Ftoro Kids - ფტორო კიდსი წვეთები 30მლ

განსაკუთრებული ფასი 28,29 ლ რეგულარული ფასი 39,90 ლ
მარაგშია
SKU
74961_3089

ჩვენებები:

კბილის კარიესის პროფილაქტიკა,  ასევე ჰიპო- და ავიტამინოზების,  მინერალებისა და მიკროელემენტების დეფიციტის პროფილაქტიკა და მკურნალობა.

FTORO KIDS

ფტორო ქიდსი

შემადგენლობა: საწყისი დოზა (6წვეთი) შეიცავს: Ftor – 0.25 mg, Vitamin PP -9 mg, Vitamin B1- 0.6  mg, Vitamin B2- 0.8mg, Vitamin B 12-0.7 mkg, Folic acid -100 mkg, Vitamin D3 10 mkg(400 ME)

 

მოქმედების მექანიზმი:

ნატრიუმის ფტორიდი წარმოადგენს ყველაზე ეფექტურ ნაერთს ენდოგენური და ტოპიკალური ფტორიდაციისათვის, გამოიყენება სტომატოლოგიურ პრაქტიკაში კარიესის პრევენციისათვის. ფტორი არის კბილის ქსოვილის, კერძოდ კბილის ემალის შემადგენელი ელემენტი. ამგვარად ის იცავს კბილს კარიესის გამომწვევი მავნე ეფექტებისაგან.

ნატრიუმის ფტორიდი ამცირებს ნადების წარმოქმნასა და კბილის ჰიპერმგრნობელობას. მისი წყალობით კბილის ემალი რეზისტენტული ხდება მჟავების მიმართ. ასტიმულირებს კბილის ქსოვილის რემინერალიზაციას და ამცირებს მიკრობული მჟავის წარმოქმნას. ფტორის დამცავი ეფექტი უფრო მაღალია ახალამოსულ კბილში.

მოზრდილებში ფტორის იონები ხელს უწყობს კარიესული დაზიანების რემინერალიზაციას. ფტორი საჭიროა ორსულებისა და მეძუძრი დედებისათვის, ასევე მათი ბავშვებისათვის.

დამატებითი აქტიური ნივთიერებები:

B9-ფოლიუმის მჟავა (100მკგ) აუცილებელია სისხლწარმოქმნისა და ნერვული სისტემისათვის. ფოლიუმის მჟავა  პასუხისმგებელია ორგანიზმში უჯრედულ დონეზე მიმდინარე უმნიშვნელოვანეს პროცესებზე, როგორებიცაა დნმ-ის სინთეზი, უჯრედების დაყოფა და ზრდა, ერითროციტების წარმოება.

D3-ქოლეკალციფეროლი (7.5მკგ) მონაწილეობს ფოსფორ-კალციუმის ცვლაში.ხელს უწყობს კალციუმის და ფოსფატის შეწოვასა და რეარბსორბციას. D3 ვიტამინი ხელს უშლის რაქიტის განვითარებას  და მონაწილეობს ძვლოვანი ჩონჩხის და კბილების ფორმირებაში 

B1-თიამინი (0.6მგ) წარმოადგენს ადამიანის ორგანიზმში ენერგიის პროდუქციის პროცესში მნიშვნელოვან ელემენტს. ხელს უწყობს ცილების,ცხიმების და ნახშირწყლების ენერგიად გარდაქმნას,მონაწილეობს ორგანიზმისთვის სასიცოცხლო მინშვნელობის მოლეკულების დაშლის პროცესში.

B2-რიბოფლავინი (0.8მგ.) ორგანიზმში აძლიერებს ნივთიერებათა ცვლას,მონაწილეობს ცილების,ცხიმების და ნახშირწყლების მეტაბოლიზმში.რიბოფლავინი აუცილებელია ერითროციტების წარმოქმნისთვის.მისი დახმარებით იოლდება კანის,ფრჩხილების და თმების უჯრედებით ჟანგბადის ათვისება. აუმჯობესებს მხედველობას,აქვეითებს თვალის დაღლას დამნიშვნელოვნად უშლის ხელს კატარაქტის წარმოქმნას.

B12-ციანკობალამინი (0.7მკგ) ეს ვიტამინი მონაწილეობს ორგანიზმის ზრდისა და განვითარების უმნიშვნელოვანეს პროცესებში.ვიტამინი B12 (ციანკობალამინი) ორგანიზმის ნორმალური ფუნქციობისთვის აუცილებელია. იგი მონაწილეობს სისხლის წარმოქმნის პროცესში, არეგულირებს ორგანიზმში ნახშირწყლოვან და ცხიმოვან ცვლას. მისი ნაკლებობის დროს ვითარდება სისხლნაკლებობა

PP-ნიკოტინის მჟავა (9მგ.) საკვებში ამ სახის ვიტამინის სიმცირე ხდება კანის, კუჭნაწლავის ტრაქტისა და ნერვული სისტემის დაავადების მიზეზი. PP ვიტამინი მონაწილეობს ერითროციტების ჰემოგლობინის წარმოქმნაში.


ჩვენებები:

კბილის კარიესის პროფილაქტიკა,  ასევე ჰიპო- და ავიტამინოზების,  მინერალებისა და მიკროელემენტების დეფიციტის პროფილაქტიკა და მკურნალობა.

დოზირება და  მიღების წესი:

ასაკი (წელი)

დოზირება

-6 თვემდე.ასაკის ბავშვები

არ ინიშნება

6 -თვიდან 3 წლამდე

4-6 წვეთი

3-დან 6 წლამდე

8-12 წვეთი

6 -დან  16-წლამდე

14-24 წვეთი 

 

უკუჩვენება:

ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ინგრედიენტების მიმართ. პრეპარატის მიღება უკუნაჩვენებია იმ შემთხვევაში თუ სასმელ წყალში ფტორის შემცველობა აღემატება 0.7პპმ-ს.

გაცემის წესი:

გაიცემა მხოლოდ რეცეპტით.

 

შეფუთვა: 30 მლ ბოთლი მოთავსებული მუყაოს კოლოფში.

 

მწარმოებელი:

NATURAL PHARMA KOZETIK,PAZARLAMA IC DIS TICARED LTD.STI თურქეთი

 

მეტი ინფორაცია
Units 1
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy