შავბალახა ბალახი 50გ
იყენებენ საგულე საშუალებად, ხუთვის, წყალმანკის, კუჭის სპაზმების, მალარიის, კუჭ-ნაწლავის დაავადების, ნერვული აშლილობის და შიშების დროს.
შავბალახას ბალახი. Leonurus Quiquelobatus
გამოდის 50 გრ მცენარის ფორმით.
შავბალახას ბალახი შეიცავს შაქარს, გლიკოზიდებს, ალკალოიდებს, ეთერის ზეთს, ფლავონოიდებს (კვერცეტინი, რუტინი, კვინკელოზიდები), პროვიტამინი A, ასკორბინის მჟავას, მთრიმლავ და მღებავ ნივთიერებებს, მწარეებს, მინერალურ მარილებს.შავბალახა შეიცავს ალკალოიდებს, ფლავონოიდებს, სათრიმლავ ნივთიერებებს, ეთერზეთს, ასკორბინის მჟავას, საპონინებს, მინერალურ მარილებს და სხვა.
შავბალახა შესანიშნავი დამამშვიდებელი საშუალებაა. ზოგიერთი მკვლევარის აზრით მისი მოქმედება 4-ჯერ აღემატება კატაბალახას მოქმედებას.
ხალხურ მედიცინაში მას იყენებენ საგულე საშუალებად, ხუთვის, წყალმანკის, კუჭის სპაზმების, მალარიის, კუჭ-ნაწლავის დაავადების, ნერვული აშლილობის და შიშების დროს.
შავბალახას ნაყენს ამზადებენ შემდეგნაირად: 1-2 სუფრის კოვზ გამხმარ ბალახს ასხამენ 250 გრ წყალს, ადუღებენ სანამ 12 სუფრის კოვზი არ დარჩება. სვამენ 2 სუფრის კოვზის დღეში რამდენჯერმე ან ნახევარ ჭიქას დღეში 2-ჯერ.
ბულგარულ ხალხურ მედიცინაში შავბალახას იყენებენ სისხლის მაღალი წნევის ნორმალიზებისათვის, გულის რიტმის დამამშვიდებელ, კრუნჩხვების საწინააღმდეგო საშუალებად.ხალხური მედიცინა გვთავაზობს შემდგენაირ ნაყენებს: 2 ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ ნედლეულს დაასხით 200 მლ ცივი წყალი, დადგით 8 საათის განმავლობაში, გადაწურეთ და მიიღეთ ერთი დღის განმავლობაში.
2 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ნედლეულს დაასხით 500 მლ მდუღარე, დადგით 2 სთ-ით. ასეთი სახით მომზადებული ნაყენი მიიღეთ ღვინის ჭიქით 4-ჯერ დღეში ჭამის წინ.
ხალხურ მედიცინაში იყენებენ ნედლი ბალახის წვენს, როგორც დამამშვიდებელ საშუალებას (30-40 წვეთი რამდენიმეჯერ დღეში.)
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account