Amvilab - ამვილაბი ვიტამინი D3 5000 სე

განსაკუთრებული ფასი 25,63 ლ რეგულარული ფასი 51,25 ლ
მარაგშია
SKU
65744_1477

ჩვენება:

  • D3 ვიტამინის დეფიციტი
  • K2 ვიტამინის დეფიციტი
  • ოსტეომალაცია განპირობებული D3 ვიტამინის  დეფიციტით, ოსტეოპოროზი
  • ორგანიზმში მაგნიუმის უკმარისობით გამოწვეული დარღვევების პროფილაქტიკა როგორიცაა: ძილის დარღვევა, მომატებული ნერვული აგზნებადობა, ფიზიკური და გონებრივი გადაძაბვა, კუნთების ტკივილი და სპაზმი
  • გულ - სისხლძარღვთა სისტემის  დაავადებები
  • ენდოკრინული სისტემის დაავადებები
  • სიმსივნური დაავადებები, ქიმიოთერაპია
  • სხვადასხვა მედიკამენტების მიღება (ქოლესტერინის სინთეზის იჰიბიტორები , პირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტები, გლუკოკორტიკოსტეროიდები)
  • მენოპაუზა, ხანდაზმული  ასაკი

 

ვიტამინი D3 5000 სე, მაგნიუმი, ვიტამინი K2 (Mk7)

უნიკალური ფორმულა, რომელიც აუმჯობესებს ძვლოვანი და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონირებას, აძლიერებს იმუნიტეტს, ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის ნორმალიზებას, აუმჯობესებს ნერვული სისტემის ფუნქციონირებას

1  ტაბლეტი შეიცავს:

·        ვიტამინი D3 5000 სე, რომელიც საჭიროა სისხლში D ვიტამინის სასურველ დონემდე >30 ნგ/მლ მისაღწევად

·        მაგნიუმი 200 მგ - მაღალი აბსორბირების მქონე გლიცინატი/ხელატის კომპლექსი

·        ვიტამინი K2 (MK7- მენაქინონი) 100 მკგ - აინჰიბირებს არტერიების კალციფიკაციას და უნარჩუნებს სისხლძარღვებს ელასტიურობას

 

D3 ვიტამინი - არეგულირებს ორგანიზმში კალციუმისა და ფოსფორის ცვლას, აუმჯობესებს  კალციუმის შეწოვას ნაწლავებში და უზრუნველყოფს კალციუმისა და ფოსფორის საჭირო დონის შენარჩუნებას სისხლში, ააქტიურებს ძვლოვანი ქსოვილის მეტაბოლიზმს, აძლიერებს იმუნიტეტს, ხელს უწყობს კარდიოვასკულარული სისტემის ოპტიმალურ ფუნქციონირებას.  D3 ვიტამინი მონაწილეობს სისხლის შედედების პროცესებში, მნიშვნელოვანია ნერვ-კუნთოვანი, ენდოკრინული, რეპროდუქციული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის ნორმალიზებას.

D3 ვიტამინის დეფიციტი იწვევს ოსტეოპოროზს. D3 ვიტამინის მიღების შედეგად მცირდება დიაბეტის, გულის შეტევის, გულის უკმარისობის, რევმატოიდული ართრიტის, გაფანტული სკლეროზის, რესპირატორული ინფექციების, ონკოლოგიური დაავადებების განვითარების რისკი.

მაგნიუმი - ამვილაბის ვიტამინი D3 დამატებით შეიცავს მაგნიუმის გლიცინატის უნიკალურ ფორმას (ხელატირებული ამინომჟავას ფორმით), რომელიც უზრუნველყოფს მაგნიუმის ხანგრძლივ და ნელ გამონთავისუფლებას დანაკარგის გარეშე მაღალი ბიოშეღწევადობით.  მაგნიუმის მაღალი ბიოშეღწევადობა ავსებს მაგნიუმის ქრონიკულ დეფიციტს ორგანიზმში.

მაგნიუმი ააქტიურებს მეტაბოლურ პროცესებს ორგანიზმში, მონაწილეობს ენერგიის წარმოქმნაში უჯრედულ დონეზე,  ხელს უწყობს ჯანსაღი მეტაბოლური პროფილის ჩამოყალიბებას, აუცილებელია კალციუმის შეწოვაში. მაგნიუმი ხელს უწყობს ნერვული და კუნთოვანი სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას,  განაპირობებს კუნთების სათანადო მოდუნებას (ხსნის კუნთოვან სპაზმს), ახდენს გულის რითმის მუშაობის სტაბილიზაციას,  ხელს უწყობს ძვლის მინერალური სიმკვრივის შენარჩუნებას, აფერხებს სისხლძარღვთა კედელში კალციუმის ჩალაგებას, ეხმარება ორგანიზმს კუნთოვანი მასის, კუნთების სიძლიერისა და ფიზიკური შრომისუნარიანობის შენარჩუნებაში,  უზრუნველყოფს მშვიდ, ჯანმრთელ ძილს და ინსომნიური (უძილობის) მდგომარეობის შემსუბუქებას.

ვიტამინი K2 (MK-7 მენაქინონი-7) - მხოლოდ D3 ვიტამინის მიღებამ შესაძლოა გაზარდოს კალციუმის ჩალაგება სისხლძარღვებში, რაც იწვევს სისხლძარღვთა კედლის სკლეროზს და კალციფიკაციას. კვლევებით დადასტურებულია, რომ K2 ვიტამინი (MK-7 მენაქინონი-7)  ახდენს ცილა ოსტეოკალცინის აქტივაციას, რაც  უზრუნველყოფს კალციუმის ჩალაგებას ძვლებში და არა სისხლძარღვებში. K2 ვიტამინი GLA  ცილის (მატრიქსული ცილა გამა კარბოქსილგლუტამინის მჟავა) კარბოქსილირების გზით აინჰიბირებს არტერიების კალციფიკაციას, შედეგად ამცირებს გულ-სისხლძარღვათა სისტემის დაავადებების განვითარების რისკს. K2 ვიტამინი აუმჯობესებს სისხლძარღვთა ელასტიურობას, მონაწილეობს სისხლის შედედებაში მონაწილე ცილების აქტივაციაში,                                              მონაწილეობს კალციუმის შეწოვაში, ამცირებს ოსტეოპოროზის განვითარების რისკს, ახდენს დიაბეტის და სიმსივნური დაავადებების განვითარების პრევენციას.

ჩვენება:

·        D3 ვიტამინის დეფიციტი

·        K2 ვიტამინის დეფიციტი

·        ოსტეომალაცია განპირობებული D3 ვიტამინის  დეფიციტით, ოსტეოპოროზი

·        ორგანიზმში მაგნიუმის უკმარისობით გამოწვეული დარღვევების პროფილაქტიკა როგორიცაა: ძილის დარღვევა, მომატებული ნერვული აგზნებადობა, ფიზიკური და გონებრივი გადაძაბვა, კუნთების ტკივილი და სპაზმი

·        გულ - სისხლძარღვთა სისტემის  დაავადებები

·        ენდოკრინული სისტემის დაავადებები

·        სიმსივნური დაავადებები, ქიმიოთერაპია

·        სხვადასხვა მედიკამენტების მიღება (ქოლესტერინის სინთეზის იჰიბიტორები , პირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტები, გლუკოკორტიკოსტეროიდები)

·        მენოპაუზა, ხანდაზმული  ასაკი

 

შემადგენლობა:  1 ტაბლეტი შეიცავს: ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი) - 5000 სე,  მაგნიუმი (გლიცინატი/ხელატი) - 200 მგ, ვიტამინი K2 (Mk 7- მენაქინონი) - 100 მკგ.

დამხმარე ნივთიერებები: კალციუმის კარბონატი, მცენარეული სტეარინის მჟავა, მიკროკრისტალური ცელულოზა,მცენარეული მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, სილიციუმის დიოქსიდი.

დოზირება:  1 ტაბლეტი დღეში 1-ჯერ კვების დროს ან ექიმის რეკომენდაციის მიხედვით.

გაფრთხილება: არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზირებას, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, 18 წლამდე მიიღება ექიმის რეკომენდაციით. შეინახეთ გრილ, მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.  

გამოშვების ფორმა:  N30  ტაბლეტი.                                                                                                                                                                                                                                                    

მწარმოებელი:  ამვილაბი - აშშ.  

მეტი ინფორაცია
Units 30
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy