Fareston - ფარესტონი 60მგ 30 ტაბლეტი
საერთაშორისო დასახელება:
TOREMIFENE
მწარმოებელი: ORION CORPORATION
მოქმედი ნივთიერება: ტორემიფენი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანტიესტროგენული (ჰორმონალური) სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატი
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ტაბლეტები: შეფუთვაში 20, 60 და 100 ც.
1 ტაბ.
ტორემიფენი ......... 20 მგ
1 ტაბ.
ტორემიფენი ........... 60 მგ
ფარმაკოლოგიური თვისებები
იგი წარმოადგენს ანტიესტროგენულ პრეპარატს. იგი სპეციფიკურად უკავშირდება ესტროგენების უჯრედულ რეცეპტორებს და ხელს უშლის ენდოგენური ესტროგენების ბიოლოგიური ეფექტების განვითარებას, რაც იწვევს დნმ-ს სინთეზის დარღვევას და სიმსივნის უჯრედების რეპლიკაციის დათრგუნვას.
ჩვენებები
- სარძევე ჯირკვლის კიბო ქალებში პოსტმენოპაუზის პერიოდში.
დოზირების რეჟიმი
ინიშნება დოზით 60 მგ დღეში. ადრე ჩატარებული მკურნალობის არაეფექტურობის შემთხვევაში დღეღამური დოზა იზრდება 240 მგ-მდე (2-ჯერ დღეში).
გვერდითი მოვლენები
გულისრევა, გაძლიერებული ოფლიანობა, თავბრუსხვევა, სიმხურვალის შეგრძნება. პრეპარატით მკურნალობის დასაწყისში, განსაკუთრებით ავადმყოფებში მეტასტაზებით ძვლებში, აღინიშნება ჰიპერკალციემია.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.
განსაკუთრებული მითითებები
ტორემიფენის ერთდროული დანიშვნისას პრეპარატებთან, რომლებიც ამცირებენ კალციუმის ელიმინაციას თირკმელებით (თიაზიდური დიურეზული საშუალებები), მატულობს ჰიპერკალციემიის განვითარების რისკი.
Units | 30 |
---|
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account