Doppelherz Aktiv - დოპელჰერც აქტივი ცინკოდინი 30 ტაბლეტი
დოპელჰერცი აქტივი ცინკოდინის მიღება უზრუნველყოფს ორგანიზმის შევსებას თუთიის მიკროელემენტით. ასევე შეიცავს C ვიტამინს, რაც ზრდის მის ეფექტს ორგანიზმის იმუნურ სისტემაზე.
თუთია მაქსიმალური ბიოშეღწევადობით
თუთია წარმოადგენს მნიშვნელოვან მიკროელემენტს, რომლის მოთხოვნის შესაბამისი დონის შენარჩუნება აუცილებელია ორგანიზმის ჯანმრთელობისათვის. იგი განაპირობებს 400-ზე მეტი ენზიმის აქტივობას, ამდენად თუთია მნიშვნელოვანია ყველა ძირითადი მეტაბოლური პროცესებისათვის, განსაკუთრებით იმუნური სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის. თუთია ხელს უწყობს ნორმალურ მხედველობას, კანის, თმის და ფრჩხილების ჯანმრთელ მდგომარეობას. თუთია მნიშვნელოვანი ელემენტია ძვლოვანი მეტაბოლიზმისა და რეპროდუქციული სისტემისათვის.
დოპელჰერცი აქტივი ცინკოდინი შეიცავს თუთიის სულფატს ჰისტიდინთან ერთად, ეს უკანასკნელი განაპირობებს თუთიის მაქსიმალურ შეწოვას.
დოპელჰერცი აქტივი ცინკოდინის მიღება უზრუნველყოფს ორგანიზმის შევსებას თუთიის მიკროელემენტით.
დოპელჰერცი აქტივი ცინკოდინი ასევე შეიცავს C ვიტამინს, რაც ზრდის მის ეფექტს ორგანიზმის იმუნურ სისტემაზე. ორივე: თუთიაც და C ვიტამინიც არიან ძლიერი ანტიოქსიდანტები, რაც განაპირობებს თავისუფალი რადიკალების ნეიტრალიზაციას და კანის გვიან დაბერებას. ვიტამინი C ასევე განაპირობებს დაღლილობის შემცირებას.
1 ტაბლეტი შეიცავს:
69 მგ თუთიის სულფატს, რაც შეესაბამება 25 მგ თუთიას,
50 მგ ჰისტიდინს და
100 მგ C ვიტამინს.
მიღების წესი და დოზირება:
დოპელჰერცი აქტივი ცინკოდინი ინიშნება 12 წლის ზევით, მოზრდილებში და ასაკოვან პაციენტებში.
1 ტაბლეტი ჭამის დროს საკმარისი რაოდენობის წყალთან ერთად.
ტაბლეტი იყოფა ორად.
არ დაღეჭოთ.
განსაკუთრებული მითითებები:
არ გადააჭარბოთ დღიურ დოზას!
საკვები დანამატი არ გამოიყენება მრავალფეროვანი დიეტის შემცვლელად.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ენერგეტიკული ღირებულება:
1 ტაბ. შეესაბამება 1 კკალ/4კჯ .
შენახვის პირობები:
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურის პირობებში.
მწარმოებელი:
Queisser Pharma
Schleswiger Str. 74
24941 Flensburg
Germany
Units | 30 |
---|
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account