გლუკომეტრი კონტურ პლუსი

განსაკუთრებული ფასი 7,52 ლ რეგულარული ფასი 15,04 ლ
მარაგშია
SKU
61256_2529
დანიშნულება სისხლში გლუკოზის დონის საზომი სისტემა CONTOUR® PLUS (კონტურ პლუსი) (გლუკომეტრი, ტესტ-სტრიპები და საკონტროლო ხსნარი) განკუთვნილია დიაბეტის მქონე პირების მიერ დამოუკიდებლად და სამედიცინო პერსონალის მიერ პაციენტებში ტესტის ჩასატარებლად სისხლში გლუკოზის დონის საკონტროლოდ. მოწყობილობის საშუალებით ხდება თითის ბალიშიდან ან ხელის გულიდან აღებული ახალი კაპილარული სისხლის, არტერიული ან ვენური სისხლის ან ახალშობილში ტესტირებისთვის აღებული სისხლი

CONTOUR® PLUS (კონტურ პლუსი)

დანიშნულება

სისხლში გლუკოზის დონის საზომი სისტემა CONTOUR® PLUS (კონტურ პლუსი) (გლუკომეტრი, ტესტ-სტრიპები და საკონტროლო ხსნარი) განკუთვნილია დიაბეტის მქონე პირების მიერ დამოუკიდებლად და სამედიცინო პერსონალის მიერ პაციენტებში ტესტის ჩასატარებლად სისხლში გლუკოზის დონის საკონტროლოდ. მოწყობილობის საშუალებით ხდება თითის ბალიშიდან ან ხელის გულიდან აღებული ახალი კაპილარული სისხლის, არტერიული ან ვენური სისხლის ან ახალშობილში ტესტირებისთვის აღებული სისხლის შემოწმება. მოწყობილობა განკუთვნილია 0.6-დან 33.3 მმოლ/ლ-მდე დიაპაზონში სისხლში გლუკოზის დონის რაოდენობრივი განსაზღვრისათვის.

სისტემა კონტურ პლუსი განკუთვნილია ინ ვიტრო დიაგნოსტიკისათვის

სისტემა CONTOUR PLUS (კონტურ პლუსი) შეიძლება გამოყენებული იყოს, როგორც დამხმარე საშუალება პაციენტის სისხლში გლუკოზის დონის თვითკონტროლის ინდივიდუალური პროგრამის ეფექტიანობაზე დაკვირვების მიზნით. სისხლში გლუკოზის დონის საზომი სისტემა CONTOUR PLUS (კონტურ პლუსი) განკუთვნილი არ არის შაქრიანი დიაბეტის დიაგნოსტიკისათვის ან სკრინინგის დროს მის გამოსავლენად.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია უსაფრთხოების შესახებ

 

გაფრთხილება

 

 

საშიში დაავადება

  • თითის ბალიშიდან ან სხვა ალტერნატიული ადგილებიდან აღებულ კაპილარულ სისხლში გლუკოზის დონის გაზომვა, კლინიკური თვალსაზრისით, ყოველთვის არ არის განკუთვნილი იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც აქვთ პერიფერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევა. კლინიკური მდგომარეობები, რომლებმაც შეიძლება უარყოფითი ზეგავლენა მოახდინონ კაპილარულ სისხლში გლუკოზის დონის გაზომვის სიზუსტეზე, შეიძლება იყოს შოკი, არტერიული წნევის მკვეთრად დავარდნა, ჰიპეროსმოლარული ჰიპერგლიკემია, დიაბეტური კეტოაციდოზი და ძლიერი გაუწყლოება. 1-3

აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია

  • ანალიზის შედეგების მიხედვით პრეპარატების მიღების გეგმის ცვლილების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წინ,
  • თუ სისხლში გლუკოზის დონის გაზომვისას მიღებული შედეგი 2.8 მმოლ/ლ-ზე ნაკლებია, დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას,
  • თუ სისხლში გლუკოზის დონის გაზომვისას მიღებული შედეგი 13.9 მმოლ/ლ-ზე მეტია, გაზომვა უნდა ჩატარდეს განმეორებით ახალი ტესტ-სტრიპის გამოყენებით, გაზომვის წინ აუცილებელია ხელების საპნით დაბანა და პირსახოცით გამშრალება. თუ გაზომვის შედეგი კვლავ მაღალია, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
  • იმის შესაფასებლად, თუ რამდენად შესაფერისია თქვენთვის ანალიზი ალტერნატიული ადგილებიდან სისხლის აღებით.

პოტენციური ბიოლოგიური საშიშროება

  • გაზომვის და გლუკომეტრთან, საჩხვლეტთან ან ტესტ-სტრიპებთან შეხების წინ და შემდეგ ყოველთვის კარგად დაიბანეთ ხელები საპნით და გაიმშრალეთ პირსახოცით.
  • ამ სისტემის ყველა შემადგენელი ნაწილი მიიჩნევა ბიოლოგიურად სახიფათო მასალად. სამედიცინო პერსონალმა და სხვა პირებმა, რომლებიც ამ სისტემას იყენებენ რამდენიმე პაციენტთან, უნდა დაიცვან თავიანთ დაწესებულებებში დადგენილი ინფექციური კონტროლის წესები. გათვალისწინებული უნდა იყოს, რომ ყველა ის შემადგენელი ნაწილი, რომელიც ეხება ადამიანის სისხლს, შეიძლება აღმოჩნდეს ვირუსული ინფექციური დაავადებების გადამტანი, მათი დამუშავების შემდეგაც კი. ჯანდაცვის დაწესებულებებში პოტენციურად დაინფიცირებულ ბიომასალების ნიმუშებთან მუშაობისას მომხმარებელმა უნდა დაიცვას სისხლით გადამდები დაავადების პროფილაქტიკის შესახებ რეკომენდაციები.
  • თქვენს კომპლექტში შემავალი საჩხვლეტი განკუთვნილია ერთი ადამიანის მიერ ინდივიდუალურად გამოსაყენებლად. მისი გამოყენება არ შეიძლება ერთზე მეტი ადამიანის მიერ დაბინძურების რისკის გამო.
  • სურათი ყოველი ახალი ტესტირებისას გამოიყენეთ ახალი ლანცეტი, ვინაიდან გამოყენებული ლანცეტი აღარ არის სტერილური.
  • ტესტ-სტრიპები და ლანცეტები უტილიზდება ყოველთვის ისე, როგორც სამედიცინო ნარჩენები, სამედიცინო პერსონალის ინსტრუქციების შესაბამისად. ყველა ის ნაკეთობა და ობიექტი, რომელიც შეეხება ადამიანის სისხლს, განხილული უნდა იყოს, როგორც ვირუსული ინფექციების პოტენციური გადამტანი.
  • შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას. კომპლექტში შედის ძალიან მცირე ზომის დეტალები, რომლებიც შეიძლება სახიფათო იყოს სასუნთქ გზებში მოხვედრისას.
  • მოარიდეთ ბატარეები ბავშვებს. ლითიუმის ბატარეის შემცველობა მომწამვლელია. ბატარეის გადაყლაპვის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურს.

 

სიფრთხილის ზომები

  • გლუკომეტრი CONTOUR® PLUS (კონტურ პლუსი) გამოიყენება მხოლოდ CONTOUR® PLUS (კონტურ პლუსი) ტესტ-სტრიპებთან და CONTOUR® PLUS (კონტურ პლუსი) საკონტროლო ხსნარებთან ერთად.
  • სურათი გაზომვის წინ წაიკითხეთ სისხლში გლუკოზის საზომი სისტემის CONTOUR® PLUS (კონტურ პლუსი) მომხმარებლის სახელმძღვანელო, საჩხვლეტის ინსტრუქცია, რომლებიც მოთავსებულია შეფუთვაში, აგრეთვე კომპლექტში შემავალი ყველა სხვა ინსტრუქცია. მკაცრად დაიცავით გამოყენების და მომსახურეობის შესახებ ყველა ინსტრუქცია გაზომვისას მცდარი შედეგების მიღების თავიდან ასაცილებლად.
  • დაათვალიერეთ მოწყობილობა და მისი ყველა შემადგენელი ნაწილი და დარწმუნდით, რომ მას არ აქვს დაზიანებები ან დეტალები არ არის გატეხილი. თუ ტესტ-სტრიპების ახალი კოლოფის გახსნისას აღმოაჩენთ, რომ ტესტ-სტრიპების ფლაკონი ღიაა, არ გამოიყენოთ სტრიპები. სათადარიგო ნაწილებისათვის მიმართეთ კლიენტების მომსახურეობის სამსახურს. საკონტაქტო ინფორმაცია იხილეთ უკანა მხარეს.
  • ტესტ-სტრიპები CONTOUR® PLUS (კონტურ პლუსი) ყოველთვის შეინახეთ ორიგინალ ფლაკონში. ტესტ-სტრიპების ამოღებისთანავე ფლაკონს თავსახური მჭიდროდ დაახურეთ. ფალკონი ტესტ-სტრიპებს შენახვისას იცავს ტენის ზემოქმედებისაგან. არ შეიძლება გლუკომეტრისა და ტესტ-სტრიპების მოთავსება ჭარბი ტენიანობის და დაბალი ტემპერატურის, მტვრისა და ბინძურ პირობებში. ფლაკონის ღიად დატოვებისას ან სხვა კონტეინერში გადატანისას, ტესტ-სტრიპები შეიძლება გაფუჭდეს ჰაერში შემავალი ტენის ზემოქმედების შედეგად, რამაც შეიძლება გამოიწვიოს არასწორი შედეგების მიღება. არ გამოიყენოთ გაფუჭებული ან გამოყენებული ტესტ-სტრიპები.
  • აუცილებლად დარწმუნდით, რომ ამოწურული არ არის ტესტ-სტრიპების და საკონტროლო ხსნარების ვარგისიანობის ვადა. არ გამოიყენოთ ტესტ-სტრიპები და საკონტროლო ხსნარები, თუ გასულია ფლაკონის ან შეფუთვის ეტიკეტზე მითითებული ვარგისიანობის ვადა. წინააღმდეგ შემთხვევაში, გაზომვის შედეგები შეიძლება არასწორი იყოს. საკონტროლო ხსნარები არ გამოიყენოთ ფლაკონის გახსნიდან ექვსი თვის გასვლის შემდეგ. რომ არ დაგავიწყდეთ, ფლაკონის ეტიკეტზე დაწერეთ აღნიშნული ვადის ამოწურვის თარიღი.
  • თუ საკონტროლო ხსნარის გამოყენებით ჩატარებული ტესტირების შედეგი არის დასაშვები დიაპაზონის ფარგლებს გარეთ, მიმართეთ კლიენტთა მომსახურების სამსახურს. საკონტაქტო ინფორმაცია იხილეთ უკანა მხარეს. არ გამოიყენოთ გლუკომეტრი სისხლში გლუკოზის გასაზომად იმ დრომდე, ვიდრე პრობლემა არ აღმოიფხვრება.
  • გლუკომეტრი უზრუნველყოფს გაზომვის სიზუსტეს 5-დან 450C-მდე ტემპერატურის ფარგლებში გაზომვისას. არ შეიძლება გაზომვა, თუ ტემპერატურა სცდება აღნიშნულ დიაპაზონს. გლუკომეტრის ერთი ადგილიდან მეორე ადგილას გადატანისას, ტესტირების დაწყებამდე დაიცადეთ 20 წუთი, რათა მოხდეს გლუკომეტრის ადაპტაცია ახალ ტემპერატურასთან.
  • არ ჩაატაროთ გაზომვა, თუ გლუკომეტრი CONTOUR® PLUS (კონტურ პლუსი) მიერთებულია კომპიუტერთან.
  • გამოიყენეთ მხოლოდ მწარმოებლის მიერ დამტკიცებული სერტიფიცირებული UL ან TÜV მოწყობილობა.
  • თქვენს გლუკომეტრში CONTOUR® PLUS (კონტურ პლუსი) შედეგები გამოისახება მმოლ/ლ-ში (გლუკოზა მილიმოლებში ლიტრ სისხლზე).
  • მმოლ/ლ-ში გამოსახულ ჩვენებებში ყოველთვის არის ათწილადის მძიმე.
  • მგ/დლ-ში გამოსახულ ჩვენებებში ათწილადის მძიმე არასოდეს არ არის.

მაგალითი: 5.2 მმოლ/ლ ან 93 მგ/დლ

  • შეხედეთ ეკრანს და დარწმუნდით, რომ შედეგები გამოსახულია მმოლ/ლ-ში. წინააღმდეგ შემთხვევაში, მიმართეთ კლიენტთა მომსახურების სამსახურს. საკონტაქტო ინფორმაცია იცილეთ უკანა მხარეს.
  • სისხლში გლუკოზის დონის საზომ სისტემაში CONTOUR® PLUS (კონტურ პლუსი) გასაზომი დიაპაზონი შეადგენს 0.6 მმოლ/ლ-დან 33.3 მმოლ/ლ-ს. ეს ნიშნავს, რომ თუ სისხლში გლუკოზის დონე გაქვთ 0.6 მმოლ/ლ-ზე ქვემოთ ან 33.3 მმოლ/ლ-ზე ზემოთ, გლუკომეტრი ვერ გამოსახავს ციფრულ მნიშვნელობას და ეკრანის ცენტრში გამოჩნდება მოციმციმე სიმბოლო „LO“ ან „HI“.

გლუკომეტრის ფუნქციონალური თავისებურებები

მოსახერხებელი: სისხლში გლუკოზის დონის საზომი სისტემა CONTOUR® PLUS (კონტურ პლუსი) ტესტირების პროცესს ხდის მარტივსა და მოსახერხებელს, რასაც შეამჩნევთ მისი გამოყენების დაწყებისთანავე.

ავტომატური: გლუკომეტრი CONTOUR® PLUS (კონტურ პლუსი) შექმნილია „No Coding” („კოდირების გარეშე“) ტექნოლოგიით და ავტომატურად ხდება კოდირება ყოველ ჯერზე, როდესაც მასში ათავსებთ ტესტ-სტრიპს. გლუკომეტრი ასევე ავტომატურად აღიქვამს საკონტროლო ხსნარის გამოყენებით მიღებულ შედეგებს.

კოდირების გარეშე სურათი

არასაკმარისი სისხლის დეტექტორი: გლუკომეტრი CONTOUR® PLUS (კონტურ პლუსი) მომხმარებელს აცნობებს, როდესაც ტესტ-სტრიპი ბოლომდე შევსებული არ არის და იძლევა სისხლის დამატების შესაძლებლობას ტესტის ჩასატარებლად. ტესტ-სტრიპი შემუშავებულია იმგვარად, რომ მისი შემოსაზღვრული წვერი იოლად ქაჩავს სისხლს.  სისხლი არ უნდა მოათავსოთ უშუალოდ ტესტ-სტრიპის გლუვ ზედაპირზე.

მადლობას გიხდით, რომ არჩევანი გააკეთეთ სისხლში გლუკოზის საზომ სისტემაზე CONTOUR® PLUS (კონტურ პლუსი). ვამაყობთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული შესაძლებლობით, რომ დაგეხმაროთ, აკონტროლოთ დიაბეტი.

 

 

ყურადღება: გლუკომეტრი CONTOUR® PLUS (კონტურ პლუსი) გამოიყენება მხოლოდ CONTOUR® PLUS (კონტურ პლუსი) ტესტ-სტრიპებთან და CONTOUR® PLUS (კონტურ პლუსი) საკონტროლო ხსნარებთან ერთად.

 

სარჩევი

დანიშნულება. მნიშვნელოვანი ინფორმაცია უსაფრთხოების შესახებ

 

.............i

მუშაობის დაწყება

 

 

 

 

 

 

 

სიფრთხილის ზომები 

 

..........iii

გლუკომეტრის ფუნქციონალური თავისებურებები

 

............v

გლუკომეტრი CONTOUR® PLUS (კონტურ პლუსი)

 

...........2

 

გაზომვისთვის მომზადება

 

............6

გაზომვა

 

 

 

 

 

 

 

სისხლის წვეთების მიღება

 

..........11

თითიდან სისხლის კვლევის ჩატარება

 

..........11

ხელის გულიდან სისხლის კვლევის ჩატარება

 

..........15

ტესტი საკონტროლო ხსნარის გამოყენებით

..........20

 

დროის, თარიღისა და ხმოვანი სიგნალის დაყენება

 

..........24

დაყენება  და

გამოყენება

 

 

 

 

 

 

 

რეჟიმების (L-1) და (L-2) დაყენება

 

..........27

დაბალი (LO) და (HI) მაღალი მნიშვნელობების ინდივიდუალური დაყენება და შეხსენების დაყენება

 

..........28

ნიშნებისა და შეხსენებების დაყენება

 

..........30

შედეგების გადატანა კომპიუტერში

 

..........36

შედეგების ნახვა: ძირითადი რეჟიმი

 

..........37

შედეგების ნახვა: გაფართოებული რეჟიმი

..........39

 

შეცდომების კოდები და სიმბოლოები

 

..........42

დაყენება  და

გამოყენება

 

 

 

 

 

 

 

ბატარეების გამოცვლა

 

..........46

გლუკომეტრის ტექნიკური სერვისი

 

..........48

სიმპტომები ჰიპერ- და ჰიპოგლიკემიის დროს

 

..........49

სპეციფიკაციები

 

..........50

ინფორმაცია მომსახურეობის შესახებ

 

..........55

გარანტია

 

..........56

შემადგენელი ნაწილები

 

..........58

 

გლუკომეტრი  CONTOUR® PLUS

(კონტურ პლუსი)                                                                                                            

/სურათი/

ზემოთ/ქვემოთ

სამოძრაო

ღილაკები

დააჭირეთ ზემოთ სამოძრაოდ

 

დააჭირეთ და ხელი არ აუშვათ

უწყვეტად სამოძრაოდ

 

დააჭირეთ ქვემოთ სამოძრაოდ

 

დააჭირეთ და ხელი არ აუშვათ

უწყვეტად სამოძრაოდ

 

მონაცემთა გადაცემის პორტი

მეხსიერების ღილაკი

დააჭირეთ და არ აუშვათ ხელი

ჩასართავად/გამოსართავად,

მონაცემთა შესაყვანად და მეხსიერების

გამოსაძახებლად

პორტი ტესტ-სტრიპებისთვის

ღილაკების გამოყენება

  • დააჭირეთ ღილაკს Mდა გეჭიროთ, ვიდრე გლუკომეტრი არ ჩაირთვება.
  • დააჭირეთ ღილაკს Mდა გეჭიროთ, ვიდრე გლუკომეტრი არ გამოირთვება.
  • ▲ და ▼ სამოძრაო ღილაკების საშუალებით ხდება მნიშვნელობებზე გადასვლა. ჩამონათვალზე შეუჩერებლად გადასვლისთვის დააჭირეთ ღილაკს ▲ან▼ და გეჭიროთ.
  • დააჭირეთ ღილაკს M გამოსახული ოპციის ასარჩევად.
  • პარამეტრებზე წვდომის მისაღებად, როდესაც გლუკომეტრი გამორთულია, დააჭირეთ ღილაკს Mდა გეჭიროთ 3 წამის განმავლობაში. იხილეთ გვერდი 24.

 

ტესტ-სტრიპი CONTOUR® PLUS (კონტურ პლუსი)              

/სურათი/

/სურათი/

ნაცრისფერი ბოლო

მოათავსეთ ტესტ-სტრიპი პორტში ისე, რომ ნაცრისფერი ბოლო ზემოთ იყოს

ტესტ-სტრიპის შემოსაზღვრული  კიდე

აქ ხდება სისხლის ამოტუმბვა

კომპიუტერის დისპლეი

ქვემოთ სურათზე წარმოდგენილია სიმბოლოები, რომლებიც გამოისახება კომპიუტერის დისპლეიზე. მათ სანახავად, როდესაც გლუკომეტრი გამორთულია, დააჭირეთ ღილაკს ▲ან▼  და გეჭიროთ. ეკრანზე 10 წამში გამოისახება ყველა სეგმენტი. თუ დისპლეის შესასწავლად გჭირდებათ 10 წამზე მეტი, ისევ დააჭირეთ ღილაკს ▲ან▼ და გეჭიროთ.

/სურათი/

როდესაც ეკრანზე გამოისახება ყველა სიმბოლო, ძალიან მნიშვნელოვანია დარწმუნდეთ რომ ციფრები 8.8.8. სრულად არის გამოსახული. თუ არ ჩანს რომელიმე სეგმენტი, იმოქმედეთ ინსტრუქციის შესაბამისად, რომელიც მოცემულია პუნქტში „შეცდომების კოდები და სიმბოლოები“ (გვ. 42-45), ვინაიდან ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს შედეგების გამოსახვაზე.

სიმბოლო

მნიშვნელობა

88/.88

თარიღი და დრო დისპლეის ზედა ნაწილში.

სურათი

ნიშანი „ჭამის წინ“.

სურათი

ნიშანი „ჭამის შემდეგ“.

სურათი

დღიურში ჩანაწერის ნიშანი.

სურათი

აღნიშნავს, რომ ჩართულია შეხსენება.

სურათი

ანალიზის შედეგის ან შეცდომის კოდის გამოსახვა ეკრანის ცენტრში.

სურათი

გლუკომეტრი მზადაა სამუშაოდ.

სურათი

ნიშანი საკონტროლო ხსნარით ანალიზისთვის.

სურათი

აღნიშნავს, რომ ტემპერატურა იმ დიაპაზონზე მაღალი ან დაბალია, რომელიც უზრუნველყოფს ზუსტ გაზომვას.

სურათი

საშუალო მნიშვნელობა.

სურათი

შედეგი გამოისახება მმოლ/ლ-ში ან მგ/დლ-ში. რიცხვი 7 გამოისახება შედეგების სანახავად, რომლებიც აჩვენებს გლუკოზის მომატებულ და შემცირებულ შემცველობას 7 დღის მანძილზე.

სურათი

ფორმატი „დღე/თვე“.

სურათი

ბატარეა მალე დაიცლება და საჭიროა გამოცვლა. სიმბოლო გამოსახული იქნება იმ დრომდე, ვიდრე არ გამოიცვლება ბატარეა.

სურათი

გამოისახება, როდესაც გამოიყენება 12-საათიანი ფორმატი.

სურათი

აღნიშნავს, რომ ჩართულია ხმა.

 

გაზომვისთვის მომზადება

სურათი გაზომვის წინ წაიკითხეთ სისხლში გლუკოზის დონის საზომი სისტემის CONTOUR® PLUS (კონტურ პლუსი) მომხმარებლის სახელმძღვანელო, საჩხვლეტის გამოყენების ინსტრუქცია, რომლებიც მოთავსებულია შეფუთვაში, აგრეთვე კომპლექტში შემავალი ყველა სხვა ინსტრუქცია.  მკაცრად დაიცავით გამოყენების და მომსახურეობის შესახებ ყველა ინსტრუქცია.

დაათვალიერეთ მოწყობილობა და მისი ყველა შემადგენელი ნაწილი და დარწმუნდით, რომ მას აქვს დაზიანებები ან დეტალები არ არის გატეხილი. თუ ტესტ-სტრიპების ახალი კოლოფის გახსნისას აღმოაჩენთ, რომ ტესტი-სტრიპების ფლაკონი ღიაა, არ გამოიყენოთ სტრიპები. სათადარიგო ნაწილებისათვის მიმართეთ კლიენტების მომსახურეობის სამსახურს. საკონტაქტო ინფორმაცია იხილეთ უკანა მხარეს.

ყურადღება: გლუკომეტრი CONTOUR® PLUS (კონტურ პლუსი) გამოიყენება მხოლოდ CONTOUR® PLUS (კონტურ პლუსი) ტესტ-სტრიპებთან და CONTOUR® PLUS (კონტურ პლუსი) საკონტროლო ხსნარებთან ერთად.

 

გაზომვის დაწყებამდე მოამზადეთ ყველა აუცილებელი მასალა. ეს მასალებია: გლუკომეტრი CONTOUR® PLUS (კონტურ პლუსი), ტესტ-სტრიპები CONTOUR® PLUS (კონტურ პლუსი), საჩხვლეტი და ლანცეტი. გარდა ამისა, შეიძლება დაგჭირდეთ საკონტროლო ხსნარი  CONTOUR® PLUS (კონტურ პლუსი) გაზომვის ხარისხის შესამოწმებლად. ტესტ-სტრიპების CONTOUR® PLUS (კონტურ პლუსი) და საკონტროლო ხსნარის CONTOUR® PLUS (კონტურ პლუსი) შეძენა შესაძლებელია ცალ-ცალკე.

 

გაფრთხილება

·         ამ სისტემის ყველა შემადგენელი ნაწილი მიიჩნევა ბიოლოგიურად სახიფათო მასალად და პოტენციურად შეიძლება მოხდეს მათი საშუალებით ვირუსული ინფექციების გადატანა მათი გაწმენდის შემდეგაც კი. იხ. გვ. 48.

·         გაზომვის და გლუკომეტრთან, საჩხვლეტთან ან ტესტ-სტრიპებთან შეხების წინ და შემდეგ ყოველთვის კარგად დაიბანეთ ხელები საპნით და გაიმშრალეთ პირსახოცით.

 

საჩხვლეტის მომზადება

საჩხვლეტის გამოსახულებები წარმოდგენილია მხოლოდ საილუსტრაციოდ. თქვენი საჩხვლეტის გარეგნული სახე შეიძლება განსხვავებული იყოს. დეტალური ინსტრუქციები საჩხვლეტის მომზადების შესახებ იხილეთ საჩხვლეტის მოწყობილობის შეფუთვაში მოთავსებულ საინფორმაციო ფურცელში.

⚠გაფრთხილება: პოტენციურად ბიოლოგიურად სახიფათო

თქვენს კომპლექტში შემავალი საჩხვლეტი განკუთვნილია ერთი პირის მიერ ინდივიდუალურად გამოსაყენებლად. მოწყობილობის გამოყენება არ შეიძლება ერთზე მეტი პირის მიერ დაბინძურების რისკის გამო.

 

⚠გაფრთხილება

·         გამოყენებული ლანცეტები უტილიზდება, როგორც სამედიცინო ნარჩენები, სამედიცინო პერსონალის ინსტრუქციების შესაბამისად.

·         სურათი არ შეიძლება ლანცეტების ხელმოწერედ გამოყენება. გამოიყენეთ ახალი ლანცეტი ყოველი ახალი ტესტირებისას.

 

 

 

ალტერნატიული ადგილებიდან სისხლის აღების ინსტრუქცია, იხ. გვ. 15

  1. საჩხვლეტს მოხსენით თავი.

/სურათი/ 2. დაატრიალეთ ლანცეტის მრგვალი დამცავი ხუფი მეოთხედი ბრუნვით, მაგრამ არ მოხსნათ.

/სურათი  3. ძალის დატანებით ჩადეთ ლანცეტი საჩხლეტში საყრდენამდე.

/სურათი/ 4. დაატრიალეთ ლანცეტის მრგვალი დამცავი ხუფი. შეინახეთ ლანცეტი უტილიზაციისთის.

/სურათი/ 5. დაახურეთ ხუფი

/სურათი/ 6. ნახვრეტის სიღრმე დაარეგულირეთ თავის სატრიალებელი ნაწილით. ნახვრეტის სიღრმე ასევე დამოკიდებულია ნახვრეტის ადგილას არსებულ წნევაზე.

ტესტ-სტრიპის მოთავსება

  1. ფლაკონიდან ამოიღეთ ტესტ-სტრიპი CONTOUR PLUS (კონტურ პლუსი). ამოღებისთანავე ფლაკონს დაახურეთ თავსახური. /სურათი/

/სურათი/ 2. აიღეთ ტესტ-სტრიპი ისე, რომ მისი ნაცრისფერი ბოლო იყოს ზემოთ და მიიტანეთ გლუკომეტრთან.

/სურათი/ 3. ტესტ-ფსტრიპი ნაცრისფერი ბოლოთი შეიყვანეთ შესაბამის პორტში. გლუკომეტრმა უნდა გამოსცეს ხმოვანი სიგნალი.

გლუკომეტრი ჩაირთვება. ეკრანზე გამოჩნდება სიმბოლო ტესტ-სტრიპის სახით მოციმციმე სისხლის წვეთით. ეს ნიშნავს, რომ გლუკმეტრი სამუშაოდ მზადაა.

მინიშნება: თუ ტესტ-სტრიპის მოთავსების შემდეგ 3 წუთის განმავლობაში არ მოხდა სისხლის დასხმა, გლუკომეტრი ავტომატურად გამოირთვება. მუშაობის დასაწყებად, ამოიღეთ და ხელახლა ჩადეთ ტესტ-სტრიპი.

თითიდან სისხლის წვეთის აღება

/სურათი/  1. საჩხვლეტი მოათავსეთ ჩხვლეტის ადგილას და დააჭირეთ გაშვების ღილაკს.

/სურათი/ 2. მსუბუქი ზეწოლით მეორე ხელით გააყოლეთ თითის გასწვრივ ჩხვლეტის ადგილის მიმართულებით სისხლის წვეთის წარმოსაქმნელად. არ დააჭიროთ თითი ჩხვლეტის ადგილის სიახლოვეს.

/სურათი/ 3. დაიწყეთ ტესტირება, როგორც კი წარმოიქმნება შესაბამისი ზომის სისხლის წვეთი.

წვეთის რეკომენდებული ზომა

/სურათი/ 4. მყისიერად შეახეთ ტესტ-სტრიპის შემოსაზღვრული ბოლო სისხლის წვეთს. ტესტ-სტრიპი შეიწოვს სისხლს.

/სურათი/ ტესტ-სტრიპის ბოლო გეჭიროთ სისხლის წვეთში, ვიდრე გლუკომეტრი არ გამოსცემს ხმოვან სიგნალს.

თითიდან აღებული სისხლის კვლევის ჩატარება

არ შეახოთ ტესტ-სტრიპის შემოსაზღვრული ბოლო კანს და სისხლი არ მოათავსოთ ტესტ-სტრიპზე ზემოდან, ვინაიდან შედეგი შეიძლება არასწორი იყოს ან სისტემა გაითიშოს.

/სურათი/ თუ სისხლის ერთი წვეთი საკმარისი არ არის, გლუკომეტრი ორჯერ გამოსცემს ხმოვან სიგნალს, ხოლო ეკრანზე გამოჩნდება არასაკმარისი სტრიპის გამოსახულება /სურათი/.

/სურათი/ იმავე სტრიპზე სისხლის დასამატებლად გაქვთ 30 წამი. თუ ამ დროში ვერ მოხერხდება ტესტ-სტრიპზე საკმარისი სისხლის დამატება, გლუკომეტრზე გამოისახება შეცდომის კოდი E2. ტესტ-სტრიპების უტილიზაცია ყოველთვის უნდა მოხდეს, როგორც სამედიცინო ნარჩენის, სამედიცინო პერსონალის ინსტრუქციების შესაბამისად. ახალი გაზომვა უნდა ჩატარდეს ახალი სტრიპით.

/სურათი/ 5. ხმოვანი სიგნალის შემდეგ დაიწყება 5-წამიანი უკუთვლა, შემდეგ ეკრანზე გამოისახება გაზომვის შედეგი და ავტომატურად ჩაიწერება გლუკომეტრის მეხსიერებაში. არ შეეხოთ ტესტ-სტრიპს უკუთვლის დროს, ვინაიდან ამან შეიძლება გამოიწვიოს შეცდომა.

შენიშვნა: გლუკომეტრში შეიძლება ნიშნების „ჭამის წინ“ და „ჭამის შემდეგ“ ჩართვა. იხ. გაფართოებული რეჟიმის პარამეტრები (L-2) 27-29-ე გვერდებზე. თუ გსურთ გაზომვის შედეგების აღნიშვნა ამ ნიშნებით, ეს უნდა გააკეთოთ გლუკომეტრიდან ტესტ-სტრიპის ამოღებამდე.

/სურათი/ 6. გლუკომეტრის გამოსართავად ამოიღეთ ტესტ-სტრიპი. ტესტ-სტრიპების უტილიზაცია ყოველთვის უნდა მოხდეს, როგორც სამედიცინო ნარჩენის, სამედიცინო პერსონალის ინსტრუქციების შესაბამისად.

  1. გლუკომეტრით გაზომვამდე და გლუკომეტრთან, საჩხვლეტთან ან ტესტ-სტრიპებთან შეხებამდე ყოველთვის კარგად დაიბანეთ ხელები საპნით და გაიმშრალეთ პირსახოცით.

გაზომვის მოსალოდნელი შედეგები

სისხლში გლუკოზის დონის მნიშვნელობები ვარირებს საკვების მიღების, სამკურნალო საშუალებების დოზების, ჯანმრთელობის მდგომარეობის, სტრესული სიტუაციების ან ფიზიკური აქტივობის მიხედვით. დიაბეტის არმქონე პირებში გლუკოზის კონცენტრაცია პლაზმაში უზმოზე, როგორც წესი, არის შედარებით ვიწრო დიაპაზონში: 3.9-დან 6.1 მმოლ/ლ-მდე4.

გაფრთხილება

 

ექიმთან კონსულტაციით თქვენ შეიტყობთ, თუ გლუკოზის რა დონე შეესაბამება თქვენს საჭიროებებს.

·         თუ გაზომვის შედეგი არის 2.8 მმოლ/ლ-ზე ქვემოთ, დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას.

·         თუ გაზომვის შედეგი არის 13.9 მმოლ/ლ-ზე ზემოთ, ჩაატარეთ განმეორებითი გაზომვა ახალი ტესტ-სტრიპის გამოყენებით. მანამდე აუცილებლად დაიბანეთ ხელები საპნით და გაიმშრალეთ პირსახოცით. თუ გაზომვის შედეგი კვლავაც მაღალია, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

·         გაზომვის შედეგების მიხედვით წამლების მიღების გეგმის ცვლილების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე ყოველთვის მიმართეთ ექიმს კონსულტაციისთვის.

 

 

ხელისგულიდან აღებული სისხლის კვლევის ჩატარება

გაფრთხილება

კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს, რომელიც გეტყვით, შესაფერისია თუ არა თქვენთვის ანალიზი ალტერნატიული ადგილებიდან აღებული სისხლის გამოყენებით

 

მნიშვნელოვანია: ალტერნატიული ადგილიდან სისხლის ასაღებად გამოიყენეთ საჩხვლეტის გამჭვირვალე ბოლო. გლუკომეტრი CONTOUR PLUS (კონტურ პლუსი) საშუალებას იძლევა, რომ ტესტირება ჩატარდეს თითიდან, აგრეთვე ალტერნატიული ადგილებიდან, მაგალითად, ხელის გულიდან აღებული სისხლით. მითითებები ალტერნატიული ადგილებიდან სისხლის აღების შესახებ იხილეთ საჩხვლეტი მოწყობილობის დეტალურ ინსტრუქციაში.   

მნიშვნელოვანია: შემდეგი გარემოებებისას სისხლის აღება უნდა მოხდეს მხოლოდ თითიდან:

  • თუ გაქვთ ეჭვი, რომ სისხლში შაქრის დონე შემცირებულია
  • თუ სისხლში შაქრის დონე სწრაფად იცვლება (ჭამის, ინსულინის შეყვანის ან ფიზიკური დატვირთვის შემდეგ).
  • თუ არ გრძნობთ სისხლში შაქრის დონის დაწევის სიმპტომებს (არამგრძნობიარე ხართ ჰიპოგლიკემიის მიმართ)
  • თუ ალტერნატიული ადგილიდან აღებულ სისხლში შაქრის დონის განსაზღვრის შედეგები არ შეესაბამება თქვენს მდგომარეობას
  • დაავადების ან სტრესის დროს
  • თუ გეგმავთ რაიმე სატრანსპორტო საშუალების ან მექანიზმის მართვას

ალტერნატიული ადგილიდან აღებული სისხლის კვლევისას მიღებული შედეგები შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს თითიდან აღებული სისხლის კვლევის შედეგებისგან, გლუკოზის დონის სწრაფი გაზომვის დროს (მაგალითად, ჭამის, ინსულინის შეყვანის შემდეგ, ფიზიკური დატვირთვების დროს და შემდეგ). გარდა ამისა, ალტერნატიული ადგილებიდან აღებულ სისხლში გლუკოზის დონე შეიძლება არ გაიზარდოს ან შემცირდეს ისე ძალიან, როგორც თითიდან აღებულ სისხლში. ამიტომ, ზოგ შემთხვევაში, თითიდან აღებული სისხლის ანალიზმა შეიძლება ჰიპოგლიკემია უფრო სწრაფად გამოავლინოს, ვიდრე ალტერნატიული ადგილებიდან აღებული სისხლის ანალიზმა.

რეკომენდებული არ არის ხელის გულიდან სისხლის აღება, თუ ჭამიდან, ანტიდიაბეტური პრეპარატების მიღებიდან ან ფიზიკური დატვირთვიდან გასულია 2 საათზე ნაკლები.

თუ არ გაქვთ გამჭვირვალე ბოლო ალტერნატიული ადგილებიდან სისხლის ასაღებად, მიმართეთ კლიენტთა მომსახურების სამსახურს. საკონტაქტო ინფორმაცია იხილეთ უკანა მხარეს.

სისხლის აღება ხელის გულიდან

/სურათი/ 1. დაიბანეთ ხელები და ჩხვლეტის ადგილი თბილი წყლით და საპნით, შემდეგ კარგად გაიმშრალეთ პირსახოცით.

  1. ალტერნატიული ადგილებიდან სისხლის აღებისთვის განკუთვნილი გამჭვირვალე ბოლო მოათავსეთ საჩხვლეტზე. დეტალური ინფორმაცია იხილეთ საჩხვლეტის შეფუთვის ინსტრუქციაში.
მეტი ინფორაცია
Units 1
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy