Solgar - სოლგარი ორეგანოს ზეთი 175მგ 60 კაფსულა

განსაკუთრებული ფასი 35,96 ლ რეგულარული ფასი 42,06 ლ
მარაგშია
SKU
79066_2153
Solgar - სოლგარი ორეგანოს ზეთი 175მგ 60 კაფსულა

ველური ორეგანოს ზეთი

 

შემადგენლობა:

ველური ორეგანოს (თავშავას) დაპატენტებული ნაზავი (ორეგანოს ზეთი (Origanum vulgare) და ზეითუნის ზეთი) - 175მგ

ორეგანოს (იგივე თავშავას) უძველესი დროიდან იყენებენ ხალხურ მედიცინაში. მცენარის შემადგენელ ძირითად აქტიურ ნივთიერებებს ფენოლური შენაერთები, თიმოლი, კარვაკროლი და როზმარინის მჟავა წარმოადგენს. მცენარე ამას გარდა შეიცავს: ეთერზეთებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, ფლავონოიდებს და სხვა ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ორეგანო ბუნებრივ ანტიბიოტიკს წარმოადგენს. იგი ხასიათდება ძლიერი ბაქტერიციდული, ანტივირუსული, ანთების საწინააღმდეგო, ჰეპატოპროტექტორული, ტკივილგამაყუჩებელი და ანტიფუნგალური მოქმედებით. ორეგანო მოქმედებს პათოგენური მიკროორგანიზმების ფართო სპექტრზე: სალმონელა, ოქროსფერი სტაფილოკოკი, სტრეპტოკოკი, E. coli, B. Cereus, Candida albicans და H. Pilori, რომელიც კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებისა და გასტრიტის გამომწვევ ერთ-ერთ მიზეზად გვევლინება.  თიმოლი და კარვაკროლი მაღალი კონცენტრაციით გროვდება პათოგენური მიკროორგანიზმების უჯრედთა მემბრანის ლიპიდურ შრეში და არღვევენ მათ სტრუქტურას. ეს ნივთიერებები უზრუნველყოფენ კუჭსა და ნაწლავებში მიმდინარე ანთებითი პროცესების შეჩერებას; ასტიმულირებენ საჭმლის მომნელებელი ფერმენტების მოქმედებას და მნიშვნელოვან როლს ასრულებენ კუჭ-ნაწლავის სეკრეტორული უკმარისობისას; გამოირჩევიან სპაზმოლიზური მოქმედებით და უზრუნველყოფს კუჭსა და ნაწლავებში განვითარებული სპაზმის მოხსნას.

როზმარინის მჟავა ხასიათდება მკვეთრად გამოხატული ანტიოქსიდანტური მოქმედებით. იგი იცავს ორგანიზმს ოქსიდაციური სტრესისგან და აფერხებს დაბერების პროცესს.

ორეგანო აგრეთვე ხასიათდება ამოსახველებელი მოქმედებით და მნიშვნელოვანია მისი მიღება მწვავე რესპირაციული დაავადებების დროს; ასტიმულირებს ტრიფტოფანის სინთეზს, ამაღლებს გუნება-განწყობას,  ხსნის შფოთვას და არეგულირებს ძილს.

ჩვენება:

  • კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება
  • ჰიპო და ანაციდური გასტრიტი
  • ქოლეცისტიტი
  • სანაღვლე გზების დისკინეზია
  • ენტეროკოლიტი
  • ყაბზობა
  • ნაწლავთა ატონია
  • მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი, ბრონქოექტაზია
  • ყივანახველა
  • ნევროზი, ძილის დარღვევა

 

დამატებითი ინგრედიენტები: ჟელატინი, მცენარეული გლიცერინი.

არ შეიცავს: გლუტეინს, სახამებელს, საფუარს, ხელოვნურ არომატიზატორებს და მღებავ ნივთიერებებს.

დოზირება: მიიღება 1 კაფსულა დღეში, კვების დროს.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა: 60 ჟელატინისებური კაფსულა.

მწარმოებელი: სოლგარი აშშ.

 

მეტი ინფორაცია
Units 60
Form სპრეი
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy