Septavis - სეპტავისი ხსნარი 50მლ + 50 სტერილური ხელსახოცი

განსაკუთრებული ფასი 35,14 ლ რეგულარული ფასი 43,92 ლ
მარაგშია
SKU
66297_2906
ჩვენებები: სეპტავისი განკუთვნილია პერიოკულური არის ( ქუთუთოები და წამწამები) ყოველდღიური ჰიგიენისათვის. სეპტავისი ნაზად აცილებს ქუთუთოებსა და წამწამებს უცხო სხეულებს, ზეთოვან ნარჩენებს და ნებისმიერი წარმოშობის უმცირეს ნაწილაკებს. სეპტავისი წარმოადგენს პერიოკულური არის სანიტაიზერს.

                                                                        სეპტავისი

ნატრიუმის ჰიპოქლორიტის შემცველი ანტისეპტიკური ხსნარი ქუთუთოებისა და წამწამების ყოველდღიური ჰიგიენისთვის.

მრავალდოზიანი ბოთლი შეიცავს ხსნარის 50 მლ-ს და 50 ცალ სტერილურ სალფეთქს.

ჩვენებები:

სეპტავისი განკუთვნილია  პერიოკულური არის ( ქუთუთოები და წამწამები) ყოველდღიური ჰიგიენისათვის.

სეპტავისი ნაზად აცილებს ქუთუთოებსა და წამწამებს უცხო სხეულებს, ზეთოვან ნარჩენებს და ნებისმიერი წარმოშობის უმცირეს ნაწილაკებს.

სეპტავისი წარმოადგენს პერიოკულური არის სანიტაიზერს.

ინგრედიენტები:

ნატრიუმის ჰიპოქლორიტი, წყალი, ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ფოსფატი, ჰიდროქლორის მჟავა.

 გამოყენების წესი:

ხსნარი მზად არის გამოსაყენებლად.

  1. გამოყენებამდე გულმოდგინედ დაიბანეთ ხელები, მოახრახნეთ ბოთლს თავსახური და წამოაცვით დისპენსერი, რომელიც მოთავსებულია კონვერტში. გახსენით სალფეთქების შემცველი შეფუთვა და ამოიღეთ ერთი ცალი.
  2. სალფეთქზე მიაფრქვიეთ ხსნარი 5-6 ჯერ, მისი კარგად დატენიანების მიზნით.
  3. დახუჭულ თვალზე გაიწმინდეთ ქუთუთოები და წამწამები სალფეთქის ჰორიზონტალური მოძრაობით რამდენიმეჯერ, ერთი და იგივე მიმართულებით.

ერთი სალფეთქი გამოიყენება ერთჯერადად ერთი თვალისათვის.

  1. ზემოთ აღწერილი თითოეული ნაბიჯი გაიმეორეთ მეორე თვალისთვისაც, გამოიყენეთ ახალილ სალფეთქი დასველებული სეპტავისის ხსნარით.

შეფუთვა:

მუყაოს კოლოფი შეიცავს ქარვისფერ შუშის ბოთლს თავსახურით, რომელშიც მოთავსებულია ხსნარის 50 მლ მრავალჯერადი გამოყენებისთვის; ერთ მისახრახნ დისპენსერს; 50 TNT მარლის სალფეთქს - 5 ცალს ერთ კონვერტში.

უკუჩვენებები:

მომატებული მგრძნობელობა სეპტავისის რომელიმე კომპონენტის მიმართ.

სიფრთხილის ზომები:

მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის.

არ მიისხუროთ ხსნარი პირდაპირ ქუთუთოზე ან თვალის ზედაპირზე / არ გამოიყენოთ ერთდაიგივე სალფეთქი ორივე თვალისთვის / არ გამოიყენოთ საინფუზიოდ ან საინექციოდ / არ დალიოთ / არ გამოიყენოთ, თუ შეფუთვა დაზიანებულია / არ გამოიყენოთ ქლორზე ალერგიის  არსებობის შემთხვევაში / არ გამოიყენოთ ვადის გასვლის შემდეგ / არ გამოიყენოთ, თუ ხსნარი გაყავისფერებული ან გაუმჭვირვალეა.

მწარმოებელი:

MEDIVIS SRL – Corso Italia, 171 -95127 Catania

ვარგისობის ვადა:

24 თვე

შეინახეთ გრილ და მშრალ ადგილას

მეტი ინფორაცია
Units 1
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy