HIPP - ჰიპი2 კომბიოტიკი 6 თვიდან 2036-01
HIPP - ჰიპი 2 კომბიოტიკი, ადვილად მოსანელებელი საკვები შერეული ან ხელოვნური კვებისთვის, რეკომენდირებულია 6 თვის ასაკიდან
ჰიპი-2 კომბიოტიკი –პრებიოტიკით, პრობიოტიკითა და A, C და D ვიტამინებით იმუნური სისტემისათვის – ორგანული შემდგომი რძის მშრალი ნარევი – 6 თვიდან.
*ბიოორგანული მეურნეობიდან.
ჰიპი-2 კომბიოტიკი არის რძის ნარევების ბოლო თაობის უნიკალური ფორმულა, რომელიც ზუსტად მიესატყვისება ჩვილის მოთხოვნებს ჯანმრთელი განვითარებისათვის.
ჰიპი-2 კომბიოტიკის შემადგენლობა:
• პრობიოტიკები: ბუნებრივ რძე-მჟავა კულტურა, რომლიც გამოყოფილია დედის რძისგან.
• პრებიოტიკები;
• შეიცავს ვიტამინებს A, C და D – იმუნური სისტემისათვის;
• შეიცავს Omega 3 (ALA) -- ტვინისა და ნერვული ქსოვილის განვითარებისათვის;
• შეიცავს ადვილად მოსანელებელ სახამებელს და ნოყიერია.
ყურადღება: გამოყენების წინ დარწმუნდით, რომ შეფუთვა დაზიანებული არ არის; ზუსტად დაიცავით საკვების გამოყენებისა და მომზადებასთან დაკავშირებული ყველა მითითება. ბავშვისათვის ხელოვნური საკვების მიცემამდე რჩევისათვის მიმართეთ ექიმს. არასწორმა მომზადებამ და მომზადებული ნარევის შენახვამ შეიძლება იმოქმედოს ბავშვის ჯანმრთელობაზე. მოამზადეთ რძის ნარევი ჭამის წინ და აჭამეთ ბავშვს ახალი მომზადებული. არ გამოიყენოთ ბოთლში დარჩენილი საკვები მეორედ. ყოველი კვების შემდეგ კარგად გარეცხეთ ბოთლი, თავსახური და საწოვარა.
შენახვის წესი: გახსნილი პაკეტი, ყოველი გამოყენების შემდეგ კარგად შეკარით და შეინახეთ მშრალ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე, გახსნილი კოლოფი ვარგისია 3 კვირის განმავლობაში. ნუ გააცხელებთ რძეს მიკროტალღოვან ღუმელში. არ შეინახოთ თბილი რძე თერმოსში.
მომზადების წესი:
1. ყოველი კვებისათვის აადუღეთ სასმელი წყალი და გააგრილეთ 40-50°-მდე.
2. საჭირო წყლის რაოდენობის 2/3 ჩაასხით ბოთლში.
3. კოლოფში მოთავსებული საზომი კოვზით ამოიღეთ მშრალი ნარევის საჭირო რაოდენიბა. საზომ კოვზს ზედმეტი რაოდენობა მოაცილეთ დანის გლუვი პირით. დაუმატეთ ჭურჭელში მომზადებულ წყალს.
4. დაახურეთ ბოთლს თავი, თავდაპირველად მსუბუქად, შემდეგ კი
კარგად შეანჯღრიეთ.
5. დაუმატეთ ანადუღარი წყლის დარჩენილი რაოდენობა, კარგად
შეანჯღრიეთ.
6. გააციეთ კვების ტემპერატურამდე (დაახლოებით 37°), შეამოწმეთ საკვების ტემპერატურა ჭამის წინ.
დაიცავით დოზირება ქვემოთ ნაჩვენები ცხრილის მიხედვით:
150მლ წყალი + 5 საზომი კოვზი ჰიპი 2 = 170მლ საკვებად მზა რძე.
180მლ წყალი + 6 საზომი კოვზი ჰიპი 2 = 200მლ საკვებად მზა რძე.
210მლ წყალი + 7 საზომი კოვზი ჰიპი 2 = 235მლ საკვებად მზა რძე.
ბავშვს დღეში სჭირდება დაახლოების 5 კვება; საკვების რაოდენობა თითოეულ კვებაზე ყველა ბავშვისთვის არის ინდივიდუალური.
• გამოიყენეთ 1 საზომი კოვზი ნარევი 30 მლ ანადუღარ წყალზე.
ბუნებრივი ლაქტობაქტერიების დაზიანებისგან თავიდან აცილების მიზნით არ გამოიყენოთ ძალიან ცხელი წყალი.
HIPP 2 კომბიოტიკზე გადასვლისას ჩვილის განავალი შეიძლება უფრო თხელი – ფაფისებური გახდეს. ეს ტიპური მოვლენაა, რადგან HIPP კომბიოტიკი – ისევე როგორც დედის რძე, შეიცავს მნიშვნელოვან საკვებ ბოჭკოებს -GOS-ს.
ჩვილის ჯანმრთელი კბილებისათვის – ისევე როგორც დედის რძე, ყველა რძის შემდგომი ფორმულა შეიცავს ნახშირწყლებს, ისინი ჩვილის კვების მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. ნახშირწყლებთან პერმანენტული კონტაქტის შედეგად, შესაძლებელია განვითარდეს კარიესი. ამიტომ არ დაუტოვოთ ბავშვს ბოთლი დიდი ხნის მანძილზე საწოვრად და შეძლებისდაგვარად მალევე მიაჩვიეთ ფინჯნიდან დალევას.
ინგრედიენტები: დაბალ ცხიმიანობის რძე*, შრატის პროდუქტი*, მცენარეული ზეთები*(პალმის ზეთი*, რაფსის ზეთი*, მზესუმზირის ზეთი*), ლაქტოზა*სახამებელი, კალციუმის კარბონატი, ვიტამინი C,კალიუმის ციტრატი, რკინის ლაქტატი, L-ტრიპტოფანი,კალიუმის ქლორიდი, ვიტამინი E, ბუნებრივი ლაქტომჟავა კულტურები(Lactobacillus fermentum hereditum),ვიტამინიA, ნიაცინი,თუთიის ოქსიდი, ვიტამინი D, პანტოთენის მჟავა, სპილენძის სულფატი, ვიტამინი K, ვიტამინი B1, ვიტამინი B6, მანგანუმის სულფატი, კალიუმის იოდატი, ფოლიუმის მჟავა, ვიტამინი B2, ნატრიუმის სელენიტი, , ბიოტინი, ვიტამინი B12. *ბიო-ორგანული მეურნეობიდან
• არშეიცავს GMO-ს.
ბიო-ორგანული წარმოება HIPP-ის უმაღლესი ხარისხით – ჩვენ ჩვილის საკვებისთვის ნედლეულის არჩევისას კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებზე გაცილებით მეტს ვითხოვთ. ხარისხის კონტროლი დაწყებული ნედლეულიდან საბოლოო პროდუქტამდე იძლევა უსაფრთხოების გარანტიას თქვენთვის და თქვენი ჩვილისათვის.
HIPP-ის ორგანული –ბეჭედი არის უმაღლესი ხარისხის გარანტია და აღემატება ევროკავშირის “ორგანულ” მოთხოვნებს
Units | 1 |
---|
-
Nan - ნანი 3 რძის ნაზავი პრობიოტიკებით 400 გრ 6175განსაკუთრებული ფასი 35,95 ლ რეგულარული ფასი 36,05 ლ
-
Nan - ნანი 4 რძის ნაზავი პრობიოტიკებით 400 გრ 5460განსაკუთრებული ფასი 35,95 ლ რეგულარული ფასი 36,05 ლ
-
Semper - სემპერი ნუტრადეფენსი ადაპტირებული რძე 2 6 თვიდან 400გ 1215განსაკუთრებული ფასი 31,49 ლ რეგულარული ფასი 33,50 ლ
-
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account