ტერბექსინი 250მგ 14 ტაბლეტი
გამოყენების ინსტრუქცია
ტერბექსინი/Terbexin/ 250მგ ტაბლეტები
ტერბინაფინი
პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას, რადგანაც ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას
- შეინახეთ საინფორმაციო ფურცელი. შეიძლება დაგჭირდეთ მისი გადაკითხვა.
- დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
- აღნიშნული მედიკამენტი დაგენიშნათ თქვენ. არ მისცეთ სხვებს. შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, იმ შემთხევაშიც კი, თუ მათი სიმპტომები თქვენსას ჰგავს.
- ნებისმიერი გვერდითი მოვლენის შემთხვევაში, ან თუ შენიშნეთ გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აქ აღწერილი, გთხოვთ დაუკავშირდეთ მკურნალ ექიმს. იხილეთ ქვეთავი 4 .
შინაარსი:
- რა არის ტერბექსინი და რა დროს გამოიყენება
- რა უნდა იცოდეთ ტერბექსინის მიღებამდე
- ტერბექსინის მიღების წესი
- მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
- ტერბექსინის შენახვის პირობები
- შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია
- რა არის ტერბექსინი და რა დროს გამოიყენება
ტერბექსინი გამოიყენება ფეხებისა და ხელების ფრჩხილების სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ. ტერბექსინი აგრეთვე გამოიყენება თმის, სკალპის, საზარდულის და სხეულის სხვა უბნების (დერმატოფიტები) და ტერფის („ათლეტის ტერფი“) სოკოვანი ინფექციების და ასევე საფუარასმაგვარი სოკოებით გამოწვეული კანის ინფექციების სამკურნალოდ.
ტერბინაფინი მიეკუთვნება ანტიფუნგალური პრეპარატების ჯგუფს და გამოიყენება კანის, თმის და ფრჩხილის სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ.
ტერბინაფინი მიიღება პერორალურად, აღწევს ინფექციის კერამდე, კლავს სოკოს ან აჩერებს მის ზრდას.
- რა უნდა იცოდეთ ტერბექსინის მიღებამდე
ტერბექსინი დაგენიშნათ თქვენ. ყურადღებით დაიცავით ექიმის ან ფარმაცევტის მიერ გაცემული მითითებები, მაშინაც კი, თუ ისინი განსხვავდება აღნიშნულ ინსტრუქციაში აღნიშნული ზოგადი ინფორმაციისაგან.
არ მიიღოთ ტერბექსინი:
- თუ ხართ ალერგიული (ჰიპერმგრძნობიარე) ტერბინაფინის ან აღნიშნული პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი მოცემულია ქვეთავში 6).
- თუ გაქვთ თირკმელთან ან ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემები .
თუ აღნიშნულთაგან რომელიმე აღგენიშნებათ, ტერბექსინის მიღებამდე გაესაუბრეთ ექიმს.
გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები
- თუ ღებულობთ ტერბექსინს სხვა მედიკამენტებთან ერთად (იხ.„ტერბექსინის გამოყენება სხვა მედიკამენტებთან ერთად“);
- თუ აღგენიშნებათ ისეთი სიმპტომები, როგორიცაა: გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, მადის დაქვეითება, დაღლილობა; თუ შენიშნეთ კანის სიყვითლე ან სკლერების ყვითელი შეფერილობა, მუქი ფერის შარდი ან ღია ფერის განავალი;
- თუ განვითარდა კანის სერიოზულიალერგიული რეაქციები,როგორიცაა: გამონაყარი, სიწითლე,ტუჩების, თვალების ან პირის ღრუს ბუშტუკები, კანის აქერცვლა;
- თუ აღგენიშნებათ სისუსტე, უჩვეულო სისხლდენა, სისხლჩაქცევები ან ხშირი ინფექციები.
შეწყვიტეთ ტერბექსინის მიღება და დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ბავშვები და მოზარდები
ტერბექსინის გამოყენება 2 წლამდე ასაკის ბავშვებში არ არის რეკომენდირებული.
ტერბექსინის გამოყენება სხვა მედიკამენტებთან ერთად
აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს , თუ ამჟამად იღებთ, ახლო წარსულში იღებდით ან აპირებთ მიიღოთ სხვა პრეპარატები, მათ შორის მცენარეული პრეპარატები ან ორალური კონტრაცეპტივები.
ესენია:
- რიფამპიცინი - გამოიყენება ინფექციების სამკურნალოდ;
- ანტიდეპრესანტები- როგორიცაა დესიპრამინი;
- ანტიფუნგალური პრეპარატები - გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ, როგორიცაა: ფლუკონაზოლი ან კეტოკონაზოლი;
- მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება გულთან დაკავშირებული პრობლემების სამკურნალოდ, როგორიცაა პროპაფენონი;
- მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ, როგორიცაა მეტოპროლოლი;
- კუჭის წყლულის სამკურნალო მედიკამენტები, როგორიცაა ციმეტიდინი;
- ხველების საწინააღმდეგო მედიკამენტების შემცველი კომბინირებული პრეპარატები, როგორიცაა დექსტრომეტორფანი;
- კოფეინის შემცველი ტკივილგამაყუჩებლები;
- ციკლოსპორინი, რომელიც გამოიყენება იმუნური სისტემის დასარეგულირებლად ტრანსპლანტაციების შემდეგ.
ტერბექსინის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
ტერბექსინის მიღება შეიძლება საკვებთან ერთად ან საკვების გარეშე.
ორსულობა და ლაქტაცია
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის ყოლას, ჰკითხეთ ექიმს რჩევა ამ პრეპარატის მიღებამდე. ორსულობის დროს ტერბექსინის გამოყენება რეკომენდირებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პოტენციური სარგებელი აღემატება რისკებს.
ტერბექსინი გამოიყოფა რძეში. არ მიიღოთ ტერბექსინი ლაქტაციის პერიოდში
მანქანის ან სხვა მექანიზმების მართვა
პაციენტებმა, რომელთაც ტერბექსინის მიღების შემდეგ აღენიშნებათ თავბრუსხვევა, არ უნდა მართონ ავტოტრანსპორტი და მექანიზმები.
- ტერბექსინის მიღების წესი
აღნიშნული მედიკამენტი ყოველთვის გამოიყენეთ ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის
დანიშნულების მიხედვით. ნებისმიერი ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან
ფარმაცევტს.
მოზრდილები
მოზრდილებსა და ხანდაზმულ პაციენტებში რეკომენდირებული დოზა არის 250 მგ დღეში ერთხელ (ერთი ტაბლეტი ტერბექსინი).
ბავშვები
არ არსებობს ტერბექსინის გამოყენების გამოცდილება 2 წლამდე ასაკის ბავშვებში ( როგორც წესი, 12 კგ-მდე წონის ბავშვებში). რეკომედირებული დოზა შეადგენს 250 მგ დღეში. ერთჯერადი დოზა დამოკიდებულია სხეულის წონაზე:
- 5 მგ ( ¼ -250მგ) დღეში ერთხელ 20 კგ-მდე წონის ბავშვებში;
- 40 კგ-ზე მეტი წონის ბავშვებში, რეკომენდირებული დოზა შეადგენს 250 მგ დღეში ერთხელ.
მკურნალობის ხანგრძლივობა
მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ინფექციის ტიპსა და სიმძიმეზე.
ზაგადად, მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს:
დერმატოფიტის და ათლეტის ტერფის ინფექციების შემთხვევაში, ტერბექსინი მიიღება 2-6 კვირის განმავლობაში.
დერმატოფიტის და საფუარასმაგვარი სოკოებით გამოწვეული ინფექციების, საზარდულის, და სხეულის სხვა უბნების ინფექციების შემთხვევაში, ტერბექსინი მიიღება 2-4 კვირის განმავლობაში.
თმის და სკალპის ინფექციები
თმის და სკალპის ინფექციების (დერმატოფიტი) შემთხვევაში, მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს ოთხ კვირას.
ფრჩხილის ინფექციები
ხელის ფრჩხილის ინფექციები: 250მგ (ერთი 250მგ ტერბექსინი) დღეში ერთხელ 6 კვირის განმავლობაში.
ფეხის ფრჩხილის ინფექციები: 250მგ (ერთი 250მგ ტერბექსინი) დღეში ერთხელ 12 კვირის განმავლობაში.
ინფექციის სრული განკურნება მოხდება მკურნალობის კურსის დასრულებიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში. ჯანსაღი ფრჩხილის გაზრდას სჭირდება რამდენიმე თვე.
მნიშვნელოვანია, მიიღოთ ტაბლეტები ყოველდღიურად და მკურნალობა გააგრძელოთ ექიმის რეკომენდაციების შესაბამისად. აღნიშნული აუცილებელია ინფექციის სრულად განკურნებისთვის.
ინფექციის სრულად განკურნების მიზნით აუცილებელია სხვა ზომების დაცვაც. მაგალითად, დაზიანებული უბანი უნდა იყოს მშრალი და ყოველდღიურად გამოიცვალეთ ტანსაცმელი, რომელიც პირდაპირ შეხებაშია დაზიანებულ უბანთან.
თირკმლის დაავადების მქონე პაციენტები
ექიმი დაგინიშნავთ ტერბექსინის დაბალი დოზით მკურნალობას.
დოზის გადაჭარბება
ტერბექსინის ჭარბი დოზის მიღების შემთხვევაში დაუყონებლივ დაუკავშირდით ექიმს ან მიაკითხეთ უახლოეს სამედიცინო დაწესებულებას. ჭარბი დოზირებისას გამოხატული სიმპტომებია: თავის ტკივილი, გულისრევა, ტკივილი გულმკერდის არეში და თავბრუსხვევა .
დოზის გამოტოვება
მიიღეთ გახსენებისთანავე, თუ შემდეგ მიღებამდე სულ მცირე 4 საათი მაინც არის დრო. ნუ მიიღებთ ორმაგ დოზას კომპენსაციის მიზნით.
- მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
ნებისმიერი სხვა მედიკამენტის მსგავსად, აღნიშნულმა პრეპარატმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში. შეიძლება განვითარდეს შემდეგი გვერდითი რეაქციები:
ზოგიერთი გვერდითი ეფექტი შეიძლება იყოს სერიოზული
- ღვიძლის ფუნქციის დარღვევა ან ღვიძლის უკმარისობა ;
- ღებინება , კუჭის პრობლემები, მადის დაქვეითება ან დაღლილობა ან სისუსტე;
- კანის ან თვალის სკლერების ყვითელი შეფერილობა. მუქი ფერის შარდი ან ღია ფერის განავალი;
- ყელის ტკივილი,ცხელება და კანკალი;
- უჩვეულო სისხლდენა ან სისხლჩაქცევები- არსებობს ნიშნები, რომ აღნიშნული მედიკამენტი მოქმედებს თქვენი სისხლის უჯრედებზე;
- დაღლილობა ან სისუსტე ან ქოშინი ფიზიკური დაძაბულობის დროს -შეიძლება იყოს სისხლის უჯრედების დარღვევების ნიშნები;
- სუნთქვის გაძნელება, თავბრუსხვევა, სახის და ყელის შეშუპება, სახის უეცარი გაწითლება, მუცლის ტკივილი, გამონაყარი, ცხელება ან გადიდებული ლიმფური კვანძები - სერიოზული ალერგიული რეაქციების შესაძლო ნიშნები;
- სიმპტომები, როგორიცაა: გამონაყარი, ცხელება, ქავილი, დაღლილობა ან თუ შენიშნავთ კანქვეშ წითელი- იისფერი ლაქების გამოჩენას -სისხლძარღვების ანთების ნიშნები;
- მწვავე ტკივილი მუცლის ზედა ნახევარში, რომელიც გადაეცემა ზურგში - პანკრეასის ანთების შესაძლო ნიშნები;
- კუნთების სისუსტე ან ტკივილი ან მუქი ფერის შარდი (წითელი-ყავისფერი) –„კუნთების ნეკროზის“ შესაძლო ნიშნები;
ძალიან ხშირი ( ვლინდება 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში):
- მადის დაკარგვა, დისპესია, გულისრევა, ტკივილი გულ-მკერდის არეში და დიარეა. იმ შემთხვევაში, თუ დიარეა გაგრძელდა რამდენიმე დღის განმავლობაში, მიმართეთ ექიმს, შეიძლება საჭირო გახდეს მკურნალობის სქემის შეცვლა;
- გამონაყარი კანზე;
- კუნთებისა და სახსრების ტკივილი.
ხშირი ( ვლინდება 10-დან 1 პაციენტში):
- თავის ტკივილი
არახშირი ( ვლინდება 100- დან 1 პაციენტში):
- გემოვნების დარღვევა, გემოვნების შეგრძნების დაკარგვა. როგორც წესი, აღნიშნული სიმპტომი ქრება მედიკამენტის მიღების შეწყვეტიდან რამდენიმე კვირაში .
იშვიათი ( ვლინდება 1 000- დან 1 პაციენტში ):
- ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემები.
ძალიან იშვიათი ( ვლინდება 10 000- დან 1 პაციენტში ):
- სისხლის უჯრედოვანი ელემენტების რაოდენობის შემცირება, ლუპუსი (აუტოიმუნური დაავადება), კანის სერიოზული დაავადებები, ალერგიული რეაქციები, თმის ცვენა, თავბრუსხვევა, უგუნებობა, ქავილი.
ასევე ცნობილია შემდეგი გვერდითი მოვლენები:
- სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება, მწვავე ალერგიული რეაქციები, სისხლძარღვების ანთება, ყნოსვის შეგრძნების დაკარგვა ან დაქვეითება, პანკრეასის ანთება, კუნთოვანი ქსოვილის ნეკროზი, გრიპის მსგავსი სიმპტომები (დაღლილობა, კუნთებისა და სახსრების ტკივილი), ცხელება, სისხლში კუნთის ფერმენტის კრეატინინფოსფოკინაზის ზრდა , კანის მომატებული მგრძნობელობა.
უცნობი (სიხშირე ვერ დადგინდა არსებული მონაცემების საფუძველზე ):
- ფსორიაზის მიმდინარეობის გაუარესება - გამონაყარი კანზე, დაღლილობა, კანის ანთებითი რეაქციები
ინფორმირება გვერდითი ეფექტების შესახებ
თუ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით მოვლენას, მათ შორის ისეთ ეფექტებს, რომლებიც არ არის აღწერილი გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს. გვერდითი ეფექტების შესახებ შეგიძლიათ განაცხადოთ შემდეგი ვებგვერდის მეშვეობით: htpp://www.anm.ro.
- ტერბექსინის შენახვის პირობები
აღნიშნული პრეპარატი შეინახეთ სინათლის და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შეინახეთ250C-ზე დაბალი ტემპერატურის პირობებში, თავდაპირველ შეფუთვაში.
არ გამოიყენოთ აღნიშნული პრეპარატი კოლოფზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ვრცელდება აღნიშნული თვის ბოლო დღემდე.
მედიკამენტები არ გადააგდოთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ ფარმაცევტს მისი უტილიზაციის შესახებ. აღნიშნული ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
- შეფუთვის შემცველობა და დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს ტერბექსინი :
- აქტიური ნივთიერება არის ტერბინაფინი. თითოეული ტაბლეტის შემადგენლობაში შედის ტერბინაფინის ჰიდროქლორიდი, რომელიც 250მგ ტერბინაფინის ექვივალენტია.
- სხვა კომპონენტებია: მიკროკრისტალური ცელულოზა,სიმინდის სახამებელი,უწყლო კოლოიდური სილიციუმი,მეთილცელულოზა, ჰიპრომელოზა, ტალკი და მაგნიუმის სტეარატი.
- ტერბექსინის გარეგნული სახე და შეფუთვის შემადგენლობა
შეფუთვაშია 14 ტაბლეტი ბლისტერზე.
ტაბლეტები არის თეთრი -მოთეთრი ფერის, მრგვალი და ბრტყელი, ზომა: 11მმ დიამეტრი.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:
შპს ნექსტრა გრუპი
მისამართი: საქართველო, თბილისი 0154, ევდოშვილის ქ.#18
მწარმოებელი:
SC Slavia Pharm S.R.L
რუმინეთი, ბუქარესტი, მე-3 რაიონი, თეოდორ პალადის ბულვარი 44C.
Units | 14 |
---|
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account