Hydrogen peroxide - წყალბადის ზეჟანგი 3% 100მლ
ჩვენება: გამოსავლებად სტომატიტების, ანგინის, გინეკოლოგიური დაავადებებისას. მცირე ზედაპირული ჭრილობები, მცირე კაპილარული სისხლდენები ზედაპირული ჭრილობებიდან.
შემადგენლობა: პერჰიდროლი 10 გ ; ანტიფებრინი 0,05 გ ; წყალი 100 მლ - მდე .
აღწერა: უფერო, გამჭირვალე, უსუნო სითხე.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ანტისეპტიკური საშუალება ოქსიდანტების ჯგუფიდან. წყალბადის ზეჟანგის კანის დაზიანებულ უბანთან, ან ლორწოვან გარსთან კონტაქტისას, გამონთავისუფლდება აქტიური ჟანგბადი, ამ დროს ხდება მექანიკური გასუფთავება და ორგანული ნივთიერებების ინაქტივაცია (პროტეინები, სისხლი, ჩირქი).
ანტისეპტიკური მოქმედება არ არის მასტერილებელი, მისი გამოყენებისას ხდება მიკროორგანიზმების მხოლოდ დროებითი შემცირება.
დიდი რაოდენობით ქაფის წარმოქმნა ხელს უწყობს თრომბის წარმოქმნას და წვრილი სისხლძარღვებიდან სისხლდენის შეჩერებას.
ჩვენება:
გამორეცხვებისთვის და გამოსავლებად სტომატიტების , ანგინის , გინეკოლოგიური დაავადებებისას ;
მცირე ზომის ზედაპირული ჭრილობები , მცირე კაპილარული სისხლდენები ზედაპირული ჭრილობებიდან ,სისხლდენა ცხვირიდან .
უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა წყალბადის ზეჟანგისადმი
გამოყენების წესი და დოზები:
გარეგანი გამოყენებისათვის 3% ხსნარის სახით. ადგილობრივად (ლორწოვან გარსებზე) 0,25% ხსნარის სახით. 0,25% ხსნარის მისაღებად, პრეპარატს ხსნიან წყალში შეფარდებით 1:11. არ გამოიყენოთ განუზავებელი ხსნარი ლორწოვანი გარსების დასამუშავებლად!
კანის, ან ლორწოვანი გარსის დაზიანებულ უბნებს ამუშაებენ ბამბის, ან დოლბანდის ტამპონით, რომელიც დასველებულია პრეპარატის ხსნარში. ტამპონი უნდა გეჭიროთ პინცეტით! შეიძლება ჭრილობის ნაკადით ირიგაცია.
გვერდითი მოვლენები
ჭრილობის დამუშავებისას წვა, ალერგიული რეაქციები.
განსაკუთრებული მითითებები
რეკომენდირებული არ არის პრეპარატის გამოყენება ოკლუზიური ნახვევის ქვეშ.
თავი აარიდეთ პრეპარატის თვალში მოხვედრას!
არ გამოიყენოთ ღრუების ირიგაციისათვის!
არასტაბილურია ტუტე გარემოში, მეტალების ტუტეების არსებობისას, ზოგიერთი ოქსიდანტის რთული რადიკალების, ასევე სინათლეზე და სითბოში.
წყალბადის ზეჟანგის 3% ხსნარით ჭრილობის დამუშავება არ იძლევა ტეტანუსით და ჭრილობის სხვა ინფექციებით დაინფიცირების თავიდან აცილების გარანტიას.
შენახვის პირობები
შეინახეთ სინათლისგან დაცულ ადგილას 15-დან 25c ტემპერატურის პირობებში.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა
ვარგისობის ვადის ამოწურვის ან ვიზუალური დათვალიერებისას დეფექტების აღმოჩენის შემთხვევაში პრეპარატისგამოყენება დაუშვებელია .
აფთიაქიდან გაცემის პირობები
გაიცემა ურეცეპტოდ.
Units | 1 |
---|
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account