Amvilab - ამვილაბი კურკუმა 30 კაფსულა

განსაკუთრებული ფასი 22,86 ლ რეგულარული ფასი 45,72 ლ
მარაგშია
SKU
83196_1477

კურკუმინს გააჩნია მძლავრი ანტიოქსიდანტური, ანთების საწინააღმდეგო, იმუნომასტიმულირებელი, ბაქტერიციდული, ტკივილგამაყუჩებელი, ანტიკანცეროგენული მოქმედება.

კურკუმა 500 მგ

ამვილაბის კურკუმა შეიცავს კურკუმინის (Curcuma Longa, Rhizome)  95% - იან ექსტრაქტს - 250 მგ და კურკუმინის ფხვნილს - 250 მგ, მიიღება უახლესი ლიპოსომური ტექნოლოგიით, რომელიც უზრუნველყოფს კურკუმინის მაღალ ბიოშეღწევადობას და ორგანიზმის მიერ სრულად ათვისებას.

კურკუმინს გააჩნია მძლავრი ანტიოქსიდანტური, ანთების საწინააღმდეგო, იმუნომასტიმულირებელი, ბაქტერიციდული, ტკივილგამაყუჩებელი, ანტიკანცეროგენული მოქმედება.

ბუნებრივი იმუნოსტიმულატორი - კურკუმინი ეფექტურად აძლიერებს ორგანიზმის დამცველობით ძალებს, ეხმარება ორგანიზმს ვირუსულ და ბაქტერიულ ინფექციებთან ბრძოლაში.

ანტიოქსიდანტური მოქმედება - უზრუნველყოფს ორგანიზმის დაცვას უჯრედულ დონეზე თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებისგან.

ანთების საწინააღმდეგო მოქმედება - კურკუმინი ამცირებს და ბლოკავს პროანთებითი მედიატორების გამოთავისუფლებას (პროსტაგლანდინები, ლეიკოტრიენები), რითაც ავლენს ძლიერ ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას. კურკუმინი წარმატებით გამოიყენება როგორც ეფექტური ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო საშუალება რევმატოლოგიაში ოსტეოართრიტისა და რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდ.

ბუნებრივი ანტიბიოტიკი - სინთეზური ანტიბიოტიკებისგან განსხვავებით კურკუმინი არ ახდენს უარყოფით ზეგავლენას ნაწლავის ფლორაზე და ღვიძლზე.

აქტიურად გამოიყენება ბაქტერიული დაავადებების სამკურნალოდ, ჰელიკობაქტერიით გამოწვეულ დაავადებებთან, ჰელმინთებთან და პარაზიტებთან საბრძოლველად.

დადებითად მოქმედებს კუჭ-ნაწლავის სისტემაზე - კურკუმინი ხელს უწყობს ნაწლავური ფლორის ბალანსის შენარჩუნებას, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, ახდენს კუჭის მჟავიანობის ნორმალიზებას, აქვს მსუბუქი ნაღვლმდენი მოქმედება, აღადგენს ღვიძლის ფუნქციებს, იცავს მას ტოქსიური ნივთიერებების მავნე ზემოქმედებისგან.

ბუნებრივი ანტიდეპრესანტი - კურკუმინი ზრდის სეროტონინისა და დოფამინის დონეს თავის ტვინში, ამცირებს  დეპრესიის სიმპტომებს, აუმჯობესებს მეხსიერებას, ამაღლებს შრომისუნარიანობას და ორგანიზმის საერთო ტონუსს. კურკუმა აქტიურად გამოიყენება ალცჰაიმერის დაავადების კომპლექსურ თერაპიაში. 

ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს - აქვეითებს ქოლესტერინის, ტრიგლიცერიდების, დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების დონეს სისხლში, ხელს უშლის ათეროსკლეროზული ფოლაქების ჩამოყალიბებას და იცავს სისხლძარღვებს დაზიანებისგან. გააჩნია თრომბოლიზური მოქმედება, აფერხებს თრომბის განვითარებას, არეგულირებს არტერიულ წნევას, სისხლის შედედებას, აუმჯობესებს გულის მუშაობას.

ანტიკანცეროგენული მოქმედება - ძლიერი ანტიოქსიდანტური მოქმედების გამო კურკუმინი ბლოკავს კანცეროგენების მოქმედებას, იცავს ორგანიზმს ონკოლოგიური დაავადებებისგან და ეხმარება ორგანიზმს სიმსივნურ დაავადებებთან ბრძოლაში. კურკუმინის ანტიკანცეროგენული მოქმედება განპირობებულია სიმსივნური უჯრედების ზრდის ფაქტორის დაბლოკვის ხარჯზე, თრგუნავს კიბოს უჯრედების ზრდას და ქიმიოთერაპიისგან განსხვავებით შერჩევითად მოქმედებს მხოლოდ სიმსივნურ უჯრედებზე და არ აზიანებს ჯანმრთელ უჯრედებს. ქიმიოთერაპიის დაწყებამდე კურკუმას მიღება ამცირებს კანცეროგენული უჯრედების რეზისტენტობის განვითარებას. აძლიერებს ქიმიოთერაპიის ეფექტურობას და საგრძნობლად ამცირებს ქიმიოთერაპიით გამოწვეული გვერდითი მოვლენების ინტენსივობას (ინტოქსიკაცია, გულისრევა, ღებინება, თმის ცვენა, წონაში კლება).

კურკუმინი აჩქარებს ჭრილობების შეხორცებას და რეგენერაციის პროცესებს, გამოიყენება ფსორიაზისა და კანის სხვა დაავადებების სამკურნალოდ. კურკუმინი მდიდარია რკინით, ამიტომ ეფექტურია ანემიების სამკურნალოდ, არეგულირებს შაქრის დონეს სისხლში, ამცირებს შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის განვითარების რისკს.

ჩვენებები:

  • ვირუსული, ბაქტერიული, პარაზიტული, სოკოვანი ინფექციები
  • დაბალი იმუნიტეტი
  • ონკოლოგია - ქიმიოთერაპია: ნებისმიერი წარმოშობის სიმსივნური დაავადებების მკურნალობა (ქიმიოთერაპია, ჰორმონოთერაპია, სხივური თერაპია), ონკოდაავადებების პრევენცია
  • დეპრესია, დემენცია, ალცჰეიმერის დაავადება
  • გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები: ათეროსკლეროზი, ჰიპერქოლესტერინემია, არტერიული ჰიპერტენზია
  • ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის დაავადებები
  • ოსტეოართრიტი, რევმატოიდული ართრიტი
  • კანის დაავადებები: ფსორიაზი, დერმატომიკოზი, კანის ქავილი, გამონაყარი, წითელი ბრტყელი ლიქენი
  • პირის ღრუს დაავადებები (გინგივიტი)
  • ინტოქსიკაცია
  • ალერგია
  • შაქრიანი დიაბეტი
  • ბრონქული ასთმა
  • ოპერაციის შემდგომი პერიოდი
  • კუჭ-ნაწლავის სისტემის დაავადებები: მწვავე და ქრონიკული გასტრიტი, დიარეა, მეტეორიზმი, დისპეფსია, წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება (Helicobacter pylori - ით გამოწვეული)

შემადგენლობა: კურკუმინის 95% იანი ექსტრაქტი - 250 მგ, რომელიც უზრუნველყოფს - 237.5 მგ კურკუმინოიდს, კურკუმინის ფხვნილი - 250 მგ.

დოზირება: 1 კაფსულა დღეში საკვებთან ერთად.

გამოშვების ფორმა: N30 კაფსულა.

მწარმოებელი: ამვილაბი - აშშ.

მეტი ინფორაცია
Units 30
Form სპრეი
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy