Solgar - სოლგარი აციდოფილუსი 60კაფსულა
სოლგარი
აციდოფილუსი
შემადგენლობა:
კომპლექსის შემადგენლობაში შედის 500 მილიონი მიკროორგანიზმი:
- acidophilus, LA-5 – 250 მილიონი ცოცხალი მიკროორგანიზმი
- lactis, BB-12 – 250 მილიონი ცოცხალი მიკროორგანიზმი
ფარმაკოდინამიკური თვისებები:
- აქვეითებენ PH-ს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში (ლაქტობაქტერიების მიერ რძის მჟავის გამომუშავების, ხოლო ბიფიდობაქტერიების მიერ რძის მჟავის გარდა ძმარმჟავის და ქარვის მჟავის გამომუშავების შედეგად)
- გამოიმუშავებენ პათოგენური ბაქტერიებისათვის ტოქსიურ მეტაბოლიტებს (H2O2)
- აპროდუცირებენ ბაქტერიონებს (ანტიბაქტერიულ ნივთიერებებს)
(LA-5 გამოიმუშავებს ფართო სპექტრის მოქმედების ბაქტერიოცინს, აციდონინს, რომელიც ახდენს ბაქტერიებისა და სოკოების ზრდის ინჰიბირებას)
- მოიხმარენ პათოგენური ბაქტერიებისათვის განკუთვნილ საკვებ ნივთიერებებს
- აბლოკირებენ ადჰეზიურ რეცეპტორებს, რითაც ხელს უშლიან პოტენციურად პათოგენური მიკროორგანიზმების კოლონიზაციას
- ახორციელებენ იმუნური სისტემის სპეციფიური და არასპეციფიური რგოლების სტიმულირებას
ჩვენება:
- დისბაქტერიოზის მკურნალობა და პროფილაქტიკა
- საჭმლის მონელების დარღვევები: დიარეა, ყაბზობა, მეტეორიზმი, ღებინება, მუცლის ტკივილი
- კუჭ-ნაქლავის ტრაქტის ინფექციური დაავადებები
- ანტიბიოტიკოთერაპიის, ქიმიოთერაპიის შედეგად განვითარებული დისბაქტერიოზი
- ალერგიული დაავადებების კომპლექსური თერაპია
დამატებითი ინგრედიენტები: აციდოფილუს ადვანს პლუს კომპლექსი (მალტოდექსტრინი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის ალგინატი, მიკროორგანიზმების კულტურა, სილიკა გელი, მცენარეული მაგნიუმის სტეარატი) მიკროკრისტალური ცელულოზა, მცენარეული ცელულოზა, მცენარეული მაგნიუმის სტეარატი.
არ შეიცავს ალერგენებს!
არ შეიცავს: გლუტეინს, სახამებელს, რძის პროდუქტებს, სოიოს, შაქარს, საფუარს, დამატკბობლებს, ხელოვნურ არომატიზატორებს, კონსერვანტებს და მღებავ ნივთიერებებს.
დოზირება: მიიღება მოზრდილებში 1 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში, სასურველია საკვების მიღების დროს.
ორსულობის, ლაქტაციის პერიოდში ან გვერდითი მოვლენების შემთხვევაში კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს. შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე ან მაცივარში. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოშვების ფორმა: 60 მცენარეული კაფსულა.
მწარმოებელი: სოლგარი აშშ.
Units | 60 |
---|---|
Form | სპრეი |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account