Solgar - სოლგარი ჰიდროქსიციტრატი 60 კაფსულა
სოლგარი
ჰიდროქსიციტრატი
გათავისუფლდი ჭარბი წონისგან!
შემადგენლობა:
Garcinia cambogia-ს ნაყოფის ექსტრაქტი - 500მგ
რომელიც უზრუნველყოფს:
ჰიდროქსიციტრის მჟავას - 250მგ
სოლგარის ჰიდროქსიციტრატი:
- 3-ჯერ უფრო სწრაფად ახდენს წონის კლებას, ვიდრე მხოლოდ დიეტა და ვარჯიში
- განსაკუთრებით ეფექტურია აბდომინალური, ვისცერალური ცხიმების შესამცირებლად, რომლის შემცირებაც ყველაზე რთულია დიეტით და ვარჯიშით.
- არ ახასიათებს გვერდითი მოვლენები
ჭარბი წონა და სიმსუქნე წარმოადგენს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, დიაბეტის, ჰიპერლიპიდემიის, ჰიპერტენზიის და სიმსივნის განვითარების მნიშვნელოვან რისკ-ფაქტორს. ჭარბ წონასა და სიმსუქნეს განაპირობებს გენეტიკური და გარემო ფაქტორების კომბინაცია. ბოლო წლებში სამეცნიერო ორგანიზაციების მიერ ჩატარდა 5002 ორმაგი ბრმა, პლაცებო კონტროლირებადი კვლევა ჰიდროქსიციტრის მჟავას გამოყენებაზე ჭარბი წონის მკურნალობაში. კვლევების შედეგებიდან გამომდინარე პრეპარატმა დიდი აღიარება მოიპოვა და დასახელდა ერთ-ერთ საუკეთესო გასახდომ საშუალებად.
ჰიდროქსიციტრატი წარმოადგენს ჰიდროქსიციტრის მჟავის მარილს, რომელიც მიიღება მცენარე Garcinia cambogia-ს ნაყოფისგან. იგი წონის კლებას ახდენს მოქმედების რამდენიმე მექანიზმით:
- თრგუნავს მადას
- ახდენს ცხიმოვანი მჟავების ბიოსინთეზის ინჰიბირებას
- თრგუნავს დე ნოვო ლიპოგენეზს
- აძლიერებს ცხიმების ოქსიდაციას
- აძლიერებს ენერგიის ხარჯვას
- ახდენს სიმსუქნესთან ასოცირებული გენების დაუნრეგულაციას
გავლენა სეროტონინზე და მადის დათრგუნვა
ჰიდროქსიციტრის მჟავა თრგუნავს ფერმენტ ატფ-ციტრატ ლიაზას. შესაბამისად აღარ ხდება ციტრატების დაშლა ოქსალოაცეტატებად და აცეტილ კოენზიმ-A-დ, რომელიც მთავარ როლს ასრულებს ცხიმოვანი მჟავების და ქოლესტერინის სინთეზში. შედეგად, აღარ ხდება ორგანიზმის მიერ მიღებული ნახშირწყლების ცხიმოვან მჟავებად გარდაქმნა. ნახშირწყლების დიდი ნაწილი გადადის ღვიძლში და ხდება გლიკოგენის სინთეზი. ამ მეტაბოლური ალტერაციიდან (ცვლილება) გამომდინარე იზრდება სეროტონინის უკუმიტაცების ინჰიბირება (ცნს-ის სტიმულაციის გარეშე), რაც უზრუნველყოფს მადის დათრგუნვას.
ჰიდროქსიციტრის მჟავას ასევე გააჩნია მადის დათრგუნვის კიდევ ერთი სავარაუდო მექანიზმიც. ეს მჟავა შესაძლოა ნეიროპეპტიდ გამაზე მოქმედებითაც იწვევდეს მადის სუპრესიას. ასევე ფიქრობენ, რომ ჰიდროქსიციტრის მჟავას ახასიათებს ლეპტინის მსგავსი მიმეტური აქტივობა.
Preuss et al Diabetes Obes Metab. 2004 May; 6(3):171-80 - კვლევის მიხედვით, ჰიდროქსი ციტრის მჟავა უზრუნველყოფს მადის დათრგუნვას, წონაში კლებას, პლაზმაში ლეპტინის დონის შემცირებას და შრატში სეროტონინის დონის მატებას, ასევე ლიპიდური პროფილის გაუმჯობესებას.
მსგავსი შედეგები იყო წარმოდგენილი Asghar et al -ის კვლევებში.
Leonhardt and Langhans - ის კვლევებში ჰიდროქსიციტრის მჟავამ 12 % ით შეამცირა მიღებული საკვების ოდენობა. შედეგი შენარჩუნებულ იქნა ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
დე ნოვო ლიპოგენეზის შემცირება
აცეტილ კოენზიმ A-ს შემცირება იწვევს ცხიმოვანი მჟავების საშენი მასალის შემცირებას. შესაბამისად მცირდება ლიპოგენეზი და ასევე ქოლესტერინის სინთეზი. კვლევებით (როგორც ინ ვიტრო, ასევე ინ ვივო) დადასტურდა, რომ ჰიდროქსიციტრის მჟავა ლიპოგენეზის ინჰიბირებას ახდენს ღვიძლში, ცხიმოვან ქსოვილსა და წვრილ ნაწლავში.
ცხიმების ოქსიდაციის ზრდა
Lim et al. - ის მიხედვით J Nutr Sci Vitaminol (Tokyo). 2003 Jun; 49(3):163-7. ჰიდროქსიციტრის მჟავა ზრდის ლიპიდების ოქსიდაციას (ცხიმების წვა) როგორც ფიზიკური აქტივობის დროს, ასევე მის გარეშეც.
სიმსუქნესთან ასოცირებული გენების დაუნრეგულაცია
ლიპოგენური ტრანსკრიფციის ფაქტორები ძალიან მნიშვნელოვანია ცხიმოვანი ქსოვილის მეტაბოლიზმის და აქტივობის, ასევე მისი განვითარებისთვის. ჰირდოქსიციტრის მჟავა იწვევს შემდეგი გენების აქტივობის შემცირებას: SREBP1c; ღვიძლის X რეცეპტორები, PPARγ, C/EBPα;
ჰიროქსიციტრის მჟავის სავარაუდო მოქმედების მექანიზმებია: პანკრეასული ფერმენტის ალფა ამილაზას და ნაწლავური ალფა გლუკოზიდაზას ინჰიბირება, რომლის შედეგადაც ნახშირწყლების მეტაბოლიზმი მცირდება.
დამატებითი ინგრედიენტები: მცენარეული ცელულოზა, მცენარეული მაგნიუმის სტეარატი, სილიკა გელი.
არ შეიცავს: გლუტეინს, სახამებელს, რძის პროდუქტებს, სოიოს, საფუარს, შაქარს, სოდას, ხელოვნურ არომატიზატორებს, დამატკბობლებს, კონსერვანტებს და საღებავებს.
დოზირება: მიიღება მოზრდილებში ყოველი კვების წინ თითო ტაბლეტი ნახევარი ან ერთი საათით ადრე.
არ მიიღება ორსულობის, ლაქტაციის პერიოდში და 18 წლამდე ასაკის პირებში. გვერდითი მოვლენების შემთხვევაში კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს. შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ გამოიყენოთ პრეპარატი თუ ბოთლის მთლიანობა დარღვეულია, ან თავსახური დაზიანებულია.
გამოშვების ფორმა: 60 მცენარეული კაფსულა
მწარმოებელი: სოლგარი აშშ
Units | 60 |
---|---|
Form | სპრეი |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account