ვიტამინი E 30% 20მლ ფლაკონი

განსაკუთრებული ფასი 6,94 ლ რეგულარული ფასი 7,31 ლ
მარაგშია
SKU
44035_950
ჩვენება: α - ტოკოფეროლ აცეტატს ( E ვიტამინი ) იყენებენ სასქესო ჯირკვლების ფუნქციის დარღვევისას მამაკაცებში , ხოლო ქალებში – ორსულობის შეწყვეტის რისკის და მენსტრუალური ციკლის სხვადასხვაგვარი დარღვევების დროს , ნაყოფის საშვილოსნოსშიდა განვითარების პირობები

α - ტოკოფეროლ აცეტატი ( E ვიტამინი ) – 6- აცეტოქსი -8- მეთილ -2-(4,8,12- ტრიმეთილტრიდეცალ ) – ქრომატი ,სამედიცინო პრაქტიკაში გამოიყენება ღია ყვითლიდან მუქ ყვითელ - ფერამდე გამჭვირვალე ზეთოვანი ხსნარებისსახით .

 

ფარმაკოლოგიური თვისებები

E ვიტამინი წარმოადგენს ანტიოქსიდანტურ საშუალებას . მას აქვს უნარი დაიცვას სხვადასხვა ნივთიერებებიზეჟანგვითი ცვლიებებისგან , თრგუნავს ცილების , ნუკლეინის მჟავების და სტეროიდების ცვლას .

ორგანიზმში E ვიტამინის არარსებობისას ( E ავიტამინოზი ) ვითარდება დეგენერაციული ცვლილებები ჩონჩხისკუნთებში და გულის კუნთში ,   მატულობს კაპილარების განვლადობა და მსხვრევადობა , დეგენერირდება სათესლეარხების და საკვერცხეების ეპითელიუმი . ემბრიონებში ვითარდება სისხლჩაქცევები , ანტენატალური სიკვდილი .ასევე დადგენილია დეგენერაციული ცვლილებები ნერვულ უჯრედებში და ღვიძლის პარენქიმის დაზიანება .

E ვიტამინის უკმარისობისას შეინიშნება ცილების კონცენტრაციის დაქვიეთება სისხლის შრატში და ნუკლეინის მჟავისშემცირება ღვიძლში და სათესლე ჯირკვლებში .

E ვიტამინის უკმარისობა ადამიანში შეიძლება დაკავშირებული იყოს კვების თავისებურებებთან , მაგალითად საკვებშიმცენარეული ცხიმების არარსებობასთან , ან შესაძლებელია განპირობებული იყოს სხვადასხვა დაავადებით ,მაგალითად ღვიძლის , კუჭქვეშა ჯირკვლის .

E ვიტამინი სამკურნალო საშუალების სახით ხელს უწყობს თვითნებური აბორტის თავიდან აცილებას , სასქესოჯირკვლების ფუნქციის ნორმალიზაციას მამაკაცებში , ჩონჩხის კუნთების ფუნქციის აღდგენას კუნთოვანიდისტროფიის და კუნთების სხვა სახის დაზიანების დროს . გულ - სისხლძარღვთა დაავადებების დროს სხვა სახისღონისძიებებთან ერთად E ვიტამინი ხელს უწყობს მეტაბოლიზმის ნორმალიზაციას გულის კუნთში , ზრდის სისხლისდინების სიჩაქრეს არტერიოლებში , ხელს უწყობს ვენური ტონუსის შენარჩუნებას , ამაღლებს კაპილარებისრეზისტენტობას .

 

გამოყენების ჩვენებები

α - ტოკოფეროლ აცეტატს ( E ვიტამინი ) იყენებენ სასქესო ჯირკვლების ფუნქციის დარღვევისას მამაკაცებში , ხოლოქალებში – ორსულობის შეწყვეტის რისკის და მენსტრუალური ციკლის სხვადასხვაგვარი დარღვევების დროს , ნაყოფისსაშვილოსნოსშიდა განვითარების პირობების გაუარესებისას .

E ვიტამინი ასევე გამოიყენება პერიფერიული სისხლძარღვების დაზიანებისას ( ენდარტერიტის , რეინოს დააავდება ),მიოკარდიოდისტროფიის და ათეროსკლეროზის დროს .

E ვიტამინს ნიშნავენ სებორეის , კანის ატროფიული ცვლილებების ( მაგ . სკლეროდერმია ), წვივის ტროფიკულიწყლულების , ფოტოდერმატოზის დროს .

 

მიღების წესები და დოზირება

α - ტოკოფეროლ აცეტატი ( E ვიტამინი ) ინიშნება შიგნით მისაღებად ან იგი შეჰყავთ კუნთში . ინექციამდე α -ტოკოფეროლის ხსნარიან ამპულებს ათბობენ . კუნთებში ინექციები ინიშნება E ვიტამინის შეწოვის და ცვლისდარღვევის დროს ორგანიზმში . ამასთან ის დოზები , რომლებიც გამოიყენება შიგნით მისაღებად , ახლოს არის იმდოზებთან , რომლებსაც ნიშნავენ კუნთში შესაყვანად . შიგნით მისაღებად პრეპარატი ინიშნება ყოველდღიურად ,ინექციები - ყოველდღიურად ან დღეგამოშვებით .

სპერმატოგენეზის და პოტენციის დარღვევისას მამაკაცებში ინიშნება 100 მგ α - ტოკოფეროლ აცეტატი დღეში (ჰორმონალურ თერაპიასთან ერთად ) ერთი თვის განმავლობაში . მოსალოდნელი აბორტის დროს – 100-150 მგ დღეში 7-14 დღის განმავლობაში . ჩვეულებრივი აბორტის და ნაყოფის ანტენატალური განვითარების გაუარესებისას – 100-150 მგდღეში ორსულობის პირველი 2-3 თვის განმავლობაში ყოველდღიურად ან დღეგამოშვებით ; კუნთოვანი დისტროფიის, ამიოტროფიკული ლატერალური სკლეროზის , დერმატომიოზიტის და სხვა კოლაგენოზების დროს ინიშნება 15-100 მგE ვიტამინი დღეში 1-2 თვის განმავლობაში . განმეორებითი კურსი ინიშნება 2-3 თვის შემდეგ . პერიფერიულისისხლძარღვების დაავადების , მიოკარდიოდისტროფიის და ათეროსკლეროზის დროს ინიშნება 100 მგ დღე - ღამეში (A ვიტამინთან ერთად ) 20-40 დღის განმავლობაში . 3-6 თვის შემდეგ შეიძლება E ვიტამინით მკურნალობის კურსისგამეორება .

კანის დაავადების დროის ინიშნება 15-100 მგ პრეპარატი დღეში 20-40 დღის განმავლობაში .

ძუძუთა ასაკის ბავშვებში სკლეროდერმიის , ჰიპოტროფიის და კაპილარების დაქვეითებული რეზისტენტობისშემთხვევაში ინიშნება 5-10 მგ დღეში .

 

გვერდითი მოვლენები

კუნთში ინექციების დროს შეიძლება გამოვლინდეს მტკივნეულობა , ინფილტრატები და ალერგიული რეაქციები . ასეთშემთხვევაში პრეპარტს ხსნიან და ინიშნება შესაბამისი მკურნალობა .

 

გამოშვების ფრომა

  1. α - ტოკოფეროლ აცეტატის ( E ვიტამინი ) 5%, 10% და 30% ზეთოვანი ხსნარი ფლაკონებში . 1 მლ შეიცავს50, 100 და 300 მგ α - ტოკოფეროლ აცეტატს ( E ვიტამინი ). 5%, 10% და 30% პრეპარტის ხსნარის ერთი წვეთიმთავარი საწვეთურიდან შეიცავს 1 მგ , 2 მგ და 6,5 მგ α - ტოკოფეროლ აცეტატს შესაბამისად .
  2. α - ტოკოფეროლ აცეტატის ( E ვიტამინი ) 50% ზეთოვანი ხსნარი 0.1 და 0.2 გ (50 და 100 მგ α - ტოკოფეროლაცეტატი ) კაფსულები .
  3. α - ტოკოფეროლ აცეტატის ( E ვიტამინი ) 5%, 10% და 30% ზეთოვანი ხსნარი 1 მლ ამპულებში . 1 მლშეიცავს 50, 100 და 300 მგ α - ტოკოფეროლ აცეტატს .

 

შენახვის პირობები

E ვიტამინი ინახება სინათლისგან დაცულ ადგილას . ამპულები – გრილ ადგილას , კაფსულები - მშრალ ადგილასოთახის ტემპარატურაზე . ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას .

 

ვარგისიანობის ვადა

2 წელი

 

გაიცემა ურეცეპტოდ .

მეტი ინფორაცია
Units 1
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy