Friso - ფრისო GOLD Prematuros 3344
Friso - ფრისო GOLD Prematuros
აღწერა
ფრისო პრე ესაა სპეციალური სრულფასოვანი ადაპტირებული ნარევი დღენაკლი და უმწიფარი ახალშობილებისათვის
გამოიყენება :
• დღენაკლ ახალშობილებში
• ახალშობილებში , რომლთა წონა 2500 გრამზე ნაკლებია
• ახალშობილებში მორფო–ფუნქციური უმწიფრობის დროს
• გამოიყენება ზონდით კვებისათვის
Friso Pre გამდიდრებულია :
• არგინინით – რომელიც შეუცვლელი ამინომჟავაა. არგინინი ჩართულია აზოტის ციკლში , მნიშვნელოვან როლს თამაშობს იმუნური სისტემის მომწიფებაში
• ტრიფტოფანით - რომელიც ასევე შეუცვლელი ამინომჟავაა, წარმოადგენს სეროტონინის პრეკურსორს , სეროტონინი კი თვის მხრივ სიმშვიდის , ბედნიერების , ძილ-ღვიძილის რიტმის მარეგულირებელ ჰორმონად გვევლინება
• გლუტამინითა და გლუტამატით - რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ლიმფოციტებისა და კუნთოვანი უჯრედების პროლიფერაციაში
• ნუკლეოტიდებით - რომლებიც დღენაკლ ახალშობილის იმუნური სისტემის მომწიფებას უწყობენ ხელს ლიფოციტების , ნატურალური ქილერების და პლაზმური უჯრედების ფუნქციური მომწიფების და აქტივირების ხელშეწყობის გზით
• არაქიდონის და დოქოსაჰექსანის მჟავით (ARA , DHA ) - რომლებიც მნიშვნელოვანია ნეირონების მიელინიზაციისათვის და თავის ტვინის ოპტიმალური განვითარების საწინდარია
• ფრისო პრე მაღალკალორიულია ( 75 კკალ /100 მლ) , რაც მცირე გესტაციის დროს აუცილებელი კალორიულობის ანაზღაურების ოპტიმალური ნორმაა .
• შრატ/კაზეინის თანაფარდობა 50/50 , რაც თავის მხრივ ალერგიის რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს
ფრისო პრე გამოიყენება როგორც სტაციონარული ასევე როგორც დედის რძის შემცვლელი ადაპტირებული ნარევის სახით , როგორც შერეული ასევე ხელოვნური კვების დროს
არ საჭიროებს დღის რეჟიმის მკაცრ დაცვას და შეიძლება მიეცეს თავისუფალი გრაფიკით ფრისო პრე შეიძლება გამოყენებულ იქნეს ზონდით კვების დროს
გამოიყენება როგორც წონის მაკორექტირებელი ნარევი დროული ახალშობილის ხელოვნური კვებისათვის
მომზადების წესი:
წყალი (მლ) | საზომი კოვზების რაოდენობა | ფხვნილის მიახლ. რაოდენობა | მზა ნარევის რაოდენობა |
30 | 1 | 5,2 | 35 |
60 | 2 | 10,4 | 70 |
90 | 3 | 15,6 | 100 |
120 | 4 | 20,8 | 140 |
150 | 5 | 26 | 170 |
180 | 6 | 31,2 | 200 |
1 საზომი კოვზი = 5,2 გრ . იმისათვის რომ მომზადდეს 100 მლ ნარევი , 90 მლ წყალს დაუმატეთ ფხვნილის 3 საზომი კოვზი .
მომზადების ინსტრუქცია :
ამ ინსტრუქციის ზედმიწევნით შესრულებით თქვენ ზრუნავთ თქვენი ბავშვის ჯანმრთელობაზე
დაიბანეთ ხელები და გაასუფთავეთ ყველა საგანი , რომელიც გჭირდებათ ნარევის მოსამზადებლად . გაასტერილეთ ისინი 3 წთ - ის განმავლობაში.
აადუღეთ წყალი და გააგრილეთ 60 °C.
ჩაასხით ბოთლში საჭირო რაოდენობის წყალი .
დაამატეთ 1 საზომი კოვზი ფხვნილი , ყოველ 60 მლ. წყალზე
შეანჯღრიეთ საწოვარა ნარევის სრულ გახსნამდე
დაიწყეთ კვება , როდესაც ნარევი სხეულის ტემპერატურამდე გაგრილდება
გამოიყენეთ ნარევი მომზადებიდან არაუმეტეს 24 საათის განმავლობაში.
უკუჩვენება - არ არსებობს ! გარდა პროდუქტის ინდივიდუალური აუტანლობისა .
შენახვის პირობები :
გახსნილ მდგომარეობაში ქილა ინახება მშრალ და გრილ ადგილას ოთხი კვირის განმავლობაში . გამზადებული ნარევი გამოიყენება არაუგვიანეს 15 წთ - ისა .
ყოველ ჯერზე ნარევი ახლად უნდა მომზადდეს
მოცულობა: 400 გ.
Units | 1 |
---|
-
Nan - ნანი 4 რძის ნაზავი პრობიოტიკებით 400 გრ 5460განსაკუთრებული ფასი 35,95 ლ რეგულარული ფასი 36,05 ლ
-
Semper - სემპერი ნუტრადეფენსი ადაპტირებული რძე 2 6 თვიდან 400გ 1215განსაკუთრებული ფასი 31,49 ლ რეგულარული ფასი 33,50 ლ
-
Nan - ნანი 3 რძის ნაზავი პრობიოტიკებით 400 გრ 6175განსაკუთრებული ფასი 35,95 ლ რეგულარული ფასი 36,05 ლ
-
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account