Higienika - ჰიგიენიკა ტილების და წილების საწინააღმდეგო შამპუნი 60მლ

განსაკუთრებული ფასი 6,97 ლ რეგულარული ფასი 9,68 ლ
მარაგშია
SKU
66201_2900

ჩვენებები: პედიკულოზი (დატილიანება) ბავშვებში 5 წლის ზვით. თავისა და სასქესო ორგანოების პედიკულოზი მოზრდილებში.

ჰიგიენიკა შამპუნი 60მლ

შემადგენლობა: პერმეთრინი 1%.

ძირითადი მოქმედება: პერმეთრინი მიეკუთვნება პირეტროიდულ ინსექტიციდებს. პერმეთრინი სწრაფად აღწევს მწერის ნერვულ სისტემაში,  ეფექტურად მოქმედებს ტილებზე. ტილების გარდა კლავს წილებსაც. პერმეთრინი მოქმედებს მწერების ნერვული უჯრედების მემბრანაზე. რის შემდეგაც იწვევს მწერის დამბლას და სიკვდილს. პერმეთრინი ნაკლებტოქსიურია და მიეკუთვნება საშიში ნივთიერებების მესამე კლასს.  ტოქსიურია ფუტკრებისთვის და თევზებისთვის. არ ახასიათებს შერჩევითი მოქმედება. კუმულაციური თვისება გამოხატულია სუსტად.

ჩვენება:  პედიკულოზი (დატილიანება) ბავშვებში 5 წლის ზვით. თავისა და სასქესო ორგანოების პედიკულოზი მოზრდილებში.

უკუჩვენება: 5 წლამდე ასაკის ბავშვები, ორსულები და ლაქტაციის პერიოდში მყოფი ქალები, ადამიანები კანის სხვადასხვა დაავადებებით.

დოზირების რეჟიმი: დაიტანეთ შამპუნი სველ თმაზე, შეიზილეთ თმის ძირებში. უკეთესი შედეგისთვის გაიჩერეთ 20 წუთი. შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. მკვდარი ტილების და წილების მოსაშორებლად გამოიყენეთ სუფთა სავარცხელი. გაიმეორეთ დამუშავება 7-10 დღეში.

განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები: თუკი პრეპატრატის გამოყენების დროს განვითარდა ალერგიული რეაქცია უნდა შევწყვიტოთ მისის მოხმარება. ჰიგიენიკას შამპუნის გამოყენებისას უნდა მოვერიდოთ მის მოხვედრას თვალის და ცხვირის ლორწოვანზე. თვალში მოხვედრის შემთხვევაში კარგად ჩამოიბანეთ წყლით. მოერიდეთ პრეპარატის ხანგრძლივ გამოყენებას.

გამოშვების ფორმა: 60მლ ფლაკონი, სავარცხლით.

შენახვის წესი: ინახება მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე.

მწარმოებელი: VETPROM AD, ბულგარეთი.

მეტი ინფორაცია
Units 1
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy