Solecard - სოლეკარდი 30 კაფსულა

განსაკუთრებული ფასი 20,93 ლ რეგულარული ფასი 29,53 ლ
მარაგშია
SKU
58379_1922

ჩვენება:ვეგეტო-სისხლძარღვოვანი დისტონია, მაღალი არტერიული წნევა, არითმია, კარდიომიოპათია.

სოლეკარდი - საკვები დანამატი. ხასიათდება კარდიოპროტექტორული და ანგიოპროტექტორული მოქმედებით.

შემადგენლობა:                  

L-ასპარაგინი  200მგ   
კუნელის მშრალი ექსტრაქტი 150მგ
კალიუმის ქლორიდი 50მგ
მაგნიუმის ოქსიდი    50მგ 
ნივრის მშრალი ექსტრაქტი  20მგ   
ვიტამინი B6    1.4მგ 

 ფარმაკოლოგიური თვისებები: კუნელი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას მიოკარდიუმში, ზრდის გულის კუმშვით ძალას, არეგულირებს გულისცემის სიხშირეს, ხსნის ზეწოლის და სიმძიმის შეგრძნებას გულმკერდის არეში, ამცირებს ქოშინს ფიზიკური დატვირთვის დროს. ნივრის ექსტრაქტი ამცირებს დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების და ზრდის მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების რაოდენობას. იწვევს ქოლესტერინის დონის დაქვეითებას სისხლში, ხელს უშლის თრომბოციტების აგრეგაციას და თრომბის წარმოქმნას. კალიუმი ხელს უწყობს ნორმალური არტერიული წნევის შენარჩუნებას. ვიტამინი B6 ხელს უწყობს სისხლის წითელი უჯრედების ნორმალურ ფორმირებას. მაგნიუმი ხსნის სისხლძარღვოვან სპაზმს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და არეგულირებს არტერიულ წნევას.

ჩვენება: 

- ვეგეტო-სისხლძარღვოვანი დისტონია

- მაღალი არტერიული წნევა

- არითმია

- კარდიომიოპათია

- ტკივილი გულმკერდში

- ქრონიკული დაღლილობის სინდრომი

დოზირება:  1-2 კაფსულა დღეში ერთხელ ჭამის დროს.

ორსულობა და ლაქატაცია : ექიმთან კონსულტაციის შემდეგ. 

უკუჩვენება: შემადგენელი კომპონენტის  მიმართ მომატებული მგრძნობელობა

განსაკუთრებული მითითებები: საკვები დანამატი; არ გამოიყენოთ საკვები დანამატი ბალანსირებული და მნიშვნელოვანი კვების შემცვლელად; არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას; რეკომენდებულია 15-16 წლის ასაკიდან; შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

შენახვის პირობები: შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე სიბნელეში, კარგად დახურულ ორიგინალ შეფუთვაში.

გამოშვების ფორმა: კაფსულა N30

მწარმოებელი კომპანია: Solepharma
მწარმოებელი ქვეყანა: ლატვია
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მეტი ინფორაცია
Units 30
Form სპრეი
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy