Amvilab - ამვილაბი კეტო ბიო 30 კაფსულა

განსაკუთრებული ფასი 38,25 ლ რეგულარული ფასი 42,50 ლ
მარაგშია
SKU
71311_1477

აქვეითებს მადას და ნახშირწყლებისადმი მოთხოვნილებას, აუმჯობესებს მეტაბოლიზმს, ასტიმულირებს ცხიმების ოქსიდაციას (ცხიმების დაშლის პროცესი), ზღუდავს ცხიმებისა და ნახშირწყლების შეწოვას, უზრუნველყოფს სხეულის მასის ჯანსაღ კლებას.

ამვილაბი/კეტო ბიო

ნატურალური მცენარეული  კეტონები,  რომელიც უზრუნველყოფს სხეულის მასის ჯანსაღ კლებას

ამვილაბის კეტო ბიო მოქმედება განპირობებულია მის შემადგენლობაში არსებული ბუნებრივი კეტო სხეულებით და  ნატურალური მცენარეული კომპონენტებით, ესენია:  ჟოლოს კეტონები, მწვანე ჩაის ფოთლის ექსტრაქტი, კოფეინი, ასევე ვაშლის ძმრის, გრეიპფრუტის, ლამინარიის, აკაის ფხვნილის, აფრიკული მანგოს თესლის, რესვერატროლის ნაზავი.

ამვილაბის კეტო ბიო  წარმოადგენს უსაფრთხო ბუნებრივ გასახდომ საშუალებას, რომელიც ახდენს ორგანიზმის ტრასფორმირებას ენერგია მიიღოს არა მარტო ნახშირწყლებიდან, არამედ ცხიმებიდან, რასაც მოჰყვება კანქვეშა ცხიმების დაშლის პროცესი.

რა არის კეტო  დიეტა,  კეტზი და კეტონური სხეულები?

კეტო დიეტა გულისხმობს ნახშირწყლების მკვეთრ შემცირებას და ცხიმების გაზრდას დღის რაციონში. როგორც ვიცით ჩვენი ორგანიზმი ენერგიის ძირითად წყაროდ იყენებს ნახშირწყლებს (გლუკოზა),  ხოლო კეტოგენური დიეტის  დროს ენერგიის ძირითადი წყარო ხდება ცხიმები, უფრო კონკრეტულად ნახშირწყლოვანი ,,შიმშილის“ დროს  ორგანიზმი იწყებს ალტერნატიული ენერგიის მიღების პროცესს - კეტოზს, ეს არის ცხიმების დაშლის პროცესი, როდესაც ცხიმოვანი ქსოვილის მარაგებიდან მობილიზდება თავისუფალი ცხიმოვანი მჟავები და ხდება მათი დაშლა -  ბეტა ოქსიდაცია  ღვიძლში და  წარმოიქმნება  კეტონური სხეულები. სწორედ კეტონურ სხეულებს იყენებს ორგანიზმი ენერგიის ალტერნატიულ წყაროდ გლუკოზის  ნაცვლად, შედეგად სხეულში ცხიმების რაოდენობა მნიშნელოვნად მცირდება.

ამვილაბის კეტო ბიო  ბუნებრივად ზრდის კეტო სხეულებს, სწრაფად ახდენს ორგანიზმის კეტოზის მდგომარეობაში შეყვანას და ცხიმების დაშლის პროცესს, შედეგად თანდათან  მცირდება წონა, თეძოების გარშემოწერილობა, ვისცერალური (აბდომინალური) სიმსუქნე  და სხეულის მასის ინდექსი.

ამვილაბის კეტო ბიო:

  • აქვეითებს მადას და ნახშირწყლებისადმი მოთხოვნილებას
  • აუმჯობესებს მეტაბოლიზმს
  • ასტიმულირებს ცხიმების ოქსიდაციას (ცხიმების დაშლის პროცესი)
  • ზღუდავს ცხიმებისა და ნახშირწყლების შეწოვას
  • უზრუნველყოფს სხეულის მასის ჯანსაღ კლებას
  • არეგულირებს წყალ-მარილოვან ცვლას და ხსნის შეშუპებას
  • ამცირებს გლუკოზისა და ქოლესტერინის დონეს სისხლში
  • გააჩნია ანტიოქსიდანტური მოქმედება
  • ზრდის ენერგიას, კონცენტრაციის უნარს, ფიზიკურ აქტივობას
  • ახდენს წონის კორექციას სტრესის გარეშე (რაც ხშირად ახლავს დიეტებს)
  • განსაკუთრებით ეფექტურია სწორი კვებისა (ნახშირწყლების შეზღუდვა) და ფიზიკური აქტივობის დროს

შემადგენლობა:  2 კაფსულა შეიცავს: ჟოლოს კეტონი - 300 მგ, მწვანე ჩაის ფოთლის ექსტრაქტი - 200 მგ, კოფეინი - 100 მგ, დაპატენტებული ნაზავი - 600 მგ, რომლის შემადგენლობაში შედის: ვაშლის ძმრის, გრეიპფრუტის, ლამინარიის, აკაის (Euterpe Oleracea) ფხვნილი, აფრიკული მანგოს თესლი, რესვერატროლი.

დოზირება:  2 კაფსულა დღეში, საუზმის  და სადილის შემდეგ.

გაფრთხილება: ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, 18 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოიყენება ექიმის რეკომენდაციით. შეინახეთ გრილ, მშრალ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა:  N30 კაფსულა

მწარმოებელი:  ამვილაბი - აშშ

მეტი ინფორაცია
Units 30
Form სპრეი
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy