Solgar - სოლგარი კალცი D3 ბავშვის საღეჭი ტბლეტები 60 ცალი

განსაკუთრებული ფასი 66,12 ლ რეგულარული ფასი 77,33 ლ
მარაგშია
SKU
60535_2153
ჩვენება: რაქიტის მკურნალობა და პროფილაქტიკა კალციუმის და D3 ვიტამინის დეფიციტი (არასრულფასოვან კვებასთან, კვებით ალერგიებთან, მზის სხივების ექსპოზიციის ნაკლებობასთან დაკავშირებული) ან დეფიციტის განვითარების მაღალი რისკი ინტენსიური ზრდის პერიოდი ძვლის მოტეხილობები ძვლის დისლოკაციის მკურნალობა და პროფილაქტიკა...

U-კუბები

ალციუმი D3 ვიტამინით ბავშვებისათვის

 

კალციუმი და D3 ვიტამინი, ორ უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს ბავშვის ორგანიზმის ჯანსაღი განვითარებისათვის.  

ბავშვისთვის კალციუმის და D3 ვიტამინის მიღება ძალიან მნიშვნელოვანია:

  • ძვლოვანი ქსოვილის და კბილების ფორმირებისთვის
  • კუნთოვანი ქსოვილის სწორი განვითარებისთვის
  • ნერვული და იმუნური სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის

 

კალციუმი

ორგანიზმში არსებული კალციუმის თითქმის 99% თავმოყრილია ძვლოვანი ქსოვილისა და კბილების მყარ სტრუქტურაში და უზრუნველყოფს მათ მინერალიზაციას. დარჩენილი 1% უჯრედშიდა და უჯრედშორის სითხეებშია. ეს მინერალი D3 ვიტამინთან ერთად,  ხელს უშლის პარათირეოიდული ჰორმონის ჰიპერსეკრეციას, შესაბამისად ასტიმულირებს კალციტონინის გამოთავისუფლებას და არეგულირებს კალციუმისა და ფოსფორის ბალანსს ძვლოვან ქსოვილსა და სისხლის ნაკადში. კალციუმი სისხლიდან ძვლოვან ქსოვილში ტრანსპორტირდება და აღარ ვითარდება ძვლის  რეზორბცია (ძვლებიდან კალციუმის გამოდევნა). ეს მინერალი აგრეთვე უზრუნველყოფს ენერგეტიკული ცვლისა და ნეიროტრანსმისიის ნორმალიზებას, წარმოადგენს სისხლის შედედების მარეგულირებელ კომპონენტს.

კალციუმის ნაკლებობა იწვევს კუნთების სპაზმს, რაც ქვედა კიდურების კრამპით ვლინდება. მისი ხანგრძლივი დროის განმავლობაში დეფიციტის დროს კი ბავშვებში ვითარდება რაქიტი.

 

D3 ვიტამინი აუცილებელია ბავშვის ძვლოვანი ქსოვილის და კბილების ფორმირებისათვის. იგი ასევე უზრუნველყოფს ნერვ-კუნთოვანი და იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, ამაღლებს ორგანიზმის მდგრადობას ინფექციებისა და ვირუსებისადმი. იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს აუტოიმუნური დაავადებების პრევენციაში. D3 ვიტამინი აგრეთვე ზრდის ორგანიზმში სეროტონინის დონეს. იგი ხელს უწყობს პლაზმაში კალციუმისა და ფოსფორის დონის შენარჩუნებას, აძლიერებს კალციუმის შეწოვას წვრილ ნაწლავში.

 D3 ვიტამინით ორგანიზმის შევსება ხორციელდება მხოლოდ  მზის სხივების აქტიური ზემოქმედების შედეგად, საკვებში მისი შემცველობა მინიმალურია. ამ მონაცემების გათვალისწინებით დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციით, 6 წლამდე ასაკის ბავშვებმა ყოველ დღე უნდა მიიღონ D3 ვიტამინი კვებითი დანამატის სახით.

D3 ვიტამინის დეფიციტი წარმოადგენს ისეთი დაავადებების რისკ-ფაქტორებს, როგორიცაა:

რაქიტი, ოსტეოპოროზი, კიბო, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, დიაბეტი, ჰიპერტენზია, აუტოიმუნური დაავადებები, მეტაბოლური დარღვევები, იმუნიტეტის დაქვეითებით განპირობებული ინფექციები, ზოგიერთი ნეიროფსიქიური მდგომარეობა.

 

შემადგენლობა:

აქტიური ინგრედიენტები

2 კუბის შემადგენლობა:

4 კუბის შემადგენლობა:

D ვიტამინი (D3-ქოლეკალციფეროლი)

300 სე

600 სე

კალციუმი (კალციუმის ტრი-ფოსფატი)

250 მგ

500 მგ

ნატრიუმი

10 მგ

15 მგ

კალორიულობა

15

30

ჯამური ნახშირწყლები

3გ

7გ

შაქარი

3გ

6გ

 

ჩვენება:

  • რაქიტის მკურნალობა და პროფილაქტიკა
  • კალციუმის და D3 ვიტამინის დეფიციტი (არასრულფასოვან კვებასთან, კვებით ალერგიებთან, მზის სხივების ექსპოზიციის ნაკლებობასთან დაკავშირებული) ან დეფიციტის განვითარების მაღალი რისკი
  • ინტენსიური ზრდის პერიოდი
  • ძვლის მოტეხილობები
  • ძვლის დისლოკაციის მკურნალობა და პროფილაქტიკა
  • ალერგიის კომპლექსური მკურნალობა (ატოპიური დერმატიტი და ასთმა)
  • კრუნჩხვითი სინდრომი
  • კანის დაავადებები
  • კარიესის პროფილაქტიკა

 

  დამატებითი ინგრედიენტები: ორგანული ტაპიოკას სიროფი, ორგანული შაქარი, პექტინი, ლიმონმჟავა, ბოსტნეულის წვენებისგან დამზადებული მღებავი ნივთიერებები                

(იისფერი და შავი სტაფილოს კონცენტრატები, შაქარი), ნატურალური არომატიზატორები.

არ შეიცავს: წებოვანას, სახამებელს, რძის პროდუქტებს, საფუარს, სოიოს, ხელოვნურ საღებავებს და კონსერვანტებს.

არ შეიცავს გენეტიკურად მოდიფიცირებულ ორგანიზმებს!

მიღება: 2-3 წლის ასაკის ბავშვებში - 2 საღეჭი კუბი დღეში. 4 -14 წლამდე - 4 საღეჭი კუბი დღეში.

გვერდითი მოვლენების შემთხვევაში კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა:  60 საღეჭი კუბი

მწარმოებელი:  სოლგარი აშშ

 

მეტი ინფორაცია
Units 60
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy