Solgar - სოლგარი კოემზიმ-Q10 200მგ 30 კაფსულა

განსაკუთრებული ფასი 130,10 ლ რეგულარული ფასი 152,17 ლ
მარაგშია
SKU
49560_2153
ჩვენება: კარდიოლოგია: გულის იშემიური დაავადებები(სტენოკარდია, გულის ქრონიკული უკმარისობა), ათეროსკლეროზი, ჰიპერტონია, კარდიომიოპათია, არითმია; ნევროლოგია: ინსულტი, თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლა, ასთენია, შაკიკი, მიასთენია, პოლინეიროპათია, დემენცია, გაფანტული სკლეროზი...

სოლგარი

მეგასორბი კოენზიმ -Q 10   60მგ და 200მგ

 

რატომ  სოლგარის მეგასორბი ?

ამცირებს გულ-სისხლძარღვთა,  კუჭ-ნაწლავის, საყრდენ-მამოძრავებელი და ნერვული სისტემების რთული და მძიმე დაავადებების განვითარების ალბათობას;

  • აძლიერებს იმუნიტეტს;
  • ზრდის ამტანობას, ხსნის დაღლილობას;
  • ზრდის წონის კორექციის პროგრამების ეფექტურობას;
  • აქვს მკაფიო ანტიოქსიდანტური მოქმედება;
  • ორგანიზმს უზრუნველყოფს ენერგიით;
  • სოლგარის მეგასორბი კოენზიმ -Q 10 დამზადებულია ბრინჯის ქატოს ზეთზე, რაც ხელს უწყობს მის სწრაფ შეწოვასა და კარგ ათვისებას.

 

კოენზიმ Q-10 (უბიქინონი)  ენდოგენური ნივთიერებაა, რომელიც სინთეზდება ღვიძლში.იგი მონაწილეობს ქსოვილოვან სუნთქვაში, ცხიმში ხსნადობის გამო აღწევს ჰიდროფილური მიტოქონდრიების მემბრანაში და მონაწილეობს ატფ - ის სინთეზში. კოენზიმ Q-10  აძლიერებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს, როგორც ძლიერი ანტიოქსიდანტი იცავს მემბრანულ ლიპიდებს, ცილებს, დნმ -ს ჟანგბადის აქტიური ფორმების მავნე ზემოქმედებისგან. კოენზიმ Q-10 ამცირებს დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების და ტრიგლიცერიდების კონცენტრაციას სისხლში. ზრდის ორგანიზმში არსებული ფერმენტების აქტივობას, ლეციტინის სინთეზის სტიმულაციის გზით, აუმჯობესებს ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციას.

კოენზიმ Q-10 ხელს უწყობს აცეტილქოლინის სინთეზს და ქოლინერგული პროცესების სტიმულაციას თავის ტვინში, ააქტიურებს ორგანიზმის თითოეულ უჯრედს და მათ დამცველობით თვისებას.

არეგულირებს არტერიულ წნევას, გულის კუნთს უზრუნველყოფს ენერგიით, იცავს მიოკარდიუმს ინფარქტის განვითარებისგან.

კოენზიმ Q-10 ძლიერი ბუნებრივი იმუნომოდულატორია, ზრდის ორგანიზმის ანტიმიკრობულ და ანტივირუსულ აქტივობას.

 ხელს  უწყობს ცხიმების წვას, აუმჯობესებს მეტაბოლიზმს, არეგულირებს სხეულის წონას.

 

 

ჩვენება:

  • კარდიოლოგია: გულის იშემიური დაავადებები(სტენოკარდია, გულის ქრონიკული უკმარისობა), ათეროსკლეროზი, ჰიპერტონია, კარდიომიოპათია, არითმია;
  • ნევროლოგია: ინსულტი, თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლა, ასთენია, შაკიკი, მიასთენია, პოლინეიროპათია, დემენცია, გაფანტული სკლეროზი;
  • ენდოკრინოლოგია: შაქრიანი დიაბეტი, თირეოტოქსიკოზი, სიმსუქნე, გლუკოკორტიკოიდებით ხანგრძლივი მკურნალობა;

 

  • ანდროლოგია: უშვილობა მამაკაცებში, სპერმატოგენეზის დარღვევა(ოლიგოსპერმია, სპერმააგლუტინაცია და ა.შ), ვარიკოცელე

 

  • გინეკოლოგია: ინფექციური დაავადებების შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდი, სიმსუქნე რომელიც იწვევს უშვილობას, ჰორმონული ბალანსის დარღვევა;

 

  • ქირურგია: ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდი, ფიზიკური ძალის მოსამატებლად დასუსტებულ ავადმყოფებში;

 

  • გასტროენტეროლოგია: ქრონიკული ანაციდური გასტრიტი, ქრონიკული ჰეპატიტი, ღვიძლის ციროზი, ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფია;

 

  • პულმონოლოგია: სასუნთქი სისტემის ქრონიკული ინფექციები;

 

  • დერმატოვენეროლოგია: ფსორიაზი, სებორეა, სკლეროდერმიის კანის ფორმა;

 

  • ნეფროლოგია და უროლოგია: გლომერულონეფრიტი, თირკმლის ცხიმოვანი დისტროფია, თირკმლის ქრონიკული უკმარისობა.

 

  • ონკოლოგია: ქიმიო და სხივური თერაპიის შემდგომი პერიოდი, სარძევე ჯირიკვლის ავთვისებიანი სიმსივნეები;

 

შემადგენლობა: კოენზიმ -Q 10   60მგ; 200მგ

დამატებითი ინგრედიენტები: ბრინჯის ქატოს ზეთი, ჟელატინი, მცენარეული გლიცერინი, სოიოს ლეციტინი, ეთერზეთები, ტიტანის დიოქსიდი ფერი.

არ შეიცავს: წებოვანას, სახამებელს, რძის პროდუქტებს, სოიოს, საფუარს, შაქარს, სოდას, ხელოვნურ არომატიზატორებს, დამატკბობელს და კონსერვანტებს .

დოზირება: 1  კაფსულა 1-2-ჯერ დღეში

გამოშვების ფორმა: 30 ჟელატინისებური კაფსულა ბოთლში 

მწარმოებელი: სოლგარი აშშ.

მეტი ინფორაცია
Units 30
Form სპრეი
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy