ფიტო დამამშვიდებელი ნაკრები 30მლ
გ ა მ ო ყ ე ნ ე ბ ი ს ი ნ ს ტ რ უ ქ ც ი ა
ფიტო დამამშვიდებელი ნაკრები
პრეპარატის სავაჭრო დასახელება: ფიტო დამამშვიდებელი ნაკრები
წამლის ფორმა: პერორალურად მისაღები წვეთები 30მლ.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სედაციური საშუალება.
შემადგენლობა: კატაბალახას ნაყენი 10მლ, შავბალახას ნაყენი 8მლ, კუნელის ნაყენი 5მლ, პიტნის ნაყენი 2მლ, სვიის ნაყენი 5მლ.
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ფიტო დამამშვიდებელი ნაკრები წარმოადგენს მცენარეულ კომბინირებულ პრეპარატს. ახასიათებს, სედაციური, კარდიოტონული, სპაზმოლიზური, ჰიპოტენზიური მოქმედება. ეს ყოველივე კი განპირობებულია მასში შემავალი მცენარეების ერთობლივი მოქმედებით.
ჩვენებები:
- უძილობა.
- ნევროზი (მათ შორის კლიმაქტერული).
- აგზნებულობა, შიში, დაზაბულობა.
- პიპერტენზია.
- ნეოროგენული არითმია.
- თავის ტკივილი (მათ შორის შაკიკი)
- ქოლეცისტიტი, ქოლანგიტი.
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები.
მიღების წესი და დოზირება: მიიღება პერორალურად წყალში განზავებული სახით, 20-25 წვეთი 2-ჯერ დღეში კვების შემდეგ.
უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.
გვერდითი მოვლენები: დიდი დოზით და ხანგრძლივად მიღებისას შეიძლება გამოვლინდეს ძილიანობა და თავბრუსხვევა.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: აღნიშნული პრეპარატი ახანგრძლივებს და აძლიერებს საძილე, ნეიროლეფსიური, ფსიქოტროპული და ანტიეპილეფსიური საშუალებების მოქმედებას.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი: ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში გამოყენება არ არის რეკომენდებული.
ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: არ არის სასურველი ფიტო ვითის მიღება, თუ პაციენტს უწევს ავტომობილის და პოტენციურად საშიშ მანქანა-დანადგარებზე მუშაობა.
დოზის გადაჭარბება: დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.
შენახვის პირობები: ინახება სინათლისგან მოფრთხილებით, ოთახის ტემპერატურაზე.
ვარგისობის ვადა: 2 წელი.
მწარმოებელი ფირმა:
მწარმოებელი: შ.პ.ს „დავათი“
საქართველო, თბილისი, ხანძთელის ქ №10
Units | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account