Summer Box - ზაფხულის ყუთი L

79,00 ლ
მარაგშია
SKU
84772_3109
თავის მოვლისა და ჰიგიენის საშუალებების საზაფხულო ნაკრები.

Summer Box - ზაფხულის ყუთი L 
ზაფხულის ყუთის შემადგენლობაშია: 

Caudalie - კოდალი Vinoperfect ესენცია 50 მლ.
Caudalie - კოდალი ცხიმიანი და კომბინირებული კანის გელი 30 მლ. 
Mizon - მიზონი თვალის პაჩი თეთრი მარგალიტი ( ვადა 30.09.2023 )
Mizon - მიზონი ნაჭრის ნიღაბი CICALUR 
Mizon - მიზონი ნაკრები კვარცი და გუაშა
Bioderma - ბიოდერმა Hydrabio შრატი 15 მლ.
Bioderma - ბიოდერმა Sebium გამწმენდი მიცელარული სითხე 20 მლ.
Caudalie - კოდალი RESVERATROL ლიფტინგი კრემი 15 მლ. 
Caudalie - კოდალი PREMIER CRU შრატი 10 მლ.
Caudalie - კოდალი ცხიმიანი და კომბინირებული კანის ფლუიდი 1.5 მლ.
Esthederm - ესტედერმი სახის კრემი ჰიალურონი 5 მლ.
Bioderma - ბიოდერმა მზის სერია 
TARKO - ტარკო მაკიაჟის ღრუბელი 
Bioderma - ბიოდერმა კოსმეტიკური ჩანთა 
KAYPRO - კეიპრო საშეტი 
Essence - ესენსი ბალმი 
Sebamed - სებამედი მზის სერია 

Caudalie - კოდალი Vinoperfect ესენცია
მსუბუქი, დახვეწილი ფორმულა შექმნილია პიგმენტური ლაქების საწინააღმდეგოდ, გამოიყენება ყოველდღიური გამწმენდი რუტინის დროს. მასში შემავალი გლიკოლის მჟავა, მსუბუქად აშორებს მკვდარ უჯრედებს, ხოლო თეთრი პეონის ექსტრაქტი აღადგენს დაზიანებულ კანს, ყურძნის წყალი ამშვიდებს და იცავს კანს თავისუფალი რადიკალებისგან. ვინოპერფექტის ესენცია ატენიანებს და აუმჯობესებს კანის ფერს. ამცირებს პიგმენტური ლაქების გაჩენის ალბათობას. 

Caudalie - კოდალი ცხიმიანი და კომბინირებული კანის გელი 
ასუფთავებს კანს, არეგულირებს ცხიმის სინთეზის, ხასიათდება ანტიბაქტერიული თვისებებით. 

Mizon - მიზონი თვალის პაჩი თეთრი მარგალიტი
90% ნატურალური შემადგენლობის თვალის ფირფიტები კარგად ჩერდება კანზე, მომენტალურად აგრილებს, აღიავებს თვალის გარშემო მუქ წრეებს და ანიჭებს ლიფტინგის ეფექტს.

Mizon - მიზონი ნაჭრის ნიღაბი CICALUR 
ატენიანებს, აღადგენს და ამშვიდებს კანს. რეკომენდებულია მშრალი, მგრძნობიარე და გაუწყლოებული კანისთვის. 

Mizon - მიზონი ნაკრები კვარცი და გუაშა 
კვარცის მასაჟორი - აძლიერებს მოვლის საშუალებების მოქმედებას, უბრუნებს კანს სიგლუვეს, სირბილესა და ახალგაზრდულ იერს. აჯანსაღებს ფერს, ეფექტურად ავსებს ნაოჭს.
კვარცის გუაშა - აახალგაზრდავებს კანს, ამცირებს ნაოჭს, წმენდს ზედმეტი ტოქსინებისგან, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. 

Bioderma - ბიოდერმა Hydrabio შრატი 
შრატი უზრუნველყოფს კანის სწრაფ და ხანგრძლივ დატენიანებას. კანს ხდის გლუვსა და უბრუნებს მას ბზინვარებას. რეკომენდებულია გაუწყლოვებული, მგრძნობიარე კანისთვის. 

Bioderma - ბიოდერმა Sebium გამწმენდი მიცელარული სითხე 
მაკიაჟის მოსაშორებელი და ყოველღიურად სახის გამწმენდი საშუალება რეკომენდებულია ცხიმიანი, კომბინირებული, აკნესკენ მიდრეკილი და პრობლემური კანისთვის. ეფექტურად მოქმედებს გაღიზიანებულ და ანთებით უბნებზე. მიცელარული საშუალება არეგულირებს ცხიმის გამოყოფას კანზე. აუმჯობესებს კანის ზედაპირსა და აღადგენს კანს. 

Caudalie - კოდალი RESVERATROL ლიფტინგი კრემი 
ასწორებს ნაოჭებსა და ამკვრივებს კანს. შეიცავს დიდი რაოდენობით ფოსფორლიპიდებსა და 97% ნატურალურ ინგრედიენტებს.  ქაშმირივით რბილი და სასიამოვნო ტექსტურის კრემი.

Caudalie - კოდალი PREMIER CRU შრატი
შრატში არსებული მაქსიმალური რაოდენობის ჰიალურონის მჟავა უზრუნველყოფს სწრაფ დატენიანებას, ნატურალური პოლისაქარიდი უზრუნველყოფს სწრაფ ლიფტინგის ეფექტს, ეფექტის ხანგრძლივობა 6 სთ განმავლობაში, ვეგანური ფორმულა, 100%  ნატურალური არომატი.

Caudalie - კოდალი ცხიმიანი და კომბინირებული კანის ფლუიდი
ამცირებს ნაკლოვანებებს ( აკნე და შავ წერტილები ), აუმჯობესებს კანის ტექსტურას. კანი არის დატენიანებული, მქრქალი. თხევადი ტექსტურის, არაკომედოგენური. 

Esthederm - ესტედერმი სახის კრემი ჰიალურონი 
მატებს კანს სიმკვრივესა და მოცულობას, შედეგად კანი ხანგრძლივი დროით დატენიანებულია და უფრო ახალგაზრდულად გამოიყურება. 

მეტი ინფორაცია
Units 1
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy