Friso - ფრისო 2 GOLD 0756

34,50 ლ
მარაგშია
SKU
52193_1166
Friso - ფრისო 2 GOLD 0756 ადაპტირებული ნარევი 6 თვიდან პრებიოტიკებითა და ნუკლეოტიდებით

Friso - ფრისო 2 GOLD

 (ადაპტირებული ნარევი 6 თვიდან  პრებიოტიკებითა და ნუკლეოტიდებით )

განმარტება :

ფრისო - 2  დედის რძის შემცვლელი  ადაპტირებული ნარევია 6-12  თვემდე ასაკის  ბავშვებისათვის .
ფრისო  2 -ზე  გადაყვანა  შესაძლებელია  ნებისმიერი სხვა ფორმულიდან
შრატის  და კაზეინის თანაფარდობა ისეთივეა, როგორც დედის რძეში   ( 48:52 )
გალაქტოოლიგო საქარიდები ( GOS )  – ხელს უწყობენ  ბიფიდო-  და ლაქტობაქტერიების კოლონიზაციას, საკვების მონელებას და სრულყოფილ ათვისებას.
ნუკლეოტიდები – აუცილებელია  იმუნური სისტემის განვითარებისათვის  , ხელს უწყობენ თავის ტვინის სტიმულაციას და ნაწლავის ეპითელიუმის რეგენერაციას.  
შეიცავს ლინოლეინის მჟავას და  α –ლინოლეინის მჟავას , რომლებიც  შეუცვლელი ამინომჟავებია და მონაწილეობენ ნერვული ბოჭკოების მიელინიზაციის პროცესში .
ანტიოქსიდანტური კომპლექსი წარმოდგენილია  β კაროტინით, ვიტამინი A , ჩ და სელენით,რომლებიც  იცავენ  ორგანიზმს თავისუფალი რადიკალებისაგან
შეიცავს ტაურინს, ინოზიტოლს  , ქოლინს , სელენს.
არ  შეიცავს  გლუტენს
კრისტალური  შაქრის გარეშეა .
გამდიდრებულია რკინით
დამზადებულია და შეფუთულია ჰოლანდიაში
 გამოყენების ვადები :
დედის რძის შემცვლელი ადაპტირებული ნარევი  ფრისო 2  განკუთვნილია  6-12 თვემდე ასაკის ბავშვებისათვის და  არ შეიძლება  მისი გამოყენება 6 თვემდე . დამატებითი კვების მიცემისას  ბავშვის რაციონში ფრისო 2   რჩება მისი დღიური მენიუს  მთავარ  ნაწილად .
12 თვის შემდეგ შეგიძლიათ კვება გააგრძელოთ ფრისო  3 - მოზრდილთა რძით .

მომზადების წესი :

 ასაკი

კვების სიხსირე დღის განმავლობაში

წყალი ( მლ) საზომი კოვზების რაოდენობა
6-8 4 180 6
>8 3 180 6

1   საზომი კოვზი  = 5,0 გრამს . იმისათვის რომ მომზადდეს 100 მლ ნარევი , 90 მლ წყალს დაუმატეთ ფხვნილის 3 საზომი კოვზი .
მომზადების ინსტრუქცია :
ამ  ინსტრუქციის ზედმიწევნით შესრულებით  თქვენ ზრუნავთ თქვენი ბავშვის ჯანმრთელობაზე

დაიბანეთ ხელები და გაასუფთავეთ  ყველა საგანი , რომელიც გჭირდებათ ნარევის მოსამზადებლად . გაასტერილეთ ისინი 3 წთ - ის განმავლობაში.
აადუღეთ წყალი და გააგრილეთ 40 °C.
ჩაასხით  ბოთლში საჭირო რაოდენობის წყალი .
დაამატეთ 1  საზომი კოვზი ფხვნილი   ყოველ  30 მლ. წყალზე  
შეანჯღრიეთ საწოვარა ნარევის სრულ გახსნამდე
დაიწყეთ კვება , როდესაც ნარევი სხეულის ტემპერატურამდე  ( 37 °C  )  გაგრილდება
გამოიყენეთ  ნარევი  მომზადებიდან  არაუგვიანეს  1 საათის განმავლობაში.
უკუჩვენება :    

ლაქტოზის აუტანლობა
გალაქტოზემია
გლუკოზა- გალაქტოზის  მალაბსორბცია
ალერგია ძროხის რძის ცილის მიმართ
ფენილკეტონურია
 შენახვის პირობები :
გახსნილ მდგომარეობაში  ქილა  ინახება მშრალ და გრილ ადგილას  ოთხი კვირის განმავლობაში .   გამზადებული ნარევი გამოიყენება არაუგვიანეს  1 სთ- ისა .
ყოველ ჯერზე ნარევი ახლად უნდა მომზადდეს .

წონა: 400 გ. 

მეტი ინფორაცია
Units 1
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy