FRISO - ფრისო პეპ AC ჰიდროლიზატი 0341

46,50 ლ
მარაგშია
SKU
70061_1166
FRISO - ფრისო პეპ AC ჰიდროლიზატი 0341 ულაქტოზო ადაპტირებული ნარევი დაბადებიდან

FRISO - ფრისო პეპ AC ჰიდროლიზატი

( ექსტენსიურად  დაშლილი კაზეინის  ჰიდროლიზატი  -  ძლიერი  ალერგიის სამკურნალოდ)

განმარტება : ფრისო პეპ  AС -  კაზეინის  ექსტენსიური   ჰიდროლიზატია ,რომელიც გამოიყენება ძლიერი  ალერგიის სამკურნალოდ    0- 12 თვემდე  ასაკის ბავშვებში .
ფრისო პეპ  AС   შექმნილია  ძლიერი ჰიდროლიზაციის საფუძველზე , მისი უმეტესი  ნაწილი შედგება   თავისუფალი ამინომჟავებისა და  ძლიერ  მოკლეჯაჭვიანი პეპტიდებისაგან .

ულაქტოზოა , გამოიყენება ლაქტოზის აუტანლობის დროს .
ჰიდროლიზატის  მაღალი ხარისხი  სრულიად გამორიცხავს ალერგიის განვითარების ალბათობას ორგანიზმში განაპირობებს   იმუნური სისტემის  თH2  - რეაქციის დათრგუნვასა და  ანტიგენის მიმართ იმუნური  ტოლერანტობის  გამომუშავებას.

არ შეიცავს სოიოს , რადგან სოიოს ნარევი თავად შეიძლება წარმოადგენდეს ალერგიის გამომწვევ მიზეზს .

აქვს მომწარო გემო , რაც გამოწვეულია ჰიდროლიზაციის მაღალი ხარისხით

ადვილად მონელებადია , სრულად ათვისებადი , ამიტომ წარმატებით გამოიყენება მალაბსორბციის , მოკლე ნაწლავის სინდრომის , კრონის , და სხვა ნაწლავთა ფუნქციური დაავადების დროს .

ფრისო პეპი AС  ცილის ჰიდროლიზაციის გამო განავალს მომწვანო ელფერს აძლევს .

გამოყენების ვადები :

ფრისო პეპ AС  გამოიყენება  0-24 თვემდე ასაკის ბავშვებში , რომლებსაც აწუხებთ  ძლიერი  ალერგია ძროხის რძის ცილის მიმართ  ან  აქვთ ლაქტოზის აუტანლობის სინდრომი , რეკომენდირებულია  ბავშვის კვება ფრისო პეპ AС  გაგრძელდეს ალერგიის სიმპტომების სრულ ალაგებამდე , არა მარტო კლინიკურად ,არამედ ლაბორატორიულადაც .

ყურადღება : თუ ბავშვი იმყოფება ჰიდროლიზებულ ნარევით კვებაზე , საკვების თვითნებული შეცვლა , შეწყვეტა და  დოზირება სასტიკად აკრძალულია , ნებისმიერი ცვლილების შემთხვევაში კონსულტაცია გაიარეთ თქვენს პედიატრთან .

მომზადების წესი :

ბავშვის წობა კვების  სიხშირე დღის განმავლობაში წყალი ( მლ ) საზომი კოვზების რაოდენობა .
<3 7 60 2
3 6 90 3
3-4 6 120 4
4-5 5 150 5
5-6 5 150 5
>6 5 180 6

1   საზომი კოვზი  = 5  გრ . იმისათვის რომ მომზადდეს 100 მლ ნარევი , 90 მლ წყალს დაუმატეთ ფხვნილის 3 საზომი კოვზი .
მომზადების ინსტრუქცია :
ამ  ინსტრუქციის ზედმიწევნით შესრულებით  თქვენ ზრუნავთ თქვენი ბავშვის ჯანმრთელობაზე
 დაიბანეთ ხელები და გაასუფთავეთ  ყველა საგანი , რომელიც გჭირდებათ ნარევის მოსამზადებლად . გაასტერილეთ ისინი 3 წთ - ის განმავლობაში.
აადუღეთ წყალი და გააგრილეთ  40  °С.

ჩაასხით  ბოთლში საჭირო რაოდენობის წყალი .

დაამატეთ 1 საზომი კოვზი ფხვნილი , ყოველ 60 მლ. წყალზე 

შეანჯღრიეთ საწოვარა ნარევის სრულ გახსნამდე

დაიწყეთ კვება , როდესაც ნარევი სხეულის ტემპერატურამდე გაგრილდება

გამოიყენეთ ნარევი მომზადებიდან არაუმეტეს  24  საათის განმავლობაში.

უკუჩვენება -   არ არსებობს ! გარდა  პროდუქტის ინდივიდუალური აუტანლობისა .

შენახვის პირობები : გახსნილ მდგომარეობაში ქილა ინახება მშრალ და გრილ ადგილას  ოთხი კვირის განმავლობაში. გამზადებული ნარევი გამოიყენება არაუგვიანეს 30წთ-ისა , ყოველ ჯერზე ნარევი ახლად უნდა მომზადდეს .

მოცულობა: 400 გ. 

მეტი ინფორაცია
Units 1
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy