Foxill - ფოქსილი გელი 30გ

განსაკუთრებული ფასი 13,50 ლ რეგულარული ფასი 18,00 ლ
მარაგშია
SKU
58040_1201

ჩვენება:კანის დაავადებებთან დაკავშირებული ქავილი, ურტიკარია, მწერების ნაკბენი, მზის დამწვრობა, ზედაპირული დამწვრობა.

რას წარმაოდგენს ფოქსილი და რისთვის გამოიყენება

ფოქსილი არის გელი კანზე გამოსაყენებლად. ფოქსილი შეიცავს მოქმედ ნივთიერებას დიმეთინდენის მალეატს, რომელიც ახდენს ჰისტამინის ინჰიბირებას - ალერგიულ რეაქციებზე პასუხისმგებელი ნივთიერება.

პრეპარატი მოქმედებს ალერგიის საწინააღმდეგოდ ადგილობრივად, ახდენს გამოხატულ ქავილის საწინააღმდეგო მოქმედებას (გარდა ქოლესტაზური ქავილისა), ამცირებს შეშუპებას და კანის გაღიზიანებას. ახასიათებს ადგილობრივი გაუტკივარება. აგრილებს კანს, რაც შემდგომ ამშვიდებს გაღიზიანებულ კანს.

გამოიყენების ჩვენება:
კანის დაავადებებთან დაკავშირებული ქავილი, ურტიკარია, მწერების ნაკბენი, მზის დამწვრობა, კანის ზედაპირული დამწვრობა (პირველი ხარისხის).

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ფოქსილის გამოყენებამდე

არ გამოიყენოთ ფოქსილი
- თუ ხართ ალერგიული დიმეთინდენის მალეატის, ან პრეპარატის სხვა შემადგენელი ნივთიერებების მიმართ (ჩამოთვლილი ნაწილში 6),
- მეორე და მესამე ხარისხის დამწვრობებისათვის.

სიფრთხილის ზომები
ფოქსილის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.
თავი აარიდეთ მზეზე ყოფნას ფოქსილის სხეულის ფართო ზდაპირზე
გამოყენებისას.
აცნობეთ ექიმს, თუ აღგენიშნებათ ძლიერი ქავლი, ან მნიშვნელოვანი ცვლილებები.

ბავშვები
თავი აარიდეთ პრეპარატის ფართო ზედაპირზე გამოყენებას მცირე ასაკის ბავშვებში, განსაკუთრებით კანის დაზიანების, ან ანთების დროს.

ფოქსილის გამოყენება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
აცნობეთ ექიმს, ან ფარმაცევტს ყველა იმ სამკურნალო საშუალებების შესახებ, რომლებსაც იღებთ, იღებდით ახლო წარსულში, ან გეგმავთ მიიღოთ.
ორსულობა და ლაქტაცია
თუ ხართ ორსულად, ან ლაქტაციის პერიოდში, ფიქრობთ რომ შეიძლება იყოთ ორსულად, ან აპირებთ დაორსულებას, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.
ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი არ გამოიყენება კანის ფართო ზედაპირზე, განსაკუთრებით კანის დაზიანების, ან ანთებისას.
ლაქტაციის დროს არ გამოიყენოთ ძუძუს თავებზე.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
ფოქსილი არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
ფოქსილი შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს და პროპილენგლიკოლს
ფოქსილი შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს რეაქციები კანის მხრივ და პროპილენგლიკოლს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება.
როგორ გამოვიყენოთ ფოქსილი
დაიტანეთ გელის თხელი ფენა დაზიანებულ გაღიზიანებულ კანზე, დღეში 2-4-ჯერ.
არ დაიტანოთ ღია, დაწყლულებულ ჭრილობებზე.
შესაძლო გვერდითი მოვლენები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა ადამიანში.

უცნობი სიხშირის გვერდითი მოვლენები (სიხშირის განსაზღვრა ვერ ხერხდება არსებული მონაცემებით):
- წვის შეგრძნება,
- კანის სიმშრალე,
- კანის ალერგიული რეაქციები გამონაყარის და ქავილის ჩათვლით.
შენახვის პირობები
შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში სინათლისგან დასაცავად.

არ გამოიყენოთ შეფუთვაზე და ტუბზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა ეხება მითითებული თვის ბოლო დღეს.

არ გადააგდოთ პრეპარატები საკანალიზაციო წყლებში, ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. კითხეთ რჩევა ფარმაცევტს გამოუყენებელი პრეპარატის განადგურებასთან დაკავშირებით. ეს ზომები დაიცავს გარემოს დაბინძურებისაგან.

შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს ფოქსილი
- მოქმედი ნივთიერება არის დიმეთინდენის მალეატი. 1 გრამი გელი შეიცავს 1მგ დიმეთინდენის მალეატს.
- სხვა ნივთიერებებია: კარბომერი (ტიპი 974 P), დინატრიუმის ედეტატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, პროპილენგლიკოლი, ბენზალკონიუმის ქლორიდი, გასუფთავებული წყალი.

შეფუთვის შემადგენლობა
ფოქსილი არის უფერო, და ჰომოგენური გელი.

ალუმინის ტუბი მემბრანით, ხრახნიანი თავსახურით, დამზადებული მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენისაგან, პუნშით, შიგნიდან დაფარული ეპიქსიდური ფენოლური ლაქით, მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შეფუთვის ზომები:
5გ, 20გ, 30გ, ან 50გ გელი.

მეტი ინფორაცია
Units 1
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy