Solgar - სოლგარი სვითესთ დრიმსი 30კაფსულა

განსაკუთრებული ფასი 43,81 ლ რეგულარული ფასი 51,24 ლ
მარაგშია
SKU
65738_2153

ჩვენება:ძილის დარღვევები, ვეგეტონევროზი, ფიზიკური და გონებრივი გადაღლა, კონცენტრაციის დაქვეითება.

შემადგენლობა:

L-თიანინი - 100მგ

მელატონინი (N-მეთილ-5-მეთოქსიტრიპტამინი) – 3მგ

L-თიანინი გახლავთ ამინომჟავა, რომლის მოპოვებაც ხორციელდება მწვანე ჩაის ფოთლებიდან და გარკვეული სახეობის სოკოებდან. იგი ადვილად გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს და ორგანიზმში ზრდის ორი უმნიშვნელოვანესი ტრანსმიტერის, დოფამინისა და  გამა-ამინო-ბუტირის მჟავის დონეს.  L-თიანინის მოქმედებით თავის ტვინში იზრდება ალფა ტალღების აქტივობა და შესაბამისად ორგანიზმი გადადის მოსვენებულ მდგომარეობაში. ეს ამინომჟავა უზრუნველყოფს მენტალური ფუნქციის გაუმჯობესებას, აჩქარებს რეაქციას, აუმჯობესებს მეხსიერებასა და ტვინის კრეატიულ-შემოქმედებით უნარებს. ამავდროულად, იგი ამცირებს შფოთვას, უზრუნველყოფს სტრესის მოხსნას, რელაქსაციას, ამცირებს ჩაძინების პერიოდს და აუმჯობესებს ძილის ხარისხს. L-თიანინი აღადგენს სიფხიზლის ციკლსაც, უზრუნველყოფს დილით სწრაფად და ენერგიულად გამოღვიძებას, ამცირებს თავბრუსხვევას. იგი ასევე ხასიათდება ვაზოდილატაციური მოქმედებით და უზრუნველყოფს არტერიული წნევის დაქვეითებას.

მელატონინი წარმოადგენს ეპიფიზის მთავარი ჰორმონის სინთეზურ ანალოგს, რომელიც:

  • არეგულირებს ორგანიზმის ცირკადულ რითმს
  • აწესრიგებს ძილის და სიფხიზლის ციკლს, ლოკომოტორული აქტივობის და სხეულის ტემპერატურის სადღეღამისო ცვლილებებს
  • ხელს უწყობს ღამის ძილის მოწესრიგებას:
    • უზრუნველყოფს სწრაფად ჩაძინებას
    • აუმჯობესებს ძილის ხარისხს, ზრდის მის ხანგრძლივობას
    • ამცირებს ღამის გამოღვიძებების რაოდენობას
    • აუმჯობესებს გუნება-განწყობას დილით გაღვიძების შემდეგ
    • გამოღვიძებისას არ იწვევს უხალისობას, დაღლილობას, ტეხვის შეგრძნებას
    • სიზმრები ხდება უფრო ნათელი და ემოციურად გაჯერებული
  • ამცირებს შფოთვას, აგზნებადობას, მოუსვენრობას, სტრესულ რეაქციებს
  • უზრუნველყოფს ორგანიზმის მიერ ადვილად ადაპტირებას საათობრივი ზონების სწრაფ ცვლილებებზე
  • ახასიათებს იმუნომასტიმულირებელი და ანტიოქსიდანტური თვისებები
  • აფერხებს გონადოტროპინებისა და ადენოჰიპოფიზის ჰორმონების: კორტიკოტროპინის, თირეოტროპინისა და სომატოტროპინის სეკრეციას
  • არ იწვევს შეჩვევას და დამოკიდებულებას
  • მელატონინი ზრდის ძილის ხანგრძლივობას, ამცირებს შფოთვას, აგზნებადობას, მოუსვენრობას  და უზრუნველყოფს სწრაფად ჩაძინებას. მელატონინი ბუნებრივად აწესრიგებს ძილის პრობლემებს.

ჩვენება:

  • ძილის დარღვევები
  • ვეგეტონევროზი
  • ფიზიკური და გონებრივი გადაღლა, კონცენტრაციის დაქვეითება
  • მომატებული ნერვული აგზნებადობა
  • ადვილად გაღიზიანებადობა, შფოთვა, სტრესი
  • ბიოლოგიური რითმის დარღვევა

დამატებითი ინგრედიენტები: მიკროკრისტალური ცელულოზა, მცენარეული ცელულოზა, კრემნიუმის დიოქსიდი, მცენარეული მაგნიუმის სტეარატი.

არ შეიცავს: გლუტეინს, სახამებელს, შაქარს, მარილს, საფუარს, ხელოვნურ არომატიზატორებს, ხელოვნურ დამატკბობლებს, კონსერვანტებსა და მღებავ ნივთიერებებს.

დოზირება: მიიღება 1 მცენარეული კაფსულა ძილის წინ.

გაფრთხილება: პროდუქტის მიღება არ არის რეკომენდებული ორსულობის, ლაქტაციის პერიოდში და 18 წლამდე პირთათვის. სიფრთხილით გამოიყენება მძღოლებში, მკურნალობის პერიოდში უნდა გამოირიცხოს ალკოჰოლის მიღება. მკურნალობის კურსი მოიცავს 2 თვეს, შუალედში ერთ კვირიანი შესვენებით. შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა: 30 მცენარეული კაფსულა.

მწარმოებელი:  სოლგარი აშშ.

მეტი ინფორაცია
Units 30
Form სპრეი
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy