Amvilab - ამვილაბი რკინა 60 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 35,02 ლ რეგულარული ფასი 38,92 ლ
მარაგშია
SKU
80836_1477

ჩვენება:

რკინადეფიციტური ანემიის მკურნალობა და პროფილაქტიკა, სხვადასხვა ეტიოლოგიის ანემიები, ქირურგიული ჩარევის შედეგად გამოწვეული სისხლის დანაკარგი, მწვავე და ქრონიკული სისხლდენა, რკინის დაქვეითებული შეწოვა: მალაბსორბციის სინდრომი, ცელიაკია, კრონის დაავადება, წყლულოვანი დაავადებები, გასტრიტი, დისბაქტერიოზი, ჭარბი მენსტრუაცია, სისხლის დონორობა.

მომატებული მოთხოვნა რკინაზე: არასრულფასოვანი კვება, ვეგეტარიანობა, დიეტა, ინტენსიური ფიზიკური, ატვირთვა, ხანდაზმული ასაკი, ორსულობა და ლაქტაცია, ინტენსიური ზრდის პერიოდი

ამვილაბი/რკინა

შემადგენლობა:

· რკინა (გლიცინის ამინომჟავა ხელატი) - 25 მგ

· ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა) - 30 მგ

· ვიტამინი B6 (პირიდოქსინი) - 15 მგ

· ვიტამინი B12 (ციანკობალამინი) - 9 მკგ

· ფოლატი - 670 მკგ (ფოლიუმის მჟავა - 400 მკგ)

· სპილენძი - 2 მგ

ამვილაბის ნეიტრალური რკინა - რკინადეფიციტური ანემიების სამკურნალოდ და საპროფილაქტიკოდ.

უნიკალური ფორმა - გლიცინის ამინომჟავა ხელატი, რომელიც ეფექტურად ავსებს ორგანიზმში რკინის დეფიციტს.

მაღალი ბიოშეღწევადობა - ამვილაბის რკინის ბიოშეღწევადობა 75% - ით აღემატება რკინის სხვა ფორმების (ფუმარატი, სულფატი) ბიოშეღწევადობას. 25 მგ ამვილაბის ნეიტრალური რკინის ამინომჟავას ხელატი თერაპიული მოქმედებით უტოლდება რკინის სხვა ფორმების (120 მგ სულფატი, ფუმარატი) მოქმედებას.

სწრაფი შეწოვა და ათვისება - ამვილაბის რკინა, რკინის სხვა ფორმებისგან განსხვავებით ელექტრონულად ნეიტრალურია, არ იშლება კუჭის წვენის ზემოქმედებით და უცვლელი სახით გადადის ნაწლავებში, რაც განაპირობებს ორგანიზმის მიერ რკინის სწრაფ და ადვილად ათვისებას.

მაღალი უსაფრთხოება - სპეციალური ტექნოლოგიით შექმნილი ამვილაბის რკინა არ აღიზიანებს კუჭ - ნაწლავის ტრაქტს, არ ახასიათებს გვერდითი მოვლენები (დისკომფორტი მუცლის არეში, გულისრევა, ყაბზობა ან ფაღარათი ), არ ბლოკავს სხვა ვიტამინების და მინერალების აბსორბციას (ვიტ. E, ასკორბინის მჟავა, კალციუმი), უსაფრთხოა ხანგრძლივი გამოყენებისთვის.

რკინისა და ვიტამინების იდეალური კომბინაცია - C ვიტამინისა და B ჯგუფის ვიტამინების არსებობა რკინასთან კომპლექსში აუმჯობესებს რკინის შეწოვას და ათვისებას. ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა) არეგულირებს სისხლის შედედების და ქსოვილების რეგენერაციის პროცესებს, მონაწილეობს რკინის, ფოლიუმის მჟავას მეტაბოლიზმში, ასტიმულირებს სისხლწარმოქმნის პროცესებს, აძლიერებს იმუნურ სისტემას, ზრდის ორგანიზმის მდგრადობას ინფექციების მიმართ. ფოლიუმის მჟავა (ვიტამინი B9) მონაწილეობს სისხლმბადი ორგანოების ფუნქციების რეგულაციის პროცესებში, ახდენს ანტიანემიურ მოქმედებას მაკროციტული ანემიის დროს, აუცილებელია მეგალობლასტების

ნორმალური მომწიფებისთვის და ნორმობლასტების წარმოქმნისთვის, მონაწილეობს ამინომჟავების, ნუკლეინის მჟავების ცვლაში. ფოლის მჟავა მნიშვნელოვანია ორსულობის პერიოდში, არეგულირებს ემბრიონის ნერვული უჯრედების ფორმირებას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნაყოფის ნორმალური განვითარებისთვის. ვიტამინი B12 (ციანკობალამინი) მონაწილეობს სისხლწარმოქმნის პროცესებში, ხელს უწყობს ერითროციტების მომწიფებას, მონაწილეობს ერითროციტებში დაგროვილი სულფჰიდრილური ნაერთების სინთეზში, რაც ზრდის ტოლერანტობას ჰემოლიზის მიმართ, ააქტივებს სისხლის შედედების სისტემას, ახდენს თრომბობლასტური აქტივობისა და პროთრომბინის აქტივობის მატებას. ვიტამინი B6 (პირიდოქსინი) მონაწილეობს ჰემოგლობინის, ნეირომედიატორების სინთეზში, ამინომჟავების, ცილების, ლიპიდების მეტაბოლიზმში, აუცილებელია ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. სპილენძი შეუცვლელი მიკროელემენტია ჰემოგლობინის სინთეზში, მონაწილეობს ერითროპოეზსა და გრანულოციტოპოეზში.

ჩვენება:

· რკინადეფიციტური ანემიის მკურნალობა და პროფილაქტიკა

· სხვადასხვა ეტიოლოგიის ანემიები

· ქირურგიული ჩარევის შედეგად გამოწვეული სისხლის დანაკარგი

· მწვავე და ქრონიკული სისხლდენა

· რკინის დაქვეითებული შეწოვა: მალაბსორბციის სინდრომი, ცელიაკია, კრონის დაავადება, წყლულოვანი დაავადებები, გასტრიტი, დისბაქტერიოზი

· ჭარბი მენსტრუაცია

· სისხლის დონორობა

მომატებული მოთხოვნა რკინაზე:

· არასრულფასოვანი კვება

· ვეგეტარიანობა

· დიეტა

· ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა

· ხანდაზმული ასაკი

· ორსულობა და ლაქტაცია

· ინტენსიური ზრდის პერიოდი

დოზირება: 1-2 ტაბლეტი დღეში კვების შემდეგ.

გამოშვების ფორმა: N60 ტაბლეტი.

მწარმოებელი: ამვილაბი - აშშ.

მეტი ინფორაცია
Units 60
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy