Fervex - ფერვექსი შაქრით 8 საშეტი
ჩვენებები: მწვავე რესპირატორული ინფექციების, გაცივების სიმპტომური მკურნალობა; ალერგიული რინიტი, რინოფარინგიტი.
საერთაშორისო დასახელება:
PARACETAMOL; ASCORBIC ACID;
მწარმოებელი: UPSA Laboratories a division of
BRISTOL-MYERS SQUIBB, საფრანგეთი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
სიცხის დამწევი, ტკივილგამაყუჩებელი, ალერგიის საწინააღმდეგო კომბინირებული საშუალება.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ფერვექსი შაქრით მოზრდილებისათვის:
გრანულები: პაკეტი 13.1 გ შეფუთვაში 8 ც.
1 პაკ.
პარაცეტამოლი ............. 500 მგ
ასკორბინის მჟავა ............ 200 მგ
ფენირამინის მალეატი .... 25 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
საქაროზა, უწყლო ლიმონმჟავა, აკაციის ფისი, ხსნადი საქარინი, ლიმონ-რომის არომატიზატორი.
ფერვექსი ჟოლოს გემოთი მოზრდილებისათვის:
გრანულები: პაკეტი 12.75 გ. შეფუთვაში 8 ც.
1 პაკ.
პარაცეტამოლი ............. 500 მგ
ასკორბინის მჟავა ........ 200 მგ
ფენირამინის მალეატი ..... 25 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
საქაროზა, უწყლო ლიმონმჟავა, აკაციის ფისი, ნატრიუმის საქარინატი, ჟოლოს არომატიზატორი.
ფერვექსი უშაქრო მოზრდილებისათვის:
გრანულები: პაკეტი 13.1 გ. შეფუთვაში 8 ც.
დამხმარე ნივთიერებები:
ნატურალური არომატიზატორი. შაქრის შემცველი - ასპარტამი.
ფერვექსი ბავშვებისათვის ბანანის არომატით:
გრანულები: პაკეტი 3 გ. შეფუთვაში 8 ც.
1 პაკ.
პარაცეტამოლი ........ 280 მგ
ასკორბინის მჟავა ......... 100 მგ
ფენირამინის მალეატი ..... 10 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
საქაროზა, რიბოფლავინის ფოსფატი, უწყლო ტრიმაგნიუმის დიციტრატი, ასპარტამი, ბანან-კარამელის არომატიზატორი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფერვექსი აღჭურვილია სამი ფარმაკოლოგიური თვისებით:
- ფენირამინ ჰისტამინური - H1 რეცეპტორების ბლოკადით განაპირობებს მის ანტიჰისტამინურ აქტივობას, რომელიც ამცირებს ცხვირიდან გამონადენს, თვალებიდან ცრემლდენას და გააჩნია ანტიექსუდაციური და ანტიალერგიული ეფექტი;
- ანალგეზიური და სიცხის დამწევი მოქმედება (მაგ. თავის და კუნთის ტკივილის დროს) გამოწვეული პარაცეტამოლის შემცველობით, რომელიც თავის ანტიპირექსულ და ტკივილგამაყუჩებელ მოქმედებას ახორციელებს ჰიპოთალამუსის თერმორეგულაციის ცენტრზე ზემოქმედებით და პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირებით;
- ვიტამინი C უზრუნველყოფს ორგანიზმის მოთხოვნილებას ასკორბინის მჟავას მიმართ. იგი ზრდის ორგანიზმის დამცველობით უნარს, ამცირებს სისხლძარღვთა განვლადობას და ამაღლებს მათ რეზისტენტობას.
ფარმაკოკინეტიკა:
პარაცეტამოლს ახასიათებს: სწრაფი და მთლიანი აბსორბცია კუჭ-ნაწლავიდან, სწრაფი განაწილება ორგანიზმის ბიოლიგურ სითხეებში და პლაზმის ცილებთან სწრაფი შეკავშირების უნარი. მისი კონცენტრაციის პიკი სისხლში აღინიშნება მიღებიდან 30-60 წუთის შემდეგ, ხოლო ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 2 საათს.
ღვიძლში მეტაბოლიზმი: პარაცეტამოლს გააჩნია გამოყოფის ორი ძირითადი გზა: შარდით გამოყოფა გლუკურონიდული (60-80%) და სულფურონიდული კონიუგატების სახით 20-30-%, ხოლო 5%-ზე ნაკლები ელიმინირდება უცვლელი სახით. მისი მცირე ფრაქცია (4%-ზე ნაკლები) გარდაიქმნება მეტაბოლიტად ციტოქრომ P450 მეშვეობით და შემდგომში ხდება მისი დეტოქსიკაცია გლუტათიონით კონიუგაციის გზით.
ფენირამინ მალეატი: კარგად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მისი ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 1 საათიდან - 1 საათსა და 30 წუთამდე, ქსოვილების მიმართ ხასიათდება მაღალი აფინურობით. მისი ელიმინაცია წარმოებს თირკმელებით.
ვიტამინი C: კარგად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და გამოიყოფა შარდით.
ჩვენებები:
- მწვავე რესპირატორული ინფექციების, გაცივების სიმპტომური მკურნალობა; ალერგიული რინიტი, რინოფარინგიტი.
ფერვექსი ბავშვებისათვის გამოიყენება 6-15 წლამდე ასაკის ბავშვებში, ხოლო ფერვექსიმოზრდილებისათვის - მოზრდილები და ბავშვები 15 წლის ასაკის ზევით.
მიღების წესი და დოზირება:
ფერვექსი მოზრდილებისთვის
- მოზრდილები და ბავშვები 15 წლის ასაკის ზევით: 1 პაკეტი 2-3-ჯერ დღეში.
ფერვექსი ბავშვებისათვის
ბავშვები 6-10 წელი - 1 პაკეტი 2-3-ჯერ დღეში;
ბავშვები 10-12 წელი - 1 პაკეტი 3-ჯერ დღეში;
ბავშვები 12-15 წელი - 1 პაკეტი 4-ჯერ დღეში.
პრეპარატი მთლიანად იხსნება 200 მლ თბილ წყალში (50-600C) უმჯობესია პრეპარატის მიღება საკვების მიღებებს შორის. პრეპარატი ინიშნება 4 საათიანი ინტერვალით. ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის დარღვევის დროს და ხანდაზმულებში პრეპარატი მიიღება 8 საათიანი ინტერვალით.
პრეპარატი, როგორც ტკივილგამაყუჩებელი საშუალება, არ უნდა გამოვიყენოთ 5 დღეზე მეტ ხანს, ხოლო სიცხის დამწევის სახით - 3 დღეზე მეტ ხანს ექიმის რეკომენდაციის გარეშე.
გვერდითი მოვლენები:
რეკომენდებულ დოზებში გვერდითი მოვლენები არ აღინიშნება.
პირის სიმშრალე, აკომოდაციის დარღვევა, გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, შარდის შეკავება ყაბზობა, ალერგიული რეაქციები, რომელიც გამოიხატება კანზე გამონაყარით, ქავილით, ურტიკარიით და კვინკეს შეშუპებით.
იშვიათად - ანემია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი, თრომბოციტოპენია, მეტჰემოგლობინემია. გადაჭარბებული დოზებით ხანგრძლივად გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს ჰეპატოტოქსიკური ან ნეფროტოქსიური მოქმედება, ჰემოლიზური ანემია, აპლაზიური ანემია, მეტჰემოგლობინემია, პანციტოპენია.
არასასურველი სიმპტომების გამოვლენისთანავე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
უკუჩვენებები:
* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ;
* კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანებები (გამწვავების ფაზაში);
* თირკმლის ფუნქციის დარღვევა;
* პორტალური ჰიპერტენზია;
* ალკოჰოლიზმი,
* გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტი.
* ორსულობა (I-III ტრიმესტრი) და ლაქტაცია;
* გაძნელებული შარდვა დაკავშირებული წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფიასთან;
* გლაუკომა.
* სიფრთხილით ინიშნება - ღვიძლის უკმარისობის, დახურულკუთხოვანი გლაუკომის, წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზიის, თანდაყოლილი ჰიპერბილირუბინემიის (სინდრომები - ჟილბერის, დუბინ-ჯონსონის და როტორის), ვირუსული ჰეპატიტის, ალკოჰოლური ჰეპატიტის და ხანდაზმული ასაკის დროს.
ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობისა და ლაქტაციის დროს მიიღება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.
განსაკუთრებული მითითებები:
- ფერვექსის გამოყენება არ არის რეკომენდებული სხვა, პარაცეტამოლის შემცველ პრეპარატებთან ერთად.
- პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას აუცილებელია ღვიძლის ფუნქციური ტესტებისა და პერიფერიული სისხლის სურათის კონტროლი.
- შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში გასათვალისწინებელია თითოეულ პაკეტში შაქრის შემცველობა.
- თერაპიული ეფექტის არარსებობისას (როცა ჰიპერთერმია გრძელდება 3 დღეზე მეტი და ტკივილი 5 დღეზე მეტი) საჭიროა ექიმის კონსულტაცია.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მანქანა/მექანიზმებზე მუშაობა: სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმა და პირებმა, რომლებიც მუშაობენ მანქანა/მექანიზმებზე, ყურადღება უნდა მიაქციონ ძილიანობის განვითარების რისკს.
ჭარბი დოზირება:
პარაცეტამოლით გამოწვეული სიმპტომები: კანის სიფერმკრთალე, მადის დაქვეითება, გულისრევა, ღებინება; ჰეპატონეკროზი.
ტოქსიკური ზემოქმედება მოზრდილებში ვითარდება >10-15 გ პარაცეტამოლის მიღების შემდეგ: ღვიძლის მიერი ტრანსამინაზების აქტივობის მომატება, პროთრომბინის დროის მომატება (მიღებიდან 12-48 საათში); ღვიძლის დაზიანების კლინიკური ნიშნები ვითარდება 1-6 დღეში. იშვიათად ღვიძლის უკმარისობა ვითარდება ელვისებურად და შესაძლებელია გართულდეს თირკმლის უკმარისობით (ტუბულარული ნეკროზი).
მკურნალობა: პირველი 6 საათი - კუჭის ამორეცხვა, დონატორების SH-ჯგუფის და გლუტათიონის სინთეზში მონაწილე წინამორბედი ნივთიერებების შეყვანა ჰიპერდოზირებიდან 8-9 საათში და აცეტილცისტეინის - 12 სათში. დამატებითი მკურნალობის ჩატარება განისაზღვრება სისხლში პარაცეტამოლის კონცენტრაციისა და მისი ბოლო მიღებიდან გასული დროის მიხედვით.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
- ეთანოლი აძლიერებს ანტიჰისტამინური პრეპარატების მოქმედებას. ანტიდეპრესანტები, ანტიპარკინსონული და ანტიფსიქოზური საშუალებები (ფენოთიაზინის წარმოებულები) - აძლიერებენ გვერდითი მოვლენების განვითარების რისკს (გაძნელებული შარდვა, პირის სიმშრალე, ყაბზობა).
- გლუკოკორტიკოიდები ზრდიან გლაუკომის განვითარების რისკს.
- ღვიძლში მიკროსომული ფერმენტების ინდუქტორები (ფენიტოინი, ეთანოლი, ბარბიტურატები, რიფამპიცინი, ფენილბუტაზონი, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები ზრდიან ჰეპატოტოქსიკურობის განვითარების რისკს.
- სალიცილატებთან ერთდროული გამოყენება ზრდის ნეფროტოქსიკურობის განვითარების რისკს.
- ლევომიცეტინის (ქლორამფენიკოლი) ერთდროული მიღება ზრდის ლევომიცეტინის ტოქსიკურობას.
- ეთანოლი ხელს უწყობს მწვავე პანკრეატიტის განვითარებას. ინჰიბიტორები (ციმეტიდინი) ამცირებენ ჰეპატოტოქსიკური მოქმედების რისკს.
- პარაცეტამოლი ზრდის არაპირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტების მოქმედებას და ამცირებს ურიკოზული პრეპარატების ეფექტურობას.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: მითითებულია შეფუთვაზე.
Units | 8 |
---|
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account