Amvilab - ამვილაბი ომეგა 3 30 კაფსულა
ამვილაბი ომეგა 3
ეკოლოგიურად სუფთა, მაღალკონცეტრირებული ომეგა 3 - შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავები
- შეიცავს 100 % - ით ნატურალურ, ეკოლოგიურად სუფთა, ახალი ტექნოლოგიით (მოლეკულური დისტილაციის მეთოდი) მიღებულ შეუცვლელ ცხიმოვან მჟავებს, რომელიც მოლეკულურ დონეზეა გაწმენდილი მძიმე მეტალებისა და ტოქსინებისგან, არ აღიზიანებს კუჭს და არ ტოვებს თევზის გემოს
- 2 კაფსულა შეიცავს მაღალკონცენტრირებულ (70%) ომეგა 3-ს - 2000 მგ თევზის ქონში ომეგა 3 - შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავების რაოდენობა შეადგენს 1400 მგ-ს (EPA-800 მგ + DHA-600 მგ)
- შეიცავს სპეციალური ტექნოლოგიით მიღებულ თევზის ქონს (ომეგა 3) ცხიმიანი ჯიშის თევზებისგან (ზუთხი, ქაშაყი, სკუმბრია, რომლებიც განსაკუთრებით მდიდარია ცხიმოვანი მჟავებით)
- ენტეროსოლუბილური გარსით დაფარული ნელი გამოთავისუფლების კაფსულა უზრუნველყოფს ომეგა 3 - ის უფრო ნელ და სრულ აბსორბირებას
ამვილაბის ომეგა -3 წარმოადგენს შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავების (ეიკოზაპენტაენის მჟავა, დოკოზაჰექსაენის მჟავა) კომბინაციას, რომლებიც ,,სასიცოცხლოდ“ მნიშვნელოვანია ორგანიზმისათვის. ისინი ზემოქმედებას ახდენენ უშუალოდ უჯრედების სტრუქტურასა და აქტივობაზე, სწორედ ამითაა განპირობებული ომეგა 3 - ის თერაპიული მოქმედების ფართო სპექტრი:
- აძლიერებს ორგანიზმის იმუნური, ნერვული, გულ-სისხლძარღვთა, რეპროდუქციული, საყრდენ - მამოძრავებელი სისტემების და მხედველობის ორგანოს ფუნქციებს
- ამცირებს ორგანიზმში ქოლესტერინის, ტრიგლიცერიდების და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების შემცველობას
- არეგულირებს გულის რითმს და ამცირებს გულის უკმარისობისა და იშემიური დაავადებების განვითარების რისკს
- აუმჯობესებს სისხლის რეოლოგიურ თვისებებს, ამცირებს თრომბის წარმოქმნის რისკს, ზრდის სისხლძარღვთა ელასტიურობას, ამცირებს არტერიულ წნევას
- აუმჯობესებს თავის ტვინში სისხლის მიმოქცევას
- ამცირებს ინსულინრეზისტენტობის და დიაბეტის განვითარების რისკს
- ზრდის სეროტონინის გამოყოფას და თრგუნავს სტრესის ჰორმონების გამოყოფას სისხლში, რაც მკვეთრად აუმჯობესებს გუნება - განწყობილებას
- აუმჯობესებს მეხსიერებას, მხედველობას, ინტელექტუალურ და ფიზიკურ შესაძლებლობებს, ამაღლებს შრომისუნარიანობას და ორგანიზმის საერთო ტონუსს
- უზრუნველყოფს კუნთოვანი მასის ზრდას და ცხიმოვანი ქსოვილის შემცირებას, წონის კორექციას
- აუმჯობესებს კანის, თმის, ფრჩხილის სტრუქტურას
ჩვენება:
- გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები: ათეროსკლეროზი, გულის იშემიური დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია, ჰიპერლიპიდემია, ჰიპერტრიგლიცერიდემია
- ნერვული სისტემის დაავადებები: მეხსიერების, ყურადღების და კონცენტრაციის უნარის დარღვევები, ამნეზია, დემენცია, ალცჰაიმერის დაავადება
- იმუნიტეტის დაქვეითება, ფიზიკური, გონებრივი გადაღლა, ასთენია
- შაქრიანი დიაბეტი და მისი გართულებების პროფილაქტიკა, მეტაბოლური სინდრომი, ჭარბი წონა
- კანის დაავადებები: ეგზემა, ფსორიაზი, დერმატიტი, აკნე და სხ.
- რევმატოლოგიური დაავადებები: ართრიტი, ართროზი
- აუტოიმუნური დაავადებები: გაფანტული სკლეროზი, სისტემური სკლეროდერმია, რევმატოიდული ართრიტი
- მეან - გინეკოლოგია: ნაყოფის მცირე წონა, ნაადრევი მშობიარობის განვითარების რისკი, პრემენსტრუალური სინდრომი, კლიმაქტერული პერიოდი
- ძვალ-სახსროვანი სისტემის დაავადებები: მოტეხილობები, ოსტეომიელიტი, ოსტეოპოროზი და სხ.
- თვალის დაავადებები
- ავთვისებიანი დაავადებების პროფილაქტიკა
შემადგენლობა: 2 კაფსულა შეიცავს: თევზის ქონი - 2000 მგ, ომეგა 3 - 1400 მგ (EPA - 800 მგ, DHA - 600მგ)
დოზირება: 1 - 2 კაფსულა დღეში
გამოშვების ფორმა: N30 ჟელატინისებრი კაფსულა
შენახვის პირობები: ინახება მშრალ, გრილ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას
მწარმოებელი: ამვილაბი - აშშ
Units | 30 |
---|---|
Form | სპრეი |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account