FRISO - ფრისო პეპ AC ჰიდროლიზატი 0341
FRISO - ფრისო პეპ AC ჰიდროლიზატი
( ექსტენსიურად დაშლილი კაზეინის ჰიდროლიზატი - ძლიერი ალერგიის სამკურნალოდ)
განმარტება : ფრისო პეპ AС - კაზეინის ექსტენსიური ჰიდროლიზატია ,რომელიც გამოიყენება ძლიერი ალერგიის სამკურნალოდ 0- 12 თვემდე ასაკის ბავშვებში .
ფრისო პეპ AС შექმნილია ძლიერი ჰიდროლიზაციის საფუძველზე , მისი უმეტესი ნაწილი შედგება თავისუფალი ამინომჟავებისა და ძლიერ მოკლეჯაჭვიანი პეპტიდებისაგან .
ულაქტოზოა , გამოიყენება ლაქტოზის აუტანლობის დროს .
ჰიდროლიზატის მაღალი ხარისხი სრულიად გამორიცხავს ალერგიის განვითარების ალბათობას ორგანიზმში განაპირობებს იმუნური სისტემის თH2 - რეაქციის დათრგუნვასა და ანტიგენის მიმართ იმუნური ტოლერანტობის გამომუშავებას.
არ შეიცავს სოიოს , რადგან სოიოს ნარევი თავად შეიძლება წარმოადგენდეს ალერგიის გამომწვევ მიზეზს .
აქვს მომწარო გემო , რაც გამოწვეულია ჰიდროლიზაციის მაღალი ხარისხით
ადვილად მონელებადია , სრულად ათვისებადი , ამიტომ წარმატებით გამოიყენება მალაბსორბციის , მოკლე ნაწლავის სინდრომის , კრონის , და სხვა ნაწლავთა ფუნქციური დაავადების დროს .
ფრისო პეპი AС ცილის ჰიდროლიზაციის გამო განავალს მომწვანო ელფერს აძლევს .
გამოყენების ვადები :
ფრისო პეპ AС გამოიყენება 0-24 თვემდე ასაკის ბავშვებში , რომლებსაც აწუხებთ ძლიერი ალერგია ძროხის რძის ცილის მიმართ ან აქვთ ლაქტოზის აუტანლობის სინდრომი , რეკომენდირებულია ბავშვის კვება ფრისო პეპ AС გაგრძელდეს ალერგიის სიმპტომების სრულ ალაგებამდე , არა მარტო კლინიკურად ,არამედ ლაბორატორიულადაც .
ყურადღება : თუ ბავშვი იმყოფება ჰიდროლიზებულ ნარევით კვებაზე , საკვების თვითნებული შეცვლა , შეწყვეტა და დოზირება სასტიკად აკრძალულია , ნებისმიერი ცვლილების შემთხვევაში კონსულტაცია გაიარეთ თქვენს პედიატრთან .
მომზადების წესი :
ბავშვის წობა | კვების სიხშირე დღის განმავლობაში | წყალი ( მლ ) | საზომი კოვზების რაოდენობა . |
<3 | 7 | 60 | 2 |
3 | 6 | 90 | 3 |
3-4 | 6 | 120 | 4 |
4-5 | 5 | 150 | 5 |
5-6 | 5 | 150 | 5 |
>6 | 5 | 180 | 6 |
1 საზომი კოვზი = 5 გრ . იმისათვის რომ მომზადდეს 100 მლ ნარევი , 90 მლ წყალს დაუმატეთ ფხვნილის 3 საზომი კოვზი .
მომზადების ინსტრუქცია :
ამ ინსტრუქციის ზედმიწევნით შესრულებით თქვენ ზრუნავთ თქვენი ბავშვის ჯანმრთელობაზე
დაიბანეთ ხელები და გაასუფთავეთ ყველა საგანი , რომელიც გჭირდებათ ნარევის მოსამზადებლად . გაასტერილეთ ისინი 3 წთ - ის განმავლობაში.
აადუღეთ წყალი და გააგრილეთ 40 °С.
ჩაასხით ბოთლში საჭირო რაოდენობის წყალი .
დაამატეთ 1 საზომი კოვზი ფხვნილი , ყოველ 60 მლ. წყალზე
შეანჯღრიეთ საწოვარა ნარევის სრულ გახსნამდე
დაიწყეთ კვება , როდესაც ნარევი სხეულის ტემპერატურამდე გაგრილდება
გამოიყენეთ ნარევი მომზადებიდან არაუმეტეს 24 საათის განმავლობაში.
უკუჩვენება - არ არსებობს ! გარდა პროდუქტის ინდივიდუალური აუტანლობისა .
შენახვის პირობები : გახსნილ მდგომარეობაში ქილა ინახება მშრალ და გრილ ადგილას ოთხი კვირის განმავლობაში. გამზადებული ნარევი გამოიყენება არაუგვიანეს 30წთ-ისა , ყოველ ჯერზე ნარევი ახლად უნდა მომზადდეს .
მოცულობა: 400 გ.
Units | 1 |
---|
-
Nan - ნანი 3 რძის ნაზავი პრობიოტიკებით 400 გრ 6175განსაკუთრებული ფასი 35,95 ლ რეგულარული ფასი 36,05 ლ
-
Nan - ნანი 4 რძის ნაზავი პრობიოტიკებით 400 გრ 5460განსაკუთრებული ფასი 35,95 ლ რეგულარული ფასი 36,05 ლ
-
Semper - სემპერი ნუტრადეფენსი ადაპტირებული რძე 2 6 თვიდან 400გ 1215განსაკუთრებული ფასი 31,49 ლ რეგულარული ფასი 33,50 ლ
-
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account