Solgar - სოლგარი სვითესთ დრიმსი 30კაფსულა
ჩვენება:ძილის დარღვევები, ვეგეტონევროზი, ფიზიკური და გონებრივი გადაღლა, კონცენტრაციის დაქვეითება.
შემადგენლობა:
L-თიანინი - 100მგ
მელატონინი (N-მეთილ-5-მეთოქსიტრიპტამინი) – 3მგ
L-თიანინი გახლავთ ამინომჟავა, რომლის მოპოვებაც ხორციელდება მწვანე ჩაის ფოთლებიდან და გარკვეული სახეობის სოკოებდან. იგი ადვილად გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს და ორგანიზმში ზრდის ორი უმნიშვნელოვანესი ტრანსმიტერის, დოფამინისა და გამა-ამინო-ბუტირის მჟავის დონეს. L-თიანინის მოქმედებით თავის ტვინში იზრდება ალფა ტალღების აქტივობა და შესაბამისად ორგანიზმი გადადის მოსვენებულ მდგომარეობაში. ეს ამინომჟავა უზრუნველყოფს მენტალური ფუნქციის გაუმჯობესებას, აჩქარებს რეაქციას, აუმჯობესებს მეხსიერებასა და ტვინის კრეატიულ-შემოქმედებით უნარებს. ამავდროულად, იგი ამცირებს შფოთვას, უზრუნველყოფს სტრესის მოხსნას, რელაქსაციას, ამცირებს ჩაძინების პერიოდს და აუმჯობესებს ძილის ხარისხს. L-თიანინი აღადგენს სიფხიზლის ციკლსაც, უზრუნველყოფს დილით სწრაფად და ენერგიულად გამოღვიძებას, ამცირებს თავბრუსხვევას. იგი ასევე ხასიათდება ვაზოდილატაციური მოქმედებით და უზრუნველყოფს არტერიული წნევის დაქვეითებას.
მელატონინი წარმოადგენს ეპიფიზის მთავარი ჰორმონის სინთეზურ ანალოგს, რომელიც:
- არეგულირებს ორგანიზმის ცირკადულ რითმს
- აწესრიგებს ძილის და სიფხიზლის ციკლს, ლოკომოტორული აქტივობის და სხეულის ტემპერატურის სადღეღამისო ცვლილებებს
- ხელს უწყობს ღამის ძილის მოწესრიგებას:
- უზრუნველყოფს სწრაფად ჩაძინებას
- აუმჯობესებს ძილის ხარისხს, ზრდის მის ხანგრძლივობას
- ამცირებს ღამის გამოღვიძებების რაოდენობას
- აუმჯობესებს გუნება-განწყობას დილით გაღვიძების შემდეგ
- გამოღვიძებისას არ იწვევს უხალისობას, დაღლილობას, ტეხვის შეგრძნებას
- სიზმრები ხდება უფრო ნათელი და ემოციურად გაჯერებული
- ამცირებს შფოთვას, აგზნებადობას, მოუსვენრობას, სტრესულ რეაქციებს
- უზრუნველყოფს ორგანიზმის მიერ ადვილად ადაპტირებას საათობრივი ზონების სწრაფ ცვლილებებზე
- ახასიათებს იმუნომასტიმულირებელი და ანტიოქსიდანტური თვისებები
- აფერხებს გონადოტროპინებისა და ადენოჰიპოფიზის ჰორმონების: კორტიკოტროპინის, თირეოტროპინისა და სომატოტროპინის სეკრეციას
- არ იწვევს შეჩვევას და დამოკიდებულებას
- მელატონინი ზრდის ძილის ხანგრძლივობას, ამცირებს შფოთვას, აგზნებადობას, მოუსვენრობას და უზრუნველყოფს სწრაფად ჩაძინებას. მელატონინი ბუნებრივად აწესრიგებს ძილის პრობლემებს.
ჩვენება:
- ძილის დარღვევები
- ვეგეტონევროზი
- ფიზიკური და გონებრივი გადაღლა, კონცენტრაციის დაქვეითება
- მომატებული ნერვული აგზნებადობა
- ადვილად გაღიზიანებადობა, შფოთვა, სტრესი
- ბიოლოგიური რითმის დარღვევა
დამატებითი ინგრედიენტები: მიკროკრისტალური ცელულოზა, მცენარეული ცელულოზა, კრემნიუმის დიოქსიდი, მცენარეული მაგნიუმის სტეარატი.
არ შეიცავს: გლუტეინს, სახამებელს, შაქარს, მარილს, საფუარს, ხელოვნურ არომატიზატორებს, ხელოვნურ დამატკბობლებს, კონსერვანტებსა და მღებავ ნივთიერებებს.
დოზირება: მიიღება 1 მცენარეული კაფსულა ძილის წინ.
გაფრთხილება: პროდუქტის მიღება არ არის რეკომენდებული ორსულობის, ლაქტაციის პერიოდში და 18 წლამდე პირთათვის. სიფრთხილით გამოიყენება მძღოლებში, მკურნალობის პერიოდში უნდა გამოირიცხოს ალკოჰოლის მიღება. მკურნალობის კურსი მოიცავს 2 თვეს, შუალედში ერთ კვირიანი შესვენებით. შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოშვების ფორმა: 30 მცენარეული კაფსულა.
მწარმოებელი: სოლგარი აშშ.
Units | 30 |
---|---|
Form | სპრეი |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account