პროგრაფი კაფს.1მგ N50 *
გამოყენების ინსტრუქცია
პროგრაფი 1 მგ კაფსულა
მიიღება ორალური (პირის) გზით.
- მოქმედი ნივთიერება: 1 მგ ტაკროლიმუსი
- დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზის მონოჰიდრატი(ძროხის რძის წარმოშობის), სოიოს ლეციტინი, ტიტანის დიოქსიდი (E171), რკინის ყვითელი ოქსიდი (E172), რკინის წითელი ოქსიდი (E172), ჟელატინი (მსხვილფეხა რქოსანი წარმოშობის ჟელატინი).
აღნიშნული წამლის გამოყენებამდე გამოყენების ინსტრუქცია ყურადღებით წაიკითხეთ, რადგანაც ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.
· წამლის გამოყენების ინსტრუქცია ზუსტად შეასრულეთ. თქვენთვის რეკომენდირებული დოზის გარდა მაღალი ანდა დაბალი დოზა არ მიიღოთ. |
გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს შემდეგი სათაურების მომცველ მონაცემებს:
- რა არის და რისთვის გამოიყენება პროგრაფი?
- პროგრაფის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
- როგორ გამოიყენება პროგრაფი?
- რა სახის შესაძლო გვერდითი ეფექტები შეიძლება გამოვლინდეს?
- პროგრაფის შენახვა
- რა არის და რისთვის გამოიყენება პროგრაფი?
- პროგრაფის 1 მგ -იანი თითოეული კაფსულა შედგება წითელი და თეთრი ფერის ფხვნილის შემცველი, გაუმჭვირვალე, ღია ყვითელი ფერის კაფსულებისგან, რომელთა ზედაპირზე არის „1 mg“ და „[f] 607“ გრავირება. შეფუთვაში წარმოდგენილია 50 კაფსულა. კაფსულების ნესტისგან დაცვის მიზნით კოლოფში დამატებით დევს ნესტის შემწოვი, რომელიც მოთავსებულია დამცავ ალუმინის ფოლგის შეფუთვაში და წარმოდგენილია 10 კაფსულიანი 5 ბლისტერით.
- პროგრაფი იმუნოსუპრესორების (იმუნური სისტემის დამთრგუნავი) სახელით ცნობილი წამლის ჯგუფში შედის. ორგანოთა გადანერგვის შემდეგ (მაგ.ღვიძლის, თირკმლის, გულის) სხეული ახალი ორგანოს მოცილებას შეეცდება. პროგრაფი, ორგანიზმის იმუნური პასუხის კონტროლით, სხეულის მიერ გადანერგილი ორგანოს მიღების უზრუნველყოფისთვის გამოიყენება. პროგრაფი, ხშირად გამოიყენება ასევე იმუნური სისტემის დამთრგუნავ სხვა წამლებთან ერთადაც.
- გარდა ამისა, პროგრაფი გამოიყენება გადანერგილი ღვიძლის, თირკმლის, გულის ანდა სხვა ორგანოს მიმდინარე მოცილების რეაქციის მდგომრეობაშიც ანდა მანამდე ჩატარებული მკურნალობით გადანერგვის შემდგომის მოცილების რეაქციის კონტროლის გაძნელებისას.
- პროგრაფის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
პროგრაფი არ გამოიყენება ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს:
- თუ, ტაკროლიმუსის ანდა წამლის შემადგენელი ნივთიერებებიდან რომელიმეს მიმართ ალერგია(მომატებული მგრძნობელობა) გაქვთ
- თუ, მაკროლიდური ანტიბიოტიკების ქვეჯგუფის რომელიმე ანტიბიოტიკის (მაგ.ერითრომიცინის, კლარიტრომიცინის, იოზამიცინის) მიმათ ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) გაქვთ
პროგრაფი ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს სიფრთხილით უნდა გამოიყენოთ:
- გადანერგილი ორგანოს მოცილების რეაქციის თავიდან აცილების მიზნით იმუნური სისტემის დათრგუნვის საჭიროებისას, პროგრაფის მიღება აუცილებელი იქნება ყოველ დღეს. ამ დროს საჭიროა ექიმთან მუდმივი კონტაქტი.
- პროგრაფის გამოყენების პოცესში, ექიმი პერიოდულად გარკვეულ ანალიზებს (სისხლის, შარდის, გულის ფუნქციების, მხედველობის, ნევროლოგიური გამოკვლევები) გაგიკეთებთ. ეს ჩვეულებრივი მდგომარეობაა და ექიმს თქვენთვის საჭირო დოზის შერჩევაში დაეხმარება.
- პროგრაფის ეფექტსა და დოზაზე ზემოქმედების გამო, მცენარეული პრეპარატები, განსაკუთრებით წმ. ჯონის ვორტის(Hipericum perforatum) და სხვა მცენარეული პრეპარატების მიღებას თავი აარიდეთ. თუ რამეში ეჭვი გეპარებათ, ნებისმიერი მცენარეული პროდუქტის ანდა წამლის მიღებამდე, გთხოვთ, ექიმს დაუკავშირდით.
- თუ, ღვიძლის პრობლემა გაქვთ ანდა დაავადება გაქვთ, რომელიც ღვიძლზე უარყოფითად მოქმედებს, აღნიშნულმა შეიძლება პროგრაფის დოზაზე იმოქმედოს, ამიტომ, გთხოვთ ასეთი შემთხვევა ექიმს აცნოებთ.
- თუ, კანკალის, ცხელების, გულისრევის ანდა ღებინების თანხლებით ანდა მის გარეშე ძლიერი მუცლის ტკივილი გავქვთ,
- თუ, ერთ დღეზე მეტი დროით დიარეა გაქვთ, გთხოვთ თქვენს ექიმს აცნობეთ, რადგანაც ამ დროს საჭიროა პროგრაფის დოზის რეგულირება.
- თუ, QT ინტერბალი გახანგრძლივებულია,
- პროგრაფის გამოყენების დროს საჭიროა შესაბამისი დამცავი ტანისამოსის ტარება და ასევე მზისგან მაღალი დაცვის კრემის გამოყენება, მზის და ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების შეზღუდვა. ამის მიზეზია, იმუნური სისტემის დამთრგუნავი თერაპიის დროს კანის ავთვიასებიანი ცვლილებების განვითარების პოტენციური რისკის არსებობა.
- თუ, ნებისმიერი სახის აცრის გაკეთების საჭიროა იქნება, მანამდე ექიმის კონსულტაცია მიიღეთ. ექიმის მდგომარეობის შესაბამისად რეკომენდაციებს მოგცემთ.
- ავადმყოფები, რომლებიც პროგრაფს იყენებენ, ლიმფოპროლიფერაციული (ლიმფოიდური ქსოვილების უკონტროლო ზრდით გამოვლენილი დაავადება) დაავადების განვითარების რისკი საკმაოდ მაღალია (იხილეთ ნაწილი-4). ამ დაავადებებთან დაკავშირებით განსაზღვრული რეკომენდაციებისთვის ექიმს მიმართეთ.
თუ, მკურნალობის დროს ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, სასწრაფოდ ექიმს აცნობეთ.
- მხედველობის შემღვრევა, ფერადი მხედველობის ცვლილება, დეტალების დანახვის გაძნელება ანდა მხედველობის ველის შეზღუდვის მსგავსი მხედველობის პრობლემები).
თუ აღნიშნული გაფრთხილებებიდან ნებისმიერი მდგომარეობა წარსულში ანდა ამჟამად თქვენთან ვლინდება, თქვენს ექიმს აცნობეთ.
პროგრაფის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
პროგრაფი, ძირითადად მშიერ კუჭზე ანდა კვებამდე სულ ცოტა 1 საათის ადრე ანდა კვებიდან 2 ან 3 საათის შემდეგ უნდა მიიღოთ. პროგრაფის მიღების დროს გრეიფრუტი და გრეიფრუტის წვენის დალევას ათავი აარიდეთ.
ორსულობა
წამლის მიღებამდე გთხოვთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
- თუ, ორსულობას გეგმავთ ანდა ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ, ნებისმიერი წამლის გამოყენებამდე თქვენს ექიმს ანდა ფარმცევტს მიმართეთ.
თუ მკურნალობის პერიოდში ორსულობას გამოავლენთ, სასწრაფოდ ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
ძუძუთი კვება-ლაქტაცია
წამლის გამოყენებამდე გთხოვთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
- პროგრაფი, დედის რძეში გადადის, ამიტომ პროგრაფის გამოყენების დროს ძუძუთი კვება არ შეიძლება.
ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედება
თუ, პროგრაფის გამოყენების შემდეგ თავბრუსხვევა ანდა ძილიანობა ანდა მხედველობის პრობლემები გაქვთ, ავტომობილი და მექანიზმები არ მართოთ. აღნიშნულოი ეფექტები უფრო მკვეთრად ვლინდება, თუ პროგრაფთან ერთად ალკოჰოლს მიიღებთ.
პროგრაფის შემადგენლობაში არსებული ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ ინფორმაცია
პროგრაფი ლაქტოზას შეიცავს. თუ, ექიმის მიერ მოცემული ინფორმაციით იცით, რომ შაქრის რომელიმე სახეობის აუტანლობა გაქვთ, ამ წამლის მიღებამდე ექიმს დაუკავშირდით.
პროგრაფის საბეჭდი საღებავები სოიოს შეიცავს. თუ, მიწის თხილი ანდა სოიოს მიმართ ალერგია გაქვთ, ეს სამედიცინო პროდუქტი არ გამოიყენოთ.
სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება
ამჟამად ანდა წარსულის ნებისმიერ მომენტში მცენარეული წამლის მიღების შემთხვევაში, რეცეპტის გარეშე მიღებული წამლების ჩათვლით, გთხოვთ, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნოებთ.
პროგრაფი ციკლოსპორინთან ერთად ( იმუნური სისტემის დამთრგუნავი) არ უნდა იქნას მიღებული.
პროგრაფის მიღება ზემოქმედებას ახდენს სხვა წამლების ეფექტებზე, ისევე როგორც, სხვა წამლების მიღებამ შეიძლება ზემოქმედება მოახდინოს პროგრაფის ეფექტებზე, აღნიშნულ მდგომარეობაში საჭირო ხდება პროგრაფის დოზის მომატება ანდა შემცირება ანდა შეწყვეტაც კი. განსაკუთრებით საყურადღებოა, თუ ქვემოთ ჩამოთვლილი მოქმედი ნივთიერებების შემცველს წამლებს ღებულობთ ანდა ახლო პერიოდში მიიღეთ, ასეთ შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენს ექიმს აცნობეთ:
- ინფექციური დაავადებების სამკურნალოდ გამოყენებული მაკროლიდური ანტიბიოტიკების სახელით ცნობილი ანტიბიოტიკები ანდა ტიფუნგალური წამლები, მაგ. კეტოკონაზოლი, ფლუკონაზოლი, იტრაკონაზოლი, ვორიკონაზოლი, კლოტრიმაზოლი, იზავუკონაზოლი, ერითრომიცინი, კლარიტრომიცინი, იოსამიცინი და რიფამპიცინი,
- აივ ინფექციის სამკურნალოდ გამოყენებული გამაძლიერებელი წამალი კორბიცისტატი და კომბინაციური ტაბლეტები, აივ ინფექციის პროტეაზას ინჰიბიტორები, მაგ.რიტონავირი, ნელფინავირი, საკინავირი,
- ჰეპატიტი C ინფექციის სამკურნალოდ გამოყენებული HCV პროტეაზას ინჰიბიტორები, მაგ.ტელაპრევირი, ბოსეპრევირი და დასაბუვირის ჩათვლით ანდა მის გარეშე ომბიტაზვირი/პარტიტაპრევირი/რიტონავირის კომბინაცია,
- ნილოტინიბი და იმატინიბი(ზოგიერთი სიმსივნის სამკურნალოდ გამოყენება),
- გადანერგილი ორგანოს მოცილების რეაქციის თავიდან აცილების მიზნით იმუნური სისტემის დათრგუნვისთვის გამოყენებული მიკოფენოლის მჟავა,
- კუჭის წყლულის და რეფლუქსის მკურნალობისთვის გამოყენებული ომეპრაზოლი, ლანსოპრაზოლიდა ციმეტიდინი,
- გულისრევის, ღებინების სამკურნალოდ გამოყენებული ანტაციდების სახელით ცნობილი წამალი(მაგნიუმის-ალიმინის ჰიდროქსიდი),
- ეთილენესტრადიოლი (მაგ,პირის გზით მიღებული ჩასახვის საწინააღმდეგო ტაბლეტი) ანდა დანაზოლით ჰომონოთერაპია,
- ნიფედიპინი, ნიკარდიპინი, დილთიაზემი და ვერაპამილის მსგავსი მაღალი არტერიული წნევის ანდა გულის პრობლემების სამკურნალოდ გამოყენებული წამლები,
- არითმიის (გულის ცემის რითმის დარღვევა) სამკურნალოდ გამოყენებული ანტიარითმული წამლები (ამიოდარონი),
- მაღალი ქოლესტერინის და ტრიგლიცერიდების სამკურნალოდ გამოყენებული და ,,სტატინების’’ სახელით ცნობილი წამლები,
- ეპილეფსიის დაავადბის სამკურნალოდ გამოყენებული ანტიეპილეპტიკური წამლები-ფენიტოინი ანდა ფენობარბიტალი,
- კორტიკოსტეროიდები-პერდნიზოლონი და მეთილპრედნიზოლონი,
- დეპრესიის სამკურნალოდ გამოყენებული ანტიდეპრესანტი-ნეფაზოდონი,
- წმინდა ჯონის ვორტის (hipericum perforatum) შემცველი მცენარეული წამლები ანდა Shisandra sphenanthera- ს (შიზანდრას ყურძენის)შემცველი ექსტრაქტები.
თუ, იბუპროფენს (ცხელების, ტკივილის და ანთების სამკურნალოდ გამოყენებული წამალი), ამფოტერიცინი B, (ბაქტერიული ინფექციის სამკურნალოდ გამოყენებული წამალი), ანდა ანტივირუსულ (ვირუსული ინფექციის სამკურნალოდ გამოყენებული წამლები)(მაგ. აციკლოვირი)წამლებს ღებულობთ ანდა მიღებას გეგმავთ, ექიმს აცნობეთ. ამ წამლების პროგრაფთან ერთდ მიღების შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს თირკმლების ანდა ნერვული სისტემის პრობლემების დამძიმება.
გარდა ამისა, პროგრაფის მიღების დროს კალიუმის დანამატები ანდა კალიუმის შემნახველი დიურეტიკები (შარდმედენები) ( მაგ.ამილორიდი, ტრიამტერენი ანდა სპირონოლაქტონი), ზოგიერთი ტკივილგამაყუჩებელი (აას სახელით ცნობილი, მაგ. იბუპროფენი), ანტიკოაგულანტები (სისხლის შედედების საწინააღმდეგო წამლები) ანდა დიაბეტის(შაქრიანი დიაბეტის) სამკურნალოდ გამოყენებული ორალური წამლების მიღებისას, ექიმს ინფორმაცია მიაწოდეთ.
თუ, აცრის გაკეთებაა საჭირო, მანამდე ექიმს აცნობეთ.
თუ რეცეპტით დ ან რეცეპტის გარეშე ნებისმიერ წამალს ღებულობთ ანდა ბოლო პერიოდში მიიღეთ, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.
- როგორ გამოიყენება პროგრაფი?
სწორი გამოყენება და დოზები/გამოყენების სიხშირე და მითითებები:
პროგრაფი ყოველთვის ექიმის მითითებების შესაბამისად მიიღეთ. თუ რომელიმე საკითხში დარწმუნებული არა ხართ, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
ტრანსპლანტაციის შემთხვევაში, ტაკროლიმუსის ყოველი რეცეპტის აღებისას დარწმუნდით, რომ იგივე ტაკროლიმუსს ღებულობთ, აღნიშნული აკონტროლეთ მანამ, სანამ ექიმი სპეციალისტი არ გადაწყვეტს ტაკროლიმუსის სხვა პრეპარატის გამოწერას.ეს წამალი დღეში 2-ჯერ მიიღება. თუ, წამალი გარეგანი დათვალიერებით განსხვავებიული იქნება ანდა დოზის რეკომენდაციები შეცვლილია, დარწმუნდით, რომ ნამდვილად თქვენთვის გამოწერილ წამალს ღებულობთ და ამისთვის უმოკლეს დროში თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ. |
გადანერგილი ორგანოს მოცილების რეაქციის თავიდან აცილების მიზნით საწყისი დოზა ექიმის მიერ სხეულის წონის მიხედვით გამოითვლება. ტრანსპლანტაციის შემდეგ საწყისი დოზები გადანერგილის ორგანოს მიხედვით ძირითადად სხეულის წონის (კგ) მიხედვით შემდეგი სახითაა მოცემული: დღიური დოზა-0,075-0,30 მგ შორის.
დოზა დამოკიდებულია თქვენს ზოგად მდგომარეობასა და იმ წამლებზე, რომელსაც იმუნური სისტემის დათრგუნვისთვის ღებულობთ. საჭირო დოზის განსაზღვრისთვის ანდა პერიოდულად დოზის რეგულაციისთვის ექიმი პერიოდულად და რეგულარულად მოითხოვს სისხლის გარკვეულ ანალიზებს. თუ, მდგომარეობა სტაბილუირ იქნება, ექიმი დოზას შეამცირებს. ექიმი დეტალურად აგიხსნით მისაღები კაფსულების რაოდენობას და სიხშირეს.
პროგრაფი, ძირითდად დილით და საღამოს, დღეში 2-ჯერ, პირის გზით მიიღება. პროგრაფი, ძირითდად მშიერ კუჭზე ანდა კვებამდე სულ ცოტა 1 საათით ადრე ანდა კვებიდან 2 ან 3 საათის შემდეგ უნდა მიიღოთ.
მიცემის გზა და მეთოდი:
კაფსულები 1 ჭიქა წლით უნდა გადაიყლაპოს. პროგრაფის მიღების დროს გრეიფრუტის წვენი ანდა გრეიფრუტი არ უნდა მიიღოთ. ფოლგის შეფუთვაში არსებული ნესტის შემწოვი არ გადაყლაპოთ.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
ბავშვებში გამოყენება
გამოიყენეთ ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად.
ხანდაზმულებში გამოყენება:
გამოყენების სპეციალური მითითებები არ აქვს.
გამოყენების განსაკუთრებული მდგომარეობები:
თირკმლების უკმარისობა:
გამოყენების სპეციალური მითითებები არ აქვს. თირკმელზე ტოქსიკური ზემოქმედების გამო, ექიმი პერიოდულად მოითხოვს თირკმლის ფუნქციების ანალიზის კონტროლს.
ღვიძლის უკმარისობა:
გამოიყენეთ ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად.
თუ ფიქრობთ, რომ პროგრაფის ეფექტი ძალიან ძლიერი ანდა სუსტია, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.
თუ, პროგრაფის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ:
თუ, პროგრაფის საჭირო დოზაზე მეტი დოზა მიიღეთ, მაშინვე დაუკავშირდით თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს ანდა ყველაზე ახლო საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას მიმართეთ.
თუ, პროგრაფის მიღება დაგავიწყდებათ:
თუ, პროგრაფის კაფსულის მიღება დაგავიწყდებათ, დაელოდეთ მომდევნო დოზის მიღების დროს და შემდეგ მიიღეთ ისე, როგორც მანამდე ღებულობდით.
დავიწყებული დოზის აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ მიიღოთ.
პროგრაფით მკურნალობის დასრულების შემთხვევაში შესაძლო გვერდითი ეფექტები:
პროგრაფით მკურნალობის შეწყვეტა გადანერგილი ორგანოს მოცილების რისკს გაზრდის. ექიმის მითითების გარეშე პროგრაფის მიღება არ შეწყვიტოთ.
წამლის გამოყენებასთან დაკავშირებული დამატებითი კითხვების შემთხვევაში თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
- რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები:
როგორც ყველა წამალში, პროგრაფში არსებული ნივთიერების მიმართაც შეიძლება გამოვლინდეს მგრძნობელობა და გვერდითი ეფექტები.
პროგრაფი, გადანერგილი ორგანოს მოცილების რეაქციის თავიდან აცილების მიზნით ორგანიზმის საკუთარ იმუნურ სისტემას ასუსტებს. აღნიშნულის შედეგად, სხეულის ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლის უნარი ისეთი კარგი არ არის, როგორც მანამდე, ამიტომ, თუ პროგრაფს ღებულობთ, შეიძლება ხშირად განვითარდეს ისეთი ინფექციები, როგორიცაა: პირის ღრუს, კანის, კუჭის, ნაწლავების, ფილტვების და საშარდე გზების ინფეციები.
გარდა ამისა, დაფიქსირებულია ანაფილაქსია და ალერგიული რეაქციების მსგავსი ძლიერი გვერდითი ეფექტებიც. იმუნური სისტემის დათრგუნვის შედეგად პროგრაფით მკურნალობის შემდეგ გამოვლენილია ავთვისებიანი და კეთილთვისებიანი სიმსივნების განვითარებაც.
პროგრაფის მიღებისას ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტები შეიძლება გამოვლინდეს.
თუ, ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტებიდან რომელიმე გამოვლინდება ანდა ფიქრობთ რომ გამოვლინდა, სასწრაფოდ თქვენს ექიმს აცნოებთ:
- ოპორტუნისტული (პირობით-პათოგენური ინფექციები (ბაქტერიული, სოკოვანი, ვირუსული და პროტოზოული): გახანგრძლივებული დიარეა, ცხელება და ყელის ტკივილი ტკივილი.
- იმუნური სისტემის დათრგუნვის შედეგად, მკურნალობის შემდეგ კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნეების განვითარება დაფიქსირდა.
- თრომბოზული თრომბოციტოპენიური პურპურა (და ან TTPP): თირკმლების მწვავე უკმარისობის (შარდის გამოყოფის შემცირება ანდა არ არსებობა) ნიშნებთან ერთად აუხსენლი დაღლილობა, გონების არევა, კანზე ანდა თვალებზე სიყვითლე, თანმხლები ანდა მის გარეშე ნემსის წვერისოდენა წითელი წერტილების სახით გამოვლენილი კანქვეშა სისხლჩაქცევები და ცხელებით მიმდინარე მდგომარეობა.
- დაფიქსირებიულია წითელი უჯრედების აპლაზიის (სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის ძალიან მკვეთრი შემცირება) და ჰემოლიზური ანემიის (დაღლილობასთან ერთად, ანორმალური დაშლის გამო სისხლის წითელი უჯედების რაოდენობის მკვეთრი შემცირება) მდგომარეობები. ასევე შეიძლება შეიქმნას პრობლემა ისე, რომ ნიშნები საერთოდ არ გამოვლინდეს ანდა დაავადების სიმძიმესთან დაკავშირებით შეიძლება გამოვლინდეს დაღლილობა, აპათია, კანის არანორმალური სიფერმკრთალე, ქოშინი, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ტკივილი მკერდში, შემცივნება ხელებსა და ფეხებში.
- აგრანულოციტოზი (პირის ღრუში წყლულები, ცხელება და ინფექცია და მასთან ერთად სისხლის თეთრი უჯედების რაოდენობის მკვეთრი შემცირება). ასევე შეიძლება შეიქმნას პრობლემა ისე, რომ ნიშნები საერთოდ არ გამოვლინდეს ანდა შეიძლება გქონდეთ უეცარი ცხელება, შებოჭილობა და ყელის ტკივილი.
- ქვემოთ მოცემული ნიშნების თანხლებით ალერგიული ანდა აფილაქსიური რეაქციები: უეცარი გამონაყარი ქავილით(ურტიკარია), მაჯების და კოჭების, სახის, ტუჩების, პირის ღრუს ანდა ყელის შეშუპება(ყლაპვის ანდა სუნთქვის გაძნელების განმაპირობებელი), ასევე შეიძლება გამოვლინდეს გონების დაკარგვის შეგრძნებაც.
- უკანა შექცევადი ენცეფალოპათიის სინდრომი (PRES): თავის ტკივილი, ფსიქიკური მდგომარეობის ცვლილება, გულყრები და მხედველობის დარღვევები.
- Torsades de Pointes: ტკივილი მკერდში (სტენოკარდია), გონების დაკარგვა, წონასწორობის დარღვევიდან გამომდინარე თავბრუსხვევა ანდა გულისრევა, პალპიტაცია (გულის ფრიალი) და სუნთქვის გაძნელების მსგავსი ნიშნების თანხლებით ანდა მის გარეშე გულის ცემის რითმის ცვლილება.
- კუჭ-ნაწლავის პერფორაცია:კანკალი, ცხელება, გულისრევა ანდა ღებინების მსგავსი ნიშნების თანხლებით ანდა მის გარეშე მუცლის ძლიერი ტკივილი.
- სტევენს-ჯონსის სინდრომი: კანზე აუხსნელი მიზეზის მქონე გავრცელებული გამონაყარი, სახის შეშუპება, კანის, პირის ღრუს, თვალების და სასქესო ორგანოების ბუშტუკოვანი დაზიანებით მიმდინარე დაავადებაა, ურიტკარია, ენის შეშუპება, წითელი ანდა მოლურჯო გამონაყარი გავრცელების ტენდენციით, კანის აშრევება.
- ტოქსიკური ეპიდერმალური ნეკროლიზი: კანის ანდა ლორწოვანი გარსების ეროზია და ბუშტუკოვანი დაზიანებაა, სხეულიდან დიდი ფრაგმენტების სახით გამოყოფილი, შემოსაზღვრული კანის წითელი შეშუპებული მიდამოები ვლინდება.
- ქვემოთ მოცემული კლინიკური სურათი ჰემოლიზური ურემიული სინდრომისთვისაა დამახასიათებელი: შარდის გამოყოფის შემცირება ანდა არ არსებობა(თირკმლების მწვავე უკმარისობა), ძლიერი დაღლილობის შეგრძნება, კანის და თვალების სიყვითლე ანდა ორმალური ლაქები და სისხლჩაქცევები კანზე, ინფექციის ნიშნები.
- გადანერგილი ორგანოს ფუნქციების უკმარიოსობა.
გვერდითი ეფექტები კატეგორიების მიხედვით ქვემოთაა მოცემული:
ძალიან გავრცელებული:10 ავადმყოფიდან სულ ცოტა 1 ავადმყოფთან ვლინდება.
გავრცელებული:10 ავადმყოფიდან სულ ცოტა 1 ავადმყოფთან ვლინდება, მაგრამ 100 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
ნაკლებად გავრცელებული: 100 ავადმყოფიდან 1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
იშვიათი:1.000 ავადმყოფიდან 1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
ძალიან იშვიათი: 10.000 ავადმყოფიდან
უცნობი: ხელთ არსებული მონაცემებით ვარაუდი შეუძლებელია.
პროგრაფის გამოყენების შედეგად შეიძლება ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტები გამოვლინდეს:
ძალიან გავრცელებული:
- სისხლში შაქრის დონის მომატება, შაქრიანი დიაბეტი, სისხლში კალიუმის მომატება
- უძილობა
- კანკალი, თავის ტკივილი
- მაღალი არტერიული წნევა
- დიარეა, გულისრევა
- თირკმლის ფუნქციების დარღვევა
გავრცელებული
- სისხლში მაგნიუმის, ფოსფატის, კალიუმის, კალციუმის და ნატრიუმის მაჩვენებლების დაცემა, სითხით ჭარბი დატვირთვა, სისხლში შარდმჟავას მომატება, სისხლში ცხიმების მომატება, უმადობა, სისხლის მჟავიანობის მომატება, სისხლის მარილების სხვა ცვლილებები(სისხლის ანალიზით ვლინდება)
- შფოთვის ნიშნები, გონების არევა,ორიენტაციის დარღვევები, დეპრესია, სულიერი მდგომარეობის ცვლილებები, კოშმარები, ჰალუცინაციები, ფსიქიკური დარღვევები
- შეტევები, ცნობიერების დარღვევები, ხელებსა და ფეხებში ჩხვლეტის(ზოგჯერ ტკივილი) და დაბუჟების შეგრძნება, გაბრუების შეგრძნება, წერის დარღვევა, ნერვული სისტემის დარღვევები
- მხედველობის შემღვრევა, სინათლის მიმართ მომატებული მგრძნობელობა, მხედველობის დარღვევა
- ყურებში ხმაური
- გულის სისხლძრღვებში სისხლის დინების შემცირება, გულის ცემის გახშირება
- სისხლდენა, სისხლძარღვების ნაწილობრივი ანდა სრული დახშობა, წნევის დაცემა
- ჰაერისუკმარისობა, ფილტვების პარენქიმაში ცვლილებები, ფილტვის ირგვლივ სითხის დაგროვება, ხახის ანთება, ხველა, გრიპის მსგავსი სიმპტომები
- მუცლის ტკივილი და დიარეის გამომწვევი ჩირქოვანინ ანთებები და წყლულები, სისხლდენა კუჭიდან, პირის ღრუს ჩირქოვანი ანთებები და წყლულები, მუცლის ღრუში სითხის დაგროვება, ღებინება, მუცლის ტკივილი, საჭმლის მონელების დარღვევა, ყაბზობა, აირების დაგროვება, შებერილობა, თხიერი განავალი, კუჭის პრობლემები
- ღვიძლის ფერმენტების და ფუნქციების დარღვევა, ღვიძლის პრობლემებთან დაკაშირებული კანის გაყვითლება, ღვიძლის ქსოვილის დაზიანება და ღვიძლის ჩირქოვანი ანთება
- ქავილი, გამონაყარი, სიმელოტე, აკნე, ჭარბი ოფლიანობა
- სახსრებში, კიდურებში, ზურგზე ტკივილი და კუნთოვანი სპაზმი
- თირკმლების უკმარისობა, შარდის გამოყოფის შემცირება, მოშარდვის დარღვევა ანდა წვა მოშარდვისას
- სხეულის ბროძლის უნარიაონობის დაქვეითება, ცხელება, სხეულში სითხის შეკავება, ტკივილი და დისკომფორტი, სისხლში ტუტე ფოსფატაზის მომატება, წონის მომატება, ტემპერატურის შეგრძნების დარღვევა
ნაკლებად გავრცელებული
- შედედების დარღვევა, სისხლის ყველა ურედების რაოდენობის შემცირება
- დეჰიდრატაცია(სხეულის მიერ სითხის დაკარგვა), სისხლში პროტეინების ანდა შაქრის დონის დაცემა, სისხლში ფოსფატების მომატება
- კომა, თავის ტვინში სისხლჩაქცევა, ინსულტი, დამბლა, თავის ტვინის დაზიანება, მეტყველების და ენის მოძრაობის დარღვევა, მეხსიერების პრობლემები
- თვალის ბროლის გამჭვირვალობის დაკარგვა
- სმენის და ქვეთება
- გულის ცემის რითმის დარღვევა, გულის გაჩერება, გულის ფუნქციების დარღვევა, გულის კუნთთან დაკაშირებული პრობლემები, გულის კუნთის ჰიპერტროფია, გულის ფრიალი, ეკგ დარღვევები, გულის ცემის სიხშირის და პულსის დარღვევა
- ხელების და ფეხების ვენებში თრომბის წარმოქმნა, შოკი
- სუნთქვის გაძნელება, სასუნთქი გზების დაზიანება, ასთმა
- ნაწლავთა გაუვალობა, სისხლში ამილაზა ფერმენტის მომატება, კუჭის შიგთავსის პირის ღრუში გადმოსვლა, კუჭის დაცლის დაგვიანება
- კანის ჩირქოვანი ანთება, მზის სინათლეზე წვის შეგრძნება
- სახსრების დაზიანებები
- შარდვის გაძნელება, მტკივნეული მენსტრუაცია ანდა ორმალური მენსტრუალური სისხლდენა
- მულტიორგანული უკმარისობა, გრიპის მსგავსი დაავადება, სითბოსა და სიცივეზე მგრძნობელობის მომატება, მკერდში მოჭერის შეგრძნება, დაჭიმულობა და დაძაბულობა, სისხლში ფერმენტის- ლაქტატდეჰიდროგენაზას მომატება, წონის დაკლება
იშვიათი:
- შედედებაში მონაწილე უჯრედების შემცირებასთან დაკაშვირებული კანზე წვრილი წერტილოვანი სისხლჩაქცევები
- სისხლძარღვების დახშობა პატარა თრომბების განვითარების შედეგად
- კუნთების დაჭიმულობის მომატება
- სიბრმავე
- სიყრუე
- გულის ირგვლივ სითხის დაგროვება
- უეცრად დაწყებული სუნთქვის პრობლემები
- პანკრეასში კისტის განვითარება
- ღვიძლში სისხლის დინებასთან დაკავშირებული პრობლემები
- თმიანობის მომატება
- გაუწყლოვანება, გონების დაკარგვა და დაცემა, მკერდში მოჭერის შეგრძნება, მოძრაობების შენელება, წყლული
ძალიან იშვიათი
- კუნთების ძალის დაკარგვა
- გულის ეკგ კვლევაზე ცვლილებები
- ღვიძლის უკმარისობა, სანაღვლე გზების შევიწროება
- შარდში სისხლის არსებობა და მტკივნეული შარდვა
- ცხიმოვანი ქსოვილის მომატება
უცნობი:
- მხედველობის ნერვის ანორმალობა(ოპტიკური ნეიროპათია)
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არის ანდა არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.
გვერდი ეფექტების შესახებ მოხსენება
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არის ანდა არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს ანდა ფარმაცევტს. ასევე, გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შესახებ აცნობეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.titck.gov.tr ,,წამლის გვერდითი ეფექტის შესახებ შეტყობინების’’ გრაფაში დაკლიკებით ანდა დარეკეთ ტელეფონის ნომერზე:0 800 314 00 08 თურქეთის ფარმაკოლოგიის სააგენტოს ცენტრს (TUFAM). გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით წვლილს შეიტანთ გამოყენებული მედიკამენტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიღებასა და უსაფრთხოებაზე.
- პროგრაფის შენახვა
პროგრაფი ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ ადგილას შეფუთვაში შეინახეთ.
- კაფსულები ბლისტერიდან ამოღებისთანავე გამოიყენეთ.
- ალუმინის ფოლგა გახსნის შემდეგ 12 თვის განავლობაში უნდა გამოიყენოთ.
- შეინახეთ <250 C ოთახის ტემპერატურაზე.
- ბლისტერები მშრალ ადგილას შეინახეთ.
გამოიყენეთ გამოყენების ბოლო ვადის შესაბამისად.
შეფუთვაზე მითითებული გამოყენების ბოლო ვადის შემდეგ პროგრაფი არ გამოიყენოთ.
ვადა გადასული ანდა გამოუყენებლი წამლები ნაგავში არ ჩააგდოთ, გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემკრებ სისტემას ჩააბარეთ.
თუ პროდუქტზე ანდა შეფუთვაზე დაზიანებას შეამჩნევთ, პროგრაფი არ გამოიყენოთ.
ლიცენზიის მფლობელი: ს.ს. ასტელას ფარმა ილაჩ თიჯარეთ
მასლაქის ლინკ პლაზა, მასლაქის დასახლება
ძველი ბუიუქდერეს ქ. N:3-5, სართული-15
34398 მასლაქი, სარიერი, სტამბული
ტელ: (0212) 44 08 00; ფაქსი: (0212)438 36 71
წარმოების ადგილი: Astellas Ireland Co. Ltd., Killorglin, Co. Kerry, ირლანდია
აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია 26/09/2019 დამოწმებულია.
Units | 50 |
---|---|
Form | სპრეი |
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account