საოვულაციო ტესტი სტრიპი N1
ოკსურე™ ოვულაციის (მჰ) ტესტი სტრიპი
ოვულაციის ტესტი (სტრიპი)
მხოლოდ in vitro დიაგნოსტიკური გამოყენებისთვის
დოკუმენტის ნომერი: IFU-LH Strip, A/3-20160628
დანიშნულება
ოვულაციის ტესტი (სტრიპი) წარმოადგენს ერთსაფეხურიან იმუნოქრომატოგრაფიულ სინჯს, რომელიც განკუთვნილია ადამიანის მალუთეინიზებელი ჰორმონის (ამჰ) in vitro ხარისხობრივი განსაზღვრისთვის შარდში ოვულაციის დროის პროგნოზირებისთვის როგორც პროფესიონალებისთვის, აგრეთვე თვით-დიაგნოსტიკისთვის.
რადგან მიმდინარე კვლევები აჩვენებს, რომ ქალების 38 %-ის შემთხვევაში მალუთეინიზებელი ჰორმონის პიკური გამოთავისუფლება გრძელდება 10 საათზე ნაკლები დროის განმავლობაში, ჩვენ რეკომენდაციას გიწევთ გამოიყენოთ ოვულაციის ტესტი დღეში ორჯერ, დილით და საღამოს, რათა უფრო ეფექტურად და ზუსტად განსაზღვროთ თქვენი ოვულაციის დრო. მჰ პიკი როგორც წესი აღინიშნება ოვულაციის წინ, რაც კვერცხუჯრედის გამოთავისუფლებაზე მიუთითებს. კვერცხუჯედი გამოთავისუფლების შემდეგ სიცოცხლისუნარიანია მხოლოდ 24 საათის ან ნაკლების განმავლობაში, ხოლო სპერმა თქვენს ორგანიზმში ცოცხლობს მხოლოდ რამდენიმე დღის განმავლობაში. შესაბამისად, ოვულაციის ტესტი დაგეხმაროთ განსაზღვროთ ორი ყველაზე ნაყოფიერი დღე აღმოჩენილი მჰ პიკის შემდეგ. სქესობრივი კავშრის დამყარება ამ დღეებში მაქსიმუმამდე გაზრდის თქვენი დაორსულების შანსებს.
შეჯამება და განმარტებები
ადამიანის მალუთეინიზებელი ჰორმონი (ამჰ) წარმოადგენს გლიკოპროტეინურ ჰორმონს, რომელიც გამოიყოფა ჰიპოფიზის წინა ნაწილში. ამ ჰორმონის მოლეკულური წონა არის დაახლოებით 30,000 და შედგება ალფა და ბეტა სუბერთეულებისგან. ალფა-ამჰ-ს ამინომჟავური თანმიმდევრობა ძირითადად სხვა ჰორმონების იდენტურია, როგორებიცაა ფოლიკულმასტიმულირებელი ჰორმონი (ფმჰ), თიროიდმასტიმულირებელი ჰორმონი (თმჰ) და ადამიანის ქორიონული გონადოტროპინი (აქგ). ამჰ ჰორმონს ბიოლოგიურ და იმუნოქიმიურ სპეციფიურობას მისი ბეტა სუბერთეული ანიჭებს. ცნობილია, რომ მჰ და ფმჰ სხვა სტეროიდულ ჰორმონებთან ერთად მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ოვულაციის და საკვერცხის ფუნქციების რეგულირებაში მენსტრუალური ციკლის დროს. საკვერცხის ფოლიკულის და მისი ოოციტის მომწიფება იწყება წინა მენსტრუალური ციკლის ბოლოს. ჰიპოფიზის მიერ გამოყოფილი ფმჰ-ს საპასუხოდ ფოლიკული სწრაფად იზრდება. ფოლიკულის განვითარებასთან ერთად, ესტრადიოლის სეკრეცია ნელა თანდათანობით იზრდება, რასაც შემდგომ მოყვება სწრაფი ზრდა. ესტრადიოლის დონის ეს სწრაფი ზრდა ზოგადად ციკლის შუა პერიოდში მალუთეინიზებელი ჰორმონის დონის სწრაფი მატების და პიკის მაპროვოცირებლად ითვლება. მალუთეინიზებელი ჰორმონის პიკიდან დაახლოებით 12-24 საათის შემდეგ, გადიდებული ფოლიკულის კედელი სკდება და გამოთავისუფლდება მომწიფებული კვერცხუჯრედი. ოვულაციის შემდეგ მალუთეინიზებელი ჰორმონის დონე საბაზისო მაჩვენებელს ორი დღის განმავლობაში უბრუნდება, პარალელურად ხდება პროგესტერონის დონის მატება ლუთეალური ფაზის დასაწყებად. ლუთეალური ფაზა გრძელდება დაახლოებით 14 დღის ფარგლებში. თუ არ განვითარდა ორსულობა, იწყება მომწიფებისთვის ახალი ფოლიკულის სელექციის პროცესი შემდეგ მენსტრუალურ ციკლში.
მენსტრუალური ციკლის განმავლობაში მალუთეინიზებელი ჰორმონის დონის დამახასიათებული ვარიაციის გამო, მალუთეინიზებელი ჰორმონის სწრაფი და მგრძნობიარე განსაზღვრა მნიშვნელოვან საშუალებას წარმოადგენს ქალებში უნაყოფობის დიაგნოსტიკისა და მართვისთვის. ადამიანის მალუთეინიზებელი ჰორმონის პიკის აღმოჩენა შეიძლება დაგვეხმაროს ოვულაციის დროის პროგნოზირებაში. ამჰ-ს პიკური გამოთავისუფლების დასაწყისი ოვულაციას დაახლოებით 30 საათით უსწრებს წინ. ამჰ-ს ანალიზი წარმატებით გამოიყენება ოვულაციის დროის განსასაზღვრად in vitro განაყოფიერებისთვის ოოციტის ასაღებად და ანალოგიურად შესაძლოა დახმარება გაგვიწიოს ხელოვნური განაყოფიერების დროის განსაზღვრაში.
ტესტის პრინციპი
ოვულაციის ტესტი წარმოადგენს ხარისხობრივ ორმხრივ იმუნურ სინჯს შარდში ადამიანის მალუთეინიზებელი ჰორმონის განსასაზღვრად. სატესტო ხაზის ზონაში აპკი წინასწარ იფარება თხის მალუთეინიზებელი ჰორმონის საწინააღმდეგო ანტისხეულებით და საკონტროლო ხაზის ზონაში იფარება თხის თაგვის საწინააღმდეგო ანტისხეულებით. ტესტის მიმდინარეობისას შარდის ნიმუში რეაგირებს ფერად კონიუგატთან (თაგვის მალუთეინიზებელი ჰორმონის საწინააღმდეგო მონოკლონური ანტისხეულის-კოლოიდური ოქროს კონიუგატი), რომელიც ტესტის სტრიპზე წინასწარ არის გამშრალი. კომპლექსი შემდეგ გადაადგილდება ზევით მემბრანაზე ქრომატოგრაფიულად კაპილაური აქტივობის საშუალებით. როდესაც ნიმუშში აღინიშნება ადამიანის მალუთეინიზებელი ჰორმონი, მემბრანაზე წარმოიქმნება ფერადი ზოლი სპეციფიური ანტი-ამჰ-ფერადი კონიუგატის კომპლექსით. საკონტროლო რეგიონში ყოველთვის წარმოიქმნება ღია ფერის ხაზი. ეს საკონტროლო ხაზი ასრულებს ფერის ინტენსივობის სტანდარტის ფუნქციას დაახლოებით 2მსე/მლ მალუთეინიზებელი ჰორმონის დონისთვის. როდესაც სატესტო ხაზის ინტენსივობა უფრო მაღალია ვიდრე საკონტროლო ხაზის, ტესტი დადებითია, რაც იმის მანიშნებელია, რომ მალუთეინიზებელი ჰორმონის პიკური გამოთავისუფლება სავარაუდოდ მიმდინარეობის პროცესშია.
რეაგენტები:
- მალუთეინიზებელი ჰორმონის თითოეული ტესტი (სტრიპი) ინდივიდუალურად არის შეფუთული ჰერმეტულ ფოლგის პაკეტში
ინგრედიენტები: ამჰ საწინააღმდეგო ანტისხეულებით დაფარული აპკი და ფერადი ამჰ საწინააღმდეგო ანტისხეულების ბალიში, შეიცავს ადამიანის მალუთეინიზებელი ჰორმონის (ამჰ) საწინააღმდეგო თაგვის მონოკლონური ანტისხეულების და პოლიკლონური ანტისხეულების (ცხვრის ან თხის) კომბინაციას, თაგვის მონოკლონურ ანტისხეულებს და პოლიკლონურ ანტისხეულებს კოლოიდური ოქროს ნაწილაკებთან ერთად.
მახასიათებლები და მომარაგებული მასალები:
- ერთ ჰერმეტული პაკეტში მოთავსებულია ორი კომპონენტი:
ა. 1 სტრიპი.
ბ. 1 გამშრობი ადსორბენტი.
- ერთი პაკეტის დანართი (გამოყენების ინსტრუქცია).
საჭირო მასალები, რომლებიც არ მოყვება კომპლექტს
ტაიმერი
ნიმუშის კონტეინერი და ერთჯერადი ხელთათმანები
სხვა დამატებითი აღჭურვილობა ან რეაგენტები საჭირო არ არის
შენახვა და სტაბილურობა
ტესტის კომპლექტის შენახვა დასაშვებია ოთახის ტემპერატურაზე (4℃-30℃) ჰერმეტულ პაკეტში ვარგისიანობის ამოწურვის თარიღამდე.
ტესტის კომპლექტები უნდა ინახებოდეს პირდაპირი სინათლის, ნესტისა და სითბოსგან დაცულ ადგილზე.
არ გაყინოთ.
ვარგისიანობის ვადა
24 თვე.
სიფრთხილის ზომები
- მხოლოდ in vitro დიაგნოსტიკური გამოყენებისთვის, არ არის განკუთვნილი შიგნით მისაღებად.
- ტესტის ჩატარებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია. თითოეული საფეხური განახორციელეთ ზუსტად ინსტრუქციაში აღწერილის შესაბამისად.
- არ გამოიყენოთ პაკეტზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
- თითოეული ოვულაციის ტესტი გამოიყენება მხოლოდ ერთჯერადად; არ გამოიყენოთ ოვულაციის ტესტი განმეორებით.
- არ გამოიყენოთ ტესტი თუ ჰერმეტული პაკეტი დაზიანებულია.
- ჰერმეტული პაკეტის გახსნის შემდეგ ტესტი დაუყოვნებლივ უნდა გამოიყენოთ.
- გადააგდეთ თითოეული ოვულაციის ტესტი გამოყენების შემდეგ. შარდის ნიმუშები და ტესტის გამოყენებული ნაწილები უნდა განიხილოთ პოტენციურად ინფექციურ მასალებად და გამოიყენოთ და მოიცილოთ შესაბამისად. მოარიდეთ კანთან კონტაქტს.
- ამ პროდუქტის გამოყენებისას, თქვენ არ უნდა იღებდეთ აქგ-ს ან მჰ-ს შემცველ მედიკამენტებს, რომელთაც შესაძლოა გავლენა იქონიონ ტესტის შედეგზე. პროდუქტი აგრეთვე არ უნდა გამოიყენოთ ორსულობის, მენოპაუზის ან კონტრაცეპტივის გამოყენებისას, შედეგი არ იქნება სწორი.
- შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
როდის ჩავატაროთ ტესტი
განსაზღვრეთ თქვენი მენსტრუალური ციკლის ხანგრძლივობა
თქვენი მენსტრუალური ციკლის ხანგრძლივობა შეადგენს დღეების რაოდენობას თქვენი მენსტრუაციის (მენსტრუალური სისხლდენა) პირველი დღიდან თქვენი შემდგომი მენსტრუაციის დაწყების წინა დღემდე. თქვენი მენსტრუალური ციკლის ხანგრძლივობის განსასაზღვრის დროს უნდა ჩათვალოთ წინა რამდენიმე თვე.
აღნიშნეთ თქვენი ციკლის ჩვეული ხანგრძლივობა ცხრილში „როდის დავიწყოთ ტესტირება“ ქვემოთ. გახაზეთ მისი შესაბამისი რიცხვი ცხრილის ქვედა ნაწილში. გადათვალეთ აღნიშნული დღეების რაოდენობა ბოლო ციკლის პირველი დღის შემდეგ კალენდარზე. ეს არის დღე, რომელზეც უნდა დაიწყოთ ტესტირება. შეადარეთ ტესტის შედეგები 5 დღის განმავლობაში მიყოლებით ტესტირების შემდეგ ან მჰ-ს მაქსიმალური კონცენტრაციის მიღებამდე, და დაადგინეთ მჰ-ს პიკის დონე. ოვულაციის პერიოდის განსასაზღვრად ციკლის 21 დღეზე ნაკლები ან 38 დღეზე მეტი ხანგრძლივობისთვის, ტესტები უნდა ჩატარდეს ექიმის მითითებებით.
როდის დავიწყოთ ტესტირება
მონიშნეთ თქვენი ციკლის ჩვეული ხანგრძლივობა
21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 |
06 06 07 07 08 09 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 |
გადათვალეთ წინ დღეების ეს რაოდენობა თქვენი ბოლო ციკლის პირველი დღიდან.
შენიშვნა: თუ თქვენ არ ხართ დარწმუნებული თქვენი ციკლის ხანგრძლივობაში, ცხრილის წაკითხვის დროს უმჯობესია გამოიყენოთ თქვენი უმოკლესი ციკლის ხანგრძივობა. ასეთ შემთხვევაში თქვენ შესაძლოა დაგჭირდეთ ტესტირება 5 დღეზე მეტის განმავლობაში.
„როდის დავიწყოთ ტესტირება“ ცხრილი აჩვენებს, რომ მე გადავთვლი წინ 11 დღეს 7 რიცხვის შემდეგ. კალენდარზე შემდგომი 11 დღის დათვლისას მე დავადგინე, რომ შარდის შეგროვება და ტესტირება უნდა დავიწყო 17 რიცხვიდან“. (იხილეთ „კალენდარის ნიმუში“ ქვევით).
კალენდარის ნიმუში
კვ. |
ორშ. |
სამშ. |
ოთხშ. |
ხუთშ. |
პარ. |
შაბ. |
|
1 |
2 |
3 |
4 |
5 |
6 |
(7) |
8 |
9 |
10 |
11 |
12 |
13 |
14 |
15 |
16 |
18 |
19 |
20 |
|
21 |
22 |
23 |
24 |
25 |
26 |
27 |
28 |
29 |
30 |
31 |
|
|
|
( )--თქვენი ბოლო ციკლის პირველი დღე
< >--დაიწყეთ ტესტირება ოვულაციის ტესტით (სტრიპი)
მენსტრუალური ციკლი |
ტესტირების დაწყების დრო |
21-22 დღე |
მე-6 დღე |
23-24 დღე |
მე-7 დღე |
25 დღე |
მე-8 დღე |
26 დღე |
მე-9 დღე |
27 დღე |
მე-10 დღე |
28 დღე |
მე-11 დღე |
29 დღე |
მე-12 დღე |
30 დღე |
მე-13 დღე |
31 დღე |
მე-14 დღე |
32 დღე |
მე-15 დღე |
33 დღე |
მე-16 დღე |
34 დღე |
მე-17 დღე |
35 დღე |
მე-18 დღე |
36 დღე |
მე-19 დღე |
37 დღე |
მე-20 დღე |
38 დღე |
21-ე დღე |
ტესტის პროცედურა
ნიმუშის შეგროვება და გამოყენება
ოვულაციის ტესტი ფორმულირებულია შარდის ახლად აღებულ ნიმუშებთან გამოყენებისთვის. ტესტი უნდა ჩაატაროთ დაუყოვნებლივ ნიმუშის აღების შემდეგ. შარდი არ საჭიროებს რაიმე განსაკუთრებულ წინასწარ დამუშავებას. ტესტის ჩასატარებლად შეარჩიეთ თქვენთვის კომფორტული დღის მონაკვეთი, გამოიყენეთ ხელთათმანები შარდის ნიმუშის სუფთა და მშრალ კონტეინერში შეგროვებისთვის. ცადეთ ტესტის ჩატარება დაახლოებით ერთსა და იმავე დროს თითოეულ დღეზე მთლიანი ციკლისთვის. საუკეთესო შედეგების მისაღებად, ჩაატარეთ ტესტი დილის 10:00 საათიდან საღამოს 08:00 საათამდე.
ტესტის სტრიპი და პაციენტის ნიმუშები, საკონტროლო ან ეტალონური მასალები ტესტირებამდე ოთახის ტემპერატურამდე უნდა მიიყვანოთ.
ტესტის ჩატარება
შემწოვი ბამბა ტესტის ხაზი საკონტროლო ხაზი
გამოყენების მითითებები
- მიიყვანეთ ჰერმეტული პაკეტი ოთახის ტემპერატურამდე.
- ამოიღეთ ტესტი ჰერმეტული პაკეტიდან.
- მოათავსეთ სტრიპი შარდში ისრიანი ბოლოთი შარდისკენ.
- არ დაფაროთ შარდით MAX (მაქსიმუმი) ხაზის ზევით.
- ამოიღეთ სტრიპი ჭიქიდან მინიმუმ 15 წამის შემდეგ და დადეთ ის ჰორიზონტალურად, ბრტყელ არა-შემწოვ და სუფთა ზედაპირზე.
- წაიკითხეთ შედეგი 10 წუთში. არ გააკეთოთ შედეგის ინტერპრეტაცია 15 წუთის შემდეგ.
- გადააგდეთ ტესტის მოწყობილობა ერთჯერადი გამოყენების შემდეგ.
შენიშვნა: შარდის ნიმუშში მჰ-ს კონცენტრაციიდან გამომდინარე, შედეგის დასადასტურებლად დაიცადეთ სრული ათი წუთი. არ წაიკითხოთ ერთსაფეხურიანი მჰ ტესტი 15 წუთს შემდეგ, რადგან ტესტმა შესაძლოა არასწორი შედეგი აჩვენოს.
ეს ტესტი ერთჯერადი გამოყენებისთვის არის განკუთვნილი. გთხოვთ უსაფრთხოდ მოიცილოთ სტრიპი; ტესტი უნდა განიხილოთ პოტენციურად ინფექციურ მასალად და მოიშოროთ შესაბამისად გამოყენების შემდეგ.
- შედეგების ინტერპრეტაცია
დადებითი: თუ ჩანს როგორც ტესტის, ისე საკონტროლო ხაზები და ტესტის ზოლი უფრო ინტენსიურია ან საკონტროლო (C) ზოლის თანაბარი ინტენსივობისაა, ტესტის შედეგი დადებითია, რაც იმას ნიშნავს, რომ სავარაუდოა ოვულაციის განვითარება შემდეგი 24-48 საათის განმავლობაში.
უარყოფითი: თუ ჩანს ერთი შინდისფერი ხაზი საკონტროლო ზონაში (C); ტესტის ზონაში (T) ზოლი არ ჩანს, ან ტესტის (T) ზოლი საკონტროლო (C) ზოლზე ნაკლები ინტენსივობისაა. შედეგი უარყოფითია, რაც ნიმუშში მჰ-ს ბაზალურ დონეზე მიუთითებს.
|
არასარწმუნო შედეგი: თუ არც ტესტის (T) და არც საკონტროლო (C) ველებში არ ჩანს გამოკვეთილი შინდისფერი ზოლი, ტესტის შედეგი არასარწმუნოა. გაიმეორეთ ტესტი ნიმუშზე ახალი სტრიპით.
არასარწმუნო შედეგი შესაძლოა გამოწვეული იყოს,
- შემწოვი ბოლოს არასაფუძვლინი დასველებით.
- ტესტის პასუხის ნაადრევად ან დაგვიანებით წაკითხვით. უნდა გაითვალიწინოთ რეაქციის 10 წუთიანი დრო.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ პროცედურის შეზღუდვები.
კითხვა-პასუხი
- შემიძლია ტესტი ორსულობის თავიდან ასაცილებლად გამოვიყენო?
- არა, ტესტი არ უნდა გამოიყენოთ ორსულობისგან თავდაცვის საშუალებად.
- მოქმედებს თუ არა ალკოჰოლი ან ხშირად გამოყენებული წამლები ტესტის შედეგზე?
- არა, მაგრამ თუ იღებთ რაიმე მედიკამენტს უმჯობესია ამის შესახებ გაესაუბროთ ექიმს.
- რამდენ ხანს რჩება ხაზი ხილული?
- საუკეთესო შედეგებისთვის ტესტი უნდა წაიკითხოთ 10 წუთის შემდეგ. დადებითი (პიკი) შედეგი არ გაქრება. რამდენიმე საათში ფერადი ხაზი შესაძლოა გამუქდეს და ფონზე შესაძლოა ლაქები გაჩნდეს. ზოგიერთი უარყოფითი პასუხის შემთხვევაში შესაძლოა გამოჩნდეს უფრო ფერმკრთალი მეორე ხაზი ტესტის უბნიდან აორთქლების გამო, რაც ხელს უშლის სატესტო ნივთიერებების სრულ გადაადგილებას. შესაბამისად, ტესტის სტრიპი შედეგის წაკითხვის შემდეგ უნდა გადააგდოთ.
- დადებითი შედეგის წაკითხვის შემდეგ, რა არის სქესობრივი კავშირისთვის იდეალური დრო?
- ოვულაცია სავარაუდოდ განვითარდება 24-48 საათის განმავლობაში. ეს არის თქვენი ყველაზე ნაყოფიერი დრო. სქესობრივი კავშირის დამყარება რეკომენდირებულია დროის ამ შუალედში.
- მე ვიყენებ სხეულის ბაზალური ტემპერატურის მეთოდს. ანაცვლებს თუ არა ეს ტესტი ტემპერატურულ მეთოდს?
- სხეულის ბაზალური ტემპერატურის ცვლილება ძირითადად იმაზე მიუთითებს, რომ ოვულაცია უკვე განვითარდა. ტესტი აჩვენებს რომ ოვულაცია მალე განვითარდება.
- მე მივიღე დადებითი შედეგი და მქონდა სქესობრივი კავშირი ამ ნაყოფიერ დღეებში. მე არ დავორსულდი. რა უნდა ვქნა?
- თქვენი დაორსულების უნარზე ბევრი ფაქტორი მოქმედებს. ხშირად თქვენ შესაძლოა დაგჭირდეთ ტესტის ნაკრების 3-4 თვის განმავლობაში გამოყენება, სანამ ორსულობას მიაღწევთ. თქვენ და თქვენი პარტნიორი უნდა გაესაუბროთ ექიმს, თუ ორსულობას ვერ მიაღწიეთ 3-4 თვის შემდეგ.
- მე მქონდა დადებითი შედეგი და სქესობრივი კავშირი ამ ნაყოფიერი დღეების განმავლობაში. ვფიქრობ შესაძლოა ორსულად ვიყო. როდის შემიძლია ამის გაგება?
- ორსულობის დასადგენმა პროდუქტებმა შესაძლო გაჩვენოთ პასუხი ყველაზე ადრე გამოტოვებული ციკლის პირველ დღეზე.
- დღის რა მონაკვეთში უნდა ჩავატარო ტესტი? საჭიროა თუ არა დილის შარდი გამოვიყენო?
- ჩვენ არ ვუწევთ რეკომენდაციას დილის პირველი შარდის გამოყენებას, თუმცა დღის ნებისმიერი სხვა მონაკვეთი გამოსადეგია. საუკეთესო შედეგებისთვის, ეცადეთ შარდი ყოველდღე დაახლოებით ერთსა და იმავე დროს შეაგროვოთ.
- მოახდენს თუ არა გავლენას შედეგზე ჩემ მიერ მიღებული სითხის რაოდენობა?
- ტესტის ჩატარებამდე სითხის ჭარბი მიღება გამოიწვევს შარდში ჰორმონის განზავებას. ჩვენ გირჩევთ შეზღუდოთ სითხის მიღება შარდის აღებამდე დაახლოებით ორი საათის განმავლობაში.
- რატომ არის აუცილებელი ტესტის დღეში ორჯერ ჩატარება?
- რადგან მიმდინარე კვლევები აჩვენებს, რომ ქალების 38 %-ის შემთხვევაში მჰ პიკი 10 საათზე ნაკლები გრძელდება, ჩვენ რეკომენდაციას ვუწევთ ტესტის დღეში ორჯერ გამოყენებას დილით და საღამოს, რათა უფრო ეფექტურად და ზუსტად დაადგინოთ თქვენი ოვულაციის დრო. მჰ პიკი როგორც წესი დგება ოვულაციის წინ, რაც მიუთითებს კვერცხუჯრედის გამოთავისუფლებაზე. კვერცხუჯრედი სიცოცხლისუნარიანია გამოთავისუფლებიდან მხოლოდ 24 საათის განმავლობაში, ხოლო სპერმა თქვენს ორგანიზმში ცოცხლობს მხოლოდ რამდენიმე დღის განმავლობაში. შესაბამისად, ტესტს შეუძლია დახმარება გაგიწიოთ ორი ყველაზე ნაყოფიერი დღის დადგენაში აღმოჩენილი მჰ პიკის შემდეგ. ამ დღეების განმავლობაში სქესობრივი კავშირის დამყარება მაქსიმუმამდე გაზრდის თქვენი დაორსულების შანსებს.
- ხარისხის კონტროლი
ტესტის შიდა ხარისხის კონტროლის მახასიათებლები:
კონტროლის ველში ხაზის გამოჩენა მიუთითებს იმაზე, რომ ტესტი სწორად ფუნქციონირებს და პროცედურული კონტროლის როლს ასრულებს. ტესტის ახალი პარტიის მიღებისას ტესტის სწორი ფუნქციონირების დასადასტურებლად რეკომენდირებულია დადებითი ამჰ კონტროლის (25-50 მსე/მლ ამჰ შემცველობა) და უარყოფითი ამჰ კონტროლის (0მსე/მლ ამჰ შემცველობა) შეფასება.
ტექნიკური მახასიათებლები
- სენსიტიურობა
ოვულაციის ტესტი (სტრიპი) აჩვენებს დადებით პასუხს ნიმუშებისთვის, რომლებიც შეიცავენ ამჰ-ს კონცენტრაციებით 25 მსე/მლ ან მეტი.
- სიზუსტე
ოვულაციის ტესტის ნაკრების სხვა ლეგალურად წარმოებულ საშუალებებთან შემადარებელი კვლევები ჩატარდა სახლის და საკონტროლო ლაბორატორიის პირობებში. შეფასდა დადებითი და უარყოფითი შედეგები და კორელაცია იყო >99%.
- სპეციფიურობა
შარდში, რომელის შეიცავდა ამჰ-ს კონცენტრაციებით 0 და 50 მსე/მლ, შემდგომი ნაერთების გახსნა არ იწვევდა გადაფარვას.
აქგ(ადამიანის ქორიონული გონადოტროპინი)………………………………………………………100მსე/მლ
აფმჰ(ადამიანის ფოლიკულ-მასტიმულირებელი ჰორმონი).……………………………….200მსე/მლ
აფმჰ(ადამიანის თიროიდ-მასტიმულირებელი ჰორმონი)………………………………….100მკსე/მლ
აცეტამინოფენი |
20მგ/დლ |
აცეტოსალიცილის მჟავა |
20მგ/დლ |
ასკორბინის მჟავა |
20მგ/დლ |
ატროპინი |
20მგ/დლ |
კოფეინი |
20მგ/დლ |
გენტიზის მჟავა |
20მგ/დლ |
გლუკოზა |
100მგ/დლ |
ჰემოგლობინი |
10მგ/დლ |
ამპიცილინი |
20მგ/დლ |
ტეტრაციკლინი |
20მგ/დლ |
პროცედურის შეზღუდვები
ტესტი მუშაობს მხოლოდ სატესტო პროცედურების ზედმიწევნით ზუსტი დაცვის შემთხვევაში.
ეს ტესტი არ უნდა გამოიყენოთ ორსულობისგან თავდაცვის საშუალებად.
მიმართეთ ექიმს, თუ თქვენი მენსტრუალური ციკლი არარეგულარული ან უჩვეულოდ გრძელია.
- მჰ ჩვეულებრივ აღმოჩენადია დაბალ დონეზე ჯანმრთელი კაცების (2-15 მსე/მლ), ან პრემენოპაუზური ქალების შარდსა და პლაზმაში არა- მჰ პიკის დროს. ტესტის ჩატარებამდე უნდა იხილოთ შემდგომი ცხრილები.
მჰ დონე (მსე/მლ)
პოსტმენოპაუზური ქალები 10-200
პრემენოპაუზური ქალები
ა. საბაზისო დონე 5-20
ბ. პიკური დონე 40-200
კაცები 5-15
თითოეულმა ლაბორატორიამ უნდა დაადგინოს შედეგების ინტერპრეტაციის საკუთარი კრიტერიუმები, რადგან ამჰ საბაზისო დონეები და მჰ გამოთავისუფლების პროფილები შესაძლოა ვარირებდეს ინდივიდებს შორის.
როდესაც პაციენტის საბაზისო მჰ დონე საეჭვოა, უარყოფით კონტროლად უნდა გამოიყენოთ მენსტრუალური ციკლის დაწყებიდან მე-7 დღეს აღებული შარდის ნიმუში. თუ ნიმუში წარმოქმნის უფრო ძლიერ პიკურ ზოლს ვიდრე მე-7 დღის ნიმუში, ეს მიუთითებს, რომ ადგილი აქვს მჰ პიკურ გამოყოფას.
2 ქალებს პოლიკისტოზური საკვერცხის სინდრომით შესაძლოა ქონდეთ მომატებული მჰ კონცენტრაციები.
3 ტესტის ნაკრებში გამოყენებული რეაგენტები აქგ-თან ჯვარედინად რეაგირებს. ნაკრები გამოიყენება მხოლოდ აქგ-სგან თავისუფალ ნიმუშებში ამჰ-ს ანალიზისთვის. ორსულმა ქალებმა არ უნდა გამოიყენონ ეს ტესტი, რადგან ორსული ქალების შარდი შეიცავს მაღალი კონცენტრაციით აქგ-ს და შედეგი ცრუ დადებითი იქნება.
4 როგორც ნებისმიერი სხვა დიაგნოსტიკური პროცედურისთვის, მომხმარებელმა ამ ნაკრების გამოყენებით მიღებული მონაცემები უნდა განიხილოს სხვა კლინიკური მონაცემების კონტექსტში და მიმართოს ექიმს ოვულაციის საბოლოო დიაგნოზისთვის სამედიცინო თვალსაზრისით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებამდე
ლიტერატურა
- Biological products and raw materials quality control standards for manual
- China biological preparations regulations
3.Batzer, F.R. Fertility & Sterility, Vol 34, 1 1980
4.Lenton, E.A., Neal L.M., Sulaiman, R. Fertility and Sterility, Vol. 37,773, 1982
5.Batzer, F.R. Fertility & Sterility, Vol, 34, 1 1980
6.Uotila, M., Ruoslahti, E. And Engvall, H.J. Immunol. Methods, Vol. 42, 11, 1981
7.PL.,Ey,et.Al.,Immunochemistry 15,429,1978
სიმბოლოების ჩამონათვალი
მხოლოდ in vitro დიაგნოსტიკური გამოყენებისთვის |
იხილეთ გამოყენების ინსტრუქცია |
||
შეინახეთ 4~30℃ ტემპერატურის ფარგლებში |
არ გამოიყენოთ განმეორებით |
||
პარტიის ნომერი |
ვარგისიანობის ამოწურვის თარიღი |
||
უფლებამოსილი წარმომადგენელი |
ტესტის ერთეული კომპლექტში |
||
დაიცავით ნესტისგან |
დაიცავით მზის სინათლისგან |
შ.პ. კომპანია ნანტონგ ეგენს ბიოტექნოლოჯი
შენობა 15,შენობა 12( დასავლეთი) , ნომერი 1692 ქსინგჰუ ავენიუ, ნანტონგის ეკონომიკის და ტექნოლოგიის განვითარების ზონა,226010 ნანტონგი, ჩინეთს სახალხო რესპუბლიკა.
შ.პ. კორპ. შანხაი ინთერნეშენალ ჰოლდინგი (ევროპა)
აიფეშტრასე 80, D- 20537 ჰამბურგი,გერმანია
Units | 1 |
---|
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account