, ხოლო დოზის გაზრდა შესაძლებელია.
მკურნალობის დროს იმუნიზაცია არ უნდა ჩაუტარდეს ცოცხალი ვაქცინებით იმ პირებს,რომელთაც დარღვეული აქვთ იმუნური სისტემა.შეიძლება გამოყენებულ იქნას ინაქტივირებული (მოკლული) ვაქცინები ან ანატოქსინები,თუმცა მათი ეფექტი შეიძლება შესუსტდეს.
ნებისმიერი ინტერკურენტული დაავადების, გრძელვადიანი თერაპიის დროს, ასევე ტრავმის ან ქირურგიული მანიპულირებისას საჭიროა დოზის დროებით გაზრდა.თუ კორტიკოსტეროიდების გამოყენება დასრულდა ხანგრძლივი თერაპიის შემდეგ, შესაძლოა, გაჩნდეს დროებითი საჭიროება მათი განმეორებით გამოყენებისა.ინტერკურენტული ინფექციების, სეპტიკური მდგომარეობების დროს საჭიროა ერთდროული ანტიბიოტიკოთერაპიის ჩატარება.
გამოყენება მძიმე ინფექციური დაავადებების დროს (არ არის მითითებული განყოფილებაში "უკუჩვენებები") შესაძლებელია მხოლოდ სპეციფიური ანტიმიკრობული თერაპიის ფონზე.
ქრონიკული იმუნოსუპრესია (მაგ., ორგანოთა გადანერგვის პირობებში) იყო დაკავშირებული ავთვისებიანობის გაზრდის რისკთან.
გამოყენების შეწყვეტა.
პაციენტებში, რომლებმაც მიიღეს პრედნიზოლონის ფიზიოლოგიურ დოზაზე უფრო მაღალი დოზები (პრედნიზოლონის ან ექვივალენტის დაახლოებით 7,5 მგ) 3 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში,უნდა შეწყვიტონ მკურნალობა თანდათან. მკურნალობა თანდათან უნდა შეწყდეს მაშინაც კი, თუ იგი გრძელდებოდა 3 კვირაზე ნაკლებ ხანს, პაციენტების ისეთი ჯგუფებისთვის, როგორიც არიან:
- პაციენტები, რომლებიც გადიან პრედნიზოლონით მკურნალობის განმეორებით კურსს;
- პაციენტები, რომელთაც მკურნალობის განმეორებითი კურსი დაენიშნა ერთი წლის განმავლობაში ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ (თვეები, წლები);
- პაციენტები, რომლებიც ღებულობენ პრედნიზოლონის ან ექვივალენტის 40მგ-ზე მეტს /დღერამეში;
- პაციენტები, თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობით, რომლის მიზეზი არ არის კორტიკოსტეროიდების ეგზოგენური მიღება;
- პაციენტები, რომლებმაც არაერთხელ მიიღეს კორტიკოსტეროიდების დოზები საღამოს.
მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ შეიძლება გამოვლინდეს მოხსნის სიმპტომები, თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა და ასევე დაავადების გამწვავება, რის გამოც დაინიშნა პრედნიზოლონი. თუ პრედნიზოლონით მკურნალობის დასრულების შემდეგ,აღინიშნება თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციური უკმარისობა,საჭიროა სასწრაფოდ აღსდგეს სამკურნალო საშუალებით მკურნალობა, ხოლო დოზის შემცირება უნდა განხორციელდეს ძალიან ნელა და სიფრთხილით (მაგალითად, სადღეღამისო დოზა უნდა შემცირდეს 2-3 მგ -ით 7-10 დღის განმავლობაში). პრედნიზოლონის სადღეღამისო დოზის, რომელიც უდრის -7,5 მგ-ს, მიღწევის შემდეგ,დოზის შემცირება უნდა მოხდეს უფრო ნელა, რომ ჰიპოთალამუს-ჰიპოფიზურ-თირკმელზედა სისტემამ შეძლოს აღდგენა.
კორტიკოსტეროიდებით სისტემური მკურნალობის უეცარი შეწყვეტა 3 კვირამდე მიზანშეწონილია, თუ არ არის მოსალოდნელი დაავადების რეციდივი.
40 მგ-მდე სადღეღამისო პრედნიზოლონის ან ექვივალენტის დოზის უეცარი მოხსნა 3 კვირის განმავლობაში, ნაკლებად სავარაუდოა, რომ გამოიწვიოს პაციენტთა უმრავლესობაში, ჰიპოთალამუს-ჰიპოფიზურ-თირკმელზედა სისტემის კლინიკური დათრგუნვა.
თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ატროფია ვითარდება ხანგრძლივი თერაპიისას და შეიძლება შენარჩუნდეს მრავალი წლის განმავლობაში მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.
სტეროიდებით გამოწვეული მეორადი თირკმელზედა ჯირკვალის უკმარისობა შეიძლება შემცირდეს მინიმუმამდე დოზის თანდათანობითი შემცირების შედეგად. ამ ტიპის უკმარისობა შეიძლება შენარჩუნდეს თერაპიის დასრულებიდან რამდენიმე თვის განმავლობაში, ამიტომ, ნებისმიერ სტრესულ სიტუაციაში, რომელიც წარმოიშვა მოცემულ პერიოდში, აუცილებელია კორტიკოსტეროიდული თერაპიის აღდგენა.
მოულოდნელი შეწყვეტისას, განსაკუთრებით წინა პერიოდში მაღალი დოზების გამოყენების შემთხვევაში, ჩნდება მოხსნის სიდრომი, რომელიც ვლინდება ცხელებით, მადის დაქვეითებით, გულისრევით, ღებინებით, დიარეით, შენელებული ქცევით, თავბრუსხვევით,გენერალიზებული ძვლოვან-კუნთოვანი სისტემის ტკივილით, ასთენიით.
მხედველობის დაქვეითება.
შესაძლოა მოხდეს მხედველობის დარღვევა კორგიკოსტეროიდებით სისტემური და ადგილობრივი გამოყენებისას.თუ პაციენტს აღენიშნება მხედველობის დაქვეითების ან მხედველობის დარღვევის სხვა სიმპტომები, მიზანშეწონილია პაციენტის ოფთალმოლოგთან გაგზავნა შესაძლო მიზეზების შესაფასებლად, რომლებიც შეიძლება მოიცავდნენ კატარაქტას,გლაუკომას ან იშვიათ დაავადებებს (ისეთი, როგორიც არის ცენტრალური სეროზული ქორიორეტინოპათია (CSCR),რომელთა შესახებ იტყობინებოდნენ სისტემური და ტოპური კორტიკოსტეროიდების გამოყენების შემდეგ.
სკლეროდერმული თირკმლის კრიზი
საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა სისტემური სკლეროზის მქონე პაციენტების მკურნალობისას გაზრდილი (შესაძლოა მომაკვდინებელი) თირკმლის კრიზის სიხშირით ჰიპერტონიული დაავადების გამო და ასევე შარდის გამოყოფის დონის შემცირებით, რაც აღინიშნება პრედნიზოლონის 15 მგ-იანი ან მეტი სადღეღამისო დოზის დროს.ამიტომ რეგულარულად უნდა შემოწმდეს არტერიული წნევა და თირკმლის ფუნქცია (s-კრეატინინი). თუ არსებობს თირკმლის კრიზის ეჭვი, არტერიული წნევა გულდასმით უნდა გაკონტროლდეს.
ხანდაზმული ასაკის პაციენტები.
სისტემური კორტიკოსტეროიდების ზოგადი გვერდითი მოვლენები შეიძლება დაკავშირებული იყოს უფრო სერიოზულ შედეგებთან ხანდაზმულ ასაკში, განსაკუთრებით ოსტეოპოროზთან, ჰიპერტონიასთან, შაქრიან დიაბეტთან, მიდრეკილებასთან ინფექციების მიმართ და კანის გათხელებასთან. სიცოცხლისათვის საშიში რეაქციების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია გულდასმითი კლინიკური კონტროლის ჩატარება.
პედიატრიული პოპულაცია.
ვინაიდან კორტიკოსტეროიდები იწვევენ ბავშვებში და მოზარდებში ზრდის შეფერხებას, რაც შეიძლება შეუქცევადი იყოს, გამოიყენეთ მხოლოდ აბსოლუტური მითითებების შესაბამისად და ექიმის განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ. მკურნალობა უნდა შემოიფარგლოს მცირე დოზით მოკლე დროის მანძილზე, რათა მოხდეს ჰიპოთალამუს - ჰიპოფიზ-თირკმელზედა ჯირკვლის სისტემის დათრგუნვისა და ზრდის შეფერხების მინიმუმამდე დაყვანა (იხ. ნაწილი "მიღების წესი და დოზირება").
სხვა გაფრთხილებები
საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა და რეგულარული მონიტორინგის ჩატარება გლუკოკორტიკოიდებით მკურნალობის დროს. პრედნიზონის ჩათვლით, პაციენტებში, რომლებსაც აქვთ:
- შაქრიანი დიაბეტი ან დიაბეტის ოჯახური ანამნეზი;
- გლაუკომა ან გლაუკომის ოჯახური ანამნეზი;
- ჰიპერტონია ან გულის შეგუბებითი უკმარისობა;
- ღვიძლის უკმარისობა;
- ეპილეფსია;
- ოსტეოპოროზი - ამას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელლობა ქალებისთვის მენოპაუზის დროს;
- სერიოზული აფექტური აშლილობების ანამნეზი და განსაკუთრებით ვისაც ჰქონდა კორტიკოსტეროიდული ფსიქოზების წინარე ანამნეზი;
- წყლულოვანი დაავადებები;
- წინარე სტეროიდული მიოპათია;
- - თირკმლის უკმარისობა;
- ტუბერკულოზით: დაავადებული ან რენტგენოლოგიური ცვლილებებით, რომლებიც ახასიათებს ტუბერკულოზს.
მაგრამ აქტიური ტუბერკულოზის გაჩენის პრევენცია შეიძლება მოხდეს ტუბერკულოზის საწინააღმდეგო თერაპიის პროფილაქტიკური გამოყენებით;
- წინარე მიოკარდიუმის ინფარქტი;
- ჰიპოთირეოზი და ღვიძლის არსებული ქრონიკული დაავადებები (მისი ფუნქციის დარღვევა)- შეიძლება გაძლიერდეს კორტიკოსტეროიდების ეფექტი.
- თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ატროფია, რაც ვითარდება ხანგრძლივი თერაპიით და შეიძლება შენარჩუნდეს მრავალი წლის განმავლობაში მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.
ტოლერანტობის დარღვევისას ნახშირწყლების მიმართ სამკურნალო საშუალება უნდა იქნას გამოყენებული სიფრთხილით.
პრედნიზოლონის გამოყენების აუცილებლობისას პერორალური ჰიპოგლიკემიური სამკურნალო საშუალებების ან ანტიკოაგულანტების მიღების ფონზე საჭიროა უკანასკნელტა დოზირების რეჟიმის კორექტირება.
თრომბოციტოპეინური პურპურით დაავადებულ პაციენტებში სამკურნალო საშუალებას იყენებენ მხოლოდ ინტრავენურად.
მკურნალობის ხანგრძლივობისა და დოზიდან გამომდინარე შესაძლოა სამკურნალო საშუალების ნეგატიური მოქმედება კალციუმის მეტაბოლიზმზე.რეკომენდებულია ოსტეოპოროზის პროფილაქტიკა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რისკის ფაქტორის არსებობისას პაციენტებში ( მათ შორის -ოჯახური მიდრეკილება, ხანდაზმულობა, პოსტმენოპაუზა,ცილისა და კალციუმის არასაკმარისი მიღება,ზედმეტი მოწევა,ზედმეტი ალკოჰოლის მიღება,და ასევე ფიზიკური აქტივობის დაქვეითება).პროფილაქტიკა დაფუძნებულია კალციუმის საკმარისი რაოდენობით და D ვიტამინის მიღებაზე და ასევე, მოიცავს ფიზიკურ აქტივობას.
პრედნიზოლონით თერაპიის გვერდითი ეფექტების შესამცირებლად გამართლებულია შესაბამისი დიეტის დანიშვნა.
პრედნიზოლონის მაღალი დოზების გამოყენებისას ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში (30 მგ/დღეღამეში როგორც მინიმუმ 4 კვირის განმავლობაში)შეიძლება გაჩნდეს სპერმატოგენეზის შექცევადი დარღვევები, რომლებიც ნარჩუნდება რამდენიმე თვე სამკურნალო საშუალების მიღების შეწყვეტის შემდეგ.
სამკურნალო საშუალება უნდა იქნას მიღებული განსაკუთრებული სიფრთხილით თირკმლისა და ღვიძლის უკმარისობის დროს.
განსაკუთრებით გულდასმით უნდა გაკონტროლდეს ელექტროლიტური ბალანსი პრედნიზოლონის კომბინირებული მიღებისას დიურეტიკებთან. პრედნიზოლონით ხანგრძლივი მკურნალლობისას ჰიპოკალიემიის პროფილაქტიკის მიზნით საჭიროა კალიუმის პრეპარატების და შესაბამისი დიეტის დანიშვნა თვალის შიდა წნევის შესაძლო მომატებისა და სუბკაფსულარული კატარაქტის განვითარების მიზეზით.
ჰიპერკორტიციზმის განვითარების საფრთხის გამო, კორტიზონით მკურნალობის ახალი კურსი პრედნიზოლონით რამდენიმე თვის განმავლობაში ადრე ჩატარებული ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ ყოველთვის უნდა დაიწყოს დაბალი საწყისი დოზებით (გარდა გამოყენებისა სასიცოცხლო ნიშნების მიხედვით).
ადისონის დაავადების დროს ბარბიტურატების ერთდროული დანიშვნა თავიდან უნდა იქნას აცილებული თირკმელზედა ჯირკვლის მწვავე უკმარისობის რისკის გაჩენის გამო (ადისონის კრიზისი).
იგი სიფრთხილით ინიშნება ახლო ხანებში გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ (მწვავე, ქვემწვავე მიოკარდიუმის ინფარქტის მქონე პაციენტებში, შესაძლებელია ნეკროზის ფოკუსის გავრცელება,ნაწიბურების წარმოქმნის შენელება, გულის კუნთის გაწყდომა).
ანამნეზში ფსორიაზზე არსებული მითითებისას , პრედნიზოლონის მაღალი დოზები გამოიყენება უკიდურესი სიფრთხილით.
თუ არსებობს კრუნჩხვების ისტორია, პრედნიზოლონი უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ ყველაზე დაბალი ეფექტური დოზით.
უკიდურესი სიფრთხილით, სამკურნალო საშუალება უნდა იქნას გამოყენებული შაკიკის დროს, ასევე, თუ ანამნეზში არსებობს მონაცემები ზოგიერთი პარაზიტარული დაავადების შესახებ (განსაკუთრებით ამებიაზის დროს).
მენოპაუზის პერიოდში ქალებმა უნდა ჩაიტარონ გამოკვლევა ოსტეოპოროზის შესაძლო გაჩენის კუთხით.
თუ პაციენტები განიცდიან უჩვეულო სტრესულ სიტუაციებს გლუკოკორტიკოიდებით მკურნალობის დროს, რეკომენდებულია სწრაფი მოქმედების კორტიკოსტეროიდების დოზის გაზრდა სტრესულ სიტუაციამდე, მის დროს და შემდეგაც.
განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს სისტემური კორტიკოსტეროიდების გამოყენებას პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ან ანამნეზში აღენიშნებათ მძიმე აფექტური აშლილობები, მათ შორის დეპრესიული, მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზი, წინარე სტეროიდული ფსიქოზი.
იყო ცნობები, რომ კაპოშის სარკომა აღინიშნება პაციენტებში, რომლებიც იღებენ კორტიკოსტეროიდულ თერაპიას. კორტიკოსტეროიდების გამოყენების შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს კლინიკური რემისია.
პრედნიზოლონით მკურნალობის დროს ალკოჰოლის მიღება არ შეიძლება.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია დამხმარე ნივთიერებების შესახებ.
ეს სამკურნალო საშუალება შეიცავს ნატრიუმის ჰიდროქსიდს, ამიტომ პაციენტებს, რომლებიც იყენებენ ნატრიუმის კონტროლირებად დიეტას, მართებთ სიფრთხილის გამოჩენა მისი გამოყენებისას. ეს სამკურნალო საშუალება შეიცავს პროპილენგლიკოლს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს სიმპტომები, რომლებიც მსგავსია ალკოჰოლის მიღებისას გამოწვეული სიმპტომებისა.
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
ორსულობა.
კორტიკოსტეროიდების პლაცენტის გადაკვეთის უნარი განსხვავდება სხვადასხვა სამკურნალო საშუალებებს შორის. თუმცა, პრედნიზოლონის 88% ინაქტივირდება, პლაცენტის ტრანსპლაცენტური ბარიერის გადაკვეთისას.
ორსული ცხოველებისათვის კორტიკოსტეროიდების შეყვანამ შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის განვითარების დარღვევები, მათ შორის სასის ნაპრალი (მგლის ხახა), საშვილოსნოსშიდა ზრდის შეფერხება და ტვინის ზრდა -განვითარებაზე გავლენა.
არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ კორტიკოსტეროიდები იწვევენ თანდაყოლილი ანომალიების სიხშირის ზრდას, ისეთის როგორიც არის ადამიანში სასის/ტუჩის ნაპრალი.თუმცა, როდესაც გამოიყენება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ან მრავალჯერ ორსულობის დროს, კორტიკოსტეროიდებმა შეიძლება გაზარდოს ნაყოფის საშვილოსნოსშიდა ზრდის შეფერხების რისკი.ჰიპოადრენალიზმი შესაძლოა, თეორიულად, გაჩნდეს ახალშობილებში კორტიკოსტეროიდების წინასამშობიარო ზემოქმედების შემდეგ, მაგრამ ჩვეულებრივ, დაბადების შემდეგ ქრება სპონტანურად და იშვიათად არის კლინიკურად მნიშვნელოვანი. როგორც ყველა წამალი, კორტიკოსტეროიდები უნდა დაინიშნოს მხოლოდ მაშინ. როდესაც დედისა და ბავშვის სარგებელი აღემატება რისკებს. მაგრამ, როდესაც კორტიკოსტეროიდების გამოყენება აუცილებელია, ნორმალური ორსულობის მქონე პაციენტების მკურნალობა შეიძლება ისე, თითქოს ორსულად არც კი არიან.
პრეეკლამფსიის ან სითხის შეკავების მქონე პაციენტები საჭიროებენ გულდასმით მონიტორინგს. აღწერილია ორსულობის დროს ჰორმონების დონეების დეპრესია. მაგრამ ამ დასკვნის მნიშვნელობა ბუნდოვანია.
ძუძუთი კვება.
სამკურნალო საშუალების გამოყენების საჭიროების შემთხვევაში, ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.
კორტიკოსტეროიდები გამოიყოფა დედის რძეში მცირე რაოდენობით. თუმცა, 40 მგ -მდე სადღეღამისო პრედნიზოლონის დოზებმა ნაკლებად შეიძლება გამოიწვიოს სისტემური ეფექტები ჩვილებში. ჩვილებში, რომელთა დედები ღებულობენ უფრო მაღალ დოზებს, შეიძლება მოხდეს თირკმელზედა ჯირკვლის დათრგუნვა, მაგრამ ძუძუთი კვების უპირატესობები შეიძლება აღემატებოდეს ნებისმიერ თეორიულ რისკს. რეკომენდებულია ჩვილის მონიტორინგი თირკმელზედა ჯირკვლის დათრგუნვის თვალსაზრისით.
რეაქციის სიჩქარეზე ზემოქმედების უნარი ავტოტრანსპორტის ან სხვა მექანიზმების მართვის დროს.
ეს სამკურნალო საშუალება არ ახდენს, ან ახდენს მცირე გავლენას ნერვულ სისტემაზე, ამიტომ პაციენტებმა, რომლებიც მკურნალობენ პრედნიზოლონით, თავი უნდა შეიკავონ პოტენციურად საშიში საქმიანობის სახეობებისგან, რომლებიც საჭიროებენ ყურადრების კონცენტრაციას და ფსიქიკური და მოტორული რეაქციების სიჩქარეს.
გამოყენების წესი და დოზირება.
დაუშვებელია პრედნიზოლონის შერევა და ერთდოული მიღება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთსა და იმავე საინფუზიო სისტემაში ან შპრიცში!
სამკურნალო საშუალება განკუთვნილია ინტრავენური, ინტრამუსკულარული ან სახსარშიდა შეყვანისთვის. პრედნიზოლონის დოზა დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე.
მოზრდილების სამკურნალოდ სადღეღამისო დოზა შეადგენს 4-60 მგ ინტრავენურად ან ინტრამუსკულარულად.
ბავშვებს სამკურნალო საშუალება დაენიშნოს ინტრამუსკულარულად (ღრმად გლუტის კუნთში) მკაცრად ჩვენებების მიხედვით და ექიმის კონტროლის ქვეშ: 6-12 წლის ასაკის ბავშვებში სადღეღამისო დოზა შეადგენს 25 მგ-ს, 12 წლიდან - 25-50 მგ/დღეღამეში. სამკურნალო საშუალების გამოყენების ხანგრძლივობა და შეყვანის რაოდენობა განისაზღვრება ინდივიდუალურად.
ადისონის დაავადებისას, ყოველდღიური დოზა მოზრდილებში შეადგენს 4-60 მგ ინტრავენურად ან ინტრამუსკულურად.
მძიმე ფორმის არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტის დროს-8-12 მლ / დღეღამეში (240-360 მგ პრედნიზოლონი) 5-6 დღის განმავლობაში, კრონის დაავადების მძიმე ფორმის დროს -10-13 მლ / დღეღამეში (300-390 მგ პრედნიზოლონი) 5-7 დღის განმავლობაში.
გადაუდებელი შემთხვევების დროს პრედნიზოლონი უნდა იქნას შეყვანილი ინტრავენურად ნელა (დაახლოებით 3 წუთის განმავლობაში) ან წვეთოვანი გზით 30-60 მგ დოზით. თუ ინტრავენური ინფუზია გართულებულია, სამკურნალო საშუალების შეყვანა უნდა მოხდეს ინტრამუსკულურად, ღრმად. შეყვანის ამ მეთოდით, ეფექტი ვითარდება უფრო ნელა. საჭიროების შემთხვევაში, სამკურნალო საშუალება შეიყვანება ხელახლა ინტრავენურად ან ინტრამუსკულურად 30-60 მგ დოზით 20-30 წუთში.
ექიმის გადაწყვეტილებით,დასაშვებია მითითებული დოზის გაზრდა ინდივიდუალურად ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში.
მოზრდილთათვის, პრედნიზოლონის დოზა სახსარშიგა შეყვანისას შეადგენს 30 მგ მსხვილი სახსრებისთვის,10-25 მგ საშუალო ზომის სახსრებისთვის და 5-10 მგ მცირე სახსრებისთვის. სამკურნალო საშუალება უნდა იქნას შეყვანილი ყოველ 3 დღეში. მკურნალობის კურსი არის 3 კვირამდე.
ბავშვები.
გამოიყენება 6 წლიდან ბავშვებისთვის მხოლოდ ექიმის დანიშნულებისამებრ და ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. თერაპიის ხანგრძლივობას და დოზებს ექიმი განსაზღვრავს ინდივიდუალურად, ასაკისა და დაავადების მიმდინარეობის სიმძიმის მიხედვით. ხანგრძლივი გამოყენების დროს ბავშვებში შესაძლებელია ზრდის შეფერხება, ამიტომ საჭიროა შემოვიფარგლოთ მინიმალური დოზების გამოყენებით გარკვეული ჩვენებების მიხედვით უმოკლესი დროის განმავლობაში. მკურნალობისგან მიღებული სარგებელი უნდა აღემატებოდეს გვერდითი ეფექტების გაჩენის შესაძლო რისკს.
დოზის გადაჭარბება.
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, შესაძლოა გულისრევა, ღებინება, ბრადიკარდია, არითმია, გულის უკმარისობის მომატება, გულის გაჩერება, პიპოკალიემია, არტერიული წნევის მომატება, კუნთების კრუნჩხვები, ჰიპერგლიკემია, თრომბოემბოლია, მწვავე ფსიქოზი, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ჰიპერკორტიციზმის სიმპტომების განვითარება (სხეულის წონის მომატება, შეშუპებების განვითარება, არტერიული ჰიპერტენზია, გლუკოზურია, ჰიპოკალიემია). ბავშვებში ჭარბი დოზირების დროს შესაძლებელია ჰიპოთალამუს-ჰიპოფიზურ-თირკმელზედა სისტემის დათრგუნვა, იცენკო-კუშინგის სინდრომი, ზრდის ჰორმონის ექსკრეციის შემცირება, ქალასშიდა წნევის მომატება.
მკურნალობა: სამკურნალო საშუალების გამოყენების შეწყვეტა, სიმპტომური თერაპია, საჭიროების შემთხვევაში, ელექტროლიტური ბალანსის კორექცია. სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს.
პედიატრიული პოპულაცია.
მომატებული ქალაშიდა წნევა მხედველობის ნერვის დისკის შეშუპებით ბავშვებში (ტვინის ფსევდოსიმსივნე)- ჩნდება როგორც წესი მკურნალობის გაუქმების შემდეგ. ზრდის შეფერხება ბავშვებში და მოზარდებში.
შენახვის ვადა. 2 წელი.
შენახვის პირობები.
შენახულ იქნას ორიგინალურ შეფუთვაში, მაცივარში( ტემპერატურაზე 2°C-დან 8°C-მდე).
შენახულ იქნას ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შეუთავსებლობა
არ შეიძლება პრედნიზოლონის შერევა და ერთდროულად გამოყენება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთსა და იმავე საინფუზიო სისტემაში ან ერთ შპრიცში.
პრედნიზოლონისა და ჰეპარინის ხსნარის შერევისას ჩნდება ნალექი.
შეუთავსებელია ბრონქული ასთმის სამკურნალო სიმპტომური საშუალებების აეროზოლებთან ბავშვებში (სუნთქვის დამბლის განვითარების საშიშროება)
შეფუთვა.
ამპულა შეიცავს 1 მლ; 3 ან 5 ამპულა მოთავსებულია კონტურულ დანაყოფებიან შეფუთვაში; 1 (თითო) კონტურული დანაყოფებიანი შეფუთვა მოთავსებულია შეკვრაში.
გაცემის კატეგორია.
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით (გადაუდებელი დახმარებისას გაიცემა რეცეპტის გარეშე)
მწარმოებელი. კერძო სააქციო საზოგადოება «ფარმაცევტული ფირმა დარნიცა».
მწარმოებლის ადგილმდებარეობა და მისი საქმიანობის განხორციელების მისამართი:
უკრაინა,02093, ქ. კიევი, ბორისპოლსკაიას ქ.13
Units | 3 |
---|
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account