Fevarin - ფევარინი 100მგ 15 ტაბლეტი

37,17 ლ
მარაგშია
SKU
8753_2710

ჩვენება:  სხვადასხვა გენეზის დეპრესიები; ობსესურ - კომპულსური მოშლილობა .

სამკურნალო პრეპარატ ფევარინი®-ის 
სამედიცინო გამოყენების
ინსტრუქცია

სავაჭრო დასახელება: ფევარინი®
საერთაშორისო დაუპატენტებელი დასახელება: ფლუვოქსამინი.

მედიკამენტური ფორმა: აპკისებრი გარსით დაფარული აბები.
შემადგენლობა:
ტაბ-ები „50 მგ“:
აქტიური ნივთიერება: ფლუვოქსამინის მალეატი - 50 მგ;
დამხმარე ნივთიერებები: მანნიტოლი - 151.5 მგ, სიმინდის სახამებელი - 40.0 მგ, პრეჟელატინიზებული სახამებელი - 6.0 მგ, ნატრიუმის სტეარილფუმარატი - 1.75 მგ, კოლოიდური უწყლო სილიციუმის დიოქსიდი - 0.75 მგ;
გარსის შემადგენლობა: ოპადრაი თეთრი 03F28509 [ჰიპრომელოზა - 4.1 მგ, მაკროგოლი 6000 - 1.5 მგ, ტალკი - 0.3 მგ, ტიტანის დიოქსიდი (E171) - 1.5 მგ] – 7.4 მგ.

ტაბ-ები „100 მგ“:
აქტიური ნივთიერება: ფლუვოქსამინის მალეატი - 100 მგ;
დამხმარე ნივთიერებები: მანნიტოლი - 303.0 მგ, სიმინდის სახამებელი - 80.0 მგ, პრეჟელატინიზებული სახამებელი - 12.0 მგ, ნატრიუმის სტეარილფუმარატი - 3.5 მგ, კოლოიდური უწყლო სილიციუმის დიოქსიდი - 1.5 მგ;
გარსის შემადგენლობა: ოპადრაი თეთრი 03F28509 [ჰიპრომელოზა - 5.6 მგ, მაკროგოლი 6000 - 2.0 მგ, ტალკი - 0.4 მგ, ტიტანის დიოქსიდი (E171) - 2.1 მგ] - 10.1 მგ.

აღწერა:
ტაბ-ები „50 მგ“:
აპკისებრი გარსით დაფარული აბები, მრგვალი, ორმხრივ ამობურცული, თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის, გამყოფი ღარითა და ამ ღარის ორივე მხარეს გრავირებული ციფრით „291“ ერთ მხარეზე, გრავირების გარეშე - მეორე მხარეზე.
აბი შეიძლება გაიყოს ორ თანაბარ ნაწილად.

ტაბ-ები „100 მგ“:
აპკისებრი გარსით დაფარული აბები, ოვალური, ორმხრივ ამობურცული, თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის, გამყოფი ღარითა და ამ ღარის ორივე მხარეს გრავირებული ციფრით „313“ ერთ მხარეზე, გრავირების გარეშე - მეორე მხარეზე.
აბი შეიძლება გაიყოს ორ თანაბარ ნაწილად.

ათქ კოდი : N06AB08
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიდეპრესანტები. სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფარმაკოდინამიკა
ითვლება, რომ ფლუვოქსამინის მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია თავის ტვინის ნეირონების მიერ სეროტონინის უკუმიტაცების სელექციურ ინჰიბირებასთან და ხასიათდება ადრენერგიულ სისტემაზე მინიმალური ზემოქმედებით: გააჩნია ალფა-ადრენერგიულ, ბეტა-ადრენერგიულ რეცეპტორებთან, აგრეთვე M-ქოლინორეცეპტორებთან, ჰისტამინურ, მუსკარინულ, დოპამინურ და სეროტონინულ რეცეპტორებთან ბმის სუსტი უნარი.
პლაცებო-კონტროლირებადი კლინიკური კვლევის მსვლელობისას ობსესიურ-კომპულსიური აშლილობების მქონე 120 პაციენტს 8 დან 17 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში აღენიშნებოდა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი გაუმჯობესება პაციენტების მთლიანი რაოდენობის ფონზე 10 კვირის განმავლობაში ფლუვოქსამინის სასარგებლოდ. ქვეჯგუფში ჩატარებულმა დამატებითმა ანალიზმა აჩვენა გაუმჯობესება იელ-ბრაუნის შკალაზე ბავშვებში, მაშინ როდესაც ეს ეფექტი მოზარდებში არ ფიქსირდებოდა. ფლუვოქსამინის საშუალო დოზა შეადგენდა 158 მგ-სა და 168 მგ-ს დღეში, შესაბამისად.
დამოკიდებულება „დოზა-პასუხი“
ოფიციალური კლინიკური კვლევები ფლუვოქსამინის დოზაზე დამოკიდებული ეფექტის შესაფასებლად არ ჩატარებულა. თუმცა, კლინიკური გამოცდილება ცხადყოფს, რომ დოზის გაზრდა შეიძლება სასარგებლო იყოს ზოგიერთი პაციენტისათვის.

ფარმაკოკინეტიკა
შეწოვა
ფლუვოქსამინი მთლიანად შეიწოვება პერორალურად მიღების შემდეგ. სისხლის პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაციები აღინიშნება მიღებიდან 3-8 საათის განმავლობაში. საშუალო აბსოლუტური ბიო-ხელმისაწვდომობა - 53% ღვიძლში პირველადი მეტაბოლიზმის შემდეგ.
საკვების მიღება არ ახდენს გავლენას ფლუვოქსამინის ფარმაკოკინეტიკაზე.
Iნ ვიტრო ფლუვოქსამინის 80% ებმის პლაზმის ცილებს. განაწილების მოცულობა ადამიანის შემთხვევაში შეადგენს 25 ლ/კგ-ს.
მეტაბოლიზმი
ფლუვოქსამინი მნიშვნელოვან მეტაბოლიზმს განიცდის ღვიძლში. მიუხედავად იმისა, რომ ჩYP2D6 არის ძირითადი იზოფერმენტი ინ ვიტრო ფლუვოქსამინის მეტაბოლიზმში, პრეპარატის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში ამ იზოფერმენტის (ჩYP2D6) დაქვეითებული ფუნქციის მქონე პირებში ბევრად არ აღემატება ნორმალური მეტაბოლიზმის მქონე პირების მაჩვენებლებს.
ნახევარგამოყოფის საშუალო პერიოდი შეადგენს დაახლოებით 13-15 საათს ერთჯერადი მიღების შემდეგ და ოდნავ მეტს (17-22 საათი) - მრავალჯერადი მიღებისას. კონცენტრაციის სტაბილური დონე პლაზმაში, ჩვეულებრივ, მიიღწევა 10-14 დღის განმავლობაში. ფლუვოქსამინი განიცდის მნიშვნელოვან ბიო-ტრანსფორმაციას ღვიძლში, ძირითადად, ჟანგვითი დემეთილიზაციის მეშვეობით, სულ მცირე ცხრა მეტაბოლიტად, რომლებიც შემდეგ გამოიყოფა თირკმლებით. ორმა ძირითადმა მეტაბოლიტმა აჩვენა უმნიშვნელო ფარმაკოლოგიური აქტიურობა. სხვა მეტაბოლიტები, სავარაუდოდ, არ არის ფარმაკოლოგიურად აქტიური. ფლუვოქსამინი ჩYP1A2-ისა და ჩYP2ჩ19-ის მძლავრი ინჰიბიტორია და ჩYP2ჩ9-ის, ჩYP3A4-ისა და ჩYP2D6-ის ზომიერი ინჰიბიტორი.
ფლუვოქსამინი აჩვენებს ერთჯერადი დოზის ხაზოვან ფარმაკოკინეტიკას. პლაზმაში სტაბილური კონცენტრაციები აღემატება გამოთვლილ მონაცემებს ერთჯერადი დოზისათვის და ეს არაპროპორციული მატება მეტად გამოხატულია უფრო მაღალი სადღეღამისო დოზების შემთხვევაში.
პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები
ფლუვოქსამინის ფარმაკოკინეტიკა მსგავსია ჯანმრთელ მოზრდილებში, ხანდაზმულ პაციენტებში და თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში. ფლუვოქსამინის მეტაბოლიზმი ირღვევა ღვიძლის დაავადების მქონე პაციენტებში.
ფლუვოქსამინის მდგრადი პლაზმური კონცენტრაციები ორჯერ უფრო მაღალი იყო ბავშვებში (6–11 წლის ასაკის), ვიდრე მოზარდებში (12–17 წლის ასაკის). მოზარდების სისხლის პლაზმაში პრეპარატის კონცენტრაციები მსგავსია მოზრდილების მაჩვენებლებისა.

პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები
კანცეროგენულობა და მუტაგენურობა
არ არსებობს ფლუვოქსამინის კანცეროგენული ან მუტაგენური მოქმედების მტკიცებულებები.
ფერტილობა და რეპროდუქციული ტოქსიკურობა.
ცხოველებზე ჩატარებული კვლევების შედეგებმა აჩვენა, რომ ფლუვოქსამინი აქვეითებს კაცისა და ქალის ფერტილობას, ამცირებს ფერტილობის ინდექსსა და სპერმატოზოიდების რაოდენობას, ასევე იწვევს საკვერცხეების მასის ზრდას პრეპარატის უფრო ხანგრძლივი დროის განმავლობაში ზემოქმედებისას, ვიდრე ადამიანის შემთხვევაში. თანამდევი მოვლენები აღინიშნებოდა პრეპარატის ზემოქმედებისას იმ დროის განმავლობაში, რომელიც ორჯერ აღემატებოდა ზემოქმედების დროს მაქსიმალური თერაპიული დოზის მიღებისას. ვინაიდან განსხვავება რეპროდუქციულობის კვლევებში NOAEL-ის დონეზე (არასასურველი მოვლენების არარსებობის დონე) პრეპარატის ზემოქმედების დროსა და მაქსიმალური თერაპიული დოზის გამოყენებისას ზემოქმედების დროს შორის პრაქტიკულად არ არსებობს, არ შეიძლება გამოირიცხოს პაციენტისათვის პრეპარატის გამოყენების რისკი.
ვირთხებზე ჩატარებულმა რეპროდუქციული ტოქსიკურობის კვლევებმა აჩვენა, რომ ფლუვოქსამინი ახდენს ემბრიოტოქსიკურ ზემოქმედებას (იწვევს ემბრიოფეტალური სიკვდილიანობის [რეზორბციის] ზრდას), ნაყოფის მხედველობის ორგანოთა ანომალიების განვითარების სიხშირის ზრდას [თვალის ბადურის სტრუქტურის დარღვევას], ნაყოფის წონის კლებასა და გაძვალების (ოსსიფიკაციის) შეფერხებას. ამასთან, პრეპარატის ზემოქმედება ნაყოფის მასაზე და ძვლოვანი სტრუქტურის ჩამოყალიბებაზე შეიძლება დედის ორგანიზმის ინტოქსიკაციის მეორად სიმპტომებად მოგვევლინოს (სხეულის წონის კლება და დედის წონის მომატება)).
გარდა ამისა, პერინატალურ და პოსტნატალურ კვლევებში აღინიშნებოდა შთამომავლობის პერინატალური სიკვდილიანობის მატება.
რეპროდუქციული ტოქსიკურობის უსაფრთხო დონე უცნობია.
ფიზიკური და ფსიქიური დამოკიდებულება
პოტენციური ბოროტად გამოყენების, გადატანის უნარის ან ფიზიკური დამოკიდებულების შესაძლო განვითარების კვლევები პრიმატების მოდელზე იქნა შესწავლილი. კვლევების შედეგად დამოკიდებულება აღმოჩენილი არ იქნა.

ჩვენებები გამოყენებისათვის:
— დიდი დეპრესიული ეპიზოდი;
— ობსესიურ-კომპულსიური აშლილობები (ოკა/OჩD).

გამოყენების წესი და დოზირება
დეპრესია
ზრდასრულები
რეკომენდებული დოზა შეადგენს 100 მგ-ს დღეში. მკურნალობა იწყება 50 მგ ან 100 მგ დოზით (ერთხელ, საღამოს). აუცილებლობის შემთხვევაში დოზირების რეჟიმი უნდა გადაიხედოს და შესწორდეს პირველი მკურნალობის 3-4 კვირის განმავლობაში და შემდგომი მკურნალობის მსვლელობისას, თუ ეს კლინიკურად გამართლებულია. ვინაიდან არსებობს არასასურველი ეფექტების წარმოშობის გაზრდილი რისკი პრეპარატის მაღალი დოზების მიღებისას, აგრეთვე მისი რამდენიმე კვირის განმავლობაში მიღების შემდეგ არასაკმარისი მოქმედების შემთხვევაში, ზოგიერთი პაციენტისათვის ნაჩვენებია დოზის თანდათანობით გაზრდა მაქსიმალურ სადღეღამისო დოზამდე, რომელიც შეადგენს 300 მგ-ს (იხ. პარაგრაფი „ფარმაკოლოგიური თვისებები. ფარმაკოდინამიკა“).
ერთჯერადად შეიძლება დაინიშნოს 150 მგ დოზა (მაქსიმალური ერთჯერადი დოზა), რომლის მიღებაც სასურველია საღამოს. თუ სადღეღამისო დოზა აღემატება 150 მგ-ს, რეკომენდებულია მისი გაყოფა 2 ან 3 მიღებად. ეფექტური დოზის შერჩევა უნდა მოხდეს სიფრთხილის დაცვით, ინდივიდუალურ რეჟიმში და დადგინდეს იმგვარად, რომ პაციენტისათვის შეადგინოს მინიმალური ეფექტური დოზა.
მკურნალობის პერიოდი პაციენტებისათვის, რომლებსაც აწუხებთ დეპრესია, საკმარისი უნდა იყოს იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ იქნას სიმპტომების გაქრობა (არანაკლებ 6 თვისა).
ბავშვები და მოზარდები
ფლუვოქსამინის გამოყენება არ არის რეკომენდებული ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში, რომლებსაც აწუხებთ დეპრესია (იხ. პარაგრაფი „სიფრთხილის ზომები“).

ობსესიურ-კომპულსიური აშლილობები
ზრდასრულები
რეკომენდებული დოზა შეადგენს 100-დან 300-მდე მგ-ს დღეში. საწყისი დოზაა 50 მგ დღეში. ვინაიდან არსებობს არასასურველი ეფექტების წარმოშობის გაზრდილი რისკი პრეპარატის მაღალი დოზების მიღებისას, აგრეთვე მისი რამდენიმე კვირის განმავლობაში მიღების შემდეგ არასაკმარისი მოქმედების შემთხვევაში, ზოგიერთი პაციენტისათვის ნაჩვენებია დოზის თანდათანობით გაზრდა მაქსიმალურ სადღეღამისო დოზამდე, რომელიც შეადგენს 300 მგ-ს (იხ. პარაგრაფი „ფარმაკოლოგიური თვისებები. ფარმაკოდინამიკა“). დღეღამეში ერთჯერადად შეიძლება 150 მგ-მდე დოზების მიღება, რაც სასურველია მოხდეს საღამოს. სადღეღამისო დოზები, რომლებიც აღემატება 150 მგ-ს, რეკომენდებულია გადანაწილდეს 2 ან 3 მიღებად.
პრეპარატზე კარგი თერაპიული პასუხის შემთხვევაში მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს ინდივიდუალურად შერჩეული სადღეღამისო დოზის დახმარებით.
ეფექტურობა ხანგრძლივი გამოყენებისას (24 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში) ობსესიურ-კომპულსიური აშლილობების (ოკა/OჩD) მქონე პაციენტთა სამკურნალოდ არ გამოვლენილა.
8 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები და მოზარდები
8 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისა და მოზარდებისათვის რეკომენდებულია დოზის შეზღუდვები 100 მგ-მდე, დღეში ორ მიღებად, 10 კვირის განმავლობაში. საწყისი დოზა შეადგენს 25 მგ-ს. დოზა უნდა გაიზარდოს ფრთხილად, 25 მგ-ით ყოველ 4-7 დღეში ერთხელ, სანამ არ იქნება მიღწეული მინიმალური ეფექტური დოზა. ბავშვებში მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 200 მგ-ს (იხ. პარაგრაფი „ფარმაკოლოგიური თვისებები“). თუ სადღეღამისო დოზა აღემატება 50 მგ-ს, რეკომენდებულია მისი გაყოფა ორ მიღებად. თუ სადღეღამისო დოზა იყოფა არათანაბარ ერთჯერად დოზებად, უფრო დიდი დოზა მიღებული უნდა იქნას ძილის წინ.

ფლუვოქსამინის გამოყენების შეწყვეტის შემდეგ შესაძლოა აღინიშნებოდეს „დანიშნულების გაუქმების“ სინდრომი.
აუცილებელია პრეპარატის მიღების მკვეთრად შეწყვეტის თავიდან აცილება. ფლუვოქსამინით მკურნალობის შეწყვეტისას დოზა თანდათანობით უნდა შემცირდეს, სულ მცირე, ორი კვირის განმავლობაში, რათა მოხდეს „დანიშნულების გაუქმების“ სინდრომის რისკის შემცირება (იხ. პარაგრაფები „სიფრთხილის ზომები“ და „თანამდევი მოქმედება“). დოზის შემცირების ან მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ მსგავსი სიმპტომების წარმოშობის შემთხვევაში შეგვიძლია განვიხილოთ ადრე რეკომენდებული დოზით მკურნალობის განახლების საკითხი. მოგვიანებით ექიმმა შეიძლება კვლავ დაიწყოს დოზის შემცირება, მაგრამ უფრო ნელი ტემპით.

ღვიძლის ან თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტთა მკურნალობა
ღვიძლის ან თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებმა მკურნალობა დაბალი დოზებით უნდა დაიწყონ და ისინი უნდა იმყოფებოდნენ ექიმის მკაცრი კონტროლის ქვეშ.

გამოყენების წესი
ფლუვოქსამინის აბები უნდა მივიღოთ პერორალურად, დაღეჭვის გარეშე, წყლის მიყოლებით.

თანამდევი მოქმედება
კლინიკური კვლევების ჩატარებისას ქვემოთ მითითებული სიხშირით დაფიქსირებული ზოგიერთი თანამდევი ეფექტი ხშირად დაკავშირებული იყო დაავადებასთან და არა ჩატარებულ მკურნალობასთან.
არასასურველი რეაქციები ჩამოთვლილია სისტემურ-ორგანული კლასების მიხედვით, სიხშირის მითითებით შემდეგი კლასიფიკაციის შესაბამისად: ძალზე ხშირად (≥1/10), ხშირად (≥1/100, <1/10), არც თუ ხშირად (≥1/1000, <1/100), იშვიათად (≥1/10000, <1/1000), ძალზე იშვიათად (<1/10000), სიხშირე უცნობია, (შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემების საფუძველზე).

სისტემურ-ორგანული კლასი

(MedDRA)

ხშირად (≥1/100, <1/10) ხშირად (≥1/100, <1/10) ხშირად (≥1/100, <1/10) ხშირად (≥1/100, <1/10) ხშირად (≥1/100, <1/10)
ენდოკრინული დარღვევები         ჰიპერპროლაქტინემია, ანტიდიურეტიკული ჰორმონის არაადეკვატური სეკრეციის სინდრომი
მეტაბოლიზმისა და კვების დარღვევები ანორექსია        ჰიპონატრიემია, სხეულის მასის მატება, სხეულის მასის კლება
ფსიქიკიური დარღვევები ჰალუცინაციები, არეული ცნობიერების მდგომარეობა, აგრესიულობა მანია     სუიციდალური აზროვნება,
სუიციდალური ქცევა
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ შფოთვა, მომატებული აღგზნებადობა, შფოთვა, უძილობა, ძილიანობა, ტრემორი, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა ექსტრაპირამიდული აშლილობები,  მოძრაობების კოორდინაციის დარღვევა კრუნჩხვები    სეროტონინის სინდრომი, ავთვისებიანი ნეიროლეპტიკური სინდრომი, აკათიზია/ ფსიქომოტორული აღგზნება, პარესთეზია, დისგევზია
დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ         გლაუკომა, მიდრიაზი
მხრივ ტაქიკარდია        
დარღვევები სისხლძარღვების მხრივ   ორთოსტატიკული ჰიპოტენზია     ჰემორაგიები (მაგ., კუჭ-ნაწლავური, გინეკოლოგიური სისხლდენები, ეკქიმოზი, პურპურა)
კუჭ-ნაწლავური დარღვევები მუცლის ტკივილი, ყაბზობა, დიარეა, პირის სიმშრალე, დისპეფსია, გულისრევა, ღებინება        
დარღვევები ღვიძლისა და სანაღვლე გზების მხრივ     ღვიძლის ფუნქციის დარღვევა    
დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების  მხრივ ჰიპერჰიდროზი, გაზრდილი ოფლიანობა კანის ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (გამონაყარის, ქავილის, ანგიონევროტული შეშუპების ჩათვლით) ფოტომგრძნობელობის რეაქციები   სტივენს-ჯონსონის სინდრომი***/ტოქსიკური ეპიდერმალური ნეკროლიზი***, პოლიმორფული ერითემა***

დარღვევები

კუნთოვანი, ჩონჩხისა და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ

  ართრალგია, მიალგია     ძვლების მოტეხილობები**
დარღვევები თირკმლებისა და შარდსადენი გზების მბრივ         დარღვევები შარდვის მხრივ (შარდის შეკავების, შარდის შეუკავებლობის, პოლაკიურიის, ნიქტურიისა და ენურეზის ჩათვლით)
           
დარღვევები რეპროდუქციული სისტემისა და სარძევე ჯირკვლების მხრივ   ეაკულაციის დარღვევა (შეყოვნება)   გალაქტორეა ანორგაზმია, მენსტრუალური დარღვევები (როგორიცაა ამენორეა, ჰიპომენორეა, მეტრორაგია, მენორაგია)
საერთო დარღვევები ასთენია, შეუძლოდ ყოფნა       პრეპარატის „დანიშნულების გაუქმების”  სინდრომი, მათ შორის, „დანიშნულების გაუქმების”  სინდრომი ახალშობილებში, რომელთა დედებიც ორსულობის ბოლო ეტაპებზე ფლუვოქსამინს იღებდნენ
           

 

ყველაზე გავრცელებულ სიმპტომებს, რომელთა შესახებაც შემოდიოდა შეტყობინებები ფლუვოქსამინით მკურნალობის დროს, წარმოადგენს გულისრევა, რომელსაც ზოგჯერ თან ახლავს პირღებინება. ეს თანამდევი ეფექტი, ჩვეულებრივ, სუსტდება მკურნალობის პირველი ორი კვირის განმავლობაში.

**ეპიდემიოლოგიურმა კვლევებმა, რომლებიც ჩატარდა ძირითადად 50 წლისა და უფროსი ასაკის პაციენტთა მონაწილეობით, აჩვენა ძვლის მოტეხილობების მომატებული რისკი პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ სუმსი -ებსა და ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებს. რისკის მატების მექანიზმი უცნობია.
***თანამდევი რეაქციების სავარაუდო სიხშირე, რომელთა შესახებაც შემოდიოდა შეტყობინებები პოსტრეგისტრაციული დაკვირვების დროს, მაგრამ რომლებიც არ შეინიშნებოდა პლაცებო-კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში.

ფლუვოქსამინით მკურნალობის დროს ან მალევე მისი დასრულების შემდეგ შემოდიოდა შეტყობინებები სუიციდალური აზრებისა და სუიციდალური ქცევის შემთხვევების შესახებ (იხ. პარაგრაფი „სიფრთხილის ზომები“).

„დანიშნულების გაუქმების სინდრომი“ ფლუვოქსამინის გამოყენების შეწყვეტის შემდეგ.
ფლუვოქსამინის გამოყენების შეწყვეტა (განსაკუთრებით - მკვეთრი) ხშირად იწვევს „დანიშნულების გაუქმების“ სინდრომის განვითარებას. ყველაზე გავრცელებული რეაქციებია: თავბრუსხვევა, მგრძნობელობის დარღვევები (მათ შორის, პარესთეზიები, მხედველობის დარღვევები და დენის დარტყმის შეგრძნებები), ძილის დარღვევები (მათ შორის, უძილობა და მკაფიოდ ხატოვანი სიზმრები), აღგზნება ან შფოთვა, გაღიზიანებადობა, ცნობიერების არევა, ემოციური ლაბილობა, გულისრევა ან/და ღებინება, დიარეა, ოფლიანობა, გულისცემის შეგრძნება, ტრემორი. როგორც წესი, ეს სიმპტომები ხასიათდება მსუბუქი ან ზომიერი ინტენსივობით და სპონტანურად ქრება, თუმცა, ზოგიერთი პაციენტის შემთხვევაში მათ შეიძლება ჰქონდეს მძიმე ან/და ხანგრძლივი ხასიათი. აქედან გამომდინარე, რეკომენდებულია ფლუვოქსამინის დოზების თანდათანობით შემცირება, როდესაც მკურნალობა საჭირო აღარ არის (იხ. პარაგრაფები „გამოყენების წესი და დოზები“, „სიფრთხილის ზომები“).

პედიატრიული პოპულაცია
პლაცებო-კონტროლირებადი ათკვირიანი კვლევისას ობსესიურ-კომპულსიური აშლილობების მქონე ბავშვებსა და მოზარდებში აღინიშნა შემდეგი არასასურველი რეაქციები, რომლებიც უფრო მაღალი სიხშირით ვლინდებოდა, ვიდრე პლაცებოს ჯგუფში: უძილობა, ასთენია, აღგზნება, ჰიპერკინეზია, ძილიანობა და დისპეფსია. ამ კვლევის სერიოზული თანამდევი ეფექტები მოიცავდა აღგზნებასა და ჰიპომანიას. კლინიკური კვლევების ფარგლებს მიღმა შემოდიოდა შეტყობინებები ბავშვებსა და მოზარდებში კრუნჩხვების შესახებ ფლუვოქსამინის გამოყენებისას.

შეტყობინებები არასასურველი რეაქციების შესახებ
მნიშვნელოვანია ცნობება სავარაუდო არასასურველი რეაქციების თაობაზე სამკურნალო პრეპარატის რეგისტრაციის შემდეგ, რაც მიზნად ისახავს სამკურნალო პრეპარატის „სარგებელი - რისკი“ თანაფარდობის უწყვეტი მონიტორინგის უზრუნველყოფას. მედიცინის მუშაკებისათვის რეკომენდებულია, აცნობონ სამკურნალო პრეპარატის ნებისმიერი სავარაუდო არასასურველი რეაქციის შესახებ არასასურველი რეაქციის თაობაზე შეტყობინების ეროვნული სისტემების საშუალებით.

უკუჩვენებები
სამკურნალო საშუალება ფევარინი® უკუნაჩვენებია თიზანიდინისა და მონოამინოქსიდაზას (მაო) ინჰიბიტორებთან ერთდროულად მიღების დროს (იხ. პარაგრაფი „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან“).
ფლუვოქსამინით მკურნალობის დაწყება შეიძლება:
 მაო-ს შეუქცევადი ინჰიბიტორის მიღების შეწყვეტიდან 2 კვირის შემდეგ;
 მომდევნო დღეს მაო-ს შექცევადი ინჰიბიტორის (მაგ., მოკლობემიდის, ლინეზოლიდის) მიღების შეწყვეტის შემდეგ.
ფლუვოქსამინისა და ლინეზოლიდის ერთობლივი გამოყენების გამონაკლის შემთხვევებში განსაკუთრებული სიფრთხილის ზომების შესახებ ინფორმაციის მისაღებად იხილეთ პარაგრაფი „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან“.
დროის ინტერვალი ფლუვოქსამინის მიღების შეწყვეტასა და მაო-ს ნებისმიერი ინჰიბიტორით თერაპიის დაწყებას შორის უნდა შეადგენდეს მინიმუმ 1 კვირას.
პრეპარატი უკუნაჩვენებია იმ პაციენტების სამკურნალოდ, რომლებსაც ახასიათებთ ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ნივთიერების ან ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.

სიფრთხილის ზომები
სუიციდი/სუიციდალური აზრები ან მდგომარეობის კლინიკური გაუარესება
დეპრესია დაკავშირებულია სუიციდალური აზრების, თვითდაზიანებისა და სუიციდის (სუიციდალური ქმედებების) გაზრდილ რისკთან. ეს რისკი შენარჩუნდება მნიშვნელოვანი რემისიის მიღწევამდე. ვინაიდან კლინიკური გაუმჯობესება მიიღწევა არაუადრეს რამდენიმე კვირისა მკურნალობის დაწყებიდან, პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ საფუძვლიანი მეთვალყურეობის ქვეშ ამგვარი გაუმჯობესების მიღწევამდე. კლინიკური გამოცდილება მიგვანიშნებს სუიციდის რისკის ზრდაზე გამოჯანმრთელების ადრეულ ეტაპებზე.
სხვა ფსიქიური აშლილობები, რომელთა სამკურნალოდაც ინიშნება ფლუვოქსამინი, ასევე შეიძლება იყოს დაკავშირებული სუიციდალური ქმედებების გაზრდილ რისკთან. გარდა ამისა, ეს მდგომარეობები შეიძლება თან ახლდეს დიდ დეპრესიულ აშლილობას. ამიტომ, დეპრესიული აშლილობებისა და სხვა ფსიქიური აშლილობების მქონე პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ საფუძვლიანი მეთვალყურეობის ქვეშ.
პაციენტებს, რომლებსაც ანამნეზში უფიქსირდებათ სუიციდთან დაკავშირებული მოვლენები, ან რომლებიც ავლენენ სუიციდალური აზროვნების მნიშვნელოვან ხარისხს მკურნალობის დაწყებამდე, ახასიათებთ სუიციდალური აზრების ან სუიციდალური ქმედებების უფრო მაღალი რისკი და ისინი უნდა იმყოფებოდნენ საფუძვლიანი და მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობის მიმდინარეობისას.

პედიატრიული პოპულაცია
ფლუვოქსამინი არ უნდა იქნას გამოყენებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებისა და მოზარდების სამკურნალოდ, გარდა ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის მქონე პაციენტებისა. ბავშვებსა და მოზარდებში ჩატარებულ კლინიკურ კვლევებში სუიციდალურად განპირობებული ქცევა (სუიციდალური მცდელობები და აზრები) და მტრული განწყობა (ძირითადად აგრესია, ოპოზიციური ქცევა და ბრაზი) უფრო ხშირად აღინიშნებოდა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ანტიდეპრესანტს, ვიდრე პლაცებოს მიმღებ პაციენტებში. თუ კლინიკური აუცილებლობის საფუძველზე მიღებულია გადაწყვეტილება მკურნალობის შესახებ, უნდა დაწესდეს პაციენტზე საფუძვლიანი მეთვალყურეობა სუიციდალური სიმპტომების წარმოშობის კუთხით.
გარდა ამისა, ბავშვებთან და მოზარდებთან მიმართებაში არ არსებობს უსაფრთხოების გრძელვადიანი მონაცემები, რომლებიც ეხება ზრდას, მომწიფებას, კოგნიტიურ და ქცევით განვითარებას.

ახალგაზრდა პაციენტები (18-24 წლის)
ფსიქიკური აშლილობის მქონე ზრდასრულ პაციენტებში ანტიდეპრესანტების გამოყენების პლაცებო-კონტროლირებადი კლინიკური კვლევების მეტა-ანალიზმა გამოავლინა სუიციდალური ქცევის გაზრდილი რისკი ანტიდეპრესანტების მიღებისას პლაცებოსთან შედარებით 25 წლამდე ასაკის პაციენტებში. პაციენტებზე, განსაკუთრებით კი - მაღალი რისკის მქონე პაციენტებზე გულდასმით მეთვალყურეობა თან უნდა ახლდეს მედიკამენტურ თერაპიას, განსაკუთრებით მის ადრეულ ეტაპებზე და დოზის ცვლილებების შემდეგ.
საჭიროა პაციენტების (და მათი მომვლელი პირების) გაფრთხილება იმის თაობაზე, რომ აუცილებელია თვალყურის დევნება მდგომარეობის ნებისმიერ კლინიკურ გაუარესებაზე, სუიციდალურ ქცევაზე ან სუიციდალურ აზრებზე, ქცევის უჩვეულო ცვლილებებზე და დაუყოვნებლივ მიმართვა სპეციალისტისათვის კონსულტაციის გავლის მიზნით ასეთი სიმპტომების გამოჩენისას.

გამოყენება ხანდაზმულ პაციენტებში
ასაკოვანი და უფრო ახალგაზრდა პაციენტების მკურნალობისას მიღებული მონაცემები მიუთითებს მათ მიერ ჩვეულებრივ გამოყენებულ სადღეღამისო დოზებს შორის კლინიკურად მნიშვნელოვანი განსხვავებების არარსებობაზე. მიუხედავად ამისა, პრეპარატის დოზის გაზრდა ხანდაზმულ პაციენტებში ყოველთვის უფრო ნელა და ფრთხილად უნდა ხდებოდეს, ვიდრე სხვა პაციენტებში.

აკათიზია/ფსიქომოტორული აღგზნება
ფლუვოქსამინის მიღებასთან დაკავშირებული აკათიზიის განვითარება ხასიათდება სუბიექტურად უსიამოვნო და მტანჯველი შფოთვით და მოძრაობის მოთხოვნილებას ხშირად თან ახლდა ჯდომის ან მშვიდად დგომის შეუძლებლობა. ამგვარი მდგომარეობის განვითარების ალბათობა ყველაზე მაღალია მკურნალობის პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში. ასეთი სიმპტომების მქონე პაციენტებში პრეპარატის დოზის გაზრდამ შეიძლება გააუარესოს მათი მდგომარეობა.

ღვიძლის ან თირკმლის უკმარისობა
ღვიძლის ან თირკმლის უკმარისობით დაავადებული ხანდაზმული პაციენტების მკურნალობა უნდა დაიწყოს დაბალი დოზებით და ასეთი პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ ექიმის მკაცრი კონტროლის ქვეშ. იშვიათ შემთხვევებში ფლუვოქსამინით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის ფერმენტების აქტიურობის ზრდა, რასაც ყველაზე ხშირად თან ახლავს შესაბამისი კლინიკური სიმპტომები. ასეთ შემთხვევებში მკურნალობა უნდა შეწყდეს.

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ
მიუხედავად იმისა, რომ ცხოველებზე პრეპარატის მოქმედების შესწავლისას ფლუვოქსამინმა არ გამოავლინა პროკონვულსიური თვისებები, აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა პრეპარატის დანიშნვისას ანამნეზში კრუნჩხვითი სინდრომის მქონე ავადმყოფებისათვის. უნდა მოვერიდოთ ფლუვოქსამინის დანიშნვას არასტაბილური ეპილეფსიის მქონე პაციენტებისათვის, ხოლო კარგად კონტროლირებადი ეპილეფსიის მქონე პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ. ფლუვოქსამინით მკურნალობა უნდა შეწყდეს, თუ წარმოიშვება ეპილეფსიური შეტევები ან მათი სიხშირე იზრდება.
აღწერილია სეროტონინის სინდრომის ან ავთვისებიანი ნეიროლეპტიკური სინდრომის მსგავსი მდგომარეობის განვითარების იშვიათი შემთხვევები, რომლებიც შეიძლება დაკავშირებული იყოს ფლუვოქსამინის მიღებასთან, განსაკუთრებით სხვა სეროტონერგიულ ან/და ნეიროლეპტიკურ სამკურნალო საშუალებებთან კომბინაციაში.
ვინაიდან ამ სინდრომებმა შეიძლება გამოიწვიოს სიცოცხლისათვის პოტენციურად საშიში მდგომარეობები, რომლებიც ვლინდება ჰიპერთერმიის, კუნთების რიგიდულობის, მიოკლონიის, ვეგეტატიური ნერვული სისტემის დისფუნქციის სახით სასიცოცხლო მნიშვნელობის პარამეტრების შესაძლო სწრაფი ცვლილებებით, ფსიქიური სტატუსის ცვლილებებით, მათ შორის, ცნობიერების არეულობის, გაღიზიანებადობის, დელირიუმში ან კომაში პროგრესირებადი უკიდურესი აჟიტაციის ჩათვლით - ასეთ შემთხვევებში ფლუვოქსამინით მკურნალობა უნდა შეწყდეს და დაიწყოს შესაბამისი სიმპტომური მკურნალობა.
კომბინირებული გამოყენება ფლუვოქსამინისა და ლინეზოლიდისა, რომელიც მაო-ს შექცევად ინჰიბიტორს წარმოადგენს, დასაშვებია გამონაკლის შემთხვევებში, მკურნალი ექიმის მკაცრი და მუდმივი მეთვალყურეობისა და არტერიული წნევის მუდმივი კონტროლის პირობებში (იხ. პარაგრაფი „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან“). სიმპტომების წარმოშობის შემთხვევაში ორივე პრეპარატით მკურნალობა უნდა შეწყდეს.

მეტაბოლიზმისა და კვების დარღვევები
როგორც სეროტონინის უკუმიტაცების სხვა სელექციური ინჰიბიტორების (სუმსი-ების) გამოყენებისას, იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია ჰიპონატრიემიის განვითარება, რაც შექცევადია ფლუვოქსამინის მიღების შეწყვეტის შემდეგ. ზოგიერთი შემთხვევა, შესაძლოა, გამოწვეული იყო ანტიდიურეტიკული ჰორმონის სეკრეციის დარღვევის სინდრომით. ეს შემთხვევები ძირითადად აღინიშნებოდა ხანდაზმულ პაციენტებში. შეიძლება დაირღვეს გლიკემიის კონტროლი (ე.ი. ჰიპერგლიკემია, ჰიპოგლიკემია, გლუკოზისადმი ტოლერანტობის დაქვეითება), განსაკუთრებით მკურნალობის ადრეულ ეტაპებზე. ფლუვოქსამინის დანიშვნისას პაციენტებისათვის, რომლებსაც ანამნეზში უფიქსირდებათ შაქრიანი დიაბეტი, შეიძლება საჭირო გახდეს ანტიდიაბეტური პრეპარატების დოზის კორექცია.

დარღვევა მხედველობის ორგანოს მხრივ
შემოდიოდა შეტყობინებები მიდრიაზის განვითარების შემთხვევების შესახებ ისეთი სუმსი–ების გამოყენებისას, როგორიცაა ფლუვოქსამინი. ამიტომ, ფლუვოქსამინი სიფრთხილით უნდა დაენიშნოს თვალის მომატებული შიდა წნევის მქონე პაციენტებს ან პაციენტებს, რომლებსაც ახასიათებთ მწვავე დახურულკუთხიანი გლაუკომის განვითარების რისკი.

ჰემატოლოგიური დარღვევები
შემოდიოდა შეტყობინებები სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორების გამოყენებისას ისეთი კანსშიდა (ინტრადერმალური) სისხლჩაქცევების შესახებ, როგორიცაა ეკქიმოზები და პურპურა, აგრეთვე სხვა ჰემორაგიული გამოვლინებების შესახებ, როგორიცაა კუჭ-ნაწლავური ან გინეკოლოგიური სისხლდენა. აუცილებელია გამოვიჩინოთ სიფრთხილე სუმსი-ების დანიშნვისას ხანდაზმული პაციენტებისა და ისეთი პაციენტებისათვის, რომლებიც ერთდროულად იღებენ თრომბოციტულ ფუნქციაზე მოქმედ პრეპარატებს (როგორიცაა ატიპიური ანტიფსიქოტური საშუალებები და ფენოთიაზინები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტების უმეტესობა, აცეტილსალიცილის მჟავა, არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებები) ან პრეპარატებს, რომლებიც ზრდის სისხლდენების რისკს, ასევე პაციენტებისათვის, რომელთაც ანამნეზში უფიქსირდებათ სისხლდენები ან ახასიათებთ მიდრეკილება სისხლდენების მიმართ (მაგ., თრომბოციტოპენია ან კოაგულაციის დარღვევა).

დარღვევები გულის მუშაობის მხრივ
„პირუეტის“ ტიპის Qთ/პაროქსიზმული პარკუჭოვანი ტაქიკარდიის ინტერვალის გახანგრძლივების რისკის ზრდა ფლუვოქსამინის კომბინირებული თერაპიისას ტერფენადინთან, ასტემიზოლთან ან ციზაფრიდთან ერთად, რაც განპირობებულია სისხლის პლაზმაში ამ უკანასკნელთა კონცენტრაციის მომატებით. აქედან გამომდინარე, ფლუვოქსამინი არ უნდა დაინიშნოს ამ პრეპარატებთან ერთად.
იმის გათვალისწინებით, რომ არ არსებობს კლინიკური გამოცდილება, საჭიროა გამოვიჩინოთ სიფრთხილე ფლუვოქსამინის დანიშნვისას პაციენტებისათვის გადატანილი მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის შემდეგ.

დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ
შემოდიოდა შეტყობინებები ფლუვოქსამინის გამოყენების შედეგად კანის მძიმე რეაქციების განვითარების შესახებ, როგორიცაა გამონაყარი ან კანის სიწითლე, მათ შორის გამონაყარი, რომელიც თავდაპირველად თავს იჩენს კიდურებზე, როგორც წესი, სხეულის ორივე მხრიდან, შემდეგ კი ვრცელდება კანზე კონცენტრული წრეების სახით, რომლებიც სამიზნეს ქმნის (მულტიფორმული ერითემა), გენერალიზებული გამონაყარი ბუშტუკებითა და კანის აქერცლვით, განსაკუთრებით პირის, ცხვირის, თვალებისა და სასქესო ორგანოების გარშემო (სტივენს-ჯონსონის სინდრომი), კანის მასშტაბური აქერცლვა (სხეულის ზედაპირის 30%-ზე მეტი - ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი). შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს მოცემული სიმპტომების გამოჩენის შესახებ.

ელექტროკონვულსიური (ელექტროკრუნჩხვითი) თერაპია (ეკთ)
ეკთ-ის ფონზე ფლუვოქსამინის კლინიკური გამოყენების გამოცდილება შეზღუდულია, ამიტომ ასეთი თერაპია სიფრთხილით უნდა ჩატარდეს.

დანიშნულების გაუქმების რეაქციები ფლუვოქსამინით მკურნალობის შეწყვეტისას
ფლუვოქსამინის მიღების მკვეთრი შეწყვეტისას ხშირად ვითარდება „დანიშნულების გაუქმების“ სინდრომი (იხ. პარაგრაფი „თანამდევი მოქმედება“). კლინიკური კვლევების მსვლელობისას თანამდევი რეაქციები მკურნალობის შეწყვეტის დროს აღინიშნებოდა იმ პაციენტთა თითქმის 12%-ის შემთხვევაში, რომლებიც იღებდნენ ფლუვოქსამინს; პლაცებოს მიმღებ პაციენტებში სიხშირე ასეთივეა. დანიშნულების გაუქმების სიმპტომების განვითარების რისკი დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე: მკურნალობის ხანგრძლივობაზე, დოზირებასა და დოზის შემცირების სიჩქარეზე.
ყველაზე გავრცელებული სიმპტომები, რომლებიც აღინიშნებოდა წამლის შეწყვეტის შემთხვევაში: თავბრუსხვევა, მგრძნობელობის დარღვევა (პარესთეზიის, მხედველობის დარღვევისა და დენის დარტყმის შეგრძნების ჩათვლით), ძილის დარღვევა (უძილობისა და მკაფიოდ ხატოვანი სიზმრების ჩათვლით), აღგზნება, გაღიზიანებადობა, ცნობიერების არევა, ემოციური ლაბილობა, თავის ტკივილი, გულისრევა ან/და პირღებინება, დიარეა, ოფლიანობა, გულისცემის შეგრძნება, ტრემორი და შფოთვა (იხ. პარ. „თანამდევი მოქმედება“).
ძირითადად ეს სიმპტომები სუსტად ან ზომიერად გამოხატული ხასიათისაა და მათი კუპირება დამოუკიდებლად ხდება, თუმცა, ზოგიერთი პაციენტის შემთხვევაში ისინი შესაძლოა მძიმე ან/და ხანგრძლივი იყოს. მსგავსი სიმპტომები, ჩვეულებრივ, თავს იჩენს მკურნალობის შეწყვეტიდან პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში, თუმცა, გვხვდება ძალზე იშვიათი შეტყობინებებიც ამ სიმპტომების წარმოშობის შესახებ პრეპარატის დოზის უნებლიე გამოტოვების შემთხვევაში. როგორც წესი, ეს სიმპტომები დამოუკიდებლად ქრება 2 კვირის განმავლობაში, ცალკეულ შემთხვევებში - ორი-სამი თვის ან მეტი ხნის განმავლობაში. ამ მიზეზის გამო მიზანშეწონილია ფლუვოქსამინის დოზის თანდათან შემცირება რამდენიმე კვირის ან თვის განმავლობაში დანიშნულების გაუქმებამდე, პაციენტის მდგომარეობის შესაბამისად (იხ. პარ. „გამოყენების წესი და დოზირება“).

ფსიქიური აშლილობები
ფლუვოქსამინი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული იმ პაციენტებში, რომელთაც ანამნეზში უფიქსირდებათ მანია/ჰიპომანია. თუ პაციენტს უვითარდება მანიაკალური ფაზა, ფლუვოქსამინის გამოყენება უნდა შეწყდეს.

სექსუალური დისფუნქცია
სეროტონინის უკუმიტაცების სელექციურმა ინჰიბიტორებმა (სუმსი)/სეროტონინ-ნორეპინეფრინის უკუმიტაცების ინჰიბიტორებმა (სნუმსი) შეიძლება გამოიწვიოს სექსუალური დისფუნქციის სიმპტომები. შემოდიოდა შეტყობინებები გრძელვადიანი სექსუალური დისფუნქციის შესახებ, სადაც სიმპტომები გრძელდებოდა სუმსი/სნუმსი-ს თერაპიის შეწყვეტის მიუხედავად.

ჩYP 2ჩ19-ის ინჰიბირება
რამდენადაც ჩYP2 ჩ19 ახდენს კლოპიდოგრელის მეტაბოლიზებას ნაწილობრივ აქტიურ მეტაბოლიტად, ფლუვოქსამინის გამოყენებამ, რომელიც ახდენს ამ ფერმენტის აქტიურობის ინჰიბირებას, შეიძლება გამოიწვიოს კლოპიდოგრელის აქტიური მეტაბოლიტის დონის შემცირება. ამ ურთიერთქმედების კლინიკური მნიშვნელობა უცნობია. სიფრთხილის მოსაზრებებიდან გამომდინარე, ფლუვოქსამინის ერთდროული მიღება რეკომენდებული არ არის (იხ. პარაგრაფი „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან“).

დოზის გადაჭარბება
სიმპტომები
ყველაზე დამახასიათებელ სიმპტომებს მიეკუთვნება კუჭ-ნაწლავური აშლილობები (გულისრევა, ღებინება, დიარეა), ძილიანობა და თავბრუსხვევა. გარდა ამისა, არსებობს ცნობები გულის მუშაობის დარღვევების (ტაქიკარდია, ბრადიკარდია, არტერიული ჰიპოტენზია), ღვიძლის ფუნქციის დარღვევების, კრუნჩხვებისა და კომის შესახებ.
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში ფლუვოქსამინს უსაფრთხოების ფართო დიაპაზონი გააჩნია. ბაზარზე გამოშვების შემდეგ ძალზე იშვიათი იყო შეტყობინებები მხოლოდ ფლუვოქსამინის დოზის გადაჭარბებასთან დაკავშირებული სიკვდილის შემთხვევების შესახებ. ერთი პაციენტის მიერ მიღებულმა ფლუვოქსამინის მაქსიმალურმა რეგისტრირებულმა დოზამ 12 გ შეადგინა. დოზის გადაჭარბების მოცემული შემთხვევა სრული გამოჯანმრთელებით დასრულდა. ზოგჯერ აღინიშნებოდა უფრო სერიოზული გართულებები ფლუვოქსამინის დოზის განზრახ გადაჭარბების შემთხვევებში სხვა პრეპარატებთან კომბინირებისას.

მკურნალობა
ფლუვოქსამინის სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში რეკომენდებულია კუჭის ამორეცხვა, რომელიც უნდა ჩატარდეს პრეპარატის მიღებიდან რაც შეიძლება მალე, ასევე სიმპტომური მკურნალობა. გარდა ამისა, რეკომენდებულია აქტივირებული ნახშირის მრავალჯერადი მიღება, აუცილებლობის შემთხვევაში - ოსმოსური საფაღარათო საშუალებების დანიშნვა. ფორსირებული დიურეზი ან დიალიზი ნაკლებად ეფექტურია.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
მაო-ს ინჰიბიტორები
ფლუვოქსამინის გამოყენება არ შეიძლება მაო-ს ინჰიბიტორებთან, მათ შორის, ლინეზოლიდთან ერთად, რაც განპირობებულია სეროტონინის სინდრომის განვითარების რისკით (იხ. პარაგრაფი „უკუჩვენებები“).
ფლუვოქსამინის გავლენა სხვა წამლების ჟანგვით მეტაბოლიზმზე
ფლუვოქსამინმა შეიძლება მოახდინოს იმ პრეპარატების მეტაბოლიზმი, რომლებიც მეტაბოლიზდება ციტოქრომ P450-ის (ჩYP) გარკვეული იზოენზიმებით. Iნ ვიტრო და ინ ვივო კვლევებში ნაჩვენებია ფლუვოქსამინის ძლიერი ინჰიბიტორული ეფექტი ჩYP1A2 და ჩYP2ჩ19 იზოფერმენტებზე, თუმცა, ჩYP2ჩ9, ჩYP2D6 და ჩYP3A4 იზოფერმენტების ინჰიბირება ნაკლები ხარისხით ხდება.
პრეპარატებს, რომლებიც მნიშვნელოვანწილად მეტაბოლიზდება ამ იზოფერმენტებით, ფლუვოქსამინთან ერთდროული გამოყენების შემთხვევაში შეიძლება ახასიათებდეს აქტიური ნივთიერების ან/და მისი მეტაბოლიტების უფრო მაღალი კონცენტრაციები სისხლის პლაზმაში.
იმ პრო-წამლების შემთხვევაში, რომლებიც აქტიურდება ზემოხსენებული ჩYP-ით, როგორიცაა, მაგალითად, კლოპიდოგრელი, პლაზმაში აქტიური ნივთიერების კონცენტრაციები ან აქტიური მეტაბოლიტი შეიძლება იყოს უფრო დაბალი ფლუვოქსამინთან კომბინაციაში. სიფრთხილის მოსაზრებებიდან გამომდინარე, ფლუვოქსამინისა და კლოპიდოგრელის ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული. ფლუვოქსამინით თანამდევი მკურნალობის დაწყება ან კორექტირება უნდა მოხდეს ყველაზე დაბალი რეკომენდებული დოზებით. უნდა კონტროლდებოდეს იმ პრეპარატების კონცენტრაციები პლაზმაში, ეფექტები ან თანამდევი რეაქციები, რომლების მიღებაც ერთობლივად ხდება, ხოლო მათი დოზირება, აუცილებლობის შემთხვევაში, უნდა შემცირდეს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვიწრო თერაპიული დიაპაზონის მქონე მედიკამენტების შემთხვევაში.
ვიწრო თერაპიული დიაპაზონის მქონე მედიკამენტები
პაციენტები, რომლებიც ერთდროულად იღებენ ფლუვოქსამინსა და ვიწრო თერაპიული დიაპაზონის პრეპარატებს, რომლებიც განიცდის მეტაბოლიზმს ციტოქრომის იზოფერმენტით ან ციტოქრომის იმ იზოფერმენტების კომბინაციით, რომლებიც ინჰიბირდება ფლუვოქსამინით (როგორიცაა ტაკრინი, თეოფილინი, მეტადონი, მექსილეთინი, ფენიტოინი, კარბამაზეპინი და ციკლოსპორინი). საჭიროების შემთხვევაში რეკომენდებულია ამ პრეპარატების დოზების კორექცია.
ფლუვოქსამინის ერთდროული გამოყენებისას შემოდიოდა შეტყობინებები პლაზმაში იმ ტრიციკლური ანტიდეპრესანტებისა (მაგ. კლომიპრამინი, იმიპრამინი, ამიტრიპტილინი) და ნეიროლეპტიკების (მაგ. კლოზაპინი, ოლანზაპინი, კვეტიაპინი) კონცენტრაციის მომატების შესახებ, რომლებიც მნიშვნელოვანწილად მეტაბოლიზდება ციტოქრომ Р450 1А2-ის იზოფერმენტით. ამასთან დაკავშირებით, თუ დაწყებულია ფლუვოქსამინით მკურნალობა, განხილული უნდა იქნას ამ პრეპარატების დოზის შემცირების საკითხი.
ფლუვოქსამინთან იმ ბენზოდიაზეპინების ერთდროული გამოყენებისას, რომლებიც ჟანგვით მეტაბოლიზმს განიცდის, როგორებიცაა, მაგ., ტრიაზოლამი, მიდაზოლამი, ალპრაზოლამი და დიაზეპამი, შესაძლებელია პლაზმაში მათი კონცენტრაციის მომატება. ამ ბენზოდიაზეპინების დოზა უნდა შემცირდეს ფლუვოქსამინთან ერთდროულად მიღების დროს.
ფლუვოქსამინისა და როპინიროლის ერთდროული გამოყენებისას როპინიროლის კონცენტრაცია პლაზმაში შეიძლება მატულობდეს, რითაც იზრდება დოზის გადაჭარბების განვითარების რისკი. ასეთ შემთხვევებში რეკომენდებულია პაციენტზე დაკვირვება, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, როპინიროლის დოზის შემცირება როგორც ფლუვოქსამინით მკურნალობის დროს, ასევე მისი მიღების შეწყვეტის შემდეგ.
ფლუვოქსამინის პროპრანოლოლთან ურთიერთქმედების დროს აღინიშნებოდა პლაზმაში პროპრანოლოლის კონცენტრაციების მატება. ამასთან დაკავშირებით შეიძლება საჭირო გახდეს პროპრანოლოლის დოზის შემცირება ფლუვოქსამინთან ერთდროული გამოყენების შემთხვევაში.
ფლუვოქსამინის ვარფარინთან კომბინირებული გამოყენებისას აღინიშნებოდა სისხლის პლაზმაში ვარფარინის კონცენტრაციების მნიშვნელოვანი მატება და პროთრომბინული დროის გახანგრძლივება.
თანამდევი ეფექტების სიხშირის მატების შემთხვევები
შემოდიდა შეტყობინებები კარდიოტოქსიკურობის ცალკეული შემთხვევების შესახებ ფლუვოქსამინისა და თიორიდაზინის ერთდროული გამოყენებისას.
ფლუვოქსამინის მიღებისას პლაზმაში კოფეინის კონცენტრაცია შეიძლება გაიზარდოს. ამიტომ პაციენტებმა, რომლებიც დიდი რაოდენობით მოიხმარენ კოფეინის შემცველ სასმელების, უნდა შეამცირონ მათი მოხმარება ფლუვოქსამინით მკურნალობის პერიოდში, თუ შეინიშნება კოფეინის არასასურველი ეფექტები, როგორიცაა ტრემორი, გულისცემის შეგრძნება, გულისრევა, შფოთვა და უძილობა.
ტერფენადინი, ასტემიზოლი, ციზაპრიდი, სილდენაფილი: იხ. პარაგრაფი „სიფრთხილის ზომები“.
ფლუვოქსამინი არ ახდენს გავლენას პლაზმაში დიგოქსინის კონცენტრაციაზე.
ფლუვოქსამინი გავლენას არ ახდენს პლაზმაში ატენოლოლის კონცენტრაციაზე.
ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედებები
ფლუვოქსამინის სეროტონინერგიულ პრეპარატებთან (როგორიცაა ტრიპტანები, ლინეზოლიდი, ტრამადოლი, სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები და კრაზანას (Hყპერიცუმ პერფორატუმ) პრეპარატები) ერთდროულად გამოყენების შემთხვევაში შეიძლება გაუმჯობესდეს ფლუვოქსამინის სეროტონინერგიული ეფექტები (იხ. პარ. „სიფრთხილის ზომები“).
ფლუვოქსამინი გამოიყენება ლითიუმის პრეპარატებთან ერთად კომბინაციაში მძიმე და ფარმაკოთერაპიაზე ცუდი პასუხის მქონე პაციენტების სამკურნალოდ. უნდა აღინიშნოს, რომ ლითიუმი (და შესაძლოა ტრიპტოფანიც) აძლიერებს პრეპარატის სეროტონინერგიულ ეფექტებს, ამიტომ, ასეთი კომბინირებული ფარმაკოთერაპია სიფრთხილით უნდა ჩატარდეს იმ პაციენტებში, რომელთაც ახასიათებთ მძიმე რეზისტენტობა დეპრესიის სამკურნალო საშუალებებისადმი.
არაპირდაპირი ანტიკოაგულანტებისა და ფლუვოქსამინის ერთდროული გამოყენებისას შეიძლება გაიზარდოს სისხლდენების განვითარების რისკი. ასეთი პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
როგორც სხვა ფსიქოტროპული პრეპარატების გამოყენებისას, ფლუვოქსამინის მიღების შემთხევაში პაციენტებს უნდა ეცნობოთ იმის შესახებ, რომ მკურნალობის დროს აუცილებელია ალკოჰოლის გამოყენებისათვის თავის არიდება.

გამოყენება ორსულობის დროს და ძუძუთი კვების პერიოდში
ორსულობა
ეპიდემიოლოგიური მონაცემები იძლევა საფუძველს ვივარაუდოთ, რომ სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორების (სუმსი-ები) გამოყენებამ ორსულობის პერიოდში, განსაკუთრებით ორსულობის ბოლო თვეებში, შესაძლოა ახალშობილებში აამაღლოს პერსისტირებადი ფილტვისმიერი ჰიპერტენზიის (პფჰ) რისკი. არსებული მონაცემები აჩვენებს, რომ პფჰ წარმოიშობა დაახლოებით 5 შემთხვევაში 1000 ორსულობიდან. საერთო პოპულაციაში აღინიშნება 1-2 შემთხვევა 1000 ორსულობაზე.
ცხოველებზე ჩატარებული კვლევების შედეგები საფუძველს იძლევა ვივარაუდოთ, რომ ფლუვოქსამინის გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს ემბრიოტოქსიკურობა (ნაყოფის საშვილოსნოსშიდა დაღუპვა, გადახრები ნაყოფის მხედველობის ორგანოების ფორმირებაში). უცნობია, აქვს თუ არა ადგილი ამგვარ ზემოქმედებას ადამიანის ნაყოფზე. ფლუვოქსამინის უსაფრთხოება რეპროდუქციულ ტოქსიკურობასთან მიმართებაში არ არის ცნობილი. (იხ. პარ. „პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები“).
ფლუვოქსამინის გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის დროს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ქალის კლინიკური მდგომარეობა მისი გამოყენების აუცილებლობაზე მიუთითებს.
დაფიქსირდა ცალკეული შემთხვევები, როდესაც ახალშობილებს, რომელთა დედებიც ორსულობის ბოლოს იყენებდნენ ფლუვოქსამინს, აღენიშნებოდათ პრეპარატის დანიშნულების გაუქმების სიმპტომები.
ზოგიერთ ახალშობილს ორსულობის მესამე ტრიმესტრში სუმსი-ების ზემოქმედების შემდეგ ექმნებოდა გართულებები კვების ან/და სუნთქვის მხრივ, უვითარდებოდა კრუნჩხვითი აშლილობები, სხეულის არასტაბილური ტემპერატურა, ჰიპოგლიკემია, ტრემორი, კუნთების ტონუსის დარღვევები, მომატებული ნერვულ–რეფლექტორული აღგზნებადობის სინდრომი, ციანოზი, გაღიზიანებადობა, მოდუნებულობა, ძილიანობა, ღებინება, სირთულეები ჩაძინების მხრივ და განუწყვეტელი ტირილი, რამაც შეიძლება საჭირო გახადოს უფრო ხანგრძლივი ჰოსპიტალიზაცია.
ძუძუთი კვების პერიოდი
ფლუვოქსამინი მცირე რაოდენობებით აღწევს დედის რძეში. ამის გამო პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული ლაქტაციის პერიოდში.
ფერტილობა
ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ფლუვოქსამინი აქვეითებს კაცისა და ქალის ფერტილობას. ფლუვოქსამინის უსაფრთხოება ფერტილობასთან მიმართებაში დადგენილი არ არის. ადამიანისათვის ამ მონაცემების მნიშვნელობა უცნობია.
ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ფლუვოქსამინმა შეიძლება დააქვეითოს სპერმის ხარისხი (იხ. პარ. „პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები“). შეტყობინებებმა იმ შემთხვევების შესახებ, რომლებიც აღინიშნებოდა სუმსი-ების მიმღებ პირებში, აჩვენა, რომ სპერმის ხარისხზე გავლენა შექცევადია. დღემდე ადამიანის ფერტილობაზე რაიმე გავლენა არ დაფიქსირებულა. ფლუვოქსამინი არ უნდა დაენიშნოთ პაციენტებს, რომლებიც გეგმავენ ორსულობას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პაციენტის კლინიკური მდგომარეობა მოითხოვს ფლუვოქსამინის დანიშვნას.

გავლენა ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე
ფლუვოქსამინი 150 მგ-მდე დოზით არ მოქმედებს ან უმნიშვნელოდ მოქმედებს ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე. ჯანმრთელ მოხალისეებში არ ყოფილა აღნიშნული არანაირი ეფექტი ფსიქომოტორულ უნარებზე, რომლებიც დაკავშირებულია ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვასთან. თუმცა, ფლუვოქსამინით მკურნალობის პერიოდში აღინიშნებოდა ძილიანობა. აქედან გამომდინარე, რეკომენდებულია გამოვიჩინოთ სიფრთხილე, სანამ არ იქნება დადგენილი ინდივიდუალური პასუხი პრეპარატზე.

შენახვის ვადა
3 წელი
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.


შენახვა
არაუმეტეს 25°С ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

გაცემის პირობები
გაიცემა რეცეპტით.

შეფუთვა
აპკისებრი გარსით დაფარული აბები 50 მგ ან 100 მგ. 15 ტაბი პვქ/პვდქ/ალუმინის ბლისტერში. თითო ბლისტერი მუყაოს კოლოფში სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი
ებოტ ჰელესკა პროდაქტს ბ.ვ.,
ც.დ. ვან ჰოუტენლაან 36,
ნლ-1381 სპ ვეესპ,
ნიდერლანდები.

მწარმოებელი:
მაილან ლაორატორიზ სას
იურიდიული მისმართი:
რუჟე დე ლილის ქ. 42,
92150 სიურენი, საფრანგეთი.
ფაქტიური მისამართი:
რუტ დე ბელვილ, ლიე დი მაიარ,
01400 შატიონ სურ შალარონ,
საფრანგეთი.

ხარისხთან დაკავშირებული პრეტენზიები და შეტყობინებები სამკურნალო პრეპარატის არასასურველი მოვლენების შესახებ გააგზავნეთ შემდეგ მისამართზე:
შპს «Aბბოტტ Lაბორატორიეს GმბH»-ს (შვეიცარიული კონფედერაცია) წარმომადგენლობა, ბელარუსის რესპუბლიკა, მინსკი, 1-ლი ზაგოროდნი შესახვევი, ს. 20, ოფისი 1503, ტელ.: +375 17 259 12 95 (სადღეღამისო; მიჰყევით მითითებებს ხმოვანი შეტყობინების ბოლოს), ტელ.: +375 17 202 23 61, ფაქსი: + 375 17 256 79 20, ელფოსტა: პვ.ბელარუს@აბბოტტ.ცომ.

პრეპარატის გამოყენების დროს არასასურველი მოვლენის წარმოშობის ან ხარისხთან დაკავშირებული საჩივრის შესახებ აბოტს ასევე შეგიძლიათ აცნობოთ ტელეფონით +380 44 498 6080 (ხელმისაწვდომია სადღეღამისო რეჟიმში).

 

მეტი ინფორაცია
Units 15
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy