Solgar - სოლგარი ვიტამინი B12 1000მკგ 30 ტაბლეტი
სოლგარი
მეთილკობალამინი (B12 ვიტამინი) 1000მკგ
შემადგენლობა:
B12 ვიტამინი (მეთილკობალამინი) – 1000მკგ
მეთილკობალამინი B12 ვიტამინის კოფერმენტია, რომელიც წარმოადგენს ბიოლოგიურად აქტიურ ფორმას. იგი B12 ვიტამინის ერთადერთი ნეიროაქტიური ფორმაა, რომელიც აღარ საჭიროებს გარდაქმნას. მისი ათვისება მომენტალურად და სრულყოფილად ხდება ორგანიზმის მიერ. B12 ვიტამინის სხვა ფორმები, მაგალითად ციანკობალამინი ღვიძლში განიცდის მეტაბოლიზმს. ეს პროცესი ორგანიზმში ხშირ შემთხვევაში არაეფექტურად მიმდინარეობს. მეთილკობალამინი ნერვულ ქსოვილში გროვდება უფრო ექსტენსიურად B12 ვიტამინის ნებისმიერ სხვა ჰომოლოგებთან შედარებით. მისი მოქმედება 130-150-ჯერ აღემატება ციანკობალამინისას.
მეთილკობალამინი მაღალი ბიოლოგიური აქტივობით გამოირჩევა. იგი მონაწილეობს მეთილის ჯგუფისა და ფერმენტების გადატანაში, უზრუნველყოფს დეზოქსირიბოზის, დნმ-ისა და რნმ-ის სინთეზს. მეთილკობალამინი ააქტივებს ფერმენტ მეთიონინ სინთაზას, რომელიც უზრუნველყოფს ჰომოცისტეინის დაშლას მეთიონინამდე. იგი ასევე ხელს უწყობს კრეატინის სინთეზს.
მეთილკობალამინი უზრუნველყოფს მიელინის გარსის ფორმირებას, აძლიერებს ნერვული უჯრედების ზრდასა და რეგენერაციას. იგი მონაწილეობს ლიპოტროპული ფაქტორის - ქოლინის სინთეზში. მეთილკობალამინს გააჩნია ნოოტროპული მოქმედება, ხელს უშლის თავის ტვინის უჯრედების დეგრადაციას.
მეთილკობალამინი აუცილებელია სისხლის წარმოქმნისათვის. ხელს უწყობს ერითროციტების მომწიფებას. მონაწილეობს ერითროციტებში დაგროვილი სულფიჰიდრილური ჯგუფების შემცველი ნაერთების სინთეზში, რაც ზრდის მათ ტოლერანტობას ჰემოლიზის მიმართ.
მეთილკობალამინი ააქტივებს სისხლის შედედების სისტემას, მაღალი დოზით ახდენს პროთრომბინის და თრომბოპლასტური აქტივობის მატებას. ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში. დადებით გავლენას ახდენს ღვიძლის ფუნქციაზე. ამაღლებს ქსოვილის რეგენერაციის უნარს. ახდენს ანაბოლურ მოქმედებას, ზრდის ფიზიკურ ქმედითუნარიანობას.
სოლგარის მეთილკობალამინის სუბლინგვალური გრანულები მომენტალურად გადადის სისხლში.
სოლგარის მეთილკობალამინი მისაღებია ვეგეტარიანელებისათვისაც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამ ვიტამინით ორგანიზმის შევსება მხოლოდ ცხოველური საკვებიდან ხდება.
ჩვენება:
- პერნიციოზული ანემია, მეგალობლასტური ანემია
- ქრონიკული ანემია, რომელიც მიმდინარეობს B12 ვიტამინის დეფიციტით (ადისონ-ბირმერის დაავადება, ალიმენტური მაკროციტული ანემია)
- ანემიის კომპლექსურ მკურნალობაში (მათ შორის რკინადეფიციტური ანემია, პოსტჰემორაგიული, აპლასტიური ანემია, ტოქსიური და/ან სამკურნალო საშუალებებით გამოწვეული ანემია)
- დიაბეტური ნეიროპათია, პერიფერიული ნეიროპათია
- მხედველობის ნერვის ატროფია, გლაუკომასთან დაკავშირებული ჩივილების შემსუბუქება, მხედველობის გაუმჯობესება
- კუჭ-ნაწლავის მოტორული ფუნქციის შესუსტება, მადის დაქვეითება, ჰიპოტროფია (ახდენს ანაბოლურ მოქმედებას), ქრონიკული ჰეპატიტი, ღვიძლის ციროზი, ღვიძლის უკმარისობა, პანკრეატიტი, წყლულოვანი კოლიტი
- პერიფერიული ნევრიტები: ზურგის ტვინში დეგენერაციული ხასიათის ქვემწვავე კომპლექსური ცვლილებები, სამწვერა ნერვის ნევრალგია, ნეკნთაშუა ნევრალგია, ლუმბაგო, რადიკულიტი
- ფუნიკულური მიელოზი, ნერვული ღეროების მექანიკური და ტოქსიური დაზიანება, გაფანტული სკლეროზი, გვერდითი ამიოტროფიული სკლეროზი, ბავშვთა ცერებრული დამბლა, დაუნის დაავადება
- ტკივილის სინდრომი პერიფერიული და ნერვული სისტემის დაავადებებისას, კარდიალგია, ინსულტის შემდგომი მდგომარეობა
- დეპრესია, სტრესი, ძილის დარღვევა, სიკვდილის შიში, შაკიკი
- მეხსიერების დაკარგვა/კოგნიტური ფუნქციის დაქვეითება
- გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, რომლებიც დაკავშირებულია ჰომოცისტეინის დონის მომატებასთან
- კანის დაავადებები: ფსორიაზი, ფოტოდერმატოზი, ჰერპეტიფორმული დერმატიტი, ატოპიური დერმატიტი, ნეიროდერმიტები
- ჭინჭრის ციება
- ასთმა (განსაკუთრებით სულფიტებზე მგრძნობელობასთან დაკავშირებული)
- უშვილობა მამაკაცებში, ოლიგოსპერმია, იმპოტენცია, ფიზიკური გამოფიტვა
- ხმაური ყურებში
- ქრონიკული დაღლილობის სინდრომი, კუნთების სისუსტე
პროფილაქტიკის მიზნით გამოიყენება:
- ბიგუანიდების, პარაამინოსალიცილის მჟავის, ასკორბინის მჟავის მაღალი დოზით დანიშვნისას
- კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაავადებების დროს, რომლის დროსაც გართულებულია B12 ვიტამინის შეწოვა (კუჭის ნაწილის, წვრილი ნაწლავის რეზექცია, კრონის დაავადება, ცელიაკია, მალაბსორბციის სინდრომი, სპრუ).
- მწვავე სხივური დაავადება
დამატებითი ინგრედიენტები: მანიტოლი, მცენარეული ცელულოზა, მცენარეული მაგნიუმის სტეარატი, მცენარეული სტეარინის მჟავა, სილიკა გელი, ნატურალური არომატიზატორები.
არ შეიცევს: გლუტეინს, სახამებელს, რძის პროდუქტებს, სოიოს, საფუარს, შაქარს, სოდას, ხელოვნურ არომატიზატორებს, კონსერვანტებს და საღებავებს.
დოზირება: მიიღება მოზრდილებში 1 სუბლინგვალური ტაბლეტი დღეში, სასურველია საკვების მიღების დროს. ტაბლეტი მიღებამდე მოათავსეთ ენის ქვეშ 30 წამის განმავლობაში.
ორსულობის, ლაქტაციის პერიოდში ან გვერდითი მოვლენების შემთხვევაში კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს. არ გამოიყენოთ თუ ბოთლის მთლიანობა დარღვეულია. შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოშვების ფორმა: 30 სუბლინგვალური ტაბლეტი.
მწარმოებელი: სოლგარი აშშ.
Units | 30 |
---|
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account