HIPP - ჰიპი 2 კომბიოტიკი 6 თვიდან 2053-01

34,50 ლ
მარაგშია
SKU
64716_609

ყურადღება! დედის რძე თქვენი ჩვილისათვის საუკეთესო საკვებია!


ჰიპი-2 კომბიოტიკი –პრებიოტიკით, პრობიოტიკითა და A, C და D ვიტამინებით იმუნური სისტემისათვის – ორგანული შემდგომი რძის მშრალი ნარევი – 6 თვიდან.
*ბიოორგანული მეურნეობიდან.
ჰიპი-2 კომბიოტიკი არის რძის ნარევების ბოლო თაობის უნიკალური ფორმულა, რომელიც ზუსტად მიესატყვისება თქვენი ჩვილის მოთხოვნებს ჯანმრთელი განვითარებისათვის.

ყურადღება! დედის რძე თქვენი ჩვილისათვის საუკეთესო საკვებია!


ჰიპი-2 კომბიოტიკი –პრებიოტიკით, პრობიოტიკითა და A, C და D ვიტამინებით იმუნური სისტემისათვის – ორგანული შემდგომი რძის მშრალი ნარევი – 6 თვიდან.
*ბიოორგანული მეურნეობიდან.
ჰიპი-2 კომბიოტიკი არის რძის ნარევების ბოლო თაობის უნიკალური ფორმულა, რომელიც ზუსტად მიესატყვისება თქვენი ჩვილის მოთხოვნებს ჯანმრთელი განვითარებისათვის.


ჰიპი-2 კომბიოტიკის შემადგენლობა:
• პრობიოტიკები: ბუნებრივ რძე-მჟავა კულტურა, რომლიც გამოყოფილია დედის რძისგან.
• პრებიოტიკები;
• შეიცავს ვიტამინებს A, C და D – იმუნური სისტემისათვის;
• შეიცავს Omega 3 (ALA) -- ტვინისა და ნერვული ქსოვილის განვითარებისათვის;
• შეიცავს ადვილად მოსანელებელ სახამებელს და ნოყიერია.


ყურადღება: გამოყენების წინ დარწმუნდით, რომ შეფუთვა დაზიანებული არ არის; ზუსტად დაიცავით საკვების გამოყენებისა და მომზადებასთან დაკავშირებული ყველა მითითება. ბავშვისათვის ხელოვნური საკვების მიცემამდე რჩევისათვის მიმართეთ ექიმს. არასწორმა მომზადებამ და მომზადებული ნარევის შენახვამ შეიძლება იმოქმედოს ბავშვის ჯანმრთელობაზე. მოამზადეთ რძის ნარევი ჭამის წინ და აჭამეთ ბავშვს ახალი მომზადებული. არ გამოიყენოთ ბოთლში დარჩენილი საკვები მეორედ. ყოველი კვების შემდეგ კარგად გარეცხეთ ბოთლი, თავსახური და საწოვარა.


შენახვის წესი: გახსნილი პაკეტი, ყოველი გამოყენების შემდეგ კარგად შეკარით და შეინახეთ მშრალ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე, გახსნილი კოლოფი ვარგისია 3 კვირის განმავლობაში. ნუ გააცხელებთ რძეს მიკროტალღოვან ღუმელში. არ შეინახოთ თბილი რძე თერმოსში.


მომზადების წესი:
1. ყოველი კვებისათვის აადუღეთ სასმელი წყალი და გააგრილეთ 40-50°-მდე.
2. საჭირო წყლის რაოდენობის 2/3 ჩაასხით ბოთლში.
3. კოლოფში მოთავსებული საზომი კოვზით ამოიღეთ მშრალი ნარევის საჭირო რაოდენიბა. საზომ კოვზს ზედმეტი რაოდენობა მოაცილეთ დანის გლუვი პირით. დაუმატეთ ჭურჭელში მომზადებულ წყალს.
4. დაახურეთ ბოთლს თავი, თავდაპირველად მსუბუქად, შემდეგ კი
კარგად შეანჯღრიეთ.
5. დაუმატეთ ანადუღარი წყლის დარჩენილი რაოდენობა, კარგად
შეანჯღრიეთ.
6. გააციეთ კვების ტემპერატურამდე (დაახლოებით 37°), შეამოწმეთ საკვების ტემპერატურა ჭამის წინ.


დაიცავით დოზირება ქვემოთ ნაჩვენები ცხრილის მიხედვით:


150მლ წყალი + 5 საზომი კოვზი ჰიპი 2 = 170მლ საკვებად მზა რძე.
180მლ წყალი + 6 საზომი კოვზი ჰიპი 2 = 200მლ საკვებად მზა რძე.
210მლ წყალი + 7 საზომი კოვზი ჰიპი 2 = 235მლ საკვებად მზა რძე.
ბავშვს დღეში სჭირდება დაახლოების 5 კვება; საკვების რაოდენობა თითოეულ კვებაზე ყველა ბავშვისთვის არის ინდივიდუალური.
• გამოიყენეთ 1 საზომი კოვზი ნარევი 30 მლ ანადუღარ წყალზე.


ბუნებრივი ლაქტობაქტერიების დაზიანებისგან თავიდან აცილების მიზნით არ გამოიყენოთ ძალიან ცხელი წყალი.
HIPP 2 კომბიოტიკზე გადასვლისას ჩვილის განავალი შეიძლება უფრო თხელი – ფაფისებური გახდეს. ეს ტიპური მოვლენაა, რადგან HIPP კომბიოტიკი – ისევე როგორც დედის რძე, შეიცავს მნიშვნელოვან საკვებ ბოჭკოებს -GOS-ს.
თქვენი ჩვილის ჯანმრთელი კბილებისათვის – ისევე როგორც დედის რძე, ყველა რძის შემდგომი ფორმულა შეიცავს ნახშირწყლებს, ისინი თქვენი ჩვილის კვების მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. ნახშირწყლებთან პერმანენტული კონტაქტის შედეგად, შესაძლებელია განვითარდეს კარიესი. ამიტომ არ დაუტოვოთ ბავშვს ბოთლი დიდი ხნის მანძილზე საწოვრად და შეძლებისდაგვარად მალევე მიაჩვიეთ ფინჯნიდან დალევას.


ინგრედიენტები: დაბალ ცხიმიანობის რძე*, შრატის პროდუქტი*, მცენარეული ზეთები*(პალმის ზეთი*, რაფსის ზეთი*, მზესუმზირის ზეთი*), ლაქტოზა*სახამებელი, კალციუმის კარბონატი, ვიტამინი C,კალიუმის ციტრატი, რკინის ლაქტატი, L-ტრიპტოფანი,კალიუმის ქლორიდი, ვიტამინი E, ბუნებრივი ლაქტომჟავა კულტურები(Lactobacillus fermentum hereditum),ვიტამინიA, ნიაცინი,თუთიის ოქსიდი, ვიტამინი D, პანტოთენის მჟავა, სპილენძის სულფატი, ვიტამინი K, ვიტამინი B1, ვიტამინი B6, მანგანუმის სულფატი, კალიუმის იოდატი, ფოლიუმის მჟავა, ვიტამინი B2, ნატრიუმის სელენიტი, , ბიოტინი, ვიტამინი B12. *ბიო-ორგანული მეურნეობიდან,
• არშეიცავს GMO-ს.

ბიო-ორგანული წარმოება HIPP-ის უმაღლესი ხარისხით – ჩვენ ჩვილის საკვებისთვის ნედლეულის არჩევისას კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებზე გაცილებით მეტს ვითხოვთ. ხარისხის კონტროლი დაწყებული ნედლეულიდან საბოლოო პროდუქტამდე იძლევა უსაფრთხოების გარანტიას თქვენთვის და თქვენი ჩვილისათვის.
HIPP-ის ორგანული –ბეჭედი არის უმაღლესი ხარისხის გარანტია და აღემატება ევროკავშირის “ორგანულ” მოთხოვნებს

მეტი ინფორაცია
Units 1
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy